Digest Logo

ვინ არიან და რას საქმიანობენ კახა კალაძის უფროსი დები - ფოტოები

 21:46 ხუთ. 29 ივლისი
კალაძე და არეშიძე

თბილისის მერის კახა კალაძის დედმამიშვილებიდან საზოგადოებისთვის მხოლოდ ლევან კალაძეა ცნობილი, რომელიც 21 წლის იყო, როდესაც უნივერსიტეტისაკენ მიმავალი გაიტაცეს და ოჯახმა მხოლოდ 8 წლის შემდეგ გაიგო დადასტურებულად, რომ გამტაცებლებმა ის მოკლეს.

აღმოჩნდა, რომ თბილისის მერის კახა კალაძის მამას კარლო კალაძეს, რომელიც სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო, პირველ მეუღლესთან ორი ქალიშვილი ჰყავს. ისინი საზოგადოებაში არ ჩნდებიან და მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ერთ-ერთი ნახევარდა გახლავთ თამუნა კალაძე, რომელიც ძალიან ჰგავს უმცროს ძმას.



კარ­ლო კა­ლა­ძე პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ირა ფუ­თუ­რი­ძეს­თან. გო­გო­ნე­ბი 3 და 5 წლის იყ­ვნენ, რო­დე­საც ოჯა­ხი და­ინ­გრა. მე­ო­რე მე­უღ­ლე ქორ­წილ­ში ნახა. კარ­ლო კა­ლა­ძე მა­შინ პირ­ველ მე­უღ­ლესთან ორი წლის გა­შო­რე­ბუ­ლი იყო.
კარლო კალაძის პირველი ოჯახის შესახებ წლების წინ კახა კალაძის დედამ მედეა შენგელიამ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, კარლო გოგონებს – თამუნას და ეკას ყველაფერში გვერდში ედგა.


„პატარები რომ იყვნენ, დარეკავდა კარლო, ბავშვები მომყავს სკოლიდანო. გემრიელ სადილს დავახვედრებდი. არ ყოფილა შემთხვევა, აქედან უსაჩუქროდ გამეშვა. ტექნიკუმი დაამთავრეს, შემდეგ – უმაღლესი სასწავლებელი. მერე რაღაც პრობლემები შეექმნათ, ვიღაც ბიჭები ავიწროებდნენ, დაურეკეს მამამისს და კარლომაც ჩააკითხა. ჩემი მულის ქმარიც თან გაჰყვა“, – იხსენებს კახა კალაძის დედა.

თა­მუ­ნა კა­ლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მე­ტად იც­ნობს, რად­გან მე­უღ­ლეს­თან ერ­თად „ქართული ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. უფრო მე­ტიც, მისი სიძე პა­ა­ტა აბუ­ლა­ძე პარ­ტიის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ეკა კა­ლა­ძე პე­დი­ატ­რია, ცხოვ­რობს თბი­ლის­ში და, რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ახა­სი­ა­თე­ბენ, თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია, კე­თი­ლი და ძა­ლი­ან არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. ჰყავს ოჯა­ხი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს თავი შე­ი­კა­ვოს აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან.

გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, კახა კა­ლა­ძეს დებ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. უმ­ცროს ძმას­თან უფრო ახ­ლოს არის თა­მუ­ნა კა­ლა­ძე, ეკა კი მშვიდ ცხოვ­რე­ბას არ­ჩევს.


აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

🔵 „ინფორმაცია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ შეზღუდვები და ვაქცინაცია ვერ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი

🔵 „რამდენი დღეა გული მეწვის და არც შემიძლია არ დავწერო...ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი“

🔵 VIDEO: „ასეთი უბედურება დამემართა და დავიღუპე...“ - ტრაგედია გრიშა ონიანის ოჯახში


წყარო: sputnik-georgia.com


დეკემბრის აქციები „თეგეტა მოტორსში“

5 წუთის წინ

დეკემბრის აქციები
„თეგეტა მოტორსში“

„ეკა მამალაძე ჩემი პირველი სიყვარული იყო...

8 წუთის წინ

ბახვა ბრეგვაძე და ეკა
მამალაძე

„არ ვიცი რამ უნდა შეავსოს ის, რომ ახალი...

9 წუთის წინ

თამარ ჩერგოლეიშვილი


„დაობებული ჯონჯოლი, კანალიზაციის მილები,...

17:42 სამ. 7 დეკემბერი

უმძიმესი კადრები

„საშინლად ვიცხოვრე... ხან „ნაშები“... არ...

11:27

მუსიკოსი დატო ევგენიძე

„აზარტული იყო, საათი, ბეჭედი და პალტო წა...

17:42 სამ. 7 დეკემბერი

ლენტი ავარია

ფეხმძიმე მარიტა მელიქიშვილის მხიარული ცე...

12:16

მარიტა მელიქიშვილი

„ღვთაება“ - ირაკლი მაქაცარიას რეაქცია სა...

11:48

ირაკლი და ლიზა

„ვინმემ რომ მოგიტაცოთ?! ძალით იცხოვრებდი...

11:45

ნინო კასრაძე

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეო...

15:42

გიორგი ფხაკაძე

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

15:41

სალომე ზურაბიშვილი

„კოვიდ დადასტურებული ადამიანები საქართვე...

14:53

იაგო ფრანგიშვილი

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომი...

13:59

საქართველოს ბანკი

ლევან ნიკოლეიშვილი: არასამთავრობო ორგანი...

13:51

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

„ნარკომანს, რომ მეტადონს არ აძლევენ ეგაა...

13:45

ვახო მეგრელიშვილი

ცნობილი მსახიობები, რომლებმაც კარიერა პო...

13:44

მსახიობები

„ჩვენ თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ, მოდის ა...

13:43

გიორგი კავკასიძე

ძალიან მაგარი ტიპები არიან ეს საერთაშორი...

13:40

ექსპერტი გია გაბრიჭიძე