Digest Logo

სიღატაკე და ეჭვიანი მეუღლე - რატომ არ აჩენდა შვილს მეღვინეთუხუცესისგან გურანდა გაბუნია

 18:48 სამ. 13 აპრილი
გურანდა გაბუნია

გურანდა გაბუნიას „ბუბას“ ეძახდნენ. მსახიობობის გარდა სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია. მამამისი სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დედა - მსახიობი, ამიტომ თეატრს ბავშვობიდან დაუახლოვდა.

დღეს სწორედ გურანდას პორტრეტს დაგიხატავთ.

მსახიობი რთული ცხოვრებისა და დიდი სიყვარულის შესახებ ჟურნალისტებთან თავად საუბრობს.

უყვარდა ცეკვა და ბალერინობაზე ოცნებობდა. ერთხელ სოხუმში იგორ მოისეევის ანსამბლი ჩავიდა. რეპეტიციაზე პატარა მოცეკვავე მოსწონებიათ და შეუთავაზებიათ მოსკოვში წაყვანა, მაგრამ მამამ უარი უთხრა, ერთი შვილი მყავს, არ გამოვუშვებ, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტიაო. ბევრი იტირა, მაგრამ მშობელს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

ცეკვისადმი ინტერესი არ განელებია, სკოლა სოხუმში დაამთავრა. შემდეგ დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ქორეოგრაფიულის მაგივრად თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტს მიაშურა.

კარგად სწავლობდა, ოთხი წლის განმავლობაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიას იღებდა. იმავე შენობაში გაიცნო თავისი ცხოვრების თანამგზავრი ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომლის გვერდით 56 წელი გაატარა...

2 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაშინ გურანდა გაბუნია 19 წლის გახლდათ, ოთარი - მასზე 7 წლით უფროსი.

დიდი სიყვარული

„ოთარი თეატრალურში გავიცანი, ნუგზარ გაჩავამ გამაცნო. მარჯანიშვილის თეატრში ერთი ახალგაზრდა, სიმპათიური და ნიჭიერი მსახიობია – ოთარ მეღვინეთუხუცესი, წადი და ნახე სპექტაკლებშიო.

მეც მალულად წავედი და ვნახე. მართლაც არაჩვეულებრივი იყო. მსახიობის გარეგნობას თეატრისთვის, მით უმეტეს, კინოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მაშინ არავინ მომწონდა და მიყვარდა. ლილი იოსელიანის რეპეტიციებით ვიყავი დაკავებული და რობიკო სტურუასთან ვთამაშობდი სადიპლომო სპექტაკლში.

ცხრამეტი წლის ვიყავი, ხელი რომ მოვაწერეთ. მახსოვს, პატარა ოთახი იყო, იმ დღეს წვიმდა და წყალი ჩამოდიოდა. ჩვენი ხელისმომკიდეები ირაკლი უჩანეიშვილი და იუზა ხუსკივაძე იყვნენ.

ოთარს „დალატკული“ პერანგი ეცვა. ირაკლის რომ არ შეეკერა მისთვის შარვალი, ალბათ, ისიც არ ექნებოდა.

რაც შეეხება ოთარის სიდინჯეს, ყოველთვის ასეთი იყო. არ იყო მოლაპარაკე კაცი. თუ ჩემი როლი არ მოეწონებოდა, არ ვთამაშობდი.

სამაგიეროდ, ძალიან მოსწონდა ჩემი გაკეთებული ბორშჩი და კატლეტი. მერე ღომს და ხარჩოს მივაჩვიე. გვერდით მეგრელი ქალი რომ ვყავდი, ამან, ალბათ, დიდი როლი ითამაშა შემდეგ, როცა „დათა თუთაშხიაში“ გადაიღეს.

სხვათა შორის, არასდროს მიფიქრია, ცოლად გავყოლოდი. უბრალოდ, ერთმანეთს ვხვდებოდით. ჩვენთვის მთავარი იყო, საქმე გვეკეთებინა....

ყოფილ მერიასთან ვხვდებოდით ერთმანეთს. იმ დროს ორ ფილმში იღებდნენ – „კეთილი ადამიანები“ და „ფატიმა“.

