
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ პანდემიის დროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ხანგრძლივი კოვიდი რჩება. ფხაკაძე „ლონგ კოვიდის“ სიმპტომებს ასახელებს და მოქალაქეებს პფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებით აცრას ურჩევს.
„3.5 მილიონი დაინფიცირდა წინა კვირას. 312 მილიონი ადამიანი დაუდასტურდა კოვიდ და სავარაუდოდ 1 მილიარდი გადაიტანა კოვიდი მსოფლიოში…
ყველაზე დიდი გამოწვევა კი ახლა არის გრძელი კოვიდი:
სუნთქვის უკმარისობა
მეხსიერების დაბინდვა
დაღლილობა
გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებსაც ეცით პატივი. დროზე აიცერით პფაიზერის ან მოდერნას ბუსტერით. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵„საინფორმაციოს მე აღარ გავუძღვები“ - მიშა სესიაშვილმა „მთავარი არხი“ დატოვა?