Digest Logo

წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - მარიამ როინიშვილის პირადი

 14:48 შაბ. 14 აგვისტო
მარიამ როინიშვილი

„საკმაოდ რთული ხასიათის ადამიანია. ხშირად თავადაც არ იცის, რა უნდა. იშვიათად ივიწყებს წყენას.

შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ჩამოიშოროს. მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა. მაშინვე გარბის, როგორც კი იმედგაცრუების სიმწარეს იგემებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მომღერალ მარიამ როინიშვილის ზოდიაქოს ნიშანია. როგორც თავად ამბობს, ვარსკვლავები მას კარგად „იცნობენ“.

მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გია როინიშვილის ქალიშვილი 2010 წელს ცოლად გიორგი მახარაძეს გაჰყვა, მათ 9 წლის გოგონა, ელენე ჰყავთ.

წყვილმა ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიცნო, შემდეგ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაოჯახდნენ. მათი დაშორების შესახებ ჭორები ბევრჯერ გავრცელდა, რასაც მომღერალი ყოველთვის უარყოფდა. წყვილი, დაახლოებით, 2 წლის მანძილზე მალავდა დაშორების ამბავს, თუმცა საქართველოში რა დაიმალება.

ყვითელ პრესაში გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ მარიამს ქმარმა უღალატა, თუმცა ეს მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა.

„ჩვენს შორის გაჩნდა ბზარი. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, რაღაცები მას სხვანაირად ესმის, მე კიდევ – სხვანაირად. ჩვენ შორის ვერ მოხდა თანხვედრა. ისიც ვერ მოხერხდა, რომ ცალკე გვეცხოვრა და, რასაკვირველია, ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი. ერთმანეთი არ დაგვიხოცავს და ისე არ დავშორებულვართ. ის, რომ ოჯახი დაგვენგრა, ჩემი და მარიამის ბრალია და არა – სხვისი“ - ამბობს გიორგი მახარაძე.

მარიამს ქმარი ერთი წლის მანძილზე შერიგებას სთხოვდა, თუმცა ამაოდ.

გიორგის ცხოვრებაში უკვე სხვა ქალბატონი გამოჩნდა და დღეს გიორგი საყვარელი ქალისგან უკვე შვილსაც ელოდება.

გიორგი და მარიამ მახარაძე ცდილობენ ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა, მათ ხომ საერთო ქალიშვილი ჰყავთ.

ელენეს მამასთან კი ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ეს სოციალური ქსელებიდანაც კარგად ჩანს.

ასევე კარგი ურთიერთობა აქვს მარიამს გიორგი ახალ მეუღლესთან მარიამ ნადირაძესთან.

მარიამ როინიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ცხოვრების რთულ გზაზე ისაუბრა და მოჰყვა, როგორ ახერხებს დეპრესიაში ჩავარდნილი მარიამ როინიშვილი თავის დაღწევას.

„რთული პერიოდი გარეგნულად მხოლოდ სახლში მეტყობა. ამაზე თამრიკო ყოველთვის მეჩხუბება, ნუ ითრგუნებიო. გარეთ გავალ თუ არა, არაფერი მემჩნევა. ყოველთვის ვიღიმი და ვიპრანჭები, რადგან ვერ ვიტან, როცა უცხო თვალი მატყობს, რომ კარგად არ ვარ. მძულს, როცა ვინმეს ვეცოდები. ამიტომ, თუკი რამე მიჭირს, ეს მხოლოდ სახლში ხდება.

დეპრესია არ მქონია, თუმცა, პერიოდულად, დეპრესიის შემოტევები მაქვს. ამ დროს, ოთახში ვიკეტები და ოჯახის წევრებმა იციან, რომ ეს პერიოდი მარტომ უნდა გადავლახო. ასეთ დროს ყველაფერზე უარს ვამბობ, მათ შორის - სიმღერაზეც. გარეთაც იშვიათად გავდივარ, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემი ხასიათით შეიძლება მეგობარს გავუფუჭო განწყობა.

ერთადერთი, ვინც ჩემს რთულ პერიოდს ვერ ამჩნევს, ელენეა, რადგან მასთან არაფერს ვამჟღავნებ. შვილთან თუ შევიმჩნევ ცუდად ყოფნას, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსი იქნება", - ამბობს მარიამი.

„ხანდახან მიწაზე ვდგავარ, მაგრამ ზოგჯერ ვფანტაზიორობ და რეალობას ვწყდები, ისეთი მომავალი მინდა მისთვის. პირველ რიგში, ელენემ უნდა ისწავლოს ძალიან კარგად, მიიღოს საუკეთესო განათლება და ამაში მთელი ოჯახია ჩართული. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. ბევრ წინაღობას წააწყდება და ამას არ ავაცილებ, რადგან პრობლემებთან გამკლავება უნდა ისწავლოს, მაგრმ ყველა საჭირო მომენტში ვიქნები მასთან ერთდ. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს არ დავჭირდები. იმედია, ასეთი მომენტი არ დადგება. ერთად შევძლებთ ყველაფერს!..“- ამბობს მარიამი ელენეზე.

მარიამის პირად ცხოვრებაში ამ ეტაპზე მხოლოდ შვილი ელენეა, რომელსაც დედა ყურადღებას არ აკლებს და შვილის წარმატებისთვის ის ყველაფერს აკეთებს, ელენე უკვე სერიალ „იდეალურ დედაში“ არის დასაქმებული.

რაც შეეხება მარიამის პირად ცხოვრებაში ახალი მამაკაცი ჯერ არ გამოჩენილა, ან მომღერალი მას საგულდაგულოდ მალავს.

„ყველაზე რთულია, ერთდროულად იყო წარმატებული ოჯახშიც და კარიერაშიც. ორივეგან მაქსიმუმი აკეთო - წარმოუდგენელიც კია. რა თქმა უნდა, ოჯახზე მაქვს სწორება. ჩემი მთავარი საფიქრალი ელენე და ჩემი კარიერაა“- ამბობს მარიამი.

მარიამი ცნობილი მომღერლის ნოდიკო ტატიშვილის ახლო მეგობარია, ისინი ერთმანეთს გვერდით ყოველთვის უდგანან და ძალიან კარგადაც უგებენ ერთმანეთს.

მარიამის ძმა კოკო როინიშვილია, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამაშობდა, ამჯერად კი „მთავარ არხზე“ დილის გადაცემის თანაწამყვანია.

მარიამის მშობლები გია როინიშვილი და თამრიკო ჭოხონელიძე წლებია დაშორებულები იყვნენ, თუმცა რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი წყვილი შერიგდა.

მათ შესახებ ბევრი ჭორაობდა და კულუარულ წყაროებში ამბობდნენ, რომ დაშორების მიზეზი ღალატი იყო.

„ალბათ, მიტევება ყველაზე დიდი კეთილშობილებაა“ - თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ და მეუღლეს შეურიგდა.

აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️

ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

მიმტანი შვილი, ჩაცხრილული ბიძაშვილი, ცხოვრების სიყვარული... - ცოტა რამ მამუკა ხაზარაძის ცხოვრებაზე

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ნანუკა ჟორჟოლიანის პირად ცხოვრებაზე

დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე


მსგავსი სიახლეები

ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რა...

13 წუთის წინ

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე

31 დეკემბერს სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქ...

28 წუთის წინ

ცაგარელი მიხეილი,
ასტროლოგი

„არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა,...

14:10

ჟორჟოლიანი ნანუკა


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

13:18

ქეთევან ხატიაშვილი

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

13:46

ბიჭი

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი