Digest Logo

უკანონო შვილი და ცხოვრების სიყვარული - ეკა ბესელიას პირადი

 15:37 კვი. 3 იანვარი
ეკა ბესელიას ოჯახი

პოლიტიკოს ეკა ბესელიას 2 შვილი ჰყავს რატი და ლიზი. ის ნაკლებად საუბრობს პირად ცხოვრებაზე და აღნიშნავს, რომ პირად სივრცეზე საუბარი დიდად არ უყვარს.

როგორც პოლიტიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს სიყვარულის ყველაზე დიდი გამოხატვა თავგანწირვაა.

მისი თქმით, ცხოვრებაში ერთხელ თავდავიწყებით ჰყვარებია და საყვარელი ადამიანის გამო ბევრი რამ გაუკეთებია, რასაც საკუთარი თავისთვის არასდროს გააკეთებდა.

ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას იხსენებს ძველ დროს, როდესაც ლიზაზე იყო ფეხმძიმედ და შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა.

როგორც ცნობილია ბესელიას რჩეული, ზურა გებულაძეა.

„იოლი არ იყო, მაგრამ, ისე ვოცნებობდი გოგოზე, რომ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. ლიზის დაბადებამდე მე და ლიზის მამა თითქმის ოთხი წელი ვცხოვრობდით ერთად.

უკვე ათი წელი გავიდა ჩვენი ურთიერთობის დასაწყისიდან, ათი წელი ერთად ყოფნა კი მთელი ცხოვრებაა.

როცა ადამიანი გიყვარს, შენ გვერდით არის, და ორივეს გაქვთ სურვილი, გყავდეთ შვილი – ეს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა.

მადლობა უფალს, რომ მყავს ლიზი, რომელმაც მთლიანად შემცვალა. მე და ზურას ძალიან მეგობრული, ურთიერთობა გვაქვს...

თუ ადამიანი გიყვარს, ის შენი მეგობარიც უნდა იყოს. ზურა იმდენად კარგი, განათლებული, კულტურული ადამიანია, თუკი ვინმეს აზრი მაინტერესებს საჯარო გამოსვლების შემდეგ, უპირველესად ეს ზურაა.

მას ვურეკავ, ან შეტყობინებას ვუგზავნი ხოლმე ტექსტით:

„როგორი იყო“?

ზურა ჩემი ყველაზე ობიექტური და უტყუარი შემფასებელია. ის ძალიან თბილი და ყურადღებიანი მამაა, საღამოობით ის და ლიზი თითქმის სულ ერთად არიან – ამით ზურა ძალიან ავსებს ლიზის ცხოვრებას, რადგან მე ჩემს გოგონას მხოლოდ შაბათ-კვირას ვნახულობ.

ლიზი სულ მირეკავს და მეუბნება, რომ ძალიან ვენატრები. ლიზი ჩემი აუხდენელი ოცნებებია – ყველაფერი გადავიტანე მასში, როგორიც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი.

ის ჩემზე ბევრად ძლიერი ქალი იქნება, რადგან, ზურასგანაც გენეტიკურად ბევრი კარგი და საინტერესო თვისება აქვს „აღებული.”

ვერ წარმოიდგენთ, ისეთი საინტერესო გოგოა, ბევრი ნიჭი აქვს, საოცარ ლექსებს წერს, არტისტულია, სპორტული, უყვარს ცეკვა, ისეთი თბილი და კომუნიკაბელურია, მეც მიკვირს. მე ვერ ვიყავი ისეთი ლაღი, როგორიც ლიზია“,- ამბობს ბესელია.

2013 წელს ,,მის ევრაზია“ და ,,მის ტალანტი“ ეკა ბესელიას შვილი გახდა.

სამოდელო სააგენტო KATRINI-ს დამფუძნებლის ეკატერინე მგალობლიშვილის განცხადებით, სილამაზის კონკურსების ისტორაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მის ევრაზია საქართველო გახდა. მისი თქმით, კონკურსზე 70-მდე ქვეყნის 85 ბავშვი მონაწილეობდა.

„ლიზის აქვს არაჩვეულებრივი ხმა, მან სიმღერითაც მოხიბლა მსოფლიო და მეორე ტიტულიც - "მის ტალანტი" აიღო,“ - განაცხადა მგალობლიშვილმა. მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი და კონკურსის სახე ნანუკა აბრამიძე გახდა, ფოტომოდელი მაგდა ვაჩეიშვილი, TOP-მოდელი კი ნინი სარდანია.


ეკა ბესელია 22 წლის რატი მილორავას დედაა. ის სკანდალში არაერთხელ გახვეულა.

რატი მილორავას სახელი რამდენიმე წლის წინ „სკაი ბართან“ მომხდარ მკვლელობას დაუკავშირეს.

მოკლული დაჩი დარჩიას მეგობრები პირად საუბარში აცხადებენ, რომ იმ შემზარავ დღეს მილორავა „სქაიში“ იყო, დიჯეისთან ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა რეჟისორს ავლაბრის ტერიტორიაზე დანით კლავს 20 წლის მიხეილ გრძელიშვილი...

ბარის ადმინისტრაცია და ბესელია 30 აგვისტოს ბარში მილორავას ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს. ბესელიამ „პრესა.ჯი“-ს ინცინდენტის ღამეს უთხრა, რომ „მისი შვილი თბილისში საერთოდ არ ყოფილა, ბოლო ერთი თვე და აჭარაში მოძღვართან იყო“.

ბარის დირექტორი დავით კვირტია კი მილორავსთან ნაცნობობას საერთოდ უარყოფს, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ შემთხვევისას პარლამენტარის ვაჟი კლუბში არ იმყოფებოდა.

იყო თუ არა, მილორავა ბარში და მოხდა თუ არა კონფლიქტი, ამის დამტკიცება იმ უწყვეტი ვიდეომასალით შეიძლებოდა, რომელიც ბარში დამონტაჟებულმა ვიდეო-კამერებმა გადაიღეს, თუმცა „სქაის“ ხელმძღვანელები ფირის ჟურნალისტებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებენ.

„პრესა.ჯი“-ს ფირის ნახვის უფლება მხოლოდ ადგილზე მიეცა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი უზუსტობა მალევე გამოვლინდა მაგალითად: ჩანაწერებში „ტაიმ კოდი“ არეულია, რაც აძლიერებს ეჭვს ვიდეო-მასალის მოდელირების შესახებ.

ვიმედოვნებთ რომ პროკურატურა გასცემს პასუხს ყველა კითხვას, რომელიც დარჩია ოჯახს და მის მეგობრებს აწუხებს. ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, მოკლული დიჯეის ოჯახი და ახლობლები, სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ და მკვლელობის მოტივზე და თანამონაწილეებზე ისაუბრებენ.

საინტერესეო დეტალი: „სქაი ბარის: მფლობელი ვინმე ზაზა ქაწაშვილია, რომლის ქალიშვილთან, ბესელიას ვაჟს, რატი მილორავას, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

„პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფი, დარჩიას მკვლელობის ირგვლივ დამატებით მტკიცებულებებს აგროვებს, ამოწმებს ფაქტებს, ხვდება მოწმეებს და მასალებს მალე გავასაჯაროვებთ, რითაც შესაძლოა, გამოძიებას დავეხმაროთ კდეც.

აღსანიშნავია რომ რატი მილორავას „სქაიში“ მომხდარ კრიმინალურ ფაქტთან ადრეც აკავშირებდნენ. კერძოდ: 2013 წელს, დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის შვილის დაბადების დღეზე რატი მილორავა ჩხუბში მონაწილეობდა, რა დროსაც ერთერთი სტუმარი დაიჭრა კიდეც.

იმ დროს, ეს ფაქტი შს სამინისტრომ ოფიციალურად არ დაადასტურა. შესაბამისად მილორავა არავის დაუკავებია.

ბესელია მაშინაც უარყოფთა რაიმე კავშირს მის შვილსა და კლუბში მომხდარ ინციდენტს შორის. მეტიც, მაშინცა, ისევე როგორც ახლა აცხადებდა რომ მისი შვილი კლუბში საერთოდ არ ყოფილა და მოძღვართან ერთად იყო.

თუმცა, მოგვიანებით ფაქტი თავად მილორავამ დაადასტურა იმ განსხვავებით რომ განაცხადა - ჩხუბში კი არ ვმონაწილეობდი, ჩხუბის მონაწილეების გაშველებას ვცდილობდიო.

რაც შეეხება მეორე კრიმინალურ ფაქტს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, ის 2009 წელს მოხდა.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ეკა ბესელიას ვაჟი, რატი მილორავა და ძმა, სერგო ბესელია ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს. 2009 წლის 24 დეკემბრის კი ექვს-ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს.

ბესელია მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მიაწერდა. ოპოზიციონერი ბესელია ირწმუნებდა, რომ მისი შვილი და ძმა ქობულეთში ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რა დროსაც ისინი კიდევ ორ პიროვნებასთან ერთად მოულოდნელად დააკავეს.

რესტორანში, კი სადაც მისი ოჯახის წევრები ვახშმობდნენ, უცხო პირებს შორის შელაპარაკება მოხდა და ბესელიები ჩხუბში არ ფიგურირებდნენო.


აქვე გთავაზობთ 2018 წელს ჟურნალ „სარკეში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს მილორავასთან:

– სანამ ჯენტლმენი გახდებოდით, დედა ბევრჯერ ანერვიულეთ?

– დედაჩემის ერთადერთი მოთხოვნა იყო, სახლში ადრე დავბრუნებულიყავი. ეს დაახლოებით ორი წლის წინ იყო, მაშინ ცოტა სახიფათო ასაკიც მქონდა და თან პოლიტიკურ დევნასაც განვიცდიდი. ეკა სწორედ ამიტომ ნერვიულობდა, ეშინოდა, ჩემთვის ვინმეს რამე არ ევნო.

დამყოლი ხასიათი არ მაქვს. როცა საქართველოში ჩემი დაჭერის ბრძანება იყო გაცემული, ორი წელი პარიზში ვცხოვრობდი. იქ ყოფნა გაუსაძლისი იყო ჩემთვის და ამას მხოლოდ დედის პატივისცემის გამო ვიტანდი. დათმობებზე წასვლა მხოლოდ იმ ადამიანებთან შემიძლია, ვინც მიყვარს, სხვა შემთხვევაში – არა. ალბათ არც ჯიუტი ითქმის ჩემზე.

პარიზში დედა ყოველ თვეში რაღაც თანხას მიგზავნიდა, მაგრამ, ჩემი ქართული ხასიათიდან გამომდინარე, მეგობრებთან ზოგჯერ იმაზე მეტს ვხარჯავდი, ვიდრე საჭირო იყო, მეორე დღეზე კი აღარ ვფიქრობდი. არ მინდოდა, ეკასთვის დამერეკა, ფული კიდევ გამომიგზავნე-მეთქი. ამიტომ მერე უკვე ვცდილობდი, რაღაც თანხა გადამენახა. სწორედ საფრანგეთში მივხვდი ფულის ყადრს, ვისწავლე ეკონომია, დამოუკიდებლად ცხოვრება.

– დედათქვენს სახლში თავისი კანონები აქვს დაწესებული?

– არა და ეს ყველას უკვირს. მეგობრებსაც უკვირთ, როცა ვამბობ, რომ ეკა მკაცრი არ არის. დედას რომ გაიცნობენ, გაკვირვებული რჩებიან, სულ სხვანაირი ყოფილაო. ძალიან მიყვარს დედაჩემი, ჯიგარია! ეკა კანონმორჩილია. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის ტარება კარგად ვიცოდი, მართვის მოწმობის გარეშე უფლებას არ მაძლევდა, ავტომობილით მესარგებლა. მართვის მოწმობა ახლახან ავიღე. იმაზე კი არ ნერვიულობდა, რომ დამაჯარიმებდნენ, ამბობდა, უხერხულია, შენ რომ გაგაჩერონო.

– მამა თუ ერევა თქვენს ცხოვრებაში, თუ იცის, როდის სად ხართ, რას აკეთებთ?

– არა, მამამ არასოდეს იცის, როდის სად ვარ, რას ვაკეთებ, იმიტომ, რომ დედასთან გავიზარდე. მამა ძალიან მიყვარს და სწორედ ამიტომაც მაქვს მასთან ურთიერთობა, მაგრამ ასეთ რაღაცებს არ ვუყვები. ჩემგან ამას თავადაც არ ითხოვს. დედის გაზრდილი ვარ, ამიტომ მის მიმართ უფრო ვგრძნობ პასუხისმგებლობას. მამასთან კაცური ურთიერთობა მაქვს. ჩავდივარ, ვნახულობ და ისე ვესაუბრები, როგორც კარგ ძმაკაცს.

– განიცდიდით, თქვენი მშობლების გაშორებას?

– ამან ცოტა რთული ხასიათი ჩამომიყალიბდა, შეიძლება რაღაცაზე ადვილად გავნერვიულდე. ეს სტრესი ბავშვობიდან გამომყვა და დიდობაში იჩინა თავი. ვიცი მიზეზი, რატომაც ვერ შეინარჩუნეს დედამ და მამამ ოჯახი, მაგრამ ამას არ გეტყვით.


🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ტიპური ქართველი მამაა, სამსახურით დაკავებული - ვინაა წილოსანის მეუღლე და რა ქონებას ფლობს ის

1 ფენოვანს 6 კაცზე ვყოფდით, არაყს ვიპარავდით და ვსვამდით - დათო ხუჯაძის ომისდროინდელი ბავშვობა


მსგავსი სიახლეები

რატომ უხდიან ლაშა ტალახაძის დედას პატიმრ...

8 წუთის წინ

ლაშა ტალახაძე

„ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქა...

44 წუთის წინ

დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი
კობახიძე, მამუკა
მდინარაძე

VIDEO: ჰამოდი, შემოაღე ნელა კარი – სააკა...

53 წუთის წინ

სააკაშვილი


„ქალწული არ აღმოჩნდა, ვაპატიე... ბაბუის...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახ...

19:49 შაბ. 18 სექტემბერი

ნიკა კვარაცხელიას ოჯახი

„უდიპლომო სასიძო“ კორონავირუსს ემსხვერპლ...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

კოტე მგალობლიშვილი

„ორი ყველაზე დიდი მიზნიდან ერთ-ერთი ჩემი...

16:34

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ამას რაც ასაკი ემატება, უფრო სიმპათიური...

16:22 შაბ. 18 სექტემბერი

ანრი ჯოხაძე

VIDEO „რავარც იქნა სამსახური ვიშოვე“ - ნ...

20:35 პარ. 17 სექტემბერი

გოგი წულაია

ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებ...

20:34

ლიბერთი ბანკის ახალი
პროექტი - შეხვედრები
ახლებურად

„ეს ჩემთვის და მისთვის სიცოცხლის გაგრძელ...

20:13

ლევან რატიანი ექიმი 2020

„არც ერთი არ მანდე და არ დამიტოვე გასაზრ...

19:56

ნატო ფხაკაძე

გოგა ხაინდრავა: „ვიკილიქსის“ ეპოქაში არა...

19:54

კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა Digest.ge

გოგა ხაინდრავა: ჩემთვის მძიმე წარმოსადგე...

19:18

კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა - Digest.ge

ირაკლი კობახიძე - ფიცი გვწამს და ბოლო გვ...

19:15

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

საკუთარ დაბადების დღეზე საზარელმა ავარია...

19:09

ბიჭი

ირაკლი კობახიძე - „ხარი ხართან დააბი“ არ...

19:08

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, საქართველოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია Digest.ge

ირაკლი კობახიძე: ნარკოდამოკიდებულება არ...

19:02

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge