Digest Logo

ცხოვრებისეული სევდა, ბავშვობა, სიყვარული - ანა დოლიძის პირადი

 23:33 სამ. 29 დეკემბერი, 2020 წელი
ანა დოლიძე _ ირაკლი
კაკაბაძე

თუ გაინტერესებთ, როგორი ადამიანი იქნებოდა პიტბული, გაიცანით ანა დოლიძე. ეს ხუმრობით, თუმცა თავად ხშირად ამბობს, რომ ამ ჯიშის ძაღლის ხასიათი აქვს:

„სტაფორშერის ხასიათი მაქვს. რაღაცას რომ ხელს მოვკიდებ, გამორიცხულია თავი დავანებო, სანამ არ მივაღწევ“

ანა დოლიძე თანამედროვე საქართველოში ძლიერი ქალის მაგალითია.

მისი ბიოგრაფიის მოკლე რევიუ ასეთია:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

⚪ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი

⚪ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი

⚪ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


ოჯახი

„მამა გეპეიში ასწავლიდა, მათემატიკის პროფესორი იყო. 90-იანებში თავიდან ბოლომდე ზვიადის იდეოლოგიას იზიარებდა და მისი აქტიური მხარდამჭერი იყო. ბავშვობაში მახსოვს, ჩემს სახლში შეკრებები იმართებოდა, რაღაცებს განიხილავდნენ. მამას სულ საინფორმაციო ჰქონდა ჩართული. ასეთ გარემოში გავიზარდე. საშინელი წლები იყო. ხანდახან ვფიქრობ, რამე ფილმის კადრები ხომ არ მახსოვს. არ მჯერა, რომ ეს ჩვენ ვიყავით. მახოსვს, დაგეგმავდნენ მიტინგს და ორი დღით ადრე მამას იჭერდნენ. პროტესტის ნიშნად, მან სამსახურში სიარულზე უარი თქვა. არც ჩვენ აღარ გვატარებდა სკოლაში. მახსოვს, ჩემი დამრიგებელი სახლში მოდიოდა და მშობლებს ეხვეწებოდა, სკოლაში ვეტარებინეთ. მერე ექსტერნად გამოცდები ჩავაბარეთ და სკოლაში დავბრუნდით. ოფიციალურად, მამა რეპრესირებული იყო.

მე-10 კლასში ვიყავი, როცა შემთხვევით გავიგე, რომ რაღაც პროგრამით ამერიკაში წასვლის შანსი მქონდა. ვიფიქრე, მშობლები არ დამთანხმდებიან-მეთქი და განაცხადი ჩუმად შევავსე. ერთხელაც მოვედი სახლში და გამოვაცხადე, ამიერჩიეს, ამერიკაში უნდა წავიდე-მეთქი. მზად ვიყავი, რომ მშობლები შემეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ბევრი იფიქრეს და მომცეს ნება.

90-იანების თბილისიდან უცებ მანჩესტერში აღმოვჩნდი.

2001 წელს ანას დედა ემიგრაციაში წავიდა.

„ეს ჩემი ცხოვრების სევდიანი ნაწილია. მამა ძალიან განიცდიდა, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. მე გარდატეხის ასაკში ვიყავი. 57 წლის ასაკში მამა გულის შეტევით გარდაიცვალა. დედა ვერ ჩამოვიდა...

სანამ ამერიკაში თავად არ ჩავედი, 4 წელი დედა ნანახი არ მყავდა.“

სიყვარულის ისტორია

პირველი ქმარი - მწერალი ირაკლი კაკაბაძე

პირველად ერთმანეთს რადიოში შევხვდით. გადაცემა თბილისის მერის არჩევას ეხებოდა. ჩაწერის შემდეგ მითხრა, ნარკოპოლიტიკის მიმართულება თუ გაინტერესებს, ნომერი მომეცი და დაგირეკავო. მაშინ საიაში ვმუშაობდი და ყველაფერი მაინტერესებდა. 2 დღე ველოდებოდი, რომ დამირეკავდა და არ დამირეკა. მერე რაღაც გადაცემის წამყვანი იყო და მე სტუმრის ამპლუაში ვიყავი. მაშინ ჩვეულებრივად ვისაუბრეთ. ამის შემდეგ კიდევ გავიდა დრო და მეგობარი მირეკავს, ახლახან ირაკლი კაკაბაძემ ტელევიზორში გამოაცხადა, რომ მისთვის იდეალური ქალი ხარო. წარმოდგენა არ მქონდა. მერე დაიწყო რეპრესიების პერიოდი, გირგვლიანის საქმე და დიდ ჯგუფთან ერთად რაღაც დროს ვატარებდით ერთად. ნელ-ნელა ეს ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა.

ერთად წავედით ამერიკაში და ქორწილიც იქ გვქონდა.

დაშორება

„მე ჯერ სადოქტოროზე დავიწყე მუშაობა, მერე კანადაში სამსახური ვიპოვე. ამ დროს უკვე შვილიც გვყავდა და ჩემ გამო ვიყავით ამერიკაში. ირაკლის დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და საქართველოში ყოფნა ერჩივნა... ახლა მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

ანა მეორე შვილს ელოდება

„მგონი, ერთადერთი ქალი ვარ საქართველოს ისტორიაში, ვინც საარჩევნო კამპანიაში ფეხმძიმობის დროს მონაწილეობდა, ეს ძალიან რთული იყო.“


⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

ტოპ 5 სექსუალური ქართველი პოლიტიკოსი ქალი

დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე



მსგავსი სიახლეები

11:03 შაბ. 19 დეკემბერი, 2020 წელი

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

ფოტოები - რა პირობებში იხდის სასჯელს მიხ...

23:30 კვი. 17 ოქტომბერი

სააკაშვილი

კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინ...

23:12 კვი. 17 ოქტომბერი

თბილისის მერი, „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანი კახა კალაძე - Pia.ge

„იარაღის ჟღარუნი მესმის… პოლიტიკოსები ხე...

22:43 კვი. 17 ოქტომბერი

ლელა კაკულია
წინასწარმეტყველი

ციციშვილის კლინიკაში დღეს კოვიდინფიცირებ...

21:42 კვი. 17 ოქტომბერი

ჩვილი

7 დაუწერელი წესი, რომელსაც ზრდილობიანი ა...

20:41 კვი. 17 ოქტომბერი

სუნამო

„ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშე...

19:01 კვი. 17 ოქტომბერი

ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი Digest.ge 2021

უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შურ...

18:31 კვი. 17 ოქტომბერი

სასულიერო პირი

„ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეებში 10 000...

17:21 კვი. 17 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი
საგანგებო ვიდეომიმართვას
ავრცელებს

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენ...

16:20 კვი. 17 ოქტომბერი

რაფაელევროპარლამენტარი
რაფაელ გლუკსმანი,
ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი გლუკსმანი