Digest Logo

„შემოდგომა (ნოემბერი) იქნება მძიმე... კოვიდი + მაიმუნის ყვავილის ვირუსი + სეზონური გრიპი“ - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

1659887034
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პანდემიის გაუარესებაზე წერს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროა, კოვიდის მაგალითზეც რომ არ ვსწავლობთ.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი უკვე 28,847 ადამიანს ოფიციალურად დაუდასტურდა და უკვე 6 დადასტურებული სიკვდილი არის რეგისტრირებული.

რამდენია არარეგისტრირებული, ეს კიდევ სხვა საკითხია?! შემოდგომა (ნოემბერი) იქნება მძიმე.

კოვიდი + მაიმუნის ყვავილის ვირუსი + სეზონური გრიპი.

ისე, რომ დაფიქრდეთ, ყველა ამ უბედურების წინააღმდეგ გვაქვს ვაქცინები და ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ თავი და მაინც ჯიუტად თავს ვიტყუებთ… რატომ ?!

აიცერით, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს …  ჯანმრთელობას გისურვებთ…“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„შემოყო ვიღაც გოგომ თავი, დაიღრიალა - „რუსკიე იდიტე ნახ@@ი, მოგიტ@@ნთ კეთილებიო“ და გასწორებულმა ცეკვა დაიწყო“ - რას წერს ზურა ბაუჟაძე

🔵„ყველას გული ატკინა თავისი უდროო წასვლით, მაგრამ იქ საყვარელი დედიკო დახვდება და ისევ იზრუნებს მასზე...“ - ტრაგედია გორში

🔵„სანამ ვაზნები ჰქონდა თავს იცავდა, მერე დაჭრეს, ადგილზე აწამეს ღორებმა. ამ ამბავს 40 დღეში დედა გადაჰყვა, შემდეგ მამაც დაიღუპა“ - ომის უცნობი გმირი