Digest Logo

ვინ არიან და რას საქმიანობენ საქართველოს პრეზიდენტების შვილები

 18:43 პარ. 22 იანვარი
პრეზიდენტის შვილები

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ფურცლებს ბევრი ნატყვიარი აქვს... ვაწყობდით სახელმწიფო გადატრიალებებს, ემიგრაციაში ვუშვებდით პრეზიდენტს, მერე ისევ რევოლუციით მოგყვავდა სხვა პრეზიდენტი და ბოლოს მივეჩვიეთ მშვიდობიანი გზით, არჩევნების საშუალებით აგვერჩია პრეზიდენტი და მივჩვეოდით მას.

დღეს მოგიყვებით რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ პრეზიდენტის შვილები...

 

 

გამსახურდიას შვილები

„აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“... ეს სიტყვები საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის.

მას 3 ვაჟი ჰყავს: კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი.

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია ზვიად გამსახურდიას დალი ლოლუასთან პირველი ქორწინებიდან შეეძინა.

მას სახელი ბაბუის, მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას საპატივცემულოდ დაარქვეს და ერთადერთი შვილია, რომელიც მამის კვალს გაჰყვა - პოლიტიკაში წავიდა.

კონსტანტინემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. ზვიად გამსახურდიას გადადგომის და „თბილისის ომის" შემდეგ გაემგზავრა შვეიცარიაში და თარგმანებითა და ლიტერატურისმცოდნეობით იყო დაკავებული.

2004 წელს დაბრუნდა საქართველოში და დააარსა მოძრაობა „თავისუფლება“. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ გამოსვლებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

ცოტნე გამსახურდია დაიბადა თბილისში. 1992 წელს დედასთან - მანანა არჩვაძესთან და ძმასთან ერთად საცხოვრებლად ჩეჩნეთში მოუწია გახიზვნა, იქიდან კი 1994 წელს — მოსკოვში, სადაც მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი დაამთავრა.

1997 წელს ცოტნე გამსახურდია დედასთან და ძმასთან, გიორგისთან ერთად, დაბრუნდა სამშობლოში. ის ბათუმში დასახლდა, სადაც ბათუმის მერის თანაშემწედ დაინიშნა. 1999 წელს მას მკვლელობის მცდელობა დაბრალდა — საქართველოს წყალბურთის ნაკრების წევრი ავთანდილ მაღლაკელიძე დაჭრა, თუმცა, საქმე დაიხურა.

„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, ცოტნე მეცნიერებით დაკავდა და მედიის თვალსაწიერიდან გაქრა. 2009 წლის ოქტომბერში ის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააპატიმრეს და 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

პატიმრობაში გამსახურდიამ რამდენჯერმე შიმშილობა დაიწყო. 2012 წელს ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თხოვნით მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი გიორგი საჯარო ცხოვრებას ერიდება.

ის 1994-1997 წლებში მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც საერთაშორისო სამართლის სპეციალობით დაამთავრა ხალხთა მეგობრობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წლების მანძილზე საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა.

ედუარდ შევარდნაძის შვილები

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილები გაურბიან საჯაროობას. მას ნანული ცაგარეიშვილთან 2 შვილი პაატა და მანანა შეეძინა.

ისინი მამის კვალს არ გაყვნენ. შევარდნაძის ვაჟი, პაატა შევარდნაძე, იურისტია, დიდხანს მუშაობდა იუნესკოში, 2003 წლის შემდეგ კი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში და ბიზნესით დაკავდა.

შევარდნაძის ქალიშვილი მანანა თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იგი საჯარო ცხოვრებას დაემშვიდობა, მაგრამ საქართველოში დარჩა. მანანა შევარდნაძე ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის დამფუძნებელია.

მიხეილ სააკაშვილის შვილები

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ორი შვილი ედუარდი და ნიკოლოზი ჰყავს. უფროსი შვილი ედუარდი, სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, რომელიც 2017 წელს დაამთავრა.

15 წლის ედუარდ სააკაშვილი, გინესის რეკორდსმენი გახდა I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დასჭირდა. სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, სადაც სწავლის ქულების შეფასებით, 380 კურსდამთავრებულებს შორის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა. ედუარდი რადიოპროგრამების

ის პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, მუშაობს რადიოპროგრამების პროდიუსერად და თანამშრომლობს BBC-ის „National Public Radio“-სთან. ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში (პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტი) ცხოვ­რობს. ჰყავს ებრაული წარმოშობის მეუღლე - ადინე მელვუს-პეტრუსია.

ცნობილია, რომ სააკაშვილის რძალი ადინე მელვუს-პეტრუსია, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს.

