Digest Logo

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩები“ ალოგიკურად მოკლე დროში სათანადო კვალიფიკაციას იძენენ, სხვებს რომ ასწავლონ? - მურღულია

 17:26 პარ. 14 მაისი
გია მურღულია

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში პროფესიული განვითარების პროცესებსა და ხარისხზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს. 

ის აღნიშნავს, რომ კვლევების თანახმად, საქართველოს განათლების სისტემა „მსოფლიო აუტსაიდერთა რიგშია“. ამასთან იმ ადამიანების კვალიფიკაციას უსვამს ხაზს, რომლებიც ხშირად მოსწავლეების განვითარებაზე იღებენ პასუხისმგებლობას.

„პროფესიული განვითარების პროცესი ჩვენში გაადვილებულად წარმოუდგენიათ:

მე ორ-სამ დღეში ვასწავლი სხვას, ის – კიდევ სხვას, ის, თავის მხრივ – მორიგ სხვას და ასე – საბოლოო წარმატებამდე. ეს კონვეირი უპაუზოდ მუშაობს.

კვალიფიკაცია ასე სწრაფად რომ მაღლდებოდეს და ინდივიდის ხანგრძლივად შეუპოვარ შრომასა და გარჯას არ გულისხმობდეს, ყველა ძალიან განვითარებული იქნებოდა.

ე.წ. „ახალი სკოლის“ იდეების დანერგვის პროცესში – ამოცანის მასშტაბის უპირობო ზრდის (თანდათან ყველა სკოლა უნდა მოვიცვათ) კვალდაკვალ – დანერგვის საქმის სულ უფრო მეტი პროფესიონალი მცოდნე გვჭირდება. ეს „აკადემიური ბირთვული რეაქციაა“, როდესაც დროის მცირე მონაკვეთში ასეთ მცოდნეებს ვამზადებთ და ვაბამთ პროცესში.

ვის შეუძლია, განსაზღვროს, შეაფასოს და დაადასტუროს, რომ ე.წ. „ქოუჩები“ ალოგიკურად მოკლე დროში სათანადო კვალიფიკაციას იძენენ, სხვებს რომ ასწავლონ?

ვინ გასცემს მათი პროფესიული მზაობის დამადასტურებელ სერტიფიკატს და – რა მონაცემებსა თუ კრიტერიუმებზე დაყრდნობით?

უკვე ახლა ისინი ასეულობით გვჭირდება და – ყველა სკოლის საქმეში ჩართვასთან ერთად – ათასობით დაგვჭირდება.

ასეთი, მართლაც კონვეირული, დასტა-დასტა „მომზადებისა“ და გასერტიფიკატების პირობებში ვინმე აცნობიერებს ან პასუხისმგებლობას იღებს იმაზე – სად შეიძლება კიდევ გაგვექცეს ისედაც დაკნინებული განათლების ხარისხი?

ქართული პასუხი მარტივი და ჯერ-ჯერობით უცდომელია:

რამდენიმე ხანში მოგვივა ვინმე ახალი, ყველაფერ ამას (იდეებსაც და მათი განმახორციელებლების მომზადების ლოგიკასაც) შეცდომად, სისულელედ და უვარგისად გამოაცხადებს და დაიწყებს „სერიოზულ მუშაობას” ახალი სისტემის გასააზრებლად, მისაღებად და დასანერგად. ამასაც წლებზე გაწელავენ. ძველ შეცდომებს კი ყველა დაივიწყებს, თუ საერთოდ სრულად გააცნობიერეს.

ბუნდოვანი და დღემდე მიუღწეველი „პროგრესის“ სახელით ათწლეულთა განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ.

ჰოდა, ყველა უკმაყოფილოა, ე.წ. „რეფორმატორთა“ გარდა – მხოლოდ ისინი ხედავენ

მასწავლებელ-მოსწავლე-მშობელ-დირექტორთა ბედნიერებით „გაცისკროვნებულ თვალებს“, კვლევები კი მუდმივი ერთფეროვნებით ადასტურებს, რომ საქართველოს განათლების სისტემა მსოფლიო აუტსაიდერთა რიგშია.

როგორც ჩანს, ქართველებს ბევრი ფული და დრო გვაქვს – შეგვიძლია დაუსჯელად ვფლანგოთ. არც არასდროს არავინ მოგვთხოვს პასუხს.

ერთი რამ კი მკაფიოდ ნათელია:

უფროსები შეცდომებს ყოველთვის ბავშვების ხარჯზე უშვებენ“,-წერს გია მურღულია სოციალურ ქსელში.


„ანგელოზივით გოგომ მომწერა მესიჯი, საზიზ...

1 წუთის წინ

ნუკი კოშკელიშვილი

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გ...

28 წუთის წინ

გუჩა კვარაცხელია

AstraZeneca-ს და Pfizer-ის შერევით, უფრო...

29 წუთის წინ

გეგეჭკორი ნონა


ამ მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ასობი...

14:23 სამ. 22 ივნისი

კოღო

„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო.....

11:05

ლენტი ავარია

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გა...

14:23 სამ. 22 ივნისი

ძალადობა

„საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და...

13:41

ნინი გოგიჩაიშვილი

მაია ასათიანი შეყვარებულთან ერთად პოზირე...

12:15

მაია ასათიანი

VIDEO: ვინ არის სექსუალური გოგო ტრიბუნიდ...

12:05

ვიკა

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

54 წუთის წინ

რეკლამა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 50 წლ...

13:51

კაცი

არასრულწლოვნების ვაქცინაცია იწყება შვედე...

13:32

ვაქცინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

13:07

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა...

12:57

შსმინისტრი და ესებუა

ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება

12:53

ქალთა მოძრაობა

ბინები კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა - კალაძე

12:22

„ქართული ოცნების“
გენერალური მდივანი

„ეს 9 თვე სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ა­მოვ­ნე...

11:54

ნანუკა გოგიჩაიშვილი

მინდა, როგორც სპეციალისტმა, ყველას მოვუწ...

11:22

ბიძინა კულუბმბეგოვი