Digest Logo

უიღბლო სიყვარული, 2 ქორწინება და უშვილობა - დოდო ჭიჭინაძის უცნობი ისტორიები

 22:28 პარ. 8 იანვარი
დოდო ჭიჭინაძე

ქართულ სილამაზეზე ვინ გახსენდებათ? „მარიტა“ და დოდო ჭიჭინაძე...

ჭიჭინაძის სილამაზეზე ყველა საუბრობდა. მის დახვეწილ და გამორჩეულ სილამაზეს კიდევ უფრო მეტად ამშვენებდა მისი შინაგანი სამყარო....

„საკუთარი თავით კმაყოფილება არასოდეს მიგრძვნია, მუდამ ახლის ძიებაში ვიყავი. რა თქმა უნდა, ქალისთვის სილამაზე დიდი განძია, მაგრამ ჩემთვის უფრო ფასეული სულიერი მშვენიერებაა.

ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობების გვერდით მომიწია ცხოვრება და როცა ვხედავდი, რომ ისინი კარგად თამაშობდნენ, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი“,- ამბობდა ჭიჭინაძე

ბავშვობა

უბედნიერესი ბავშვობა მქონდა, განებივრებული ვიყავი. ერთხელ მამაჩემის ამხანაგმა ჩამომიტანა ლაკის ფეხსაცმელები და რა ბავშვი ვიქნებოდი, თუ ერთი საათით მაინც არ წავიდოდი მდინარეზე და კარგად არ გავრეცხავდი წყალში ამ ფეხსაცმელებს. რეცხვის დროს მდინარემ ცალი ფეხსაცმელი წამართვა, ვეღარ დავიჭირე.

იმედგაცრუებული სიყვარული

პირველი სიყვარული 16 წლის ასაკში ეწვია. მამის მეგობრის ვაჟს, ახალგაზრდა გენერალს და დოდო ჭიჭინაძეს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ. როცა პატარა გოგონა ვარსკვლავად იქცა, შეყვარებული გენერლისთვის ნათესავებს უთქვამთ, მსახიობი მეუღლედ არ გამოგადგებაო და ცოლად სხვა შერთეს.

პირველი სიყვარულით იმედგაცრუებულმა მსახიობმა ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგა და გათხოვდა. ძალიან მალე მიხვდა, რომ მასთან ცხოვრება არ შეეძლო და ქმრის ოჯახი დატოვა. გენერლის ქორწინებაც უიღბლო გამოდგა. ცოლს მალევე გაშორდა და თავისი შეცდომის გამოსწორება სცადა.

პირველი ქორწინება

მისი პირველი მეუღლე, ცნობილი ფეხბურთელი მიხეილ ჯოჯუა იყო. 19 წლის ვიყავი, როდესაც გათხოვდა, მაგრამ მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

სულ ორწელიწადნახევარი ვიყავით ერთად.... რომ იტყვიან, იძულებით ვცხოვრობდი მასთან სახლში, ძლივს გავძელი მთელი ის პერიოდი. მერე გამოვიქეცი, მაგრამ იმდენი ვინერვიულე, რომ ავად გავხდი, ტუბერკულოზი ავიკიდე. საერთოდ აღარ მინდოდა მამაკაცის დანახვა, ხსენებაც კი შემძულდა.

სიყვარულით სავსე წერილებს მწერდა. მეხვეწებოდა, ცოლად გავყოლოდი, ყველაფერი მეპატიებია, მაგრამ ვერ შევძელი იმ ტკივილის დავიწყება. მაშინ ჩემი მეგობარი, მედეა ჯაფარიძე, დამიდგა გვერდით და ყველაფერი მისმა თანაგრძნობამ, სიყვარულმა გადამატანინა. განქორწინების შემდეგაც მედიკო მყავდა გვერდით.

საერთოდ, ქალი რომ შეცდომას დაუშვებს, მერე კარგად უნდა დაფიქრდეს. განათხოვარი რომ ვიყავი, სულ მეშინოდა, ვინმეს ცუდად არ შემოეხედა, რაიმე არ ეთქვა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ მეორედ გვიან, 45 წლის ასაკში გავთხოვდი

მეორე ქორწინება

მეორედ როცა გავთხოვდი, უბედნიერესი ქალი ვიყავი. ქმარი, ალექსანდრე ბუზოღლი, ჩემზე 12 წლით უფროსი იყო, უგანათლებულესი პიროვნება, დიდი ინჟინერი. აბსოლუტურად ყველა ენა იცოდა, სადაც ჩავიდოდა, იმ ენაზე თავისუფლად საუბრობდა. ყველაფრით მაოცებდა.

მასთან ბოლომდე ერთად ვიყავით. ძალიან ბევრს შრომობდა და გულმა ვეღარ გაუძლო. მთელი მსოფლიო ჰქონდა შემოვლილი და მეც მომატარა.

ის ჩემი ბიძაშვილის, დათო ჭიჭინაძის, მეგობარი გახლდათ. როცა მასთან სტუმრად მივდიოდი, მაშინ ვხედავდი. ისიც ხშირად მოდიოდა. დათო ჩამაცივდა, ხომ ხედავ, ცოლს არ ირთავს, სულ მოგზაურობებშია, ადექი და გაჰყევი ცოლადო.

უნდა გამოგიტყდეთ, მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ ცოტა ვყოყმანობდი. კრივში ჩემპიონი იყო.

დაგვავლეს ორივეს ხელი და გაგვაქანეს მაჩის ბიუროში, მაგრამ იქ რომ მივედით, არ გვიღებდნენ. გვითხრეს, განცხადების შემოტანიდან ორი თვის შემდეგ უნდა მოაწეროთ ხელიო. ატყდა ერთი ამბავი, როგორ, ძლივს დავითანხმეთ და ახლა მოვიცადოთო… აი, ასე მოვაწერეთ ხელი. მერე მთელი ცხოვრება ვნანობდი, თურმე ასე ვყვარებივარ და რატომ დროზე არ გავყევი-მეთქი.

არასოდეს გვიკამათია, დიდი მეგობრები ვიყავით. ერთი შეხედვითაც კი გვესმოდა ერთმანეთის. ვფიქრობ, რომ თუ ქალს ქმრისადმი ლტოლვა არა გაქვს, ბედნიერი ვერ იქნები.

მარტო სულიერი ლტოლვა არა, ფიზიკური ლტოლვაც უნდა იყოს. მაშინ ქალიც ბედნიერია და კაციც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქალი ბევრს ითმენს, თუ მამაკაცი სულიერად არის ამაღლებული. სიყვარული ფსიქოლოგიურად რთულზე რთული რამაა…

ჩემი მეუღლე ძალიან ხელგაშლილი კაცი იყო. ყოველმხრივ ჰქონდა საშუალება, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ჩაცმის გიჟი. მქონდა 2-3 ხელი ჩასაცმელი და ამითაც კმაყოფილი ვიყავი. მერი დავითაშვილი მეუბნებოდა ხოლმე, ხომ გაქვს საშუალება და ჩაიცვი, დაიხურეო.

არასოდეს მქონია ოქრო, ვერ ვიტანდი ძვირფასეულობას. ყოველთვის მომწონდა სისადავე, მიყვარდა სისუფთავე. რაც უცხოელები ჩამოდიოდნენ, ჩვენთან მოჰყავდათ სახლში, რადგან მოსწონდათ ეს ჩემი ძველი სახლი, ძველებური ავეჯი.

თაყვანისმცემლები

აურაცხელი თაყვანისმცემელი მყავდა. მიძღვნიდნენ უამრავ ლექსს, ლექსების კორიანტელი იყო, ერთ დიდ წიგნად აიკინძებოდა. ხშირად მჩუქნიდნენ ყვავილებს. ჩემს სახლთან ბიჭები მოდიოდნენ გიტარით ხელში და მშვენიერ სიმღერებს მიმღეროდნენ. მძიმე დღეებთან ერთად ბედნიერი დღეებიც მქონდა.

გადასაღები მოედანი

„დავით გურამიშვილში” როცა გვიღებდნენ, იქ იყო ერთი სცენა, სადაც ჟორა შავგულიძეს ჩემთვის უნდა ეკოცნა. მომიახლოვდებოდა თუ არა ბაგესთან, აუტყდებოდა ფხუკუნი. დაიწყებდა თავიდან, ისევ ასე ემართებოდა.

ჟორა ულამაზესი კაცი იყო, ქალები ბუზებივით ეხვეოდნენ. მერე ჰკითხეს, რა დაგემართა, კაცო, ნუთუ ქალისთვის ჯერ არ გიკოცნიაო. ჟორა ჩემზე 14 წლით უფროსი იყო. ქალისთვის როგორ არ მიკოცნია, მაგრამ ბჟღარტისთვის ჯერ არაო. ერიდებოდა.

ვნანობ...

გული მწყდება, შვილი რომ არ მეყოლა. „ჯარისკაცის ქვრივი“ რომ უნდა მეთამაშა, თქვეს, შვილი არ ჰყოლია და როგორ ითამაშებსო. ჯინაზე ისე ვითამაშე, რომ ჩემს საუკეთესო როლად იქცა. როცა მოსკოვში ეს სპექტაკლი აჩვენეს, საოცარი საღამო მომიწყვეს, რომელსაც სამი მარშალი ესწრებოდა.

ბავშვის აყვანა მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. ბიძაჩემს ჰყავდა ნაშვილები გოგონა, რომელმაც არ გაუმართლა.

ბავშვი ჭკუასუსტი აღმოჩნდა. ერთხელ მცხეთაში უპატრონო პატარა ბიჭი ვნახე. გულზე ლეკვი ჰყავდა მიხუტებული და თავის წილ პურს აჭმევდა. მითხრა, ეს ლეკვი ვიშვილე და ჩემს საჭმელს ვაჭმევო. მაშინ 50 წლის რომ ვყოფილიყავი, იმ ბიჭს უსათუოდ ვიშვილებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე გვიან იყო. იმ ღამით ისე ვინერვიულე, სიკვდილს სასწაულად გადავურჩი. ამ დანაკლისს ჩემი ძმისშვილები მივსებენ.

ტრაგედია

ორი უმშვენიერესი ძმისშვილი დამეღუპა და ეს ყველაზე დიდი ტრაგედია იყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

შაჰის ცოლის ამბორი და გზა ახვლედიანების სიძეობამდე - დოდო აბაშიძის უცნობი ისტორიები

ყველა შურის თვალით მიყურებდა გოგო - აბაშიძისა და მოლდოველი გოგოს სიყვარულის უცნობი ისტორია



„გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა“ - პენი...

00:40

მიხეილ სააკაშვილი

8 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:38

ამინდი

შემზარავი ამბავი - 12 წლის ბიჭს 40 წლის...

00:15

ძალადობა კაცზე


„აზარტული იყო, საათი, ბეჭედი და პალტო წა...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ლენტი ავარია

„ფულზე გამცვალა, მდიდართან მიღალატა... 2...

14:52 სამ. 7 დეკემბერი

ზალიკო ბერგერი

როგორ შეიძლება „გამოცრა“ ანუ ორგანიზმის...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ა და ბე ტიპის გრიპის
ვირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინა ქვეყანაში
ნოემბრის პირველ
ნახევარში შემოვა

რომანი ნოე სულაბერიძესთან? ბულინგის მსხვ...

12:45 სამ. 7 დეკემბერი

ნინი ბადურაშვილი

„გაბრაზებული ვარ ძალიან! ვერ გავიგე, რა...

10:50 სამ. 7 დეკემბერი

ლელა წურწმია და ნიკა
გვარამია

ნანუკა გულუა დუბაიდან დაბრუნა - ფოტოები...

23:30 კვი. 5 დეკემბერი

ნანუკა გულუა

„ამ წუთიდან გორის კლინიკასა და გლდანის ც...

23:56 სამ. 7 დეკემბერი

ნიკა გვარამია

დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა

23:12 სამ. 7 დეკემბერი

თეიმურაზ გოგიაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობაზე უარი გან...

23:03 სამ. 7 დეკემბერი

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

ბოჭორიშვილი ფრანგიშვილს დაუპირისპირდა -...

22:40 სამ. 7 დეკემბერი

ბოჭორიშვილი - ფრანგიშვილი

ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა...

20:25 სამ. 7 დეკემბერი

ნონა გაფრინდაშვილი

„კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 5...

19:45 სამ. 7 დეკემბერი

ექიმი

გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების ი...

19:15 სამ. 7 დეკემბერი

საკანი

adjarabet awards - წლის მთავარი სპორტული...

18:50 სამ. 7 დეკემბერი

რეკლამა

ირაკლი ჩიქოვანი - პოლიტიკური უტიფრობაა მ...

18:16 სამ. 7 დეკემბერი

უმრავლესობის წევრი
ირაკლი ჩიქოვანი Digest.ge