Digest Logo

სესილია თაყაიშვილის ანდერძი, ერთადერთი სიყვარული და ამბავი, თუ როგორ აღმოჩნდა Pink Floyd-ის კლიპში

 15:02 პარ. 22 იანვარი
თაყაიშვილი - გოძიაშვილი

თავმდაბალი, გულწრფელი, პირდაპირი და იუმორით სავსე - ასე იხსენებენ ლეგენდარულ სესილია თაყაიშვილს მეგობრები. ის იყო მსახიობი, რომელმაც ქართულ თეატრსა და კინოში მთელი ეპოქა შექმნა.

ცნობდნენ ბაზარში, მაღაზიაში, ქუჩაში სურათის გადაღება არ უყვარდა, კორესპონდენტებს სულ იგერიებდა. ოფიციალურ თავყრილობებზე სიტყვით არასდროს გამოსულა. არცერთი პრეზიდიუმისა და კოლეგიის წევრი არ ყოფილა. მაგრამ მაინც ყველა იცნობდა, ყველას უყვარდა...

სესილია ბათუმში დაიბადა. ბავშობიდან გამოირჩეოდა არტისტული მონაცემებით, უფროსებს როდესაც უსმენდა, მათ საუბარს მომენტალურად განასახიერებდა, ზუსტად აჯავრებდა... თავიდანვე აშკარა იყო, რომ ის მსახიობი იქნებოდა. მერე იყო დიდი და ერთადერთი სიყვარული...

პატიება ვერ შეძლო, მაგარამ... - ამბავი სესილია თაყაიშვილის ერთადერთ სიყვარულზე

სესილიას მეუღლე მსახიობი ვასო გოძიაშვილი იყო. ვასო სესილიაზე ერთი წლით პატარ იყო. როდესაც მას სესილია გაუცვნია, პირველივე ნახვით მოხიბლულა. მერე, საღამოს სახლში გაუცილებია - „მეუბნებოდა - ეს ცა, ეს ვარსკვალავები, ყველაფერს შენ გჩუქნიო. უცებ ეზოდან ფინია გამოვარდა, ყეფა დაიწყო ვასომ წინ დამიყენა მეფარებოდა და შიშისგან ყვიროდა, ვაიმე დედა, გადი ძაღლოო.... მე სიცილი ამივარდა და ვუთარი, წეღან ყველაფერს მჩუქნიდი, ახლა კიდე, პირველივე ქუჩის ფინამ შეგაშინა და მე ამომეფარე-მეთქი“, - სიცილით იხსენებდა სესილია.

წყვილს ერთადერთი შვილი - დათო გოძაშილი შეეძინა. ვასო მექალთანე აღმოჩნდა, სესილია - ერთგული. ოჯახი 6 წლის თავზე დაინგრა - სესილა სიამაყით ამბობდა, - მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო. პატიება ვერ შეძლო მაგრამ სიყვარულს ბოლომდე უერთგულა.

სესილია აღარ დაქორწინებულა, ვასომ კი რამდენიმეჯერ შექმნა ოჯახი. მსახიობს პირად თემაზე საუბარი არ უყვარდა.

პირადზე კი არა, პროფესიულ თემებზეც ერიდებოდა ინტერვიუებს და ემალებოდა კორესპონდენტებს....

სესილია თაყაიშვილს არ უყვარდა თავისი თავის ხილვა ფილმებში და გადაღებებზეც დისკომფორტს განიცდიდა: -

„არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მერე დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა, - მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი - მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ ხოლმე აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება.

არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი, რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა“.

გოგი გვახარიას მონათხრობი სესილია თაყაიშვილზე.

„1976 წლის ზაფხულში სესილია თაყაიშვილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიდან დაურეკეს - თქვენი იუბილე ახლოვდება და საზეიმო საღამოს ვამზადებთ, თუ შეიძლება, მობრძანდითო.

სესილიას მოუცლელობა მოუმიზეზებია, მაგრამ ჩინოვნიკი თავის პოზიციაზე დგას. გაბრაზებულა სესილია და ისეთი ქოქოლა დაუყრია, ყველაფერი უთხრა, რასაც კომუნისტებზე ფიქრობდა“

გიგა ლორთქიფანიძე „მე ბებია, ილიკო და ილარიონის“ გადაღებისას ოლღა ბებიას როლისთვის სესიალიას მუშაობას ასე იხსენებდა:

„53 წლის იყო სესილია თაყაიშვილი, ოლღა ბებიას როლი რომ ითამაშა. მისი გმირი ბუნებრივი რომ ყოფილიყო, საღი კბილები ამოიღო. ამ ამბავსო და ჩავარდნილი ზედა ტუჩის გამო ისე ჩლიფინებდა, რომ მართლაც 80 წლის ბებია გეგონებოდა. თბილისში ჩამოსული იყო ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი. მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ნახვის შემდეგ ატირებული და აღტაცებული მოვიდა ჩემთან და მითხრა - ის ბებია გამაცანითო.

დავუძახეთ სესილიას. გააღო კარი და შემოვიდა. გრიმი უკვე მოშორებული ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა, ბებიას სულაც არ ჰგავდა. ჟანმა იფიქრა, რომ ჩვენ სწორად ვერ გავიგეთ, რა ითხოვა - არა, არა, მე ბებიას გაცნობა მინდოდაო. როდესაც ავუხსენით, რომ მის წინ სწორედ ის ქალი იდგა, ვისი ნახვაც სურდა, მუხლი მოიდრიკა და სესილიას ხელზე ეამბორა. მაშინ წარმოთქვა ის სიტყვებიც, რომელიც სამუდამოდ დარჩა - ეს თქვენი ბებია არ არის, ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვანსაში ცხოვრობსო.


ელდარ შენგელაია: „ცისფერი მთების“ სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ბუღალტრის როლზე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი შინ.

- დეიდა სესილია, აი სცენარი, მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა, გაეცნოთ და...

- ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, გაიგეთ, არ შემიძლია.

ცოტა ვიეშმაკე და ვუთხარი:

- იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.

- რომელი რედაქტორი მე ვარ, მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხოო, - მომახალა.

ფარხმალი არ დავყარე, როგორც იქნა, დავითანხმე და მეორე დღეს დავურეკე:

- ქალბატონო სესილია, კითხვა ხომ არ დაგიწყიათ?

- წავიკითხე. მოდი და რაღაცას გეტყვი.

იმწამსვე გავიქეცი, კარი თავად გამიღო და რას ვხედავ - საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია, ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს. ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს.

- აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს, - მითხრა.

- დეიდა სესილია, აგერ არ ხარ? - შევაპარე.

- არა, არა, მე არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა, მე უკვე იმ ასაკის ვარ...

- ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს - ვუთხარი.

- მეც მაქანავებს - შემომჩივლა.

ბოლოს და ბოლოს დავითანხმე:

- კარგი, მაგრამ იჩქარე, იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.

გადაღებებზე საავადმყოფოდან მოგვყავდა. მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა. ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა“.

როგორ აღმოჩნდა სესილია თაყაიშვილი „Pink Floyd“-ის კლიპში

ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის, „Pink Floyd“-ის სიმღერა „Money“-ის (ალბომიდან The Dark Side Of The Moon) კლიპში სესილია თაყაიშვილის ფოტოს აღმოაჩენთ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1970-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს, მათ შორის სესილია თაყაიშვილიც იყო. სამწუხაროდ, სიაში იგი მოხსენიებული იყო, როგორც რუსი და არა ქართველი მსახიობი. სწორედ ამ ასეულში შეუნიშნავთ სესილიას მეტყველი სახე და გადაუწყვეტიათ, კლიპში გამოეყენებინათ მისი ფოტო.

„ფლოიდელ“ დევიდ გილმორთან დაახლოვებული პირის ინფორმაციით, როდესაც როჯერს, თენგიზ აბულაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ უნახავს, ემოციებისგან ცრემლი წამოსვლია.

ფილმის ნახვის შემდეგ, ნოდარ დუმბაძის წიგნიც კი წაუკითხავს, ხოლო სესილიას ფოტო ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია.

სესილიას ანდერძი

„ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები. რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.

ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.

დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება! იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას“.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ შეარცხვინა რუსი სასულიერო პირი ქართელმა პოლიგლოტმა

„კულინართა საძმოს“ წევრობიდან SPConsulting–ის უფროს პარტნიორობამდე - ცოტა რამ ირაკლი ალასანიას შესახებ

მურმან ჯინორიას ყოფილი ცოლი, დიდი ხნის შემდგ შეძენილი შვილი და აკრძალვებში გატარებული ბავშვობა - ბაია დვალიშვილის პორტრეტი


VIDEO: „მატლიც მინახავს საჭმელში, ერთ სა...

23:26 კვი. 28 ნოემბერი

ციხე

„სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხ...

23:19 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„მართლა კოკაინზე ხართ ყველა ერთად“ - ვის...

23:05 კვი. 28 ნოემბერი

ბეგლარ ლოგუა


„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

VIDEO: „არ შეუბეროთ სული ტორტში ჩარჭობილ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

ტორტი

„გინებას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი....

11:39 შაბ. 27 ნოემბერი

ია ფარულავა 2020

„ბოდიში რეზო ბიძიაო და ამოაგდებენ ძუძუს“...

20:20 პარ. 26 ნოემბერი

დოჩი

„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მ...

15:56 პარ. 26 ნოემბერი

მარიამ კუკუნაშვილი

„აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშ...

23:01 კვი. 28 ნოემბერი

საპატრიარქო

თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

22:59 კვი. 28 ნოემბერი

ხანძარი

„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი...

22:42 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემ...

21:52 კვი. 28 ნოემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვეშ დგას მა...

20:56 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ჩალაძე

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკა...

20:10 კვი. 28 ნოემბერი

ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან...

19:07 კვი. 28 ნოემბერი

სასწრაფო დახმარების
ავომობილი

დმანისთან ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

18:11 კვი. 28 ნოემბერი

პოლიცია

ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოსთან აქცი...

17:40 კვი. 28 ნოემბერი

ნიკა მელია