Digest Logo

სამჯერ დანგრეული ოჯახი, უბედური შემთხვევა - ია ნინიძის სიყვარულით სავსე მოგონებები

 14:06 ორშ. 1 თებერვალი
მსახიობი ია ნინიძე

პატარა თვალციმციმა გოგო  ფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“ კარგად გვახსოვს. ეს გოგო ია ნინიძეა. მას ცხოვრებამ დიდი სიყვარული და დიდი ტკივილი არგუნა.  ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტკივილების მიუხედავად საკუთარ თავში დიდი ძალა იპოვა და თავისი ცხობრების რთულ პერიოდებზე საჯაროდ ისაუბრა.

ია ნინიძის და ნიკუშა შენგელაიას დიდი სიყვარული

ნიკუაშა შენგელაია ჩემი პირველი სიყვარული იყო. ერთად სულ ორწელიწად-ნახევარი ვიყავით. პატარა გოგო ვიყავი, რომელიც ყველაფერზე ოცნებობდა. სწორედ ამ პერიოდში შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ნიკუშა. ის ჩემი უსაყვარლესი ადამიანების – გიორგი შენგელაიასა და სოფიკო ჭიაურელის შვილია. დიდი ქორწილი გვქონდა, ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, თავზე მინდვრის ყვავილებისგან დაწნილი გვირგვინი მეკეთა.

სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. ნიკუშა სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, შემდეგ მოსკოვში გადავიდა და მეც იქ ჩავაბარე „ვგიკში“, ბონდარჩუკისა და სკოპცოვის კურსი გავიარე. ერთად დავიწყეთ გზის გაკვლევა. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. თბილი და ლამაზი ოჯახი გვქონდა, მაგრამ ნიკუშამ იმ ცხოვრებისეულ სიძნელეებს ვერ გაუძლო. მოგეხსენებათ, რუსეთში ცხოვრება იოლი არ არის, მით უმეტეს, როცა ფუფუნებაში ხარ გაზრდილი. თუმცა, არც ჩემთვის აღმოჩნდა ეს ყველაფერი იოლი - დედისერთა ვარ და მეც ფუფუნებაში გამზარდეს, ამ დროს კი, დიდი საქმეების კეთება მომიწია. ინსტიტუტში დავდიოდი, თან ქმარს ვურეცხავდი, ვუუთოებდი, სადილს ვუკეთებდი. ყველაფრის გაკეთება მიწევდა, როგორც ზრდასრულ ქალს. მახსოვს, მოსკოვში რომ მივდიოდით, ბებიაჩემმა თეთრი, ლამაზი, მაქმანებიანი ლოგინის თეთრეული გამატანა და მითხრა: სამრეცხაოში არ ჩააბარო, შენი ხელით გარეცხეო. მეც ვრეცხავდი და ვრეცხავდი.

მერე კი ვინანე, რატომ დავუჯერე და არ ჩავაბარე-მეთქი. ხომ არ ჩამოვიდოდა და შემამოწმებდა! ჩვენი საცხოვრებლიდან ინსტიტუტი შორს იყო, რაც ათმაგად დამღლელი იყო ჩემთვის, ამიტომ შაბათ-კვირა სანატრელი მქონდა.

ჩემმა ოჯახმა ძალიან განიცადა ჩვენი დაშორება. ჩემთვისაც არასასიამოვნო იყო ის, რაც მოხდა და ნიკუშაც გულდაწყვეტილი დარჩა. არ ვფიქრობდით დაშორებაზე, მაგრამ, ცხოვრებამ მოიტანა. ის სულ სხვა ცხოვრებას იყო მიჩვეული მოსკოვში – ინსტიტუტში აღარ დადიოდა, არ სწავლობდა – რუსეთში ცხოვრება არ მოსწონდა. ხომ ასეთი მიმნდობი ვარ, მაგრამ, ყველაფერთან ერთად, ძლიერი აღმოვჩნდი. ცხოვრებამ სხვა ქალად ჩამომაყალიბა. თავიდან ძალიან მტკიოდა გული, მაგრამ მერე ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. გარდა ამისა, კიდევ ბევრი ტკივილი განვიცადე – ის, რაც ბევრმა არ იცის. ფეხმძიმედ ვიყავი. ვხედავდი, რომ მას სხვა გართობები, მიზანსწრაფვა ჰქონდა და ბავშვი მოვიცილე. როდესაც პატარა გოგო ამას აკეთებს, საშინელებაა. მაგრამ იმ მომენტში ასე გადავწყვიტე. რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ყველაფერი ბედისწერაა, უფალმა ჩემთვის დაწერა ბედის წიგნი. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ, რა პირობებში იცხოვრებ, მაინცდამაინც არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ჯანმრთელად იყო. თავში რომ ჩაგარტყას ცხოვრებამ, ისე ლამაზად წამოდგები, როგორც არაფერი. ცხოვრება კარდიოგრამასავით არის – სულ აღმა-დაღმა დაცურავ.

უბედური შემთხვევა

– ერთხელ თეატრში რეპეტიციის დროს სამასკილოგრამიანი დეკორაცია დამეცა, ლამის იმქვეყნად გამისტუმრა. არ იცით, რას გავუძელი. ფეხი გვერდზე მქონდა დაგდებული. ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ფეხის ამპუტაცია უნდოდათ. ამაზე უარესებიც ხდება, მაგრამ, ჩემთვის ეს მართლაც ყველაზე რთული პერიოდია. მაშინ ბავშვები პატარები მყავდნენ. რა თქმა უნდა, როცა ახალგაზრდა ქალს ასეთი რაღაც გემართება, ძალაუნებურად ფიქრობ, რომ, ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ, ჩემს შვილებს რომ ვუყურებდი, ამაზე აღარ ვფიქრობდი, საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი. ყველა მპატრონობდა, მთელი მოსკოვი, მეგობრები, ვინც აქ არიან, ირინა პანაროვსკაია, ოქსანა პუშკინა, ირა როდნინა... თბილისიდან ჩამოვიყვანე ჩემი ბავშვობის მეგობარი მარინა ბაბუნაძე...
ჩემი წონაც ამას უკავშრდება, ისეთ წამლებს მიკეთებდნენ, კიდევ კარგად ვარ და კარლსონივით არ დავფრინავ. ვიცი, რომ უნდა გავხდე და ამას ნელ-ნელა მივაღწევ კიდეც...

ია ნინიძე წარსულ ურთიერთობებზე

ქმრებისგან არასდროს არაფერს განსხვავებულს არ ველოდი, მით უმეტეს, ერთხელ რომ დავიწვი, მეორედ და მესამედ უკვე ვგრძნობდი, რომ ეს მხოლოდ ფანტაზია იყო. მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და სამივეს დღემდე ვუყვარვარ, რადგან ცუდი მათთვის არ გამიკეთებია. მეც ყველა ქმარი ნამდვილად მიყვარდა და ყოველ მათგანზე თავისებური განცდები და დამოკიდებულება მქონდა. დღემდე სამივეს დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ჩემი ცხოვრება, რომელსაც ია ნინიძე ჰქვია.

ნიკუშას შემდეგ იყო ჩემი გიორგის მამა, რომელიც ქალაქ ივანოვოს გუბერნატორია, შემდეგ ნინოს მამა – მხატვარ-დიზაინერი. რა თქმა უნდა, არცერთი მათგანი ერთმანეთს არ ჰგავს და ყველა თავისებურად საინტერესოა. მათგან თვითონ წამოვედი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რომ ჩემი სახით, ყველა ძლიერ ქალთან უწევდა ყოფნა, ძლიერი ქალი კი არავის უნდა. შინ თუ გარეთ ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი. ჩემს შვილებსაც ვეუბნები, რომ სიყვარულს არაფერი კარგი არ მოაქვს. ახლანდელი მამაკაცები თითქოს გადაგვარდნენ. გარედან ისე ჩანს, ყველას ჰგონია, რომ ვიღაც მყავს, მაგრამ, შიშით ვერ მეკარებიან. რუსეთში ყველამ კარგად იცის, როგორია ქართველი ქალი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რომანი ცოლიან კაცთან, 18 წლით უფროსი ქმარი და ერთადერთი შვილი - ამბავი მარინა კახიანზე

დედამთილმა ტყუპების ნაყოფი ძალით მომაშორებინა - თამარ სხირტლაძის გარდაცვლილი ქმარი-შვილი და თეტრში გატარებული წლები

II მსოფლიო ომი, ნადრევად დაქვრივება და დაობლებული შვილის აღზრდა - ცოტა რამ მიხეილ თაუმანიშვილზე



რატომ უხდიან ლაშა ტალახაძის დედას პატიმრ...

3 წუთის წინ

ლაშა ტალახაძე

„ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქა...

39 წუთის წინ

დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი
კობახიძე, მამუკა
მდინარაძე

VIDEO: ჰამოდი, შემოაღე ნელა კარი – სააკა...

48 წუთის წინ

სააკაშვილი


„ქალწული არ აღმოჩნდა, ვაპატიე... ბაბუის...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახ...

19:49 შაბ. 18 სექტემბერი

ნიკა კვარაცხელიას ოჯახი

„უდიპლომო სასიძო“ კორონავირუსს ემსხვერპლ...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

კოტე მგალობლიშვილი

„ორი ყველაზე დიდი მიზნიდან ერთ-ერთი ჩემი...

16:34

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ამას რაც ასაკი ემატება, უფრო სიმპათიური...

16:22 შაბ. 18 სექტემბერი

ანრი ჯოხაძე

VIDEO „რავარც იქნა სამსახური ვიშოვე“ - ნ...

20:35 პარ. 17 სექტემბერი

გოგი წულაია

ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებ...

20:34

ლიბერთი ბანკის ახალი
პროექტი - შეხვედრები
ახლებურად

„ეს ჩემთვის და მისთვის სიცოცხლის გაგრძელ...

20:13

ლევან რატიანი ექიმი 2020

„არც ერთი არ მანდე და არ დამიტოვე გასაზრ...

19:56

ნატო ფხაკაძე

გოგა ხაინდრავა: „ვიკილიქსის“ ეპოქაში არა...

19:54

კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა Digest.ge

გოგა ხაინდრავა: ჩემთვის მძიმე წარმოსადგე...

19:18

კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა - Digest.ge

ირაკლი კობახიძე - ფიცი გვწამს და ბოლო გვ...

19:15

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

საკუთარ დაბადების დღეზე საზარელმა ავარია...

19:09

ბიჭი

ირაკლი კობახიძე - „ხარი ხართან დააბი“ არ...

19:08

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, საქართველოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია Digest.ge

ირაკლი კობახიძე: ნარკოდამოკიდებულება არ...

19:02

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge