Digest Logo

ურთიერთობა ცოლიან კაცთან, გარდაცვლილი ახალგაზრდა ძმა, დანგრეული ოჯახი - სიმღერით შენიღბული ნატო გელაშვილის ტრაგედიები

 20:58 ხუთ. 15 აპრილი
ნატო გელაშვილი

„აყვავდება როცა ნუში, ჩამიკარი ისევ გულში“... დიახ, ალბათ, ნატო გელაშვილი გაგახსენდათ თავისი განსხვავებული ხმის ტემბრით. 

საქართველოში ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ნატო არ უყვარს. 

მას თბილი იმიჯი და სიყვარულით სავსე აურა აქვს მორგებული, რითაც საზოგადოების პატივისცემას იმსახურებს.

დღეს სწორედ მის უცნობ ამბებს მოგიყვებით, რომლის შესახებაც ჟურნალისტებთან თავად საუბრობდა.

ჩოგბურთი

დიდ ჩოგბურთზეც დავდიოდი, მაგიდის ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. ერთხელ სოხუმში შეჯიბრება ტარდებოდა და მესამე ადგილი ავიღე. სპორტი გენეტიკურია ჩვენს ოჯახში. დედაჩემი ყოფილი კალათბურთელია, მამაჩემიც ფანტასტიკურად თამაშობს კალათბურთს, ჩოგბურთს. სახლში მაგიდა გვედგა და ჩემპიონატი იმართებოდა.

მიყვარდა აქტიური ცხოვრება. ლექსებს ვწერდი, მოთხრობებს, ვმღეროდი. მეშვიდე კლასში ვიყავი, ჩემი სიმღერა ფესტივალზე იმღერეს და გავიმარჯვეთ.

მომწონდა ხალხში ტრიალი და ქაოსური ცხოვრება. ოჯახს ძალიან უნდოდა, მედიცინას გავყოლოდი, მაგრამ ბოლო მომენტში უარი ვუთხარი და მუსიკა ვარჩიე. წარმოგიდგენია, ახლა რომ ექიმი ვყოფილიყავი?! შეიძლება, პოპულარობა იქაც მეპოვა – თუ ჩავაბარებდი, ალბათ, იქაც ჩავუჯდებოდი.

არ ვიცი, როგორი ექიმი გამოვიდოდი, მაგრამ, რასაც ხელს მოვკიდებ, არ მიყვარს მიფუჩეჩება. პოპულარობას რაც შეეხება, ყოველ შემთხვევაში, მაშინ, ძნელი იყო ამაზე გეოცნება.

ისეთი პერიოდი იყო, ასე ადვილად არ ხდებოდნენ ცნობილი სახეები. მე იმდენად პატარა ასაკში ვწერდი სიმღერებს, სულაც არ მიოცნებია რამეზე.

მეგონა, ეს ბავშვური გართობა იყო და არ მიმაჩნდა, რომ ვიღაცას უნდა ემღერა. ყოველთვის მრცხვენოდა დაკვრის. როცა ჩემზე სიამაყით იტყოდნენ, ეს გოგო სიმღერებს წერსო, ვწითლდებოდი.

პირველი სიმღერა, რომელიც დავწერე და არ შემრცხვა, მეათე კლასში ვიყავი. ჩემზე ერთი წლით უფროსი მეგობრები სკოლას ამთავრებდნენ და ბოლო ზარისთვის დავუწერე.

ძმის გარდაცვალება

მას სამ წელიწადში გარდაეცვალა 43 წლის ძმა, დედა და მამა.

ყველაზე დიდი ტკივილი კი ჩემი ძმის დაკარგვაა. მისი იმქვეყნად წასვლით 2013 წელს ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მასთან ერთად დავემშვიდობე გარე სამყაროს.

ის იყო ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ჩემი ყველაფერი უხაროდა. მისი გარდაცვალების მერე სამყაროსთან კონტაქტი შევწყვიტე. მისი წასვლიდან მთელი ოთხი წელი არსად ვჩანდი, არ შემეძლო გაღიმება და თავს უფლება არ მივეცი, ისეთი ნატო ვინმეს ენახა.

სცენაზე არ გავდიოდი, თუმცა, როცა მაღაზიაში ჩავდიოდი, ვისვამდი წითელ პომადას და ვიღიმოდი, რომ ის ტრაგედია და ტკივილი დამემალა.

სიზმრად ხშირად მოდის მამუკა. როცა მიჭირს და სულიერად გაუსაძლისია მონატრება, მოდის და სულ ჩემ გვერდითაა. მე მის არსებობას ვგრძნობ და მასთან ერთად განვაგრძობ ცხოვრებას. როცა სიზმრად მამუკას ვხედავ, ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება.

ხშირად, გავუფრთხილებივარ. მე მჯერა, რომ არსებობს იმქვეყნად წასულებთან კავშირი და ვგრძნობ მათ სიახლოვეს.

ასევე, დიდი ტკივილი და დარტყმა მომაყენა ჩემი უახლოესი მეგობრის, გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ.

ძილისგუდა არასოდეს ვყოფილვარ, ძილი არ მიყვარდა და ახლა ერთი სული მაქვს როდის დაღამდება, დავიძინო და რომელიმე მოვიდეს სიზმრად.

დედის ავადმყოფობა

იყო ასეთი პერიოდი, როცა დედა ლამის ხელში ჩამაკვდა. გაჟონვა ჰქონდა და საავადმყოფოში მომაკვდავი დავაწვინე. მეგონა, მარტო მე ვუშველიდი. ისიც ჩემზე იყო ჩაბღაუჭებული. მეც მივხვდი, რომ ჩემს იქით გზა არ იყო. თითქმის საავადმყოფოში ვცხოვრობდი.

როდესაც უკვე ფეხზე დავაყენე, მერე მე მოვწყდი – დაუმართებელი დამემართა. თუმცა, როდესაც ტელეფონით ვურეკავდი, ძლიერი ვიყავი. ვცდილობდი, თავი ისე დამეჭირა, რომ მას არაფერი შეემჩნია. მახსოვს, სამჯერ გამოვუცვალეთ მანქანას აკუმულატორი, იმიტომ, რომ საერთოდ არ დამიქოქავს. ადამიანი უცებ რომ დაიკლებს ორმოცდაათ კილოს და მისუსტდება, ასე ვიყავი. ფიზიკურადაც არ მქონდა ძალა.

მეზობლები, მეგობრები, ყველა მეკითხებოდა, რა გჭირს, რატომ არ გამოდიხარ გარეთო, მაგრამ, ვერ მერეოდნენ. ბოლოს ისევ ჩემმა რწმენამ და ძალამ გამომიყვანა. მივხვდი, რომ ამქვეყნად ვიღაცას კიდევ ვჭირდები. ასეთ დროს უფალთან ვსაუბრობ, მთელი არსებით იმ სამყაროში ვარ. არის მომენტები, როცა როიალს საერთოდ თავს არ ვხდი, ან, პირიქით, მუსიკით გამოვდივარ.

ქორწინება

24 წლის გავთხოვდი. დრო იყო, ოჯახი შემექმნა და პირველი, რასაც იმ ასაკში მივხვდი, ძალიან მინდოდა შვილი. გელა ჭოხონელიძე იმ კაფეში მუშაობდა, სადაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდიოდით. იქ მუშაობდა ჩემი და მისი საერთო ნაცნობიც, რომელმაც გაგვაცნო ერთმანეთი. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა.

შვილები

მე ცხოვრების ორი მთავარი მამაკაცი სახლში მყავს და მესამე, ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა, უბრალოდ, მისთვის ჩვენს ოჯახში ადგილი აღარ არის. მაქვს ბედნიერება, ვიგრძნო, რომ ქალი ვარ და ჩემი ბიჭებისაგან არც კომპლიმენტი მაკლია, რა ლამაზად გამოიყურებიო.

ქალისთვის ნამდვილად არის საჭირო საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოლა, მაგრამ სიყვარული უნდა მოვიდეს და ძლიერი მამაკაცის გვერდით უნდა იცხოვრო. მამაკაცის ყოლა მხოლოდ იმის გამო, რომ მხარზე თავი ჩამოვაყრდნო, ჩემთვის გამორიცხულია.

ოჯახის დანგრევა

ეს არ იყო პირველი მცდელობა, მანამდეც იყო პერიოდი, როცა წამოვედი, მაგრამ დავბრუნდი. იცი, რა მომენტია?! ერთხელ გულისტკენას და ერთხელ დანგრეულს მერე ვერაფერი ამთელებს. რისთვის უნდა შეინარჩუნო ასეთი ოჯახი? ჩათვალე, რომ ვერც შვილებს გაზრდი ნორმალურად ასეთი ნერვებით და თავსაც მოიწამლავ.

წამოსვლის შემდეგ უფრო მშვიდად, გააზრებულად გავზარდე შვილები და არც მამა დამიკარგავს მათთვის – ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.

არ დამიკომპლექსებია ისინი და არ დამიწყია შვილებით ვაჭრობა – „გაჩვენებ, არ გაჩვენებ“. ოჯახი მანამდეა ნორმალური, სანამ შენ მისთვის ძვირფასი ხარ. თუ კარგად არ გიცნობს და მისთვის სულერთია, წახვალ თუ დარჩები, ჯობია, წახვიდე.

რა ნაბიჯიც გადავდგი, ვიცოდი, რომ უნდა გადამედგა. მინდა, ყველა ბედნიერი იყოს და, საერთოდ, ნამდვილად არ გამიხარდება ამ ადამიანის ცუდი. ჩემი მონატრება კი ჩემთან ერთადაა – ჩემი ორი შვილი. მაგრამ, გინდა თუ არ გინდა, წარსული არის კოდი, რომელიც სულ მოგყვება.

ორი წელი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. ოჯახია, ასე ადვილი ხომ არ არის, წახვიდე, წამოხვიდე.

თან, ისეთ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, რომ ჩემთვის ოჯახის დანგრევა წარმოუდგენელი ტრაგედია იყო.

შეიძლება, ჩემს შემთხვევაშია ასე, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ – ყველაფერი ძალიან მტკივა, ძალიან მიხარია, ჩემში ემოციები გაორმაგებულია. აი, მაშინაც იგივე მომენტი მქონდა, რომ საერთოდ არაფერი მინდოდა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის გარდა. ძალიან ხშირად, შეიძლება, ვიჯდე მაგიდასთან და, ისე გავიდეს რამდენიმე საათი, რომ არ ავდგე, მაგრამ, კონკრეტულ რაღაცეებზე არ ვიფიქრო. მაშინ არაფერზე ვფიქრობდი.

მხოლოდ ჩემი ახლობელი ადამიანების შემდგომ მდგომარეობას განვიცდიდი. ჩემი ტვინი შვილებზე იყო გადართული. მე უკვე მათთვის უნდა შემექმნა სამყარო, სადაც სიცარიელე არ ექნებოდათ და მელოცა, რომ მამა ჰყოლოდათ კარგად. უფროსებს შორის, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მაგრამ მშობელს ვერავინ შეცვლის. არასდროს მქონია მტრული დამოკიდებულება ან სამაგიეროს გადახდის გრძნობა – ეს თვისება ჩემში არ ზის.

სიმართლე გითხრათ, რომ დაფიქრდე, საერთოდ არ უნდა გათხოვდე. მშვიდი ცხოვრება თუ გინდა, მონასტერშია, სადაც აბსოლუტური სამოთხეა და უფალს ეკუთვნი.

მონასტრიდან როცა გამოვსულვარ, ბევრჯერ მითქვამს მონაზვნებისთვის თითქოს ჩემი სული აქ რჩება-მეთქი. ჭიშკრის იქით ვტოვებ ყველა სიმშვიდეს და რეალურ ქაოსში გამოვდივარ.

მეორე სიყვარული

დიდი ხნის განმავლობაში მირეკავდა, რომ იყო ჩემი ფანი და დისკზე ხელის მოწერა უნდოდა. ბოლოს მივხვდი, რომ არ გაჩერდებოდა, სანამ ხელს არ მოვუწერდი და შევხვდი. ვიფიქრე, მოვუწერ და ზარი შეწყდება-მეთქი, მაგრამ მაინც არ გაჩერდა იქ დაგპატიჟებ, აქ დაგპატიჟებო და მეც შევყევი. საერთო მეგობრებიც აღმოვაჩინეთ. პირველი შეხვედრისთანავე გამომკითხა – ის როდის დაწერე, ეს როდის დაწერეო.

მივხვდი, რომ სერიოზული მელომანი და ნაკითხი იყო. მეგონა, ჩემი შემოქმედებიდან რაღაცეები აინტერესებს-მეთქი. ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა და, სიმართლე გითხრა, იმაზე საერთოდ არ მიფიქრია, თუ ჩემ მიმართ გრძნობა ჰქონდა.

არ ვფიქრობდი ხელმეორედ გათხოვებაზე, მაგრამ, ეტყობა, ესეც ბედისწერა იყო. თუმცა, ალბათ ქვეცნობიერად, მეც უკვე ვეძებდი ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება დამიცავდა, ოღონდ, ფინანსური მდგომარეობა აქ არაფერ შუაშია. არა ვარ ის ქალი, რომელიც ვიღაცის ფულზე იქნება დამოკიდებული, არც ყოფილა ვახო ფინანსურად ძლიერი, რომ ამ მხრივ ჩემი საყრდენი ყოფილიყო.

ვახოსთან თანაცხოვრების პერიოდში დავინახე, რომ პრობლემები არ მექმნება, თუ რამეა, უჩემოდ გვარდება. ვახომ იცის ჩემი განცდა, ტრაგიზმი. შეიძლება, უმნიშვნელო სანერვიულო ტრაგიკულამდე ავიყვანო და ამით საკუთარ თავს ვავნო. აქედან გამომდინარე, ყველა დარტყმა ვახოს გადააქვს. მე ვფიქრობ, რომ ის არის კაცის სიძლიერე, როცა გიტოვებს ადგილს, იყო ქალი, დედა, ცოლი. ელემენტარულად, გორში რომ ვიყო და საბურავი დამეშვას, ვიცი, რომ ვახო ჩამოვა, უკვე მივეჩვიე მისგან ამას. ისე წამოვიდა ეს წლები, რომ, ელემენტარულად: უფლებაც არ მაქვს, რომ მანქანა ასეთ მდგომარეობაში გავაჩერო.

ასეთ დროს ყოველთვის ვურეკავ. შეიძლება, ამ დროს თვითონ ქალაქში იყოს, მაგრამ აუცილებლად ვიღაცას გამოგზავნის დასახმარებლად. ყველგან ვგრძნობ, რომ ეს ადამიანი ჩემ გვერდით არის.

ოჯახის დანგრევა ვახოს დიდმა სიყვარულმა გადამატანინა, რომელთანაც კითხვის ნიშანი არ გამჩენია. მე დავეყრდენი სუფთა და ალალ გრძნობას. მივხვდი, რომ კიდევ ერთი ადამიანისთვის ვიყავი საჭირო და მომეცა იმედი, რომ ვიღაცას კიდევ ძალიან ვუყვარდი.

საერთოდ არ ვიყავი მზად ოჯახის ხელმეორედ შექმნისთვის. ეს იყო ვახოს პრობლემა, ამ ადამიანმა თვითონ გადადგა ეს ნაბიჯი. ნამდვილად არავისთვის არ ამირევია თავგზა. ნაბიჯს პირველად არასდროს ვდგამ, გამორიცხულია, არ შემიძლია, ქალების ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები. არ მაქვს უფლება, ჩემი სიყვარულით ვიღაცას რაღაც დავუნგრიო. კი, რა თქმა უნდა, ეს მოხდა, ოჯახი დაინგრა, მაგრამ, არა ჩემ გამო. მე ეს არ მინდოდა და ამისთვის არ მიაქტიურია.

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა შემეცნებით-მუსიკალური ცენტრი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ეს იყო ცენტრი დაღუპული მეომრების შვილებისთვის. ცენტრი უზრუნველყოფილი იყო სტუდიით, კინოდარბაზით. აქ ბავშვები ხვდებოდნენ ცნობილ ადამიანებს. სწავლობდნენ მუსიკას, ინგლისურს.

ჩემთვის რომ ეთქვათ, სამხედროებს ასწავლე მუსიკაო, ამაზე ხომ ვერ დავთანხმდებოდი, მაგრამ, მე მთელი ცხოვრება გავატარე ბავშვებთან, ვასწავლიდი მათ, ეს არ იყო ჩემთვის უცხო სფერო.

ხუთ ბავშვსაც რომ დავეხმარო გზის გაკვლევაში, ძალიან დიდი ბედნიერება იქნება.


აგრეთვე წაიკითხეთ:

სიღატაკე და ეჭვიანი მეუღლე - რატომ არ აჩენდა შვილს მეღვინეთუხუცესისგან გურანდა გაბუნია

პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი მაკა ცინცაძე, გაყრა 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და მარტოხელა დედობა

„პასიური ჰომოსექსუალი“, „რუსეთებში გულაობა“, ფულით ნაყიდი თავისუფლება - გია კორკოტაშვილის სკანდალები


„მოკლული ბიჭის საფლავზე არ ადის?“ – ნანუ...

26 წუთის წინ

ნანუკა ჟორჟოლიანი

წვიმა, ქარი, შტორმი - საქართველოში ამინდ...

17:48

ამინდი

„სიცხის დროს ძმრიანი წინდების გამოყენება...

17:40

წინდა


„სექსმუშაკების 99% მიცნობდა, მიცნობდნენ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

14:39 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

გრანდიოზული ტორტი და ცნობილი სტუმრები -...

13:25

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ვიდეო: ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილ...

10:09

ივანიშვილები

„ძალიან მენატრება“ – რა ფოტოს აქვეყნებს...

09:12

სოფო ნიჟარაძე მომრერაალი

ვინ აკეთებდა რეალურად რუსულ საქმეს საქარ...

17:24

ჰესი, მიხეილ სააკაშვილი -
ფოტოკოლაჟი

ჯარჯი წიკლაური გირგვლიანზე - 28 წლის ბიჭ...

17:03

პროკურორი

პირველი დიპლომირებული მექანიკოსები - ბექ...

16:56

ბექა არჩვაძე

ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმ...

16:54

ზვიდაური

ანდრია გვიდიანი: ეს კაცი არაფერს ნანობს,...

16:51

ექსპერტი ანდრია გვიდიანი

პროკურორი: დღევანდელ პროცესზე ბრალდებული...

16:23

პროკურორი

მაქვს მოლოდინი სასამართლო ობიექტურ გადაწ...

16:19

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე

„სახეში მირტყამდა, თან მკოცნიდა და მეუბნ...

16:06

სააკაშვილი

თამთა მეგრელიშვილი: ფაქტია, ყოფილი პრეზი...

15:48

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge