Digest Logo

„არანაირი შეხება არ მქონია ფინანსების განაწილებასთან, პასუხს ვაგებდი ავადმყოფების მკურნალობაზე“ - თენგიზ ცერცვაძე

1652128400
თენგიზ ცერცვაძე

„ის განცხადება ემოციური იყო და საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, რომ დავრჩე თანამდებობაზე“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თანხების შესაძლო გაფლანგვაზე მის მიმართ არსებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

„მე ვრჩები თანამდებობაზე. მე რომ მეგონა, მთელი ქვეყანა ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს.

მე ვიყავი კლინიკური მართვის ჯგუფი და პასუხს ვაგებდი უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობაზე, პროტოკოლებზე, ახალ მეთოდებზე, ავადმყოფების გადარჩენაზე და არანაირი შეხება არ მქონია ფინანსების განაწილებასთან, არც რამე შესყიდვებთან, ამიტომ იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი ჩემი გარევა ამ საქმეში“, - განაცხადა ცერცვაძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ლიფტში ვარ გაჭედილი, ორ საათში მოვა შუქიო... ყველა საგინებელი სიტყვა, რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, მათზე დავხარჯე“ - რას წერს ინგა გრიგოლია

🎥 „არასდროს ამბობდა, ცუდად ვარო. შეიძლება ატკივებოდა რაღაც, მაგრამ არ გეტყოდა“ - ნახეთ, როგორ გამოიყურება დომენიკ მანგოს დედის საფლავი

🎥 თინა კანდელაკი თავისუფალ დროს თურქულ სერიალებს უყურებს - ნახეთ კადრები