Digest Logo

როგორ გახდა ნატო სულხანიშვილი „ბაბილინა“ და რას საქმიანობს დღეს

 16:14 სამ. 12 იანვარი
ბაბილინა

ნატო სულხანიშვილი, იგივე „ბაბილინა“ ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში ბავშვობის ტკბილ მოგონებასთან ასოცირდება, ერთ დროს ცნობილი ტელეწამყვანი, მსახიობი და მეზღაპრე უკვე წლებია ტელეკრანებზე აღარ ჩანს.

„დაიჯესტი“ შეეცადა გაერკვია, რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება წლების შემდეგ ბაბილინა, თუმცა იქამდე მოკლედ მის ისტორიასაც გიამბობთ.

„ბაბილინას“ კონსერვატორია აქვს დამთავრებული. მუშაობდა მუსიკალურ სასწავლებელში, ბაღშიც – მუსიკის მასწავლებლად, ორკესტრშიც უკრავდა, მაგრამ, გათხოვების შემდეგ, პროფესია შეიცვალა.

„ჩემი მეუღლე მსახიობი იყო და მეც მოვსინჯე თავი გახმოვანებაში. ჯერ იყო თოჯინა „კოკო“, შემდეგ – „ბაბილინა“ და ასე მოვდივარ. ვცდილობ, ყოველთვის მოვიცალო შვილებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა, ისევე, როგორც ყველა დედისთვის. გარდა იმისა, რომ ჩემი საქმიანობა მიყვარს, ისეთი ოჯახური პირობები მაქვს, აუცილებლად უნდა ვიმუშაო – მე ვარ ყველაფერი. დღეში 6 საათი ერთად ვართ და სულ ვსაუბრობთ. ეს არ არის ცუდი, მაგრამ, არასაკმარისია. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა, პრინციპულიც ვარ, როცა ეს საჭიროა. ძალიან რთულია ბავშვებს აღზრდა“- ამბობდა ნატო სულხანიშვილი.

„ჩემი და და ჩემი მეუღლე მეგობრები იყვნენ, ორივე მეთოჯინეა და მისგან გავიცანი. ჩემი და მოდიოდა და სულ ახალ ანეკდოტებს ყვებოდა, რომელსაც ჩემი მომავალი მეუღლე უყვებოდა. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. სულ ვამბობდი, ვინ არის ეს გოგა ხეჩინაშვილი-მეთქი. რომ მივედი და დავინახე, მაშინვე შემიყვარდა – ამას ერთი ნახვით სიყვარული ერქვა. ოთხ წელიწადში ოჯახიც შევქმენით.“- ამბობდა ნატო სულხანიშვილი.

ნატო სულხანიშვილის მეუღლე 2008 წელს გარდაიცვალა.

„რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეტაპი დამთავრდა და სხვა დაიწყო – პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემზე გადმოვიდა.

ერთ კვირაში გავედი სამსახურში. მქონდა ძალიან მძიმე ექვსი თვე, ამიტომ, აუცილებლად უნდა მემუშავა, რომ სხვა რამეზე გადამეტანა ფიქრი“- ამბობს ნატო სულხანიშვილი.

როგორ გახდა ნატო სულხანიშვილი „ბაბილინა“

„ჩემი მეუღლეც ბასტი-ბუბუს უბნიდან იყო დიჯეი გოგა. ელენე (შვილი) იყო 3 წლის როდესაც, მოვხვდი ბაბილინაში. ბაბილინა თამრიკო სხვიტარიძემ დამარქვა. ეძებდნენ ადამიანს, ვინც ზღაპარსაც წაიკითხავდა და ბავშვებთანაც ითამაშებდა, სანამ დამფუძნებლები ბჭობდნენ მე ამ დროს ბავშვებთან ერთად ვერთობოდი დავხატეთ, ვიცეკვეთ, ვითამაშეთ, როდესაც მათ ეს დაინახეს აი ეს გვინდაო თქვეს და ესე გავხდი ბაბილინა.“

39 წლის ასაკში გახდა ბაბილინა ახლა 56 წლისაა.

„როდესაც ჩემმა შვილმა, ლევანმა მნახა პირველად ტელევიზორში, მაშინ პატარა იყო – 3 წლის, მკითხა: დედიკო, შენ რა, ბაბილინა გახდიო? გაუკვირდა, მაგრამ, ძალიან მოეწონა და დიდი ხნის განმავლობაში ტელეფონს ასე პასუხობდა: „გამარჯობა, მე ბაბილინას და დიჯეი გოგას შვილი ვარ“. უფროსი ქალიშვილიც მყავს, 16 წლის. ლევანს ყოველთვის ვეუბნებოდი: მე შენი იმედი მაქვს, შენ უნდა დაიცვა შენი დაიკო, დედიკო, სამშობლო, მერე ოჯახი გექნება და ისინი უნდა დაიცვა. ჩემთვის კარგი, იდეალური მამაკაცი არის ის, რომელიც მხოლოდ საკუთარ ოჯახს არ უვლის, თავის მეგობრებსაც პატრონობს და სამშობლოსაც უნდა გამოადგეს“- ამბობს ნატო სულხანიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

2016 წელს ნატო სულხანიშვილი ბებია გახდა.

„16 წლიდან ვმუშაობ, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. მიმაჩნია, რომ ქალს შეუძლია, წარმატებულად მართოს ოჯახის საქმეები, აღზარდოს შვილები და, ასევე, ჰქონდეს თავისი საქმე. ეს ყველაფერი მის ხასიათზეა დამოკიდებული. თუმცა, არის ეიფორიული მომენტი, როდესაც გადაღლილი ხარ, ვერ ისვენებ და მაშინ გიჭირს ამ ყველაფრის გაკეთება.

ნატო სულხანიშვილი ამჟამად „რუსთავი 2“-ზე რამდენიმე სატელევიზიო სერიალს ახმოვანებს.

56 წლის მსახიობი კი შესანიშნავ ფორმაშია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ⤵️

ოცნება განდეგილობაზე, სიყვარულის უუნარობა და სხვა ამბები გიორგი გაბუნიაზე

VIDEO: დაათვალიერეთ თამრიკო ჭოხონელიძის სახლი

რა ღირს ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის ლუქი

ვინ არის რეალურად „ზულეიჰა“ - ცნობილი თურქი მსახიობი „ჩუქუროვადან“



ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რა...

12 წუთის წინ

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე

31 დეკემბერს სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქ...

27 წუთის წინ

ცაგარელი მიხეილი,
ასტროლოგი

„არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა,...

14:10

ჟორჟოლიანი ნანუკა


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

13:18

ქეთევან ხატიაშვილი

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

13:46

ბიჭი

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი