
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში სავარაუდოდ ჩინური კოვიდტალღა თებერვალში მოაღწევს. მისი თქმით, კი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად არ არის.
„კოვიდ ვაქცინა ქვეყანაში არ არის და, სავარაუდოდ, არც იქნება; ჩინეთში კოვიდ აფეთქების პიკი, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში იქნება; საქართველომდე ჩინური „ტალღა”, სავარაუდოდ, თებერვალში მოაღწევს;
ჯანდაცვის სისტემა მზად არ არის; ქართველების იმუნური სისტემა, პრინციპში, მზად არის (ომიკრონი მოსახლეობის 90%-ს უკვე ესტუმრა); მოვემზადოთ და ველოდოთ პოსტკოვიდური პაციენტების მატებას“, - წერს ფხაკაძე.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: