Digest Logo

სექსუალური შევიწროვება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს

 12:14 ხუთ. 21 იანვარი
შევარდნაძეებ

2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე მძიმე ავადმყოფოს შედეგად გარდაიცვალა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტს დიდი ოჯა­ხი ჰქონდა.

დღეს „დაიჯესტი“ სწორედ ექსპრეზიდენტის შვილიშვილებზე გიამბობთ.

ედუარდ შევარდნაძის პირველი შვილიშვილი თა­მუ­ნა მო­საშ­ვი­ლი-შე­ვარ­დნა­ძეა, რო­მე­ლიც მედიის ყურადღების ცენტრში ნაკლებად ექცევა. თამუნა წლების წინ პირველად ეკა ხო­ფე­რი­ას გა­და­ცე­მა­ში გამოჩნდა, სა­დაც მისი დედაც, მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძეც იყო მიწვეული. მან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისაუბრა.

თა­მუ­ნა მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძის ერ­თა­დერ­თი შვი­ლია. პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილს ის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავდა. მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძე მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­შია გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძეს­თან.

1998 წელს მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და, რომ თა­მუ­ნა ხში­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის შვილიშვილობას. მას ყოველთვის დაც­ვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ უწევ­და გადაადგილება.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 2009 მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის შე­სა­ხე­ბ სა­უბ­რობ­და:

„მა­ნა­ნას ქა­ლიშ­ვი­ლი თა­მუ­ნა გა­თხო­ვი­ლია ბერ­ძენ­ზე. სა­რან­თო­სი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ეუფ­ლე­ბა ქარ­თულს, ძა­ლი­ან თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ახალ­გაზ­რდაა. ამა წლის სექ­ტემ­ბერ­ში ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რეს - შე­ე­ძი­ნათ ვაჟი, ასე რომ, გავ­ხდი დიდი ბა­ბუა".

თა­მუ­ნას ერ­თა­დერ­თი შვი­ლი თე­ო­დო­რე-ან­დრია ხარ­პო­პუ­ლის-შე­ვარ­დნა­ძე ჰყავს. ბავ­შვის­თვის მე­ო­რე გვა­რის მი­ცე­მის სურ­ვი­ლი თა­მუ­ნას ბერ­ძენ ქმარ­საც ჰქონ­და, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ბავ­შვს სა­ა­მა­ყო დიდი ბა­ბუა ჰყავს.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და ქარ­თუ­ლი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც 2018 წელს გა­იხ­სნა. მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძის და მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძის ოჯა­ხის კერ­ძო კო­ლექ­ცია - ასზე მეტი ხე­ლო­ვა­ნის მიერ შექ­მნი­ლი 3 500-ზე მეტი ნა­მუ­შე­ვა­რი.

ედუარდ შევარდნაძის უმცროსი შვილიშვილი ბე­ბი­ის სეხ­ნია, ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძეა, რომელიც 22 წლი­საა, ის საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და და ოჯახ­თან ერ­თად პა­რიზ­ში ცხოვ­რობს. ის სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

„ყვე­ლა­ზე მე­ტად მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­და და გავ­ხდე­ბი კი­დეც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა ცდი­ლობს გა­და­მარ­წმუ­ნოს”, – ამ­ბობ­და ის წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

უფ­რო­სი დის, სო­ფი­კოს მსგა­ვა­სად, ნა­ნუ­ლიც იყო ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. წლე­ბის წინ მან სტა­ჟი­რე­ბა საფ­რან­გეთ­ში, „ევ­რო­პა 1-ზე” გა­ი­ა­რა.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძე პრესასთან იშვიათად ჩნდება და საკუთარ საქმიანობაზე ლაპარაკიც არ უყვარს.

ის „Socar energy georgia“-ში მუშაობს, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების და საგარეო ეკონომიკის კუთხით.

ლაშა შევარდნაძის ყოფილი მეუღლე, ჟურნალისტი თათია შარანგიაა. თათია შარანგიას და ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის, ლაშას ოჯახური თანაცხოვრება სამ წელიწადს გაგრძელდა. ერთი წლის წინ წყვილი, რომელთაც ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე ჰყავთ, ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდა.

„როდესაც სიყვარული ქრება, ყოველთვის სჯობს დაშორდე, ვიდრე ორმა ადამიანმა იცხოვროს ტყუილში. ბავშვებისთვის ბევრად უკეთესია მშობლები იყვნენ ცალკ-ცალკე და ჰქონდეთ ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა, ვიდრე ერთად ცხოვრობდნენ და მუდამ კონფლიქტი იყოს ოჯახში. იმ ოჯახებში, სადაც შეგნებულად თავს იკავებენ კონფლიქტებისგან და ასე ვთქვათ, თამაშობენ, ბავშვი ქვეცნობიერად მაინც გრძნობს ამ დაძაბულობას. არსებობს ასეთი ფრანგული ანდაზა: „ბავშვი და ძაღლი ყველაფერს ხვდება, რაც ოჯახში ხდება". მე ჩემს ყოფილ მეუღლეს გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ“- ამბობს ლაშა შევარდნაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

დაბოლოს სოფო შევარდნაძე, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილია, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში ყოველთვის არის. ის პროფესიით ჟურნალისტია და რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­საც ხშირად სტუმრობს.

სოფო გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი იყო.

როგორც შევარდნაძემ „ელის“ რუსულ გამოცემასთან აღნიშნა, მას სექსუალურად ავიწროებდნენ, მათ შორის ისეთ დროს, როცა მისი ბაბუა ედუარდ შევარდნაძე თანამდებობაზე იყო. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ყოველთვის შეეძლო ხურდის დაბრუნება.

სოფო შევარდანაძე დაქორწინებული არ არის, თუმცა როგორც მედიაში წერენ, მისი რჩეული მარკეტოლოგი გიორგი ამირანაშვილია.


⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

რა პოზიცია ჰქონდა შევარდნაძეს „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე - დღემდე გასაიდუმლოებული ოქმი

ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი


„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ აუცილ...

22 წუთის წინ

ნინი ბადურაშვილი

„პირველი 27 სექტემბერი მოდის უშენოდ სოფ…...

52 წუთის წინ

დები შუბლაძეები

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი...

12:39

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია - Digest.ge


„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

„მანქანაში გამაუპატიურა, ჯერ საყურეები ჩ...

16:32 პარ. 24 სექტემბერი

ქალზე ძალადობა

„სთორი“ ნახა, დადებული არ მაქვს ნახულობს...

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს...

23:33 შაბ. 25 სექტემბერი

მოდელი ლიზა კობალაძე

„ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდ...

10:18 შაბ. 25 სექტემბერი

ბაბი კირკიტაძე

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები სამხრეთ...

14:47 პარ. 24 სექტემბერი

ბერუკა

„დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავა...

12:32

კორონაზე

„ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაათავისუ...

11:29

როგორ მკურნალობენ
კორონავირუსს
საქართველოში?

1132 ინფიცირება, 2956 გამოჯანმრთელება, 3...

10:42

კორონა

„ჩემი ოჯახის კოვიდ ჯოჯოხეთი გრძელდება......

10:27

ირმა ცქიტიშვილი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?...

10:07

შემოდგომა

„ქურდობა გინდა, თუ რატომ არ ალაგებ ტუალე...

00:49

სამხედრო პირი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამ...

00:00

ტატო გრიგალაშვილი

„ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არა არის...

23:02 შაბ. 25 სექტემბერი

რევაზ ბოჭორიშვილი

მიხეილ ჩხენკელი: ძალიან მნიშვნელოვანი და...

21:56 შაბ. 25 სექტემბერი

განათლების მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი