Digest Logo

საკადრო ცვლილებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში

1651566737
რესპუბლიკურ საავადმყოფო

საკადრო ცვლილებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში - „კურიერის“ ინფორმაციით, საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა.

ლევან გოფოძე კლინიკის დირექტორი აღარ არის, თანამდებობაზე აღარ არის არც ჯავარა უგრეხელიძე, რომელიც დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამ ეტაპზე აღარც კლინიკური დირექტორი ჰყავს. ნოდარ ჩიმაკაძე თანამდებობას დღეიდან ოფიციალურად აღარ იკავებს.

უკავშირდება თუ არა ცვლილებები საავადმყოფოებში დაწყებულ შემოწმებას? - ცნობილია მხოლოდ ის, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურია შესული, რომელიც კორონავირუსის პერიოდში გადმორიცხული თანხების გამოყენების მიზნობრიობას სწავლობს.

მანამდე, მინისტრმა განაცხადა, რომ გადარიცხული თანხები, რომელიც ექიმებსა და ექთნებს ეკუთვნოდათ, მათ არ მიუღიათ, ზურაბ აზარაშვილმა არ გამორიცხა, რომ სხვა კლინიკების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ერთ მხარეს მოკლევადიან სურვილსა და ვნებაზე დამყარებული ახალი ურთიერთობების წამოწყების ტენდენცია გვაქვს და მეორე მხარეს დიდია ფარული მოქმედების სურვილი“ - ასტროლოგი

🔵„მგონია, სახლში უფროსი და შემომივიდა. უამრავი სირთულის მიუხედავად, კეთილი, საყვარელი და სუფთა გულის რომ არის“ - ვისზე წერს ალექსანდრა პაიჭაძე

🔵ქვიზი - შეამოწმე, როგორ ფლობ ქართულ ენას

წყარო: rustavi2.ge