
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ ევროპაში და სავარაუდოდ საქართველოში კოვიდის 5 ვარიანტი ცირკულირებს.
„ამჟამად ევროპაში და სავარაუდოდ საქართველოში ცირკულირებენ 5 კოვიდის ვარიანტი:
დელტა (Delta)
ომიკრონი 1 (Omicron BA.1)
ომიკრონი 2 (Omicron BA.2)
ომიკრონი 4 (Omicron BA.4) ძალიან გადამდები
ომიკრონი 5 (Omicron BA.5) ძალიან გადამდები
განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევ დროულად აიცრან ბუსტერით.
შემდეგი კოვიდ ტალღა მოდის (წამოსულია უკვე) და მოემზადეთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მოვემზადოთ, საქართველოში ივნის-ივლისში კოვიდ აფეთქება არ აგვცდება“ - გიორგი ფხაკაძე