Digest Logo

„თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს“ - ამირან გამყრელიძე

1651828328
ამირან გამყრელიძე

„თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

„თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, თავისი საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს.  ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, „კოვიდის მართვისას თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა“ გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, თუ სადმე გადაცდომა იყო, რეაქციაც უნდა იყოს. შეიძლება, ბატონ ზურაბს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს, ის ჯანდაცვის მინისტრია. კოვიდთან დაკავშირებულ ყველა გამოსვლას მადლობით ვიწყებ სამედიცინო საზოგადოების მიმართ.

ექიმებს და ექთნებს მადლობა ეკუთვნის. რა თქმა უნდა, შეცდომა, გადაცდომა, თუ რაღაც სხვა, ყოველთვის შეიძლება იყოს, მაგრამ 2 წელია დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. ჩვენ ექიმებს და საზოგადოებას მადლობა უნდა ვუთხრათ“, - დასძინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.