Digest Logo

სიმამრის მანქანით მოყვანილი ცოლი და 10-კაციანი ქორწილი - ვინ არის ზურა ყიფშიძის ცოლი

 13:38 სამ. 23 თებერვალი
ზურა ყიფშიძე და ლელა
გოცირიძე

ფილმის „როცა აყვავდა ნუშის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ზურა ყიფშიძის კარიერამ პიკს მიაღწია, როგორც კინოში, ასევე თეატრში. საბჭოთა საქართველოში, ცნობილი მსახიობის ლენა ყიფშიძეს ვაჟი ზურა ყიფშიძე ყველაზე პოპულარულ სასიძოდ იქცა. 

მსახიობს, რომლის სიყვარულითაც შვილებს ზურასაც კი არქმევდნენ ქალები, პირადი ცხოვრება ისეთი ბოჰემური არ ჰქონია, როგორც სამსახიობო კარიერა.

ის არასოდეს გამხდარა ჭორების სამიზნე და მთელი ცხოვრება ერთ ქალზეა დაქორწინებული, რომელიც საზოგადოებაში თითქმის არასოდეს ჩნდება.

ერთმანეთი პირველად ვასო გოძიაშვილის დასაფლავების დღეს ნახეს. მაშინ 22 წლის იყო ზურა. ლელა ჯინსებით, ველვეტის ლაბადით ბებიასთან ერთად ესწრებოდა გასვენებას.

„ლელა გოცირიძე პირველად ვასო გოძიაშვილის დაკრძალვაზე ვნახე. დავინახე საოცრება – გოგო სქელი ველვეტის ლაბადაში, ჯინსებით, უმაკიაჟოდ. გადავირიე, ვეღარავის ვხედავდი. არ ვიცი, რაშია მყარი ოჯახის საიდუმლო . ალბათ ვერ დავთმეთ ერთმანეთი, არავისზე გავცვალეთ. ოჯახი პატარ-პატარა უსიამოვნებების გარეშე არ არსებობს. პირველი 5-7 წელია რთული, მერე უფრო ლაგდება თანაცხოვრება. სიყვარულიც იცვლება, უფრო მტკიცეა, მაგრამ უფრო დაწყნარებული. რაც დრო გადის, მეტად მიყვარდება“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ზურა ყიფშიძე.

ლელა გოცირიძე ზურას მეუღლე, სწორედ მსახიობის პოპულარობის პიკზე გახდა. წყვილს ათკაციანი ქორწილი ჰქონდა.

„ცხონებული გოგა ფიფიას კოსტიუმი მეცვა, კარგად მახსენდება საკუთარი ქორწილი“ - იხსენებდა მოგვიანებით მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

თუმცა ქორწილამდე იყო გაპარვა. ლელა და ზურა, ქალის მამის მანქანით გაიპარნენ. თავიდან საჭესთან ზურა იჯდა, მაგრამ ერთ-ერთ მონაკვეთზე, როდესაც ყინულზე მართვა გაუჭირდა, მისი ადგილი მომავალმა მეუღლემ დაიკავა.

2014 წელს მოულოდნელად მსახიობის ცოლსა და შვილს ერთი და იგივე დაავადება დაემართათ, რამაც მათი სიცოცხლეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ეს ამბავი ზურა ყიფშიძემ ძალიან განიცადა, რადგან დიაგნოზი - ანევრიზმა, მაშინ განაჩენად ჟღერდა, რადგან ბოლო წლებში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა სწორედ ანევრიზმით.

მერიამ თანხა გადარიცხა და ლენუკამ და ქალბატონმა ლელამ ოპერაცია თურქეთში გაიკეთეს. ახლა ტავს კარგად გრძნობენ.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ყიფშიძის ორივე შვილს საზოგადოება კარგად იცნობს, მისი მეუღლე არასოდეს გამოირჩეოდა საჯაროობისადმი სიყვარულით.

არც ჟურნალისტებს თანხმდებოდა ინტერვიუზე და სოციალურ ქსელშიც მხოლოდ შვილების და ახალგაზრდობის რამდენიმე ფოტოა ხელმისაწვდომი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ ცდილობდა თვითმარქვია „კანონიერი ქურდი“ „ზონაზე“ „პალაჟენიის“ დაყენებას

რომანი თენგიზ არჩვაძესთან, კონფლქტი თეატრის ხელმძღვანელობასთან და 9-ჯერ მოგებული სასამართლო პროცესი - ასმათ ტყაბლაძის უცნობი ამბები

ბაგრატიონთა სისხლი, უკურნებელი სენი, წართმეული ცოლი და ბრალეულობა გეგა კობახიძის სიკვდილში - ბუბა კიკაბიძის სკანდალები


„ოდნოკლასნიკებში“ გაცნობილი მეუღლე, ძმის...

15 წუთის წინ

წულუკიძე

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლ...

21:28

სასმელი

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: ეს კლოუნი ნ...

21:12

ექსპერტი ანდრია გვიდიანი -
Digest.ge


23 წლის ქართველი გოგო გაიტაცეს და ჰარამხ...

22:30 შაბ. 27 თებერვალი

უბედური- შემთხვევა

ცდების ჩატარება რუსებზე და დავით კიკალიშ...

12:18

ექიმბაში

აბა, მიშა გინდათ? – ლაშა ბუღაძე

22:30 შაბ. 27 თებერვალი

ლაშა ბუღაძე

ნოდარ დუმბაძის ნათლული, ღალატი, 3 აზიატი...

20:27

ნანა ლორთქიფანიძე

VIDEO: დაათვალიერეთ ხატია დეკანოიძის სახ...

18:21

ხატია დეკანოიძე

გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვა...

14:29

გივი სიხარულიძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელ...

18:39

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი ვლადიმერ
ბოჟაძე

ამირან სალუქვაძე - ექს-პრეზიდენტი, რომელ...

18:34

ექსპერტი ამირან
სალუქვაძე Digest.ge

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

18:22

სოსო არჩვაძე

ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე...

17:40

ლევან ნიკოლეიშვილი

ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები დ...

16:36

სააკაშვილი

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

16:09

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთ...

14:32

„wine kakheti“-ს დირექტორი ლევან
ზილფიმიანი Digest.ge

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წ...

13:51

ანალიტიკოსი ამირან
სალუქვაძე - Digest.ge

ახალციხეში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

11:49

ლენტი