
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მსოფლიოში გართულებულ ეპიდვითარებაზე წერს და ამბობს, რომ ის რაც ჩინეთმა 2 წლის მანძილზე გადაიტანა, ახლა ერთბაშად გაუარესდება.
გიორგი ფხაკაძე თებერვლის ბოლომდე კორონავირუსის სამ ტალღას აანონსებს.
„ჩინეთში არმაგედონი დაიწყო! კოვიდი უკონტროლო გახდა!
ის, რაც მსოფლიომ 2 წლის მანძილზე გადაიტანა (კოვიდის 9 ტალღამდე), ჩინეთს ერთბაშად გადაუვლის ამ ზამთარს. სავარაუდოდ, 3 ტალღა ექნებათ თებერვლის ბოლომდე.
სამწუხაროდ, ადრეული შეფასებები გადასახედი გახდა და დღეს უკვე საუბარია, ჩინეთში სავარაუდოდ, 1 მილიონი მსხვერპლზე მხოლოდ ამ ზამთარს.
სავარაუდოდ, ჩინეთში 800 მილიონამდე დაინფიცირებულის ფონზე ახალი ვარიანტის ჩამოყალიბების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი…
ყველგან, სადაც პოლიტიკოსები ერევიან ჯანდაცვის სფეროში „ექსპერტებად”, ყველგან გვაქვს პრობლემები. ნათელი მაგალითებიც გვაქვს, შვედეთი, ბრაზილია, ამერიკა, ინდოეთი, ჩინეთი და, აგერ, საქართველო…
საქართველოში კი არის არაერთგზის ჩამოყალიბებული „ჯოგური იმუნიტეტი” და ამ ზამთარს უკვე ჩვეულებრივ „რეჟიმში” გადავაგორებთ. ოღონდ „ზამთარი” იქნება მარტის ჩათვლით და პირბადე მაინც გამოიყენეთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მადლობა თქვი, რომ შეგიძლია ისწავლო, რადგან ვინც არ სწავლობს, უკვე მკვდარია“ - რას წერს გია მურღულია