Digest Logo

ვერიკო ანჯაფარიძის სასიყვარულო სამკუთხედი და ფარდის მიღმა დარჩენილი ამბები

 13:40 სამ. 29 დეკემბერი, 2020 წელი
მსახიობი ვერიკო
ანჯაფარიძე

მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე ნამდვილი ქუთაისელი კნეინა იყო. იგი 1900 წლის 30 იანვარს ქუთაისელი ინტელიგენტის ოჯახში დაიბადა. ვერიკოს სამსახიობო ნიჭი ბავშვობიდან ეტყობოდა. ისე მხატვრულად წაიკითხავდა ხოლმე  გრძელ ლექსს, აღფრთოვანებაში მოჰყავდა ყველა სტუმარი.

ამიტომაც, როცა მან მსახიობობა გადაწყვიტა, არავინ შეწინააღმდეგებია,… ასე რომ, ანჯაფარიძის ქალმა ჯერ წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა, მერე კი მოსკოვში გაემგზავრა. იქიდან ჩამოსულმა ჭიაურელი გაიცნო და მერე დაიწყო ყველაფერი...

მოსკოვიდან ჩამოსულ ვერიკოს გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, პოეტი და ჟურნალისტი სახელოვანი შალვა ამირეჯიბი ეტრფოდა. იგი ვერიკოზე 11 წლით უფროსი იყო. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ მამამ სთხოვა ქალიშვილს, გაჰყოლოდა ცოლად ამირეჯიბს. ვერიკომაც შეასრულა მისი თხოვნა, მაგრამ მათი ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო - ვერიკოს გული სხვას ეკუთვნოდა. ამბობდნენ რომ ჯვრისწერიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა. მას ხომ მიხეილ ჭიაურელი უსაზღვროდ უყვარდა, თავად მიხეილს ამ დროს უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა.

მიუხედავად განშორებისა, შალვა ამირეჯიბს ვერიკო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. მას ემიგრაციაში წასულსაც აღარ შეურთავს მეორე ცოლი.

მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი საგარეჯოში შეხვდნენ ერთმანეთს. იქ თეატრალური სტუდია ჰქონდა გახსნილი საფრანგეთიდან დაბრუნებულ გიორგი ჯაბადარს. სადაც მოსკოვიდან ჩამოსული ვერიკოც დადიოდა... ის შეხვედრა მრავლისმომცველი იყო. 24 წლის მიხეილ ჭიაურელს ვერიკოს სახელის ხსენებაზე გული აუჩქროლდა, მანამდე არ ჰყავდა ნანახი.

ამ შეხვედრას თავად ჭიაურელი ასე იხსენებდა:

„მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა.

ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა და მე მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას! ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშანავდა ეს... ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც... „ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს“,- გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი, - მეც გეხვეწებით-მეთქი.

მან შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი... რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე...“

ამ დღიდან გაჩნდა მათ შორის დიდი გრძნობა. თუმცა, გარკვეული პერიოდის მერე, ერთმაც შექმნა ოჯახი და მეორემაც, ქალიც ძალიან ცნობილი გახდა და კაციც . მიუხედავად, იმისა რომ ერთად არ იყვენს მათ გულებში ცალცაკლე, ერთმანეთის მიმართ დიდი ლტოლვა იყო დამალული. სიყვარულის ცეცხლი ორივეს სწვავდა, თუმცა ვერც ერთამ შეძლეს იმ „ცეცხლის“ ჩაქრობა...

ოჯახიდან წამოსვლას დიდხანს ვერ ბედავდნენ... ბოლოს, გაწყდა, - „დაე, ილაპარაკონ! რაც უნდათ, ის თქვან, მე შენ მიყვარხარ!“ - უთხრა მიხეილმა ვერიკოს, ხელი ნაზად მოკიდა და ეამბორა.

პაემნის ადგილი ჭიაურელისთვის წმინდა ადგილად იქცა - ჰოდა, ფიქრის გორაზე აშენდა სახლი, სადაც ორმა ხელოვანმა ერთად დაიდო ბინა...


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები

ცნობილი ადამიანების შემზარავი ტრაგედიები

საბჭოთა მაფიის შემქმნელი ქართველი ქალის ისტორია - ამბავი, რომელზე საუბარსაც ყველა გაურბის

ბულვარული ამბები:

როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან

ვინ იყო ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახის დანგრევას აპირებდა - ფოტოები

რა შემთხვევაში გაგინულდებათ სესხი და ვისთან დაკავშირების უფლება არ აქვს მსესხებელ კომპანიას - რჩევები გულბანისგან


„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

ფოტოები - რა პირობებში იხდის სასჯელს მიხ...

23:30 კვი. 17 ოქტომბერი

სააკაშვილი

კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინ...

23:12 კვი. 17 ოქტომბერი

თბილისის მერი, „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანი კახა კალაძე - Pia.ge

„იარაღის ჟღარუნი მესმის… პოლიტიკოსები ხე...

22:43 კვი. 17 ოქტომბერი

ლელა კაკულია
წინასწარმეტყველი

ციციშვილის კლინიკაში დღეს კოვიდინფიცირებ...

21:42 კვი. 17 ოქტომბერი

ჩვილი

7 დაუწერელი წესი, რომელსაც ზრდილობიანი ა...

20:41 კვი. 17 ოქტომბერი

სუნამო

„ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშე...

19:01 კვი. 17 ოქტომბერი

ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი Digest.ge 2021

უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შურ...

18:31 კვი. 17 ოქტომბერი

სასულიერო პირი

„ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეებში 10 000...

17:21 კვი. 17 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი
საგანგებო ვიდეომიმართვას
ავრცელებს

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენ...

16:20 კვი. 17 ოქტომბერი

რაფაელევროპარლამენტარი
რაფაელ გლუკსმანი,
ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი გლუკსმანი