Digest Logo

სკოლის მერხიდან დაწყებული სიყვარულის ისტორია - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახური ამბები

 18:43 პარ. 19 თებერვალი
ნუნუკა თამაზაშვილი

2013 წლის 2 ნოემბერს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა მომავალ პირველ ლედიდ მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი დაასახელა.

„სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი, ეს ჩემთვის უნიკალურია. ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ტრადიციული ოჯახის შემქმნელი და ძალიან დამსახურებული. ირაკლის მშობლები და სიდედრ-სიმამრი შვებულებას ერთად ატარებენ და ერთად ისვენებენ, ეს ძალიან მისასალმებელია“, - დასძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის ამ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან საქართველოს მოსახლეობა მიჩვეული იყო, რომ პირველი ლედი პრეზიდენტის მეუღლე გახლდათ. ბრძოლამ პირველი ლედობისთვის მედიის კულუარებში გადაინაცვლა....

მართალია, ამ თემაზე ერთიანი აზრი არ არსებობდა, მაგრამ ფაქტია, 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისი მეუღლე იყო მიწვეული.

ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის გაპრემიერების შემდეგ ინტერვიუებისგან თავს იკავებდა. ქვეყანაში პოლიტიკური გუნდის შეცვლის შემდეგ „ფეისბუქზე“ მხოლოდ მეუღლისა და შვილების ფოტოებს აქვეყნებს.

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე 1983 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. მამა – გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ადრე კახეთის პოლიციის უფროსი გახლდათ. ჰყავს ძმა, ლექსო თამაზაშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.

მიუხედავად წარმოშობისა, ნუნუკას სკოლა დედოფლისწყაროში არ დაუმთავრებია. მშობლიურ ქალაქში შვიდი წელი სწავლობდა. შემდეგ მამა თელავში გადაიყვანეს სამუშაოდ შესაბამისად, ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. როგორც ამბობენ, ნუნუკა თელავში პოპულარული გოგონა გახლდათ. გარეგნულად გამოირჩეოდა და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, მაგრამ მისი გული მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა მოიგო.

მათი სიყვარულის ამბავი დედოფლისწყაროში დღემდე აქტუალური თემაა. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა.

ნუნუკას მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს თამაზაშვილების ოჯახი უარით ისტუმრებდა, მაგრამ ირაკლი მათ შორის არ აღმოჩნდა.

ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ღარიბაშვილი პირდაპირ სასიმამროს ესტუმრა და თანხმობა მიიღო. ოჯახი წინააღმდეგი აღარ წასულა, 20 წლის ასაკში ნუნუკა გათხოვდა. მაშინ ირაკლი 21 წლის გახლდათ.

წყვილს ოთხი შვი­ლი ჰყავს, სამი ვაჟი და მე­ო­თხე ქა­ლიშ­ვი­ლი. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გო­გო­ნა­ზე ოც­ნე­ბობ­და...

ნუ­ნუ­კა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ აღარ აქ­ტი­უ­რობ­და. მას შემ­დეგ, რაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბა­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად დაბ­რუნ­და, პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე პე­რი­ო­დუ­ლად ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რულს კი შვი­ლებ­თან, დე­დას­თან და დე­დამ­თილ­თან ერ­თად გადარებული ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა, რითაც ცნობილი გახდა, რომ ნუნუკამ, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან

30 წლით უმცროსი ცოლი და რეკორდულად მაღალი ხელფასი - ამბები დავით საგანელიძის შესახებ

ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?


„ოდნოკლასნიკებში“ გაცნობილი მეუღლე, ძმის...

4 წუთის წინ

წულუკიძე

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლ...

21:28

სასმელი

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: ეს კლოუნი ნ...

21:12

ექსპერტი ანდრია გვიდიანი -
Digest.ge


23 წლის ქართველი გოგო გაიტაცეს და ჰარამხ...

22:30 შაბ. 27 თებერვალი

უბედური- შემთხვევა

ცდების ჩატარება რუსებზე და დავით კიკალიშ...

12:18

ექიმბაში

აბა, მიშა გინდათ? – ლაშა ბუღაძე

22:30 შაბ. 27 თებერვალი

ლაშა ბუღაძე

ნოდარ დუმბაძის ნათლული, ღალატი, 3 აზიატი...

20:27

ნანა ლორთქიფანიძე

VIDEO: დაათვალიერეთ ხატია დეკანოიძის სახ...

18:21

ხატია დეკანოიძე

გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვა...

14:29

გივი სიხარულიძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელ...

18:39

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი ვლადიმერ
ბოჟაძე

ამირან სალუქვაძე - ექს-პრეზიდენტი, რომელ...

18:34

ექსპერტი ამირან
სალუქვაძე Digest.ge

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

18:22

სოსო არჩვაძე

ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე...

17:40

ლევან ნიკოლეიშვილი

ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები დ...

16:36

სააკაშვილი

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

16:09

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთ...

14:32

„wine kakheti“-ს დირექტორი ლევან
ზილფიმიანი Digest.ge

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წ...

13:51

ანალიტიკოსი ამირან
სალუქვაძე - Digest.ge

ახალციხეში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

11:49

ლენტი