რვა მარტი იყო. დააგვიანდა, თუმცა მივხვდი, რომ გადაღებების გამო აგვიანდებოდა. რომ მოვიდა, გამიკვირდა, ხელში ყვავილები არ ეჭირა.

უცებ პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო იები. ხელი რომ მოვაწერეთ, საცხოვრებლად ბებიასთან გადავედით. მერე ბიძაჩემმა დაგვითმო პატარა ოთახი, ამის შემდეგ გიგა ლორთქიფანიძემ თეატრიდან „ხრუშჩოვკის“ ოროთახიანი მოგვცა.

დედას ერთოთახიანი ჰქონდა, ის და ჩვენი ოროთახიანი ბინა სამიანზე გადავცვალეთ და დედა ჩვენთან გადმოვიდა.

ოთარსაც ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა. ოთარს რომ გავყევი, უკვე პენსიაზე იყვნენ“,- იხსენებდა გაბუნია.

ინტერვიუ არქივიდან

– სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. ორი რამ მიყვარდა ყველაზე ძალიან – ზღვა და ცეკვა. ზღვა აფხაზეთში აბსოლუტურად სხვანაირი იყო, საოცრად ლურჯი და თბილი. მე მხოლოდ იმ ზღვაში მიყვარდა ცურვა. ბავშვობაშიც კი, როცა მამას მივყავდით ოდესაში, იალტაში ან სხვაგან, არსად ვცურავდი, მე მელოდებოდა სოხუმი და ჩემი ზღვა…

არ მიფიქრია, რომ მსახიობი გავხდებოდი, ბალერინობა მინდოდა. იქნებ თეატრის კულისებში მუდმივად ყოფნამ იქონია გავლენა ან იქნებ ბავშვობაში სცენაზე შესრულებულმა ეპიზოდურმა როლებმა… ვერ გეტყვით, როდის მომწიფდა ჩემში აზრი, რომ თეატრალურში გამეგრძელებინა სწავლა...

– სადაც თქვენ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა ერთმანეთი გაიცანით.

– დიახ. მე პირველ კურსზე ვიყავი, ოთარი – მეოთხეზე. რაღაცას ვღიღინებდი და ინსტიტუტის ფოიეში მივაბიჯებდი. გამაჩერა ჩემმა მეგობარმა, ნუგზარ გაჩავამ და გამაცნო თავის გვერდით მდგომი ჭაბუკი. გავოგნდი, რომ შევხედე, ისეთი ლამაზი იყო. ქართველს არ ჰგავდა, მაღალი იყო, ღია ფერებით და დიდი ლურჯი თვალებით. პირდაღებული შევყურებდი.

მერე კიბეები ავირბინე, ლექციები მქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ ოთარი ისევ სასწავლებლის ვესტიბიულში დამხვდა. მომიახლოვდა და მითხრა: „მე გაგაცილებთ“. რაღაც ძალიან იოლად გამოვიდა. მთელი გზა გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, მას კი ხმა არ ამოუღია, ზოგჯერ თუ ჩაურთავდა თითოოროლა სიტყვას. ორი წელი გაგრძელდა ჩვენი შეხვედრა-გაცილებები, მერე დავქორწინდით.

– როგორ დაიწყეთ ახალგაზრდებმა ცხოვრება?

– როგორც ყველას, ჩვენც გვიჭირდა. არ გვქონდა ბინა, ნახევრად სარდაფში ვცხოვრობდით. წლების შემდეგ მოგვცეს პატარა ბინა, სამჯერ გამოვიცვალეთ საცხოვრებელი.

– არ ეჭვიანობდით ერთმანეთზე?

– მე – არა, რადგან ოთარი იყო ერთგული, ოჯახის ღირსების დამცველი კაცი. თავად ოთარი კი გახლდათ ცოტა ეჭვიანი, მე არც ერთ სპექტაკალში მითამაშია, სადაც პარტნიორთან ისეთი სასიყვარულო სცენა მექნებოდა, რომ ან კოცნა ან მოხვევა იყო საჭირო.

– როგორ გაუძლო თქვენმა ქორწინებამ 56 წელს, თქვენი მყარი ოჯახის საიდუმლო რაშია?

– სიყვარული და კიდევ, იცით, რა? ცოლ-ქმარი უნდა იყოს ერთმანეთის დასაყრდენი. მე ბედნიერი ქალი ვიყავი, მყავდა მეუღლე, რომელიც მიყვარდა. გარდა იმისა, რომ იყო უნიჭიერესი მსახიობი, იყო ჭეშმარიტი რაინდი, მაღალი მორალის, თბილი გულის, მოსიყვარულე მამა და ბაბუა, საუკეთესო მეგობარი, პატრიოტი.

მე მხოლოდ მისთვის ვცოცხლობდი, მინდოდა, პირველ რიგში, მას მოვწონებოდი, მისთვის ვყოფილიყავი ლამაზი და სასურველი.

ერთადერთი შვილი

„ბავშვს რამდენიმე წელი არ ვაჩენდი, რადგან ჩვენთვის ხელოვნება იყო მთავარი. დედა 30 წლის ასაკში გავხდი.

მალე ცოლ-ქმარი სამსახიობო ორომტრიალში ჩაება. შვილი გვიან გააჩინეს, გოგონა. მარიამი დაარქვეს. ოთარს ისე ნდომებია ვაჟი, რომ გოგოს დაბადებამ კარგა ხანს „დაამუნჯა“.

იმედი ჰქონდა, გურანდა მეორესაც გაუჩენდა, მაგრამ ტოქსიკური ორსულობის გამო ქალმა მეორედ ვეღარ გარისკა.

ჩემი შვილის სახელის ხსენება აკრძალული მქონდა. ერთხელ ოთარმა თქვა, ნეტავ, მსახიობი გახდეს ჩვენი გოგონაო, მაგრამ ეს თავად არ უნდოდა.

მარიამი შესანიშნავად ფლობს ინგლისურ ენას. ერთხელ, კონკურსი იყო, რომელშიც 250 ბავშვი მონაწილეობდა, მათგან სამი ამერიკაში სასწავლებლად უნდა გაეგზავნათ.

მათ შორის მარიამი პირველი აღმოჩნდა. მახსოვს, როცა გაიმარჯვა, გურამ ფირცხალავამ მაგიდაზე იცეკვა“,- იხსენებდა მსახიობი.

ხელოვნების ქურუმი

2018 წელს მსახიობ გურანდა გაბუნიას სასცენო მოღვაწეობის 60 წლისთავზე კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

მსახიობს ჯილდო კულტურის იმდროინდელმა მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, მარჯანიშვილის თეატრში გადასცა.

გარდაცვალება

გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963წწ. მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970წწ. შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975წწ. რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. კოტე მარჯანიშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის, ასევე რუსთავის დრამატულ თეატრებში გაბუნიას წლების მანხილზე არაერთი როლი აქვს შესრულებული, ასევე არაერთი დასამახსოვრბეელი კინოროლი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

გაჭირვება, ქორწილი „დალატკული“ პერანგით და სარდაფში ცხოვრება - ოთარ მეღვინეთუხუცესის პორტრეტი

ვინ იყო ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახის დანგრევას აპირებდა - ფოტოები

მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები



„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

23:46 პარ. 14 მაისი

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

22:58 პარ. 14 მაისი

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32 პარ. 14 მაისი

Google


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10 პარ. 14 მაისი

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44 პარ. 14 მაისი

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10 პარ. 14 მაისი

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59 პარ. 14 მაისი

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26 პარ. 14 მაისი

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32 პარ. 14 მაისი

ცაგარელი

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24 პარ. 14 მაისი

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09 პარ. 14 მაისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05 პარ. 14 მაისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59 პარ. 14 მაისი

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58 პარ. 14 მაისი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46 პარ. 14 მაისი

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43 პარ. 14 მაისი

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34 პარ. 14 მაისი

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09 პარ. 14 მაისი

დედამიწა