Digest Logo

როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი

 14:01 პარ. 29 იანვარი
ნათია ლაზაშვილი

ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი ახლა „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრია. მისი კარიერული აღმასვლა ამ ტელევიზაში წლების წინ დაიწყო, თუმცა გასული 13 წლის განმავლობაში ის სხვა სივრცეში ცდიდა ბედს. 2019 წელს, როდესაც „რუსთავი 2“-ში ძირეული ცვლილებები განხორციელდა არხზე კვლავ დაბრუნდა. 

წარმატებული ჟურნალისტის უკან ცხოვრების ბევრი საინტერესო დეტალი დგას, რომელზეც ტელეწამყვანი საჯაროდ საუბარს ყოველთვის ერიდება.

კარიერა

ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი 1995 წლიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის პროგრამა კურიერის წამყვანი იყო, 2006 წელს მან ტელევიზია კოლეგებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა.

2012 წლიდან კი, 6 წლიანი პაუზის, შემდეგ ნათია ლაზაშვილი ტელევიზიას დაუბრუნდა და მაყურებელმა ის „მეცხრე არხის" ეთერში იხილა. მეცხრე არხი ნათია ლაზაშვილმა 2012 წლის ოქტომბერში დატოვა.

2013 წელს კი, ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში PR-ის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველი გახდა.

2019 წელში კი 13 წლიანი პაუზის შემდეგ ლაზაშვილი კლავ „რუსთავი 2“-ში დაბრუნდა.

ქმარი და შვილი

„რუსთავი 2-ის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ქმარი, გიორგი ფრუიძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი იყო, თუმცა მან აღნიშნული თანამდებობა 2019 წელს დატოვა.

ქმრის პროფესიიდან გამომდინარე გავრცელებული იყო ჭორი, რომ ნათია ლაზაშვილ „რუსთავი 2“-ში ხელფასს ვერ აიღებდა.

ნათია ლაზაშვილისა და მისი ქმრის სიყვარულზე თბილსში ლეგენდები დადის. წყვილი უკვე 26 წელზე მეტია ერთად არიან.

ნათიას და გიორგის ერთი შვილი ჰყავს, 26 წლის ლეკო ფრუიძე.

დამწვარი სახლიდან მდიდრულ სახლამდე

2012 წელს კახეთში ნათია ლაზაშვილს სახლი დაეწვა.

„ეს იყო ორი საუკუნის მამაპაპისეული ულამაზესი სახლი, რომელიც პირვანდელი სახით იყო შემორჩენილი და რომლის მსგავსიც კახეთში იშვიათია. ეს იყო ჩემი საყვარელი ადგილი და ჩემი ნაწილი. ამიტომაც ახლა თავს ისევე განადგურებულად ვგრძნობ, როგორც ეს სახლი. არ დარჩა არაფერი, არც ერთი ნივთი, მათ შორის საგვარეულო რელიკვიები, მხოლოდ აგურის კედლებია შემორჩენილი. ისე ცუდად ვარ, ვერც კი ჩავდივარ ამ საცოდაობის სანახავად. მამაჩემმა ორი ბინა გაყიდა, რომ ამ სახლისთვის პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა, როგორიც მისმა წინაპრებმა დატოვეს. ეჭვი რომ რამეში შევიტანო, შეიძლება შეთქმულების თეორიაში გადავიდე, რაც არ მჩვევია. თუმცა, ფაქტია, რომ სახლში არავინ იყო და ისიც ფაქტია, რომ ბოლო მოვლენები ცუდად დაემთხვა ერთმანეთს. ხანძრის მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხელს ვერავის დავადებ, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს პროვოკაცია, ვიღაცას უნდოდა ესარგებლა ჩემი არხიდან წამოსვლით, რათა გაჩენილიყო ინსინუაციების საფუძველი“- ამბობს ნათია ლაზაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნათია ლაზაშვილის სახლი, რომელიც ძველ თბილისში მდემარეობს ნამდვილი სასახელეა.

ნათია ლაზაშვილი საკუთარ ბოჰემურ სახლს ცნობილ საიტზე, airbnb-ზე 49 დოლარად აქირავებს.

სახლის სხვა ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

სკანდალი

2014 წელს ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანსა და ნათია ლაზაშვილს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირების საგანი მაშინდელი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ თა­ნამ­შრომ­ლის, თამ­თა ას­ლა­ნიშ­ვი­ლის გა­მოწ­ვე­ვას მიღება იყო, სადაც ღარიბაშვილს თავზე წყალი უნდა გადაესხა. სწო­რედ „ფე­ის­ბუქ­ზე“გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა ცხა­რე კა­მა­თი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­სა და ნა­თია ლა­ზაშ­ვილს შო­რის.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: არა. ეს არ არის გა­მოწ­ვე­ვის მი­ღე­ბა. 100$ უნდა გა­და­ე­რი­ცხა არა სო­ლი­და­რო­ბა­ში! არა­მედ იქ სა­დაც მსოფ­ლიო რი­ცხავს. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ლი­და­რო­ბას! კარ­გი იდე­აა მაგ­რამ სხვის მო­ფიქ­რე­ბულ აქ­ცი­ა­ზე მიბ­მა ტე­ხავს!

ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი: ნა­ნუ­კა ჩემო კარ­გო, რო­გორც ჩანს არ გეს­მის ამ კამ­პა­ნი­ის არსი, ეს არის ქველ­მოქ­მე­დე­ბის და ადა­მი­ა­ნებს შო­რის სო­ლი­და­რო­ბის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ე.წ ვირუ­სუ­ლი ფორ­მით ვრცელ­დე­ბა და ამი­ტო­მაც სხვა­დას­ხვა ფორ­მებს იძენს. ვედ­რო­თი წყლის გა­დას­ხმა ამ აქ­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა არაა, ისე­ვე რო­გორც არც ნო­ტა­რი­უს­თან დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი წე­სე­ბი არ და­უდ­გე­ნია ვინ­მეს. აქ მთა­ვა­რი ის კი არ არის, ვის გა­და­უ­რი­ცხავ თან­ხას, არა­მედ ის, რომ და­ეხ­მა­რო მათ ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი და­ა­სა­ხე­ლეს და გა­მო­იწ­ვი­ეს არა აშშ-ში, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლე­ბიც თან­ხას ერთი-ერთი კონ­კრე­ტუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ი­ტის­თვის რი­ცხა­ვენ.

იმის გამო, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მაშინ იყო ქვეყ­ნის პრე­მი­ერი, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვაც არის „სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დი" (და ეს არ არის მისი სა­კუ­თა­რი ფონ­დი) რო­მელ­საც მაშინ არ­სე­ბულ ფონ­დებს შო­რის, ყვე­ლა­ზე მეტი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, რომ რე­ა­ლუ­რად და­ეხ­მა­როს ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს, მათ შო­რის იმ დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, ვის­თვი­საც ეს კამ­პა­ნია და­ი­წყო, მან გა­და­წყვი­ტა სწო­რედ ასე­თი მას­შტა­ბის ფონდს და­ეხ­მა­როს, რად­გან რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა მას­ში, მით უფრო მეტი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლის დახ­მა­რე­ბას შევ­ძლებთ ყვე­ლა, მათ შო­რის მათ­თაც ვი­საც ცალ­კე­უ­ლი ფონ­დე­ბი დიდი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად ხან ეხ­მა­რე­ბი­ან და ხან ვერა. აქ მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, სი­კე­თის კე­თე­ბა და სი­კე­თის კე­თე­ბის სურ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის რა ფორ­მას აირ­ჩევ ამის­თვის. მთა­ვა­რი არ არის "შოუ" დად­გმა!

შენ ხომ არა­ვინ მოგ­თხო­ვა გა­და­რი­ცხვის ფურ­ცე­ლი ან რამ­დე­ნი გა­და­რი­ცხე და სად გა­და­რი­ცხე? ან გე­ყა­რა თუ არა ყი­ნუ­ლე­ბი ვედ­რო­ში? ასეთ კი­თხვებს და ასეთ პრე­ტენ­ზი­ებს ასეთ კამ­პა­ნი­ებ­ში არ აყე­ნე­ბენ. ყვე­ლა თვი­თონ ირ­ჩევს თა­ვის გზას. ასე, რომ შენც გირ­ჩევ "მად­ლი ქენი ქვა­ზე დადე, გა­ი­ა­რე და წინ დაგ­ხვდე­ბა".

P.S. ცნო­ბი­სათ­ვის ბა­რაკ ობა­მა­მაც ფული გა­და­რი­ცხა და წყა­ლი არ გა­და­უს­ხია. წყა­ლი გა­და­ის­ხა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბუშ­მა, შე­გეძ­ლო გა­მო­გეწ­ვია ექს-პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი, მი­თუ­მე­ტეს რომ ცივი წყლის გა­დას­ხმა ეხლა მას არ აწყენ­და.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: ნა­თია მე თვი­თონ გა­დავ­წყვი­ტავ ვინ გა­მი­ვიწ­ვიო. ისე გრე­ჩი­ხაც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და და ხო არ გა­მო­იწ­ვევ­დი, ზუს­ტად ვიცი არსი და მე მეს­მის თქვე­ნი. ზუს­ტად თქვენ ვერ აუხ­სე­ნით პრე­მი­ერს და ეხლა აქ უნდა წე­როთ ვი­თომ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ სხვა­ნა­ი­რად გა­ვი­გეთ და ად­მი­ნი­ატ­რა­ცი­ამ სხვა­ნა­ი­რად.

...ბა­რაკ ობა­მამ ფული მი­თი­თე­ბულ ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხა და არა მის მიერ შექ­მნილ ფონდში ნა­თია და არ მინ­და მეტი გულ­წრფე­ლო­ბა შენ­თან

მე­სი­ჯო­ბა­ში და გირ­ჩევ არ გად­მოხ­ვი­დე წი­თელ ხაზს, რაც უკვე სცა­დე!!!

.... და შენ რომ მე მირ­ჩევ სი­კე­თის გა­კე­თე­ბას, კი მე­ცი­ნე­ბა. ჩემი გა­და­ცე­მის 30% ქველ­მოქ­მე­დე­ბაა, ნა­თია.

... და არის ისე­თი რა­ღა­ცები, რა­საც სა­ჯა­როს არა­სო­დეს გავ­ხდი! ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ქვა­ზე დავ­დე და წინ დამ­ხვდა!

... რაც შე­ე­ხე­ბა ქვი­თარს! ვერ დავ­დებ იმი­ტომ, რომ ხვალ ვრი­ცხავ! და არა­სო­დეს ვი­ტყვი ტყუ­ილს!

... არც წყლის გა­დას­ხმა უთ­ქვამს ვინ­მეს:) არც ობა­მას გა­და­უს­ხია წყა­ლი. მაგ­რამ 100$ მი­თი­თე­ბულ ან­გა­რიშ­ზე დადო. პრე­მი­ერს სა­ერ­თოდ შე­ეძ­ლო გა­მოწ­ვე­ვა არ მი­ე­ღო! ვალ­დე­ბუ­ლი არაა! და ეს ფონ­დი ისე­დაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­ე­ხა­და! და გარ­წმუ­ნებ ამ ფონდშიც გა­დავ­რი­ცხავ ფულს და მა­გის ქვი­თარ­ზეც დაგ­თა­გავ!

ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი: ნა­ნუ­კა მე არ ვიწ­ვევ არა­ვის სა­ნამ არ გა­მო­მიწ­ვე­ვენ. რომ გგო­ნია, არ­ტი­ლე­რი­ა­ში მო­არ­ტყი ეგ არ­ტე­რი­აა და არც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ხარ. არ ვა­პი­რებ შენ­თან კი­დევ უფრო მე­ტად დე­ბა­ტებ­ში შე­მოს­ვლას. შე­ვე­ცა­დე ამეხ­სნა, რაც უფრო მეტს და­წერ მგო­ნი უფრო მეტ შეც­დო­მას და­უშ­ვებ.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: ნა­თია, შენ კუ­რი­ე­რის სტუ­დი­ა­ში იჯე­ქი მა­შინ, რო­დე­საც მე ნამ­დვი­ლი არ­ტი­ლე­რი­ის კად­რებს გი­გო­რებ­დი და შენ იცი, რომ მე სხვა­ო­ბე­ბი ვიცი. ეგ იმ ზღაპ­რი­დან არის მთე­ლი მე­დია და მარ­თლა ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო რომ ყვე­ბო­და, ნა­თი­ამ ტექ­სტის წერა არ იცის და ტა­ბა­ტა­ძე უწერ­სო, ამი­ტომ არ გინ­და ეხლა ზღაპ­რებ­ზე აყო­ლა! რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოწ­ვე­ვას, მე შენ არ გა­მო­მიწ­ვე­ვი­ხარ!

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: მათ შო­რის, სა­სა­ცი­ლოდ რომ იგ­დებ­დნენ შენი წიგ­ნის იდე­ას, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ყვე­ლას დარ­წმუ­ნე­ბას იმა­ში, რომ შენ ბუ­ტა­ფო­რი­უ­ლი დიქ­ტო­რი არ იყა­ვი. ამი­ტომ არ ხარ მარ­თა­ლი, რო­დე­საც წერ იმას, რაც ზუს­ტად იცი, რომ უნებ­ლი­ეა და არა რე­ა­ლუ­რი შეც­დო­მა.

ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი: ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ასეთ მდა­რე ხა­რის­ხის ინ­სი­ნუ­ა­ცი­ებს კად­რუ­ლობ, რამ­დე­ნიც მე ვინ­მე რა­მეს მი­წერ­და იმ­დენ­ჯერ ცუდი ამ­ბე­ბი გა­გე­გოს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სულ კარ­გად იქ­ნე­ბი.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: ააა, მე მე­გო­ნა, შენ შე­წუხ­დე­ბო­დი არ­ტი­ლე­რი­ით სპე­კუ­ლა­ცი­ით.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორია დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანის მიღმა, რა ქონებას ფლობს ტელეწამყვანის მეუღლე და რაზე ოცნებოდა ბავშვობაში

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე

ჩემმა დამ ბენზინი გადაისხა და თავი ცოცხლად დაიწვა... - უმძიმესი ამბავი


15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 წუთის წინ

15 დეკემბერი

„ორჯერ აცრილი პირებისთვის იგეგმება ციფრუ...

28 წუთის წინ

ივანე ჩხაიძე

„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

23:46 პარ. 14 მაისი

მაია ასათიანი


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10 პარ. 14 მაისი

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44 პარ. 14 მაისი

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10 პარ. 14 მაისი

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59 პარ. 14 მაისი

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26 პარ. 14 მაისი

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32 პარ. 14 მაისი

ცაგარელი

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32 პარ. 14 მაისი

Google

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24 პარ. 14 მაისი

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09 პარ. 14 მაისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05 პარ. 14 მაისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59 პარ. 14 მაისი

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58 პარ. 14 მაისი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46 პარ. 14 მაისი

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43 პარ. 14 მაისი

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34 პარ. 14 მაისი

საპატრულო პოლიციის ლენტი