სააკაშვილის უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი ჯერ სკოლის მოსწავლეა. მედიისთვის ნიკოლოზი რამდენჯერმე გახდა აქტუალური თემის მიზეზი. ის უკრაინის აეროპორტში 3 საათის განმავლობაში დაკავებული იყო, მისი გათავისუფლება მიხეილ სააკაშვილმა დიდი ხმაურიანი გამოსვლების და მოთხოვნების შემდეგ მოახერხა.

თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციამ მაშინ განმარტა, რომ ბავშვის დაკავება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც უკრაინაში ჩამოფრენის შემდეგ არავინ დახვედრია. ნიკოლოზი საზოგადოების და მედიის განხილვის საკითხი გახდა მას შემდეგაც, რაც თმა მწვანედ შეიღება. მეორედ თმა ნიდერლანდების მეფის საპატივსაცემოდ, ნარინჯისფრად შეიღება.

გიორგი მარგველაშვილის შვილები

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს სხვადასხვა ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს - 25 წლის ანა მარგველაშვილი (ანასტასია ვირსალაძესთან ქორწინებიდან) თემო და თომა - მაკა ჩიჩუასთან ქორწინებიდან. პრეზიდენტის მეუღლეს მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს ქალიშვილი - მაშო ჩიჩუა.

საზოგადოებას პატარა თემო მარგველაშვილის ფოტოებით მაკა ჩიჩუა ანებივრებს.

თომა ჩიჩუა 2018 წლის 15 იანვარს დაიბადა.

რაც შეეხება ანა მარგველაშვილს მას პირველ მეუღლესთნ გიგი ჩიჩუასთან ერთი შვილი ანასტასია ჰყავს. როგორც ცნობილია წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს, მაგრამ ახლა ვინაა ანის რჩეული ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა სისც ფაქტია, რომ 2020 წელს ანა დედა მეორედ გახდა.

სალომე ზურაბიშვილის შვილები

საქართველოს მე-5 პრეზიდნეტს, სალომე ზურაბიშვილს ორი შვილი - თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავს.

ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი ფრან­გუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის, France 24-ის ჟურ­ნა­ლის­ტია. ის რე­პორ­ტი­ო­რი და სპორ­ტუ­ლი რე­დაქ­ტო­რია, ფრან­გულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე აკე­თებს სი­უ­ჟე­ტებს, ასე­ვე, უძღვე­ბა გა­და­ცე­მებს.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­მურს, იგი დიპ­ლო­მა­ტი­ურ გზას გაჰ­ყვა.

ის ნიუ-იორკში ცხოვ­რობს და გა­ე­როს მი­სი­ა­ში მუ­შა­ობს. თე­მურ გორ­ჯეს­ტა­ნი რამ­დე­ნი­მე წლის წინ დაოჯახდა.

წყვილ­მა ჯვა­რი ყაზ­ბეგ­ში, გერ­გეტ­ზე და­ი­წე­რა. მათ პა­რი­ზელ­მა და ქარ­თველ­მა მა­მა­ო­ებ­მა და­სწე­რეს ჯვა­რი... თე­მურ გორ­ჯეს­ტა­ნის რჩე­უ­ლი ფრან­გი გო­გო­ნაა. ქორ­წილს უამ­რა­ვი ფრან­გი სტუ­მა­რი და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ეს­წრე­ბო­და. მათ 2020 წლის 26 ნოემბერს შვილი, მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი) შეეძინათ.


აგრეთვე წაიკითხეთ:

სესილია თაყაიშვილის ანდერძი, ერთადერთი სიყვარული და ამბავი, თუ როგორ აღმოჩნდა Pink Floyd-ის კლიპში

დედას რეზო ჩხიკვიშვილის გაჩენა არ უნდოდა - 4 უცნობი ამბავი ვარსკვლავის ცხოვრებიდან

სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი


თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობ...

12 წუთის წინ

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

ლევან ნიკოლაიშვილი: ეკლესიის წინააღმდეგ...

20 წუთის წინ

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

რითი ხურავდნენ სახლებს ძველ საქართველოში...

31 წუთის წინ

რითი ხურავდნენ სახლებს
ძველ საქართველოში და რა
არჩევანი გვაქვს დღეს?


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

45 წუთის წინ

ბერა ივანიშვილი

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

„დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი,...

48 წუთის წინ

ელისო ბოლქვაძე

დავით ქართველიშვილი: დღეს სააკაშვილი აპი...

56 წუთის წინ

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა კაცი ემ...

11:15

უბედური- შემთხვევა

ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მ...

11:14

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს

11:10

პოლიცია

„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდ...

11:05

როგორ გავარჩიოთ
კორონავირუსი გაციებისგან

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

11:04

ამინდი

2 479 ინფიცირება, 2 374 გამოჯანმრთელება,...

10:51

კორონა და კოვიდი

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

10:15

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი