Digest Logo

ურთიერთობა ტრანსგენდერთან, ჯადოების კეთება და მისი მკვლელობის მცდელობა - შორენა თეთრუაშვილის სკანდალები

 11:21 ოთხ. 7 აპრილი
შორენა თეთრუაშვილი

„ციანიდის საქმე“, „პატრიარქის მკვლელობის მცდელობა, საპატრიარქოს კარის სკანდალების ერთ-ერთი მონაწირე, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრეუაშვილი გახლდათ.

დღეს სწორედ მისი სკანდალების შესახებ გიამბობთ.

მეტად სენსიტიური თემის ჭორებში „გახლართული“ შორენა თეთრუაშვილი მედიასთან კომენატრს ხშირად არ აკეთებდა...

ურთიერთობა ტრანსგენდერთან

წლების წინ, ლგბტ თემის წარმომადგენელმა ნუგზარ ტატიშვილმა, იგივე „მაცაცომ” საქართველო დატოვა და პოლიტიკურ თავშესაფარს გერმანიისგან ითხოვდა.

„მაცაცოს” საზოგადოება, როგორც ტრანსგენდერ ქალს ისე იცნობდა, თუმცა მოგვიანებით, მან ეს სტატუსი უარყო და განაცხადა, რომ „განიკურნა”. თუმცა მოგვიანებით, მაშინდელი განცხადების მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ყოველთვის ტრანსგენდერი იყო, არის და იქნება.

შორენა თეთრუაშვილთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს. ერთმანეთი საპატრიარქოში გავიცანით. სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსაც თავის მოთხოვნები ჰქონდა ჩემთან:

პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ფარული ჩანაწერების გადაცემას მთხოვდა. როგორც გახსოვთ, განიხილებოდა კანონპროექტი სკოლაში სექსუალური განათლების მიღების შესახებ და მათი ინტერესი სწორედ ამას შეეხებოდა.

მთხოვდნენ, განათლების სამინისტროში სექსუალური უმცირესობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას. ასეთი ინფორმაცია მე, რა თქმა უნდა, მქონდა, მოვამზადე და გადავეცი შორენა თეთრუაშვილს. შორენა ყოველკვირეულად მიხდიდა თანხას 500 ლარამდე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.

ეს იყო ანაზღაურებაც და ერთგვარი დახმარებაც მისი მხრიდან. ფირების სანაცვლოდ, მე უნდა მიმეღო უსაფრთხოება. იმ პერიოდში საპატრიარქომ განცხადებაც გააკეთა და სახელმწიფოსგან ჩემთვის დაცვის გამოყოფა მოითხოვა, რაც არ განხორციელდა. მე ზუსტად იმ პერიოდში დამჭრეს. საერთო ჯამში, ვიდევნებოდი ჩემი გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და ჩემ მიერ გაწეული წინააღმდეგობების გამო.

ციანიდის საქმე

პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა, საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დუმილი დაარღვია. ჩვენებაში, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, ის აღიარებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმე არის დანაშაული მოტივის გარეშე.

შორენა თეთრუაშვილის ნაამბობიდან ირკვევა, რომ დეკანოზი საპატრიარქოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე პატრიარქის მოთხოვნით დაინიშნა. ილია II-ის სურვილი იყო ბათუმის ეპარქიიდან მღვდელი თბილისში გადმოეყვანა. თავიდან გიორგი მამალაძეს სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნიშნავდნენ, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეიცვალა. შორენა თეთრუაშვილი ჰყვება, რომ მამა გიორგი მამალაძის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა ილია მეორეს შესთავაზა.

თეთრუაშვილმა სასამართლო დარბაზში აღიარა, რომ ქორეპისკოპოს იაკობს პატრიარქმა წელიწადნახევრის წინ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და მამა გიორგი მამალაძეს მიანიჭა, რამაც მეუფე გააბრაზა და საპატრიარქოში აღარ მიდიოდა. ქორეპისკოპოსი პატრიარქის დაცვის სამსახურის მაშინდელ უფროსს, სოსო ოხანაშვილს, დაუპირისპირდა.

პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ილია მეორე კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა.

თეთრუაშვილი სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სახელწმიფოსა და საპატრიარქოს შორის ჯერ კიდევ 2002 წელს გაფორმებულ შეთანხმებას პატრიარქმა გვერდი აურა. თეთრუაშვილი ცდილობდა, მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ მას შემდეგ, რაც მეუფე იაკობს ილია მეორემ საპატრიარქოს სიმდიდრის განკარგვის უფლება ჩამოართვა, ეკლესიის შიგნით დაპირისპირება დაიწყო.

სასამართლოს დარბაზში მიცემული ჩვენებების ჩანაწერებში, რომელის ნაწილიც „კურიერის“ ხელში აღმოჩნდა, პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ჩვენებაა.

ეპისკოპოსი ყვება, რომ მას ამ დაძაბული ვითარების დროს მამა გიორგი მამალაძემ დაურეკა და უთხრა, რომ საპატრიარქოში გავლენიანი თანამდებობის დატოვება და ეპარქიაში რიგით მღვდლად დაბრუნება სურდა.

სასამართლოს სხდომაზე შორენა თეთრუაშვილს საკუთარი თავისთვის „რუხი კარდინალი“ არ უწოდებია, თუმცა პრაქტიკულად აღიარა, რომ ის დიდი გავლენების მქონე ქალია.

„ოქროს თევზები“

თეთრუაშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ "ეს მას არ ეხება".

ბერლინში მყოფმა თეთრუაშვილმა მის წინააღმდეგ ჭყონდისის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე მცირე კომენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.

"ეს მე არ მეხება, ვიღაც სხვა ადამიანზე ლაპარაკობს ეტყობა", - განაცხადა თეთრუაშვილმა.

რაც შეეხება მიტროპოლიტიის განცხადებას იმის შესახებ, რომ შორენა თეთრუაშვილს საოპატრიარქოში "ოქროს თევზები" ჰყავს, მდივან-რეფერენტმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა - "ვაი საყვარელო".

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს "

ოქროს თევზს" ეძახის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტოპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა.მან ისაუბრა ასევე მეუფე იაკობზე და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ის "უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების".
"შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ეძახის "ოქროს თევზს". ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული.

რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის ძალიან პატრიოტი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე. ჩემი პირადი აზრია, რამეთუ ვიცი მისი გულისხმიერება და სიყვარული სამშობლოს და ეკლესიის მიმართ", - განაცხადა ჭყონდიდის მიტოპოლიტმა.

მკვლელობის მცდელობა

პატრიარქის დაცვის ყოფილმა წევრმა და შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ორგანიზების მცდელობისთვის დაპატიმრებული დეკანოზის მეგობარმა, ტარას შავშიშვილმა, „რუსთავი 2-ის“ ეთერში, „ნანუკას შოუში“ ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისტიციზმით არის გატაცებული და მის ოთახში კურდღლის ფეხებიც კი იპოვეს, რაც, ე.წ. ჯადოს უკავშირდება.

ტარას შავშიშვილის განცხადებითვე, პატრიარქს შორენა თეთრუაშვილის მოშორება უნდოდა, მაგრამ გადააფიქრებინეს.

გამოცემა „მეტრონომი“ მეორე მხარის პოზიციის მოსასმენად (რადგან გადაცემაში ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია იყო წარმოდგენილი), შორენა თეთრუაშვილთან დაახლოებულ პირს, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა:

„მეტრონომი“:

ტარას შავშიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მისტიციზმით არის გატაცებული და მის ოთახში კურდღლის ფეხები იპოვეს, რაც, მისივე თქმით, ე.წ. ჯადოებს უკავშირდება. შავშიშვილი საუბრობდა რაღაც თოჯინაზეც, რომელიც თურმე პატრიარქს მიუტანა თეთრუაშვილმა და უთხრა, რომ ჯადო იყო, რომელიც მოხსნეს. თქვენ თუ გსმენიათ რამე შორენა თეთრუაშვილის მიერ ამგვარი საკითხებით დაინტერესების შესახებ?

ნანა კაკაბაძე:

საიდან მოხვდნენ ეს ადამიანები (შავშიშვილი, ოხანაშვილი) შორენას ოთახში?! როგორ უნდა შესულიყვნენ მის ოთახში, ვინ შეუშვათ, შორენამ?!

მათ არ ჰქონდათ შორენას ოთახში შესვლის უფლება და თუ ეჭვი ჰქონდათ რაიმეს და ოთახის დათვალიერება სურდათ, შორენასთან და მოწმეებთან ერთად უნდა დაეთვალიერებინათ. როგორ შეიპარნენ შორენა თეთრუაშვილის ოთახში უნებართვოდ?! და თუ უკანონოდ შეიპარნენ, უკანონო ქმედებასაც ჩაიდენდნენ, რადგან ისინი ღიად აფიქსირებენ, რომ ფიზიოლოგიური ზიზღი აქვთ თეთრუაშვილის მიმართ და ოთახში კურდღლის ფეხებსაც ჩაუდებდნენ, თოჯინასაც და ბომბსაც, თუ დასჭირდებოდათ.

ურთიერთობა მაქვს დედაოებთან, თავად შორენასთან და მსგავსი რამ არ გამიგია, რომ შორენა მისტიციზმით არის გატაცებული. სიცრუეა, რომ შორენა თეთრუაშვილი მისტიზიცმით არის გატაცებული. არ ფიქრობთ რატომ გახდა ეს თემა?! უნდათ წარმოაჩინონ, რომ საპატრიარქოში თითქოს ბნელი ადამიანები ბუდობენ და ამით ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენენ. ცდილობენ საზოგადოებას ჩაუნერგონ, რომ პატრიარქი მდივან-რეფერენტად ნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელიც ამგვარი საქმიანობით არის დაინტერესებული. აქვთ ფაქტები, რასაც ამბობენ?! მათ გარდა ეს ვინმემ ხომ უნდა დაადასტუროს?!

– ტარას შავშიშვილის მხრიდან ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პატრიარქს არ მოსწონდა შორენა თეთრუაშვილის ქცევები და მისი მოშორება უნდოდა.

– ვინ უშლიდა მერე ამას პატრიარქს?! თუ უნდოდა, მოიშორებდა კიდეც. ამით რას ამბობენ, რომ პატრიარქს ამის ძალა არ შესწევდა?! და ვისზე ცდილობენ საზოგადოებას შეუქმნან ამგვარი აზრი, იმ ძლევამოსილ ადამიანზე, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი ეკლესიას დაუბრუნა?! ცდილობენ შექმნან აზრი, რომ პატრიარქი უსუსურია, მაშინ როცა ეს არის ადამიანი, რომელმაც ტაძრები გადაავსო მორწმუნეებით, იმდენად ძლიერია. არ ფიქრობთ, რატომ ხდება ამის პროპაგანდა?! ეს არის დაკვეთა, მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც ოხანაშვილი და მისი ბანდა ახორციელებდა საპატრიარქოში!
ან ტარას შავშიშვილის ნდობა როგორ შეიძლება, ვინ არის, არ ვიცით?! ახალაიების გუნდის წევრი, შაშკინის მოადგილე და საპატრიარქოში ჩანერგილი პირი!“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ორი ქორწინება, შვილმკვდარი მამა - „ღიმილის ბიჭის“ სევდიანი ისტორია

🔴 კიბოა და დაგვიანებულია მკურნალობა, მეტასტაზები მთელ სხეულს მოედოო... - მოროშკინას ემოციური პოსტი

🔴 კონსტანტინე გამსახურდიას ცოლები და მწერლის დიდი სიყვარული


23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე

„ხანდახან სექსზე უფრო მაღალი ვნებაა, როც...

20:19 ხუთ. 22 აპრილი

მაია ასათიანი