Digest Logo

745 ინფიცირებული, 984 გამოჯანმრთელებული, 8 გარდაცვლილი - ბოლო ერთი კვირის კოვიდ სტატისტიკა

1652170670
დადებითი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით კოვიდ ინფიცირების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების სტატისტიკას აქვეყნებს. 

2-8 მაისის პერიოდში კოვიდ-19-ის 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 984 ადამიანი, ხოლო ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა.

აღნიშნულ პერიოდში ჩატარდა 112 564 ტესტი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი წერს, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.66%.