Digest Logo

სექსშოპის მენეჯერობა და ქორწინება ნაადრევ ასაკში - ნინო ლეჟავას აქამდე უცნობი ამბები

 23:03 ოთხ. 7 აპრილი
ნინო ლეჟავა

მსმელი, დამრტყმელი პურისმჭამელი, მოქეიფე და მოლხენილი ნაილა, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ხომ გახსოვთ?

ამ როლის შემსრულებელი, მსახიობი ნინო ლეჟავაა. დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ. 

მსახიობი პირადზე ჟურნალისტებთან თავად საუბრობს.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნინო ლეჟავა 4 შვილის დედაა. სამი შვილი ისე გააჩინა, არც დაფიქრებულა, აი, მეოთხე კი ნამდვილად სასწაულებრივად მოევლინა ქვყანას.

ნინოს მეუღლე რეჟისორი გოგა ქაჩიბაია გახლავთ.

თამამი სცენები

ერთ-ერთ ფილმში სექსშოპის მაღაზიის მენეჯერი ვიყავი. რასაც მოჰყვა წინააღმდეგობა, რაც საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია.

როცა ახალ ფილმზე მიწვევენ, პირველად რასაც ვეკითხები, არის: რა როლია და მაქვს თუ არა უხამსი სცენები. უკვე ყველამ გაიგო, რომ პრინციპულად არ ვთმაშობ უხამს როლებს და არ ვიხდი. აწი, მით უმეტეს, ვერც გავიხდი. თუ გასახდელი იყო, აქამდე უნდა გამეხადა და გამომეჩინა. ადამიანს რაც ასაკი ემატება, პირიქით, უნდა დამალოს საკუთარი სხეული. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პრინციპები მაქვს, ამას ვისაც უნდა გოიმობა დაარქვას და ვისაც უნდა – კომპლექსი. თუმცა, მეორე მხრივ, ვისაც ეს შეუძლია, მათ ტაშს ვუკრავ, მივესალმები, მსახიობია და ბრავო!

ასეთი მიდგომა მქონდა ბავშვობიდან. ჩემი მეუღლე რეჟისორია და მას არ აქვს ეს პრობლემა. ოთხი ბიჭი კი მყავს, მაგრამ უფროსიც მსახიობია და მიმტკიცებს, რომ მისთვისაც არ წარმოადგენს ეს პრობლემატურ საკითხს. თუ იქნება კარგი ფილმი და კარგი როლი, რატომაც არა, მეუბნება, რომ მას არ ექნება პრობლემა. მაგრამ მე დავუმტკიცე, რომ მას აუცილებად ექნება პრობლემა – ეს არის ქართული მენტალიტეტი.

ერთ-ერთი საუბრის დროს, ვკითხე, როცა შენ დაჯდები ფილმის პრეზენტაციაზე, სადაც შენი სამეგობროც იქნება, მაინტერესებს შენი რეაქცია, როცა შენი ძმაკაცი ხედავს, დედაშენს სად რამდენი ხალი აქვს, არ იმოქმედებს-მეთქი? იყო ძალიან დიდი პაუზა.

მერე, რასაკვირველია, არ შემეპუა და მიპასუხა, რომ არ იმოქმედებდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მსახიობი ვიყავი. მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ეს ასე არაა. მე მაქვს მეორე პრინციპი: არ გავიხდი, იმიტომ, რომ ვთვლი, გახდის გარეშეც შეგიძლია, იყო კარგი მსახიობი და დიდი მსახიობიც. სიშიშვლით ვეღარ გამაკვირვებ, ბევრი ფილმი მინახავს, რომელიც გაუხდელადაც გადასარევი იქნებოდა. ეს ჩემს მაგალითზე გამოვცადე – „თბილისი ჩემი სახლია“ პირველი ფილმი იყო, სადაც მრუში ქალი ისე ვითამაშე, საერთოდ არ ყოფილა უხამსი სცენა და ძალიან ბევრმა ადამიანმაც შეიყვარა. სულიერი სიშიშვლითა და თამაშის ხერხით დამანახვე ყველაფერი და სულ არ მჭირდება სხეულის სიშიშვლე.

მეოთხე ბავშვის სასწაული

აღარ უნდა გაჩენილიყო მეოთხე, არანაირ შემთხვევაში და სწორედ მაშინ, როცა მამა გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ ექვსი თვის ფეხმძიმე ვიყავი. მამა წავიდა და მეორე გიორგი მოვიდა – ექვს მაისს დაიბადა.

ყველაფერი რომ მოინდომო, ბუნებისა და უფლის წინააღმდეგ მაინც ვერ წახვალ. გასაჩენია, გაჩნდება, თუ შენ ძალით არ ჩაერიე. მე კიდევ ამას არასოდეს გავაკეთებდი.

გათხოვება ადრეულ ასაკში

ადრეულ ასაკში გავთხოვდი და ორწელიწად-ნახევარში გავშორდით. ოცი წლის დავქორწინდი, პირველი შვილი, ნიკოლოზი, 30 დეკემბერს გავაჩინე და ათ დღეში 21-ის გავხდი.

მეორედ ოჯახი 30 წლის ასაკში შევქმენი და კიდევ სამი შვილი მეყოლა. ნიკოლოზი 11 წლით უფროსია მეორე შვილზე.

30 წლის ასაკში, სანამ მეორედ გავთხოვდებოდი, იყო ბიჭი, რომელიც მიყვარდა და შვილი რომ მყავდა, მისმა მშობლებმა დამიწუნეს და რძლად არ მიმიღეს.

მე იმ ბიჭისგან მეტკინა, თორემ, მის მშობლებს რას ვერჩი. ახლა გადასარევი ქმარი მყავს, ოთხი ბიჭი და ბედნიერი ცოლი და დედა ვარ.

ტრაგედია

ძალიან ცუდად ვიყავი, როცა დედა ავად იყო. თვალებში ვუყურებდი, მინდოდა შველა და ვერ ვშველოდი.

სიმსივნე ჰქონდა და სამი თვე, ბავშვივით ვუვლიდი. იმდენად ცუდად იყო, ღმერთს ვეხვეწებოდი, შენთან წაიყვანე-მეთქი. ამ დროს ყველაზე უსუსური ვიყავი. პირველი სტრესი უსაყვარლესი მამიდას სიკვდილი იყო, მერე მამა, დედა...

ბევრი რთული პერიოდი გამოვიარე. დეპრესიული არ ვარ, არასდროს ვიკეტები და ვვარდები ლოგინად...

უბრალოდ, ფიქრისთვის არ ვიტოვებ დროს, სულ რაღაცას ვაკეთებ. მხოლოდ როლზე ვფიქრობ ხოლმე, ისიც ღამით და ამ დროს კედლებზეც დავდივარ...

მკითხავი

ათასში ერთხელ მქონია სტრესული მომენტი, როცა მეგობრებს უთქვამთ, კარგი მკითხავი ვნახეთ, წამოდი, იქნებ სასიკეთო რამე გითხრასო. ეს იყო წარსულში. შემდეგ მოძღვართან აღსარებაში ვთქვი და მოვინანიე. მას მერე მკითხავებთან სიარულის სურვილი არ მაქვს.

ჩემს მეგობარს იმდენად არ სჯეროდა მკითხაობის, რომ ვერც მის აურას ხსნიდნენ და ვერც მკითხაობდნენ. ერთხელ შემთხვევით წააწყდა მამაკაც მკითხავს. მამაკაცი რომ იყო, იმიტომ დაინტერესდა, ვინაიდან ისინი იშვიათობას წარმოადგენენ. ჩემი მეგობარი გაგიჟებული მოვიდა და მითხრა, რაც იმ კაცმა მიწინასწარმეტყველა, ყველაფერი საათის სიზუსტით ამიხდაო.

მაშინ მძიმე პერიოდი მქონდა. ვუთხარი, ჯანდაბას, მომიყვანე-მეთქი და რუსთაველი მკითხავი ჩემთან სახლში მოვიწვიეთ. ყავაც კი არ მქონდა მომზადებული, რომ იმ კაცმა შემოსვლისთანავე თქვა, თქვენ თქვენს სახლში არ ცხოვრობთ, ამ სახლის პატრონი გარდაცვლილია და სახლი ნაკურთხი არ არისო. მართლაც ასე იყო.

მითხრა, პრობლემებიდან გამოძვრები და შენს ნერვიულობას წყალი წაიღებსო. იმ კაცს მართლა ჰქონდა ფენომენური ნიჭი. ერთხელ ჩაიხედავდა ყავაში, ერთხელ დახედავდა ბანქოს და მერე კედელს მიჩერებული ყველაფერს ნათლად ლაპარაკობდა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

დუტას კავშირი მამის გარდაცვალებასთან, ნათლიმირონობა სუბელიანის ოჯახთან და ბაჩალიაშვილის საქმე - პაატა გულიაშვილის სკანდალები

VIDEO: „ფეჩზე“ მომზადებული სუპი და „გაშეშობანას“ თამაში - შორენა ბეგაშვილის ერთი დღე

მინი-ბორდელი, ფიქტიური ხელისმოწერა მეძავთან, თაღლითობა, სახლი ლოს-ანჯელესში - გივი სიხარულიძის სკანდალები


23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე

„ხანდახან სექსზე უფრო მაღალი ვნებაა, როც...

20:19 ხუთ. 22 აპრილი

მაია ასათიანი