Digest Logo

სკანდალური ქორწინება, 3-ჯერ შექმნილი ოჯახი, მდიდრული სახლი და კარიერა - მაია ჯაბუას აქამდე უცნობი ამბები

 22:15 ორშ. 24 მაისი
მაია ჯაბუა

59 წლის მაია ჯაბუა ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის ძალიან საყვარელი და მისაღებია.

მაია ჯაბუა პროფესიიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ყოველთვის იქცევდა ყვითელი პრესის ყურადღებას.

ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან

დღეს „დაიჯესტი“ ამ სტატიაში სწორედ მომღერალ მაია ჯაბუას პირად ამბებს გიამბობთ:

კარიერა

მაია ჯაბუამ კარიერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მოსწავლე პიონერები სკოლისკენ მიიჩქაროდნენ.

„მზიურიც“ ამ პერიოდში დაარსდა. ცნობილმა მომღერალი 6 წლის ასაკიდან მღერის. ბევრმა არ იცის, რომ მაია ჯაბუა ინგლისური ენის სპეციალისტია, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული დიპლომი არასდროს გამოუყენებია. „მზიურში“ მაია ჯაბუას გამოჩენას საზოგადოება დღემდე ვერ ივიწყებს. მისი შესრულებული სიმღერა "მეორე ლეგენდა" ახლანდელმა თაობამაც კი ზეპირად იცის.

1971–1986 წლებში ყოფილ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ვოკალურ ჯგუფში მღეროდა; იყო ამავე სასახლესთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ ანსამბლ “მზიურში”. 1986 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. პირველი მისი გასტროლი ჰოლანდიაში იყო. იმ დროინდელი საქართველოსთვის ეს წარმოუდგენელი შემთხვევა აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მომღერალს 2016 წლის იანვარში სახელმწიფო ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაუხსნეს.

ქმრები

მაია ჯა­ბუ­ას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ბე­რი­კაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც მომ­ღე­რალ­მა 6 წე­ლი­წა­დი იცხოვ­რა. მათ სა­ერ­თო შვი­ლი ლე­ვა­ნი ჰყავთ.

„ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ში ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ. თუკი ისე არ აე­წყო ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ორი­ვეს გვინ­დო­და და რო­გორც გვე­გო­ნა, იქ­ნე­ბო­და, მერე რა მოხ­და?! როცა ხვდე­ბი, რომ ძა­ლით ვე­ღარ შე­ა­წე­ბებ ურ­თი­ერ­თო­ბას, უნდა და­შორ­დე. თან, ეს მა­ნამ­დე უნდა მო­ა­ხერ­ხო, ვიდ­რე მტრად გა­და­ე­კი­დე­ბი. ასეთ დროს ოჯახს კი არ ან­გრევ, არა­მედ ნან­გრე­ვებ­ში ცხოვ­რე­ბა აღარ გსურს.

რაც შე­ე­ხე­ბა შვილს: არც ის უნდა აცხოვ­რო ნან­გრე­ვებ­ში, მაგ­რამ ისე უნდა მო­იქ­ცე, რომ მამა არ შე­ა­ძუ­ლო. თორ­ნი­კე პა­ტა­რა იყო, როცა ლე­ვანს დავ­შორ­დი. მო­ვა­ხერ­ხე, რომ იუ­მო­რით მი­მე­წო­დე­ბი­ნა მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი. ჰოდა, ამი­ტო­მაც არ იქცა ჩემი და ლე­ვა­ნის და­შო­რე­ბა თორ­ნი­კეს­თვის ტრა­გე­დი­ად. მას მა­მას­თან დღე­საც მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.“ - ამ­ბობ­და მაია ჯა­ბუა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

28 წლის თორნიკე ბერიკაშვილი მაია ჯაბუას და მსახიობ ლევან ბერიკაშვილის საერთო შვილია.

მომღერალი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული, თორნიკე კი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

ლევან ბერიკაშვილი სოხუმის თეატრის მსახიობი გახლდათ. ქორწინების შემდეგ წყვილი სოხუმში ცხოვრობდა. როგორც ლევან ბერიკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, თორნიკე 3-4 წლის იქნებოდა, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო და სოხუმის დატოვება მოუწიათ.

„ჩემი უფროსი შვილი, თორნიკე 3-4 წლის იყო. ძალიან გამიჭირდა შვილისა და ცოლის იქიდან გამოყვანა. მაშინ ჩემი მეუღლე მაია ჯაბუა იყო. ბავშვი მეხრჩობოდა, ისეთი ჭყლეტა იყო. ერთ მომენტში დავკარგე და მაიამ, ჩემმა მეუღლემ იპოვა.

მერე რუსმა ჯარისკაცმა უშველა, თორემ მომიკვდებოდა. საშინელი გასახსენებელია ის მომენტები. მტერსაც არ ვუსურვებ იმ ყველაფრის გამოვლას. უამრავი მეგობარი დავკარ­გე“, – იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი.

თორნიკე ახლა 28 წლის გახლავთ. პოპულარული მშობლებისგან და არანაკლებ პოპულარული დის, ლიზა ყენიასგან განსხვავებით, ის ჩრდილში ყოფნას არჩევს. ჰყავს მეუღლე, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.

ვინ არის და რას საქმიანობს მაია ჯაბუას უცნობი შვილი - ფოტოები

მე­ო­რედ აჩი­კო ყე­ნი­ა­ზე და­ქორ­წინ­და და მას­თან ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ლიზა ყე­ნია შე­ე­ძი­ნა.

სკან­და­ლუ­რი იყო მისი მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრ - ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან, რო­მელ­თა­ნაც ერთი ვაჟი ჰყავს, ის 15 წლის არის.

მაიას მეორე ქმრისგან გაჩენილ შვილთან დღეს საუკეთესო ურთიერთობა აქვს, ლიზა ყენიას უკვე საზოგადოება კარგად იცნობს.

დედა-შვილის ურთიერთობა დღემდე საინტერესოა საზოგადოებისთვის, ლიზა 23 წლის არის.

„ერთხელ ჩემ­მა გო­გო­ნამ, ლი­ზამ მი­თხრა: სხვა დე­დე­ბი­ვით ენის მო­ჩლე­ქით რომ და­მე­ლა­პა­რა­კო და მო­მე­სიყ­ვა­რუ­ლო, გავ­გიჟ­დე­ბიო. ეს არც დე­და­ჩემს შე­ეძ­ლო და არც მე შე­მიძ­ლია. სამი შვი­ლი მყავს: 24 წლის თორ­ნი­კე, 15 წლის ლიზა, 7 წლის ნი­კუ­შა. სა­მი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი, მაგ­რამ მთლად "ჩი­ტუ­ნი­ებ­სა და მერ­ცხლებს" ვე­რაფ­რით და­ვუ­ძა­ხებ. კარ­გად მეს­მის, შვი­ლე­ბი რომ იზ­რდე­ბი­ან, თით­ქოს, ნელ-ნელა გვშორ­დე­ბი­ან - ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია. ვფიქ­რობ, გო­ნი­ე­რი მშო­ბე­ლი უნდა მიხ­ვდე, რომ სა­სურ­ვე­ლია, ასე­ვე ნელ-ნელა "გა­უშ­ვა" შვი­ლი შენ­გან, გა­უშ­ვა მშვი­დად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ. შვი­ლის გარ­და­ტე­ხის ასაკს პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­ჯა­ხე, რო­დე­საც ვიგ­რძე­ნი, თორ­ნი­კე ჩემ­გან "მი­დი­ო­და", რა­ღაც ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა სულ­ში. იოლი არ იყო მისი დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის ატა­ნა, მის მო­ლო­დინ­ში ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა, პირ­ვე­ლი დათ­რო­ბა, მაგ­რამ ვე­რა­ფერს შევ­ცვლი­დი. მთა­ვა­რი ის იყო, რომ იცო­და, იქვე ვი­ყა­ვი და რა წამ­საც დავ­ჭირ­დე­ბო­დი, შე­ეძ­ლო და­ე­ძახ­ნა. შვილ­მა შე­იძ­ლე­ბა წა­ი­ფორ­ხი­ლოს, წა­იქ­ცეს კი­დეც, მაგ­რამ მე იმის­თვის ვარ, რომ წა­მო­ვა­ყე­ნო... როცა მამა გარ­და­მეც­ვა­ლა, უკვე დიდი ვი­ყა­ვი, შვი­ლე­ბიც მყავ­და; რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში დე­დაც გარ­და­მეც­ვა­ლა და იცით, რა ვიგ­რძე­ნი? ზურგს უკან მცი­ო­და - კე­დე­ლი, რა­საც ჩემი მშობ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ, თით­ქოს გაქ­რა, თით­ქოს ხერ­ხე­მა­ლი გა­მო­მე­ცა­ლა. მერე, რა­ღაც პე­რი­ო­დი გა­ვი­და და თა­ვად გავ­ხდი კე­დე­ლი ჩემი შვი­ლე­ბის­თვის. თორ­ნი­კე უკვე კა­ცია. მგო­ნი, ცო­ლის შერ­თვა­საც აპი­რებს (იღი­მის). ნი­კუ­შა პა­ტა­რაა, ახლა სჭირ­დე­ბა ჩემი მო­ფე­რე­ბა და კოც­ნა. აი, ლიზა კი სწო­რედ იმ ასაკ­შია, ჩემ­გან წას­ვლას რომ ცდი­ლობს,“- ამბობს მაია ჯაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერალი მედიასთან ხშირად არ კონტაქტობს, თუმცა როგორც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, დღეს ბედნიერი ქალია.


„ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ! ამ ქვეყ­ნად ტყუ­ი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა. გან­საც­დე­ლიც შენი გა­მოც­დაა; იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად სწო­რად და ღირ­სე­უ­ლად იქ­ცე­ვი ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, შე­სა­ბა­მის სა­ფა­სურს იღებ იმა­ვე ღმერ­თის­გან, რო­მელ­მაც გან­საც­დე­ლი მო­გივ­ლი­ნა.

არც ერთ გან­საც­დელს არ დავ­მალ­ვი­ვარ და ისე ვხვდე­ბო­დი, რო­გორც ამას ჩემი ზნე­ო­ბა მკარ­ნა­ხობ­და. არ ვიცი, ვინ რას გუ­ლის­ხმობს ადა­მი­ა­ნის სიძ­ლი­ე­რე­ში, ჩემ­თვის კი პი­როვ­ნე­ბა მა­შინ არის ძლი­ე­რი, როცა მძი­მე ვი­თა­რე­ბა­შიც არ იკად­რებს იმას, რაც ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს არ ეკად­რე­ბა,“- ამბობს მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

გარდაცვლილი და, ბიზნესმენი მამა და მოულოდნელი ქორწინება - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი

სახლი



კალაძემ ჩაგაცვა, გაჭამა, ფეხზე დაგაყენა...

00:46

ირაკლი გაფრინდაშვილი და
ნათია ბერიძე

„10 წლის შვილმა მკითხა: დედა ... რა აზრი...

00:29

ირინა ლომსაძე

გელა ჩარკვიანმა „ლიტერას“ კონკურსი დატოვ...

00:20

გელა ჩარკვიანი


31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

დედამიწა

რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

09:25 პარ. 30 ივლისი

აცრა

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ბავშვე...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

კორონა და ბავშვები

VIDEO: ნანი ბრეგვაძეს მეგობრებმა სპორტულ...

13:38 პარ. 30 ივლისი

ნანი ბგრევაძე

VIDEO: დაათვალიერეთ თამუნა ამონაშვილის ს...

12:27 პარ. 30 ივლისი

თამუნა ამონაშვილი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

10:53 პარ. 30 ივლისი

ლაშა ბექაური

ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს - ცერ...

00:18

თენგიზ ცერცვაძის
განცხადება

„2004-2011 წლებში, ანუ ადეიშვილის მოადგი...

22:08 შაბ. 31 ივლისი

უმრავლესობის წევრი რატი
იონათამიშვილი Digest.ge

შსს-ს საგანგებო განცხადება

21:12 შაბ. 31 ივლისი

შანაე ბრუკი

„უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ - მე...

20:52 შაბ. 31 ივლისი

დათო ლიკლიკძე

აი, როგორ უნდა გაატაროთ შვებულება - რას...

20:27 შაბ. 31 ივლისი

შანეი ბრუკი

წალენჯიხაში მდინარეში 34 წლის კაცი დაიხრ...

20:07 შაბ. 31 ივლისი

უბედური- შემთხვევა

„უნდა გვესმოდეს რომ ეს ყველაფერი 5 ივლის...

19:58 შაბ. 31 ივლისი

შანაე ბრუკი

„გამოვა ახლა გომელაური/კობახიძე/ და იტყვ...

19:42 შაბ. 31 ივლისი

კობახიძე გომელაურტი

შანაე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს

19:06 შაბ. 31 ივლისი

შანაე ბრუკი