Digest Logo

სხირტლაძე დედის გვარია, ჩემი ნამდვილი გვარია... ბებია კი სომეხი მყავდა - უცნობი ამბები დუტა სხირტლაძეზე

 15:55 ორშ. 12 აპრილი
დუტა სხირტლაძის ოჯახი

არსებობენ ნიჭიერი ადამიანები და არსებობენ მრავალმხრივად ნიჭიერები. ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება.

„დაიჯესტმა“ გადაწყვიტა დღეს დუტას შესახებ, მის ოჯახსა და ბავშობაზე გიამბოთ.

მაშ ასე: პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ სხირტლაძე დუტას დედის გვარია, სინამდვილეში მისი გვარი ვალიცკია. ამის შესახებ დუტამ საჯაროდ პირველად 2014 წელს ისაუბრა.

„დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე. მამის მხრიდან ბებია მყავს სომეხი, ხოლო მე მაქვს პოლონური გვარი, რომელიც სულაც არაა პატარა გვარი. ჩემი წინაპარი 200 წლის წინ ჩამოვიდა ბელორუსიიდან, როდესაც მათი მთავარი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდა და გადაასახლეს ციმბირში, ხოლო მისი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი, ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ“, - ამბობდა დუტა ერთ-ერთ ინტერვიუში.

დუტას ოჯახი

ტელეწამყვან დუტა სხირტლაძემ წლებია ოჯახური ბედნიერება იპოვა და იუველირ მარინა ნაცვლიშვილთან ერთად ორ შვილს ზრდის.

„1997 წლის ზაფხულში ვდგამდით ბ. ბრეხტის „სამგროშიან ოპერას“, სადაც მარინა კოსტიუმების მხატვრად მუშაობდა. პირველივე დღეს გავეცანი, შემდეგ დავმეგობრდით და ერთხელაც „შეყვარებულობანა“ ვეთამაშე, ვითომ შეყვარებულები ვიყავით. ოფიციალურ გაცნობამდე სცენიდან მიცნობდა, რადგან ჭოლას ბავშვობის მეგობარია. ყოველთვის ესწრებოდა ჭოლას პრემიერებს და შესაბამისად, ჩვენი პირველი სტუდენტური სპექტაკლებიც ნანახი ჰქონდა. ერთი რაღაც უნდა გავიხსენო: ალბათ, 1995 წელი იქნებოდა, რუსთაველზე თეატრალურის წინ ბისტრო იყო. ერთ დღეს ამ ბისტროს წინ ვიჯექი და გიტარაზე ვუკრავდი. ცოტა ნასვამიც ვიყავი. მოკლედ, კარგ გუნებაზე. ამ დროს მარინამ თავის მეგობართან სალომე კობახიძესთან ერთად ჩამოიარა. მე რომ დამინახა, სალომესთვის უთქვამს: აუ, ეს რომ ახლა ჩემი ქმარი იყოსო... ორ წელიწადში ასეც მოხდა.

„შეყვარებულობანას“ თამაში დიდხანს გაგრძელდა?

დუტა: ეს ჩემებური „შებმის“ მცდელობა გახლდათ, თუმცა პროცესში უცებ მივხვდი, რომ ყველაფერი ბევრად სერიოზულად იყო, ვიდრე წარმომედგინა. მეტი ყურადღება გამოვიჩინე, ყველგან ვაკითხავდი. მიყვარს სიურპრიზები.

მარინა: შემაწუხებელიც კი იყო. სადაც უნდა ვყოფილიყავი, მპოულობდა. არ ვიცი როგორ ახერხებდა ამას. ყოველთვის იცოდა სად ვიყავი.

სიყვარული როგორ აგიხსნათ?

მარინა: სიყვარული არც აუხსნია, პირდაპირ ცოლობა მთხოვა. ეს იმ „სამგროშიანის“ ბანკეტის შემდეგ მოხდა.

მაშინვე დათანხმდით?

მარინა: არაფერი მიპასუხია. საერთოდ, ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა.

დუტა: თვე-ნახევარი ველოდებოდი პასუხს.

წყვილი დაქორწინებიდან დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ. მათ ორი შვილი ნინი და ლუკა ჰყავთ. ბავშვები მამას ძალიან გვანან და ოჯახის მეგობრები, ამას ყოველ ჯერზე აღნიშნავენ, როცა სოციალურ ქსელში მათი ფოტოები გამოჩნდება ხოლმე.

დუტას კარიერა

მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძე ფართო საზოგადოებამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემიდან „ვის უნდა 20 000“ გაიცნო. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში, თეატრალურ სარდაფში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. აგრეტვე გადარებულია რამდენიმე ტანამედროვე ქართულ კომედიურ ფულმსა და სერიალში

იყო „რუსთავი 2“-ის სხვადასხვა შოუების წამყვანი და ერთ-ერთი მთავარი სახე. 2012 წლიდან მოღვაწეობს ტელეკომპანია „იმედზე“, სადაც რამდენიმე პროექტშია ჩართული. ამჟამად მიჰყავს გადაცემა „პატარების დიდი შოუ“.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები

ნათლიამირონობა ივანიშვილთან, ავადმყოფობა და სხვა ამბები ძმებ გაჩეჩილაძეებზე

30 წლით უმცროსი ცოლი და რეკორდულად მაღალი ხელფასი - ამბები დავით საგანელიძის შესახებ

მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება


„ორჯერ ვაქცინირებული ადამიანები მაინც გა...

28 წუთის წინ

ბიძინა კულუმბეგოვი

„სასჯელს დამფრთხალი ქუჩის ძაღლივით გაექე...

47 წუთის წინ

ზვიადაური

„მოკლული ბიჭის საფლავზე არ ადის?“ – ნანუ...

18:24

ნანუკა ჟორჟოლიანი


„სიცხის დროს ძმრიანი წინდების გამოყენება...

14:39 შაბ. 27 ნოემბერი

წინდა

„სექსმუშაკების 99% მიცნობდა, მიცნობდნენ...

13:50

გიორგი ფხაკაძე

„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

14:39 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

გრანდიოზული ტორტი და ცნობილი სტუმრები -...

13:25

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ვიდეო: ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილ...

10:09

ივანიშვილები

„ძალიან მენატრება“ – რა ფოტოს აქვეყნებს...

09:12

სოფო ნიჟარაძე მომრერაალი

წვიმა, ქარი, შტორმი - საქართველოში ამინდ...

17:48

ამინდი

ვინ აკეთებდა რეალურად რუსულ საქმეს საქარ...

17:24

ჰესი, მიხეილ სააკაშვილი -
ფოტოკოლაჟი

ჯარჯი წიკლაური გირგვლიანზე - 28 წლის ბიჭ...

17:03

პროკურორი

პირველი დიპლომირებული მექანიკოსები - ბექ...

16:56

ბექა არჩვაძე

ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმ...

16:54

ზვიდაური

ანდრია გვიდიანი: ეს კაცი არაფერს ნანობს,...

16:51

ექსპერტი ანდრია გვიდიანი

პროკურორი: დღევანდელ პროცესზე ბრალდებული...

16:23

პროკურორი

მაქვს მოლოდინი სასამართლო ობიექტურ გადაწ...

16:19

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე

„სახეში მირტყამდა, თან მკოცნიდა და მეუბნ...

16:06

სააკაშვილი