Digest Logo

ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

 12:58 ხუთ. 14 იანვარი
თეა წულუკიანი

„ქართული ოცნების“ პიონერი და უხუცესი,  „ნაციონალური მიძრაობის" „შეურიგებელი მტერი“ და ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის უცვლელი წევრი - ასე ეძახიან თეა წულუკიანს, რომელიც დღეს უკვე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა.
 

წულუკიანის პოლიტიკური საქმიანობების შესახებ ბევრმა იცის, თუმცა როგორია ცოლი და დედაა, ვინ არის და რას საქმიანობს მისი მეუღლე - ამაზე ბევრი არავინ იცის.

„დაიჯესტი“ დღეს თეა წულუკიანის პირად ცხოვრებაზე მოგიყვებათ.

თეა წულუკიანი 2016 წელს გათხოვდა, მან ნუგზარ კაკულიაზე იქორწინა. მი­ნის­ტრის რჩე­უ­ლი მას­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია.

მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რია. იგი სას­წავ­ლო ცენ­ტრს 2014 წლის 3 ნო­ემ­ბრი­დან 2016 წლის 12 სექ­ტემ­ბრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლია იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრში თით­ქმის ოთხი წლის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და, ჯერ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ, შემ­დეგ კი, ორი წლის მან­ძილ­ზე დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

მინისტრის მეუღლეს მი­ღე­ბუ­ლი აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლი­სის აზი­ი­სა და აფ­რი­კის ინ­სტი­ტუ­ტში.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლია კა­რა­ტის­ტია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოკი­ნა­ვუ­რი გოჯუ რიუ კა­რა­ტე დოს ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რია.

სხვა­დას­ხვა წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს მსოფ­ლიო, ევ­რო­პი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლე­ბი კა­რა­ტე­ში, არის შავი ქამ­რის მფლო­ბე­ლი.

წყვილმა ერთმანეთი არჩევნების დროს გაიცნო, როცა თეა წულუკიანი ნაძალადევის რაიონში კეჭს იყრიდა.

„2012 წელს როდესაც ნაძალადევის რაიონში კენჭს ვიყრიდი, ერთ დღესაც შტაბში ნუგო მოვიდა და გვითხრა რით დაგეხმაროთო, მიუხედავად იმიასა, რომ ნაძალადევის რაიონის ამომრჩეველი არ იყო. ჩვენ ნუგო როგორც აქტივისტი ისე მივიღეთ, მან ჩვენს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, შემდეგ მეგობრობა გავაგრძელეთ და დროსთან ერთად ჩვენი ურთიერთობა გადაიზარდა სხვა ტიპის ურთიერთობაში. ჩვენი ურთიერთობა მთლიანად აგებულია ხუმრობაზე, იუმორსა და ხალისიან განწყობაზე. ხანდახან ვფიქრობ არანორმალური ოჯახი ხომ არ ვართ-მეთქი, იმიტომ რომ ბევრს ვიცინით“- ამბობს თეა წულუკიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დღეს კი წყვილს 3 წლის შვილი ჰყავს, მე­რი­კო კაკულია.


თეა წულუკიანი სხავდასხვა საჯარო ღონისძიებებზე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ხში­რად ჩნდე­ბო­და.

„ვფიქრობ, უფრო მეტი ქალი სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს და უფრო მეტი ქართველი იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია ბევრი ჯანმრთელი, განათლებული და ძლიერი ქალი. მას მერიკო ჰქვია - ჩემი გამზრდელი ბებიის სახელი, რაც ძალიან მიხარია. ასრულებს სიმბოლურად იმ როლს, რომ მომავალში მიაქვს ის წარსული, რომელიც მინდა, რომ მუდამ იყოს ცოცხალი და ასევე ჩემთვის ვფიქრობდი, თუკი ჩემი მაგალითი სხვა ქალებსაც, საქართველოს ქალებსაც მისცემს იმის განცდას, რომ არასდროს არ არის შვილის ყოლა გვიანი, არასდროს არ არის ოჯახის შექმნა გვიანი, რა თქმა უნდა ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ ეს სტერეოტიპიც არსებობს“- ამბობს თეა წულუკიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში წულუკიანს 12 საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 4076,38 ლარი და 10 600 ევრო. მისმა 2018 წლის დაუბეგრავმა ხელფასმა მინისტრის პოსტზე 75 000 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრს გასულ წელს პრემია არ აუღია. თეა წულუკიანის წლიურმა გასავალმა 1600 ლარი და 9672,71 დოლარი შეადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანის მეუღლე ფლობს 50 009 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, სოფელ დილისკარში, რომელიც 2016 წელს 7 000 ლარად შეიძინა; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი AUDI Q7, რომელიც 2017 წელს სხვა ავტომობილში გაცვლის შედეგად მიიღო. მასვე, დეკლარაციის შევსების მომენტში, 9 საბანკო ანგარიშზე უფიქსირდებოდა 1577,11 ლარი.

მისმა დაუბეგრავმა ხელფასმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2018 წლის 1 იანვრიდან - 1 ნოემბრის პერიოდში - 43577,21 ლარი შეადგინა, ხოლო წლიურმა გასავალმა 5675,03 ლარი.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების" უცვლელ მინისტრს თეა წულუკიანს, 2017 წლიდან დეკლარაციაში აღარ უფიქსირდება არასაცხოვრებელი ფართი სტრასბურგში.

2020 წელს თეა წულუკიანი, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი იყო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

„რვა წელი საკმარისი პერიოდია. ბევრი სირთულისა დაა გამოწვევების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ ჩემი, ჩემი გუნდისა და თითოეული მოხელის დიდი შრომის შედეგად, ბევრ წარმატებას მიაღწია. ჩვენს ხელში გაიარა როგორც ვიზალიბერალიზიის სამოქმედო გეგმის არაერთმა რეფორმამ, ასევე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის საჭირო არაერთმა რეფორმამ და სხვა რეფორმებმა. მიხარია, რომ ჩემი პოზიცია პოლიტიკურმა გუნდმა გაიზიარა და იმედია, მალე ვიხილავთ ახალ შემადგენლობას.

რაც შეეხება განათლების კომიტეტს, ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანებს, ვისაც არ ვუყვარვარ და ეს აბსოლუტურად ნებადართულია, ხდება ამ სფეროებზე თავდასხმა. ვისაც არ ვუყვარვარ, მე დამესხან და არა კომიტეტს, რომელიც მართავს განათლებას, კულტურას და ნუ აერევათ ეს ორი რამე ერთმანეთში, რადგან ეს ის სფეროებია, რომელიც თუ ქვეყანაში გამართული არ არის, მაშინ არაფერს აღარ აქვს აზრი, სხვა სფეროებს ნუ ეწყინება. რატომ ეს კომიტეტი და არა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი? მარტივი მიზეზის გამო. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები არიან იუსტიციის სამინისტროსთვის დარგობრივი კომიტეტები. მორალურად სწორი არ მგონია, რომ ადამიანმა, რომელმაც იუსტიციის სამინისტრო რვა წლის განმავლობაში მართე, ახლა უნდა დაჯდე დარგობრივ კომიტეტში და უჭრიტინო და აკონტროლო ის ადამიანი, რომელმაც შენი საქმე გადაიბარა. ეს აბსოლუტურად არასწორია. იუსტიციის მინისტრს სჭირდება თავისუფლება და თავისი ხედვის განხორციელება. გამორიცხულია, მას დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ ვინმე წულუკიანი ეჯდეს, რომლის სუნთქვასაც გრძნობს კეფაში. ეს არის უწესობა. ამიტომ,გამორიცხული იყო, ამას დავთანხმებოდი, რომც შემოეთავაზებინათ. გუნდმა ეს არ გააკეთა, რადგან ამის გაკეთება არ შეიძლება. ამიტომ, პასუხები, რომელიც თქვენ საჩოთირო გგონიათ, სინამდვილეში, ძალიან მარტივია“, – განაცხადა წულუკიანმა თანამდებობაზე დანიშვნისას.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი მარიამ ქვრივიშვილი?

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

ყველა ქალი, ვისაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ


თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობ...

6 წუთის წინ

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

ლევან ნიკოლაიშვილი: ეკლესიის წინააღმდეგ...

14 წუთის წინ

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

რითი ხურავდნენ სახლებს ძველ საქართველოში...

25 წუთის წინ

რითი ხურავდნენ სახლებს
ძველ საქართველოში და რა
არჩევანი გვაქვს დღეს?


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

40 წუთის წინ

ბერა ივანიშვილი

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

„დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი,...

43 წუთის წინ

ელისო ბოლქვაძე

დავით ქართველიშვილი: დღეს სააკაშვილი აპი...

51 წუთის წინ

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა კაცი ემ...

11:15

უბედური- შემთხვევა

ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მ...

11:14

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს

11:10

პოლიცია

„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდ...

11:05

როგორ გავარჩიოთ
კორონავირუსი გაციებისგან

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

11:04

ამინდი

2 479 ინფიცირება, 2 374 გამოჯანმრთელება,...

10:51

კორონა და კოვიდი

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

10:15

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი