Digest Logo

„სამშობლოს მოღალატის“ შვილზე ქორწინება ედუარდისთვის დამღუპველი იყო თუმცა შევარდნაძემ უკან არ დაიახია... - ცოტა რამ ნანული შევარდნაძე-ცაგარეიშვილზე

 21:24 შაბ. 23 იანვარი
ნანული შეარდნაძე -
ცაგარეიშვილი

ნანული შევარდნაძე – ეს სახელი და გვარი არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ წრეებშიც დღემდე ახსოვთ.

„ნანული, მუდმივად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში, საზოგადოებრივ საქმიანობაში და ის თავის მეუღლესთან ერთად, ხდებოდა პოპულარული.

ედუარდიც ყოველთვის მეუღლესთან ერთად ისმენდა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პრობლემებს და ზოგჯერ გარკვეულწილად თავის აზრსა და რჩევებს უზიარებდა მეუღლეს.

სწორად მიხვდით ამ სტატიაში ნანული ცაგარეიშვილისა და ედუარდ შევარდნაძის შესახებ გიამბობთ.

მაშ ასე:

ნანული შევარდნაძე (ცაგარეიშვილი), 1929 წლის 8 მარტს დაიბადა. ის იყო საბჭოთა/ქართველი ჟურნალისტი და აქტივისტი.

ნანულის მამა, რაჟდენ ცაგარეიშვილი, სტალინის მმართველობის პერიოდში „სამშობლოს ღალატისთვის“ დახვრიტეს. დედამისი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ნანული და მისი ორი და-ძმა ობლად დარჩა...

ზრდასრულ ასაკში ნანული შევარდნაძე თბილისში, ქალთა პოპულარულ გაზეთში ჟურნალისტად მუშაობდა. ამ პერიოდშ მან ახლოს გაიგცნო ედუარდ შევარდნაძე და დიდი სიყვარულიც დაიწყო...

ედუარი და ნანული ერთმანეთს სტალინის მმართველობის ბოლო წლებში შეხვდმნენ. ედუარდის კარიერისთვის „ქვეყნის მოღალატის“ შვილთან ქორწინება დამღუპველი შეიძლება ყოფილიყო. ამავე მიზეზით თვით ნანულიმაც კი უარყო მასთან ქორწინება, თუმცა შევარდნაძეს ამის გამო უკან არ დაუხევია... იქორწინეს და სიკვდილემდა ერთად იყვნენ.

თავის დროზე ნანული შევარდნაძემ ძალიან საინტერესო ავტობიოგრაფიული ნოველა – „მიმოზებს მოგიტან, დედა“ დაწერა. მასში ნანული თავის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე, გაჭირვებაზე, განვლილ გზასა და შევარდნაძის ტრიუმფზე წერდა.

„როგორ მინდა, გესაუბრო, დედა!.. უკვე ნახევარი საუკუნეა, უშენოდ ვცხოვრობ. იცი? გამოვიანგარიშე და ახლა შენზე 17 წლით უფროსი ვარ. როგორ მეშინია, არავის გაეღიმოს – რა დროს მაგის დედააო. ალბათ, მართალიც იქნება, მაგრამ, რა ვქნა, თუკი ჩემი შენთან ყოფნის დრო მაშინ დამთავრდა, როცა მე ცხრამეტისა ვიყავი, შენ კი – ორმოცდახუთის... უმამონი ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით. უშვილო ბიძა-მამიდებმა დაგვინაწილეს. შენ ისევ ტიროდი, ოღონდ, სიხარულისგან არა. ვერ გავძელით, შენკენ გამოვიწიეთ... ბიძამ შეგვიკედლა. ფილოსოფოსი კაცი იყო, როგორც ახლა იტყვიან – „თავისუფლად მოაზროვნე“. გახსოვს? მანამდე აგინა სტალინს, ვიდრე არ გააციმბირეს და დავრჩით ორი ოჯახი უპატრონოდ. მერე იყო ომი, შიმშილი, სიცივე, სიღატაკე... შენ ორ ადგილას მუშაობდი ავადმყოფი, სუსტი, მიმქრალი. მე და ჩემი დაიკო, ექვსი საათი რომ მოაწევდა, ფანჯრის რაფაზე ჩამოვსხდებოდით ბეღურებივით... გადიოდა წლები. ბიძა შინ დაბრუნდა გასაცოდავებული, ორი კავერნით... ასე თქვეს – ეს გავუშვათ, მაინც მოკვდება და ბარემ სახლში მოკვდესო, – იღიმებოდა მწარედ. რა ექნა, ბინის დაცლა მოგვთხოვა – იმ ოთახს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, თუ გააქირავებდა, ხუთას მანეთს მისცემდნენ. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი. ვხედავდი, როგორ აწყდებოდი კედლებს – „სად წავიდე, სად!” ერთი, ღმერთმა იცის როგორ ეცოდები. სამსახურიდან დაბრუნებულს ყველაფერი წესრიგში გხვდებოდა: „ჩვენი” რვამეტრიანი ოთახი – დაწკრიალებული, ღარიბული კერძი – დამზადებული. მეტისმეტად აუტანელი რომ ხდებოდა ცხოვრება, ლუკმას რომ ვეღარ შოულობდი, გეტყოდი ხოლმე: „იცი რა, დედა, კახეთი მომენატრა, მოდი, წავალ მამიდასთან საგარეჯოში“... მესამე, მეშვიდე და მეთერთმეტე კლასებში იქ ვსწავლობდი, საბოლოო ჯამში არაფერი დამიკარგავს. მართლაც რომ შემიყვარდა და დღემდე მიყვარს კახეთი. კახეთში ისეთი მეგობრობა და ხელის გაწვდომა იციან... საქართველოს სხვა კუთხეებს არ ეწყინებათ, ყველგან ასეა, მაგრამ, მე ჩემს ობლობაზე ვყვები და მჯერა, მიმიხვდებიან...

...მოკლედ, სადმე უნდა გვეშოვა ბინა. რა ძნელი იქნებოდა ცხოვრება, ქვეყნად კეთილი ადამიანები რომ არ არსებობდნენ. შენმა მინისტრმა, გორდეზიანი იყო გვარად, ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროში მუშაობდა არქივარიუსად, სვანეთის უბანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, თვრამეტმეტრიანი ოთახი გიშოვნა, თავისი შუშაბანდით. ოთახი უფანჯრო იყო, ნესტიანი. გოგოები კინაღამ გავგიჟდით სიხარულით – ჩვენი ბინა გვექნებოდა, არავინ გვეტყოდა – გადითო. შენ კი უგუნებოდ ჩანდი – ეჰ, შვილებო, მე აქ დიდხანს ვერ ვიცოცხლებო... იმ წელს ომი დამთავრდა, ვაჟი საღ-სალამათი დაგიბრუნდა, გახარებული იყავი, მაგრამ, ჯანმრთელობა უკვე იმდენად შეგერყა, რომ სამსახურში შემცირებაში მოგაყოლეს. მთელი დღე ეზოში იჯექი და ჟაკეტებს ქსოვდი – რაღაცით ხომ უნდა გერჩინა თავი. მერე ვიღაც ქალი მოდიოდა, გასაყიდად მიჰქონდა... ერთ დღეს დაგახველა, ჯიბიდან ბამბა ამოიღე, პირთან მიიტანე და ბამბა სისხლით შეიღება... აი, რატომ ახველებს დოდოსაც. „არა, არა, რაღაც უნდა ვიღონო!“ – ტვინი მოტორჩადგმულივით მიმუშავებდა. ვაიმე, დედას დიდი დღე არ აქვს, დოდოც დაიღუპება... სკივრში შემთხვევით გადარჩენილი დიდი, უხმარი სუფრა აღმოვაჩინე, 24 ხელსაწმენდით. „უნდა გავყიდო და დედა სანატორიუმში გავგზავნო“... გახურებული ლოყები მეწვოდა, ყურები მიდუგდუგებდა. ჰო, მაგრამ, როგორ უნდა გავაკეთო ეს? 1946 წელი იდგა. ფულის რეფორაზე ლაპარაკობდნენ და მდიდრები განურჩევლად ყველაფერს ყიდულობდნენ. ვიდექი 17 წლის, სანთელივით გოგო და ხელში გაზეთში გახვეული სუფრა მეჭირა; ვიდექი და არავის არაფერს ვთავაზობდი... ვიღაც ხნიერი ქალი მომიახლოვდა. რა გაქვს, შვილო, გახვეული? სუფრა!.. იცით, დეიდა, 24 ხელსაწმენდით, ზედ ქრისტეს საიდუმლო სერობაა გამოსახული, ძალიან ლამაზია. რამდენი გინდა, შვილო? – აშკარად შევეცოდე აშკარად მდიდარ მანდილოსანს. რამდენიც საგზურს ეყოფა! რა?! – ვერ გაიგო ქალმა. ძალიან შემრცხვა ჩემი მიუხვედრელობის გამო. იცით, ავადმყოფი დედა უნდა გავგზავნო სამკურნალოდ სანატორიუმში, – ჩავაბარე ანგარიში... სწრაფი მოძრაობით გახსნა საფულე, უცბად ჩამითვალა 180 მანეთი და ასევე უცბად გამშორდა. როგორი ბედნიერი და როგორი შეურაცხყოფილი ვიდექი. ვიგრძენი, მიწა მეცლებოდა, თითქოს ფეხები ცარიელ ყალიბებად მექცა... ვტიროდი შეურაცხყოფის გამო, დედის მოახლოებული სიკვდილის გამო, დოდოს გამო, რომელსაც, არ ვიცოდი, რა ბედი ელოდა... „რა გატირებს გენაცვალე, ხომ ვერაფერს გიშველი?“ – გამეღრიჭა ვიღაც კაცუნა. „გაეთრიე!“ – ვიყვირე უცბად არაადამიანური ხმით... კაცუნა აშკარად შეშინდა, უკან დაიხია – „ჩვენ ბოდიში, არ მინდოდა, წყენინება“... სამი წლის შემდეგ დამშორდი, დედიკო! ხვალ აუცილებლად მოვალ შენს საფლავზე და მიმოზებს მოგიტან. რა მეშველება, რომ ვერ ვიშოვო?..

...კიტა მცხეთაში მუშაობს. რამდენიმე დღე არ ჩამოსულა. ჩვენც ფული აღარ გვაქვს და სამი დღეა, პური არ გვიყიდია... დოდო პურს ზედ არ უყურებს. მერე, ძალიან მერე მივხვდი, რატომ არ ჭამა, რატომ თქვა უარი: სამი დღის უჭმელ ადამიანს, უბრალოდ, აღარ შია. დედა, ორი თვეა, რაც დოდოს ნატანჯი სული შენკენ გამოფრინდა... რამდენადაც შემეძლო, ბოლომდე ვუპატრონე, ღმერთია მოწმე, არაფერი დამიკლია...

1950 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს უდედმამო ოჯახის წევრები ზაფხულის დასვენების პრობლემას ვიხილავდით... მოკლედ, ზავი დადებულია: დოდო ჩვენს მეზობელს, დეიდა საშას მიჰყვება ცემში, კიტა მცხეთაში „მოილხენს”, მე კი... უეცრად მაგონდება, გუშინ ინსტიტუტის პროფკავშირის ოთახში შევიარე და ყური მოვკარი ლაპარაკს – უფროსკურსელებიდან, ვისაც სურვილი აქვს, შეიძლება, პიონერხელმძღვანელად გაგზავნონ წაღვერშიო... მორჩა! ნაზის, მაშინდელ და შემდგომშიც განუყრელ მეგობარს, ვეტყვი. მისი და-ძმა იქ ცხოვრობს, ძალიან გაუხარდება. ასეც მოვიქეცით. ორ კვირაში წაღვერში ამოვყავით თავი. წაღვერის პაწია რკინიგზის ბაქანზე ვდგავრთ... მატარებელი, როგორც იქნა, საბოლოოდ ჩამოდგა. უეცრად კიბეზე ვიღაც საკმაოდ ლამაზმა ახალგაზრდამ ჩამოდგა ფეხი. ბედი არ უნდა? – პირდაპირ ჩემ გასწვრივ დადგა. უნებლიეთ ერთმანეთს შევხედეთ. ორივეს ერთდროულად გაგვეღიმა... ბანაკის ეზოში ვსხედვართ. ზოგი ანეკდოტს ყვება, ზოგი გამოცანას გვთავაზობს, მღერის, ზოგი თავისთვის უაზროდ გიჟობს... ზოგჯერ მარტონი ვრჩებით (მეჩვენება, სულაც განგებ გვტოვებენ მარტო) წყნარად ვსაუბრობთ – რომ იტყვიან, ერთმანეთს კბილს ვუსინჯავთ. გამუდმებით ვეკითხები: ესა და ეს ოპერა თუ გიყვართ, რომელი კომპოზიტორი, რომელი მწერალი, რომელი პოეტი გირჩევნიათ-მეთქი. ერთხელ მომეჩვენა, დამცინავად მკითხა: ბოდიში, გამოცდას ხომ არ მიწყობთო. ოჰ, როგორ შემრცხვა, – ნუთუ მართლა ასე ფიქრობთ-მეთქი. გულწრფელად გამოვუტყდი: თქვენ გამუდმებით მიყურებთ და გაჩუმებული ხართ, რამეზე ხომ უნდა ვილაპარაკოთ? მერე, ძალიან გვიან გამახსენდა რუსული ანდაზა – მამაკაცს თვალებით უყვარს, ქალს კი – ლაპარაკითო. აი, მაშინ რომ მცოდნოდა ეს, ისე არ ვიდარდებდი – ვინ იცის, ერთი ბაქია ვინმე ვგონივარ-მეთქი. ერთხელაც, ციცო (ჩვენი მეგობარი) ავად გახდა. აღარ მახსოვს, ვინ იყო, მოვიდა და გამოგვიცხადა: ციცომ შემოგითვალათ, ედუარდი რომ მნახავდეს, მაშინვე მოვრჩებიო. ღმერთო! აი, საიდან დაიწყო ჩემი წამება. ოჰ, როგორ მომივიდა მაშინ გული საკუთარ თავზე – ნეტა, რა რომანტიკულ „ბარიშნას” ვთამაშობ-მეთქი, მაგრამ, აი, ამდენი წლის შემდეგ, ხატზე შემიძლია, დავიფიცო, ნამდვილად გულწრფელი ვიყავი. ასეთ გოგოებს „ქაჯებს” ეძახიან. ნეტავ ეთქვა მაშინ ვინმეს, ნამდვილი ქაჯი ხარო, ღირსი ვიყავი. მოკლედ, შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდი... მერე გამომიტყდა, რაზე იდარდე, მე სწორედ ისეთი მომეწონეო... დასთან და დისშვილთან ერთად ჩვენი ბანაკის მოპირდაპირე მხარეს ჰქონდა ოთახი ნაქირავები... შენ ხომ იცი, რომ მე ობოლი ვარ-მეთქი. ვიციო. შენ რომ იცი მე ისეთი ობოლი არ ვარ... მხრებს იჩეჩავს – ობოლი, ობოლია, მერე რა მოხდა, რომ ობოლი ხარ. ეს რა, გგონია, ნაკლია ადამიანისთვის? – არა, სულაც არ მგონია. მოდი, კარგად გავერკვეთ სიტუაციაში. ჩემი მამა, ჩემი მამა... – რა, შენი მამა? იცი რას გეტყვი? – ვიფეთქე უცებ და ხმას ვუწევ, – ჩემი მამა ძალიან პატიოსანი, სამშობლოს და ოჯახის ერთგული ვაჟკაცი იყო. ჰოდა, ეს კეთილშობილი, ჭკვიანი, ამაყი კაცი ერთ ღამეს ცხოველივით წაიყვანეს და დახვრიტეს! რომ შევუღლდეთ, შენ პარტიულ კარიერას უნდა გამოეთხოვო. არ მინდა, ამის მიზეზი გავხდე და დაგღუპო, ამის უფლება არ მაქვს... – არ იფიქრო, შენგან რამე მეწყინოს, ჩემი ბრალია ყველაფერი, დროზე უნდა მეთქვა. რატომღაც, მეგონა, ისტორიულზე სწავლობდი... ღირსი ვარ, დავისაჯო... იცი, რას გეტყვი? ღმერთმა დალახვროს ყველა კარიერა! რა არის კარიერა სიყვარულთან შედარებით?!. ვიგრძენი, როგორ შვებით ამოისუნთქა. თავი რატომ უნდა მოვიტყუო? მშვენივრად მივხვდი, იმ ულამაზეს, მთვარიან ღამეს, როგორი სინატიფით ჩატარდა მსხვერპლშეწირვის რიტუალი. ამის არდანახვა უმადურობაა, აბა რა! რას გაიხარებს მამაჩემი! თბილისში თოთხმეტი წლისა იმიტომ გამომგზავნა, რომ კარგად მესწავლა, მედალი ამეღო და სამედიცინო ფაკულტეტზე შევსულიყავი. ჰოდა, ა, ბატონო, ეყოლება ექიმი შვილი! – უეცრად ფართოდ ეღიმება და მწყობრ, ქათქათა კბილებს აელვარებს... უკან ხელჩაკიდებულნი და ბედნიერები ვბრუნდებით... მერე, მერე იყო 1953 წელი... მერე, მერე დაიწყო შევარდნაძის ხანგრძლივი, მაგრამ ტრიუმფალური სვლა ოლიმპისკენ და, რაც მთავარია, ობოლი გოგო იყო ბედნიერი, ვეღარავინ წამოაძახებდა – მტრის შვილი ხარო,” - წერდა ნანული ცაგარეიშვილი.

ნანული ცაგარეიშვილსა და ედუარდ შევარდნაძეს, ორი შვილი — პაატა და მანანა — და ხუთი შვილიშვილი დარჩათ.

2004 წლის 20 ოქტომბერს ნანული შევარდნაძე თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მურმან ჯინორიას ყოფილი ცოლი, დიდი ხნის შემდგ შეძენილი შვილი და აკრძალვებში გატარებული ბავშვობა - ბაია დვალიშვილის პორტრეტი

ზვიად გამსახურდიას 2 ცოლი და 3 შვილი - პირველი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობის დეტალები

„კულინართა საძმოს“ წევრობიდან SPConsulting–ის უფროს პარტნიორობამდე - ცოტა რამ ირაკლი ალასანიას შესახებ


მსგავსი სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობ...

11 წუთის წინ

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

ლევან ნიკოლაიშვილი: ეკლესიის წინააღმდეგ...

19 წუთის წინ

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

რითი ხურავდნენ სახლებს ძველ საქართველოში...

30 წუთის წინ

რითი ხურავდნენ სახლებს
ძველ საქართველოში და რა
არჩევანი გვაქვს დღეს?


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

44 წუთის წინ

ბერა ივანიშვილი

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

„დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი,...

48 წუთის წინ

ელისო ბოლქვაძე

დავით ქართველიშვილი: დღეს სააკაშვილი აპი...

56 წუთის წინ

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა კაცი ემ...

11:15

უბედური- შემთხვევა

ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მ...

11:14

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს

11:10

პოლიცია

„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდ...

11:05

როგორ გავარჩიოთ
კორონავირუსი გაციებისგან

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

11:04

ამინდი

2 479 ინფიცირება, 2 374 გამოჯანმრთელება,...

10:51

კორონა და კოვიდი

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

10:15

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი