Digest Logo

რეპრესირებული ოჯახი, მამის დახვრეტა, ცხოვრება ინტერნატში და ინცესტი - ლეილა აბაშიძის პორტრეტი

 22:34 კვი. 18 აპრილი
ლეილა აბაშიძე

საბჭოთა კავშირის ე.წ. კლიშეებისა და სწორხაზოვანი აზროვნების შესახებ ხომ ბევრი გსმენიათ? ჰოდა, ასეთ ბნელ დროშიც არსებობდნენ სხივების მომტანი ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ წყვდიადს და ნათელ მომავალს ბადებდნენ.

დიახ, ასეთი იყო მსახიობი ლეილა აბაშიძე, რომელმაც საბჭოური „ამხანაგი“ ქალის, ბაბთიანი პროტოტიპი დაარღვია და შექმნა სრულიად თამამი თავისუფალი ქალის სახე, ვისთვისაც ქალისა და კაცის საქმის კეთება გამიჯნული არ იყო.

 

აბა, გაიხსენეთ, „აბეზარა“, ქალი კომბინიზონში, ქალი საჭესთან, სიყვარულისთვის მებრძოლი ქალი, დიახ, ეს ხომ ლეილას მიერ შექმნილი პერსონაჟი ლიაა.

სწორედ, ამ თავისუფალი პერსონაჟებითა და მრავალფეროვნებით შეძლო გამხდარიყო სახალხო არტისტი. თუმცა იუმორის უკან დიდი ტრაგედია იმალებოდა, რასაც მსახიობი ღიმილით ფარავდა.

რეპრესირებული ოჯახი

ლე­ილა აბაშიძეს ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი ტკივილის გადატანა მოუწია. მამა, რომელიც რუსეთში თანამდებობის პირი იყო და 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა - ციმბირში გადაასახლეს.

ლეილას დედა, იმ მიზნით, რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და ქალიშვილიც თან წაიყვანა…

სულ პატარა ლეილამ, დედის ალერსსა და მამის სითბოსთან ერთად, ცივი ბანაკის გაჭირვებაც შეიგრძნო. თურმე, გახლართულ მავთულებში 220 ვოლტის დენი გადიოდა და ვერავინ ეკარებოდა. იყო დიდი გაჭირვება, თუმცა არავინ შეუწუხებია დასახმარებლად.

„დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა.

მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას. ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები“,- იხსენებდა აბაშიძე.

დედისა და მამის ნაწამები სახეები მეხსიერებიდან არ ამოსდიოდა. რაც უფრო მეტად სტკიოდა, მით უფრო იკეტებოდა თავის სიმარტოვესა და სადარდელში.

საზოგადოების წინ კი მხიარული ლეილა ჩანდა, რომელსაც ნიჭიერების წყალობით შეუმჩნევლად ვერ დატოვებდი.

ციხეში, პატიმრებისთვის გამართულ კონცერტზე პატარა ლეილაც გამოდიოდა… „მამამ, რომელიც ბუნებით ხელოვნების მოყვარული კაცი იყო, მოიფიქრა კონცერტი ტუსაღებისთვის და მე ვკითხულობდი ლექსს „Умер Ильич“.

როგორც თავად ამბობდა, ამ ლექსში აქსოვდა მთელ განცდას, რაც დაგროვებოდა გისოსებს იქით მყოფი მამის, შრომით დაღლილი დედის, ქართულ მზეს მოშორებული პატარა გულის ტკივილის გამო...

ოჯახმა ძალიან დიდხანს არ იცოდა რა ბედი ეწია რეპრესირებულ პატიმარს, შემდეგ კი მათ მოუვიდათ დახვრეტის ოქმი… პატარა ლეილა დროებით ინტერნატში მიაბარეს. ციმბირშივე გაჩნდა მისი მესამე ძმაც. იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და დედა იძულებული გახდა, შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

სტუდენტობა

სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, კინომსახიობთა სიჭარბისა და კინოსტუდიის მიერ გამოშვებული ფილმების სიმცირის გამო, სამსახიობო ფაკულტეტი დახურეს.

თეატრალური ინსტიტუტის დირექტორმა, აკაკი ხორავამ, დახურული კურსი გასაუბრებაზე მიიწვია, რამდენიმე მსახიობი აარჩია ინსტიტუტისთვის და ისინი მეორე კურსზე დასვა.

არჩეულთა შორის იყო ლეილა აბაშიძეც. კურსი მიჰყავდა დოდო ალექსიძეს. მესამე კურსიდან ლეილა სამსახიობო ხელოვნებას მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ეუფლებოდა…

სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში – „ქეთო და კოტე” (ყვავილებიანი გოგონა) და „გაზაფხული საკენში” (ნინო).

ინსტიტუტის წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგ ლეილა აბაშიძე რუსთაველის თეატრში გაანაწილეს.

თეატრში ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესრულებული მნიშვნელოვანი როლი, რომ მიწვევა მიიღო კინოსტუდია „ქართულ ფილმში”. თეატრში გადაჭრით უთხრეს – ან თეატრში დარჩი, ან კინოში იმოღვაწეო.

ლეილამ კინემატოგრაფი აირჩია და კინოსტუდია „ქართულ ფილმში” დაიწყო მოღვაწეობა.

თითქმის ყველა ფილმში ის თავის თავს თამაშობს. ისეთ ჩაკეტილ ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ძალიან ცოტა მსახიობს თუ შეეძლო, ეთამაშა საკუთარი თავი.

ლეილა აბაშიძემ კინემატოგრაფში თავისი იმიჯი შემოიტანა – მის მიერ განსახიერებული ქალები არიან მიზანმიმართულები და სიყვარულში გამარჯვებულები.

კარიერა

ლეილას თითქმის ყველა მნიშვნელოვან ფილმში იწვევდნენ. მის მიერ შექმნილი სახეები უყვარდათ და თაობებს ზრდიდნენ... ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა 8 წლისამ, ფილმში „ქაჯანა“, კატოს როლი ითამაშა.

„ვიყავი 8 წლის, ქართული არ ვიცოდი, რადგან, დაწყებითი განათლება რუსეთში მქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში ციმბირიდან. ჩემმა მამიდამ გახარებულმა მითხრა, რომ გაზეთში განცხადება ნახა – ფილმისთვის სჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა – იმ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ჩემთვის არც უკითხავთ, მსურდა თუ არა გადაღება, მაგრამ, აზრიც არ ჰქონდა, რადგან, მე არც ერთი ფილმი ნანახი არ მქონდა, რა იყო კინო, საერთოდ არ ვიცოდი. მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და, როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებითა და ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი – ვიცოდი, რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა, თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინისრიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, თან რაღაცას ვღიღინებ და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა – გოგონა, საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე, ზემოდან-მეთქი. – იქ რა გინდოდაო. ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ, არ მოვეწონე და წამოვედი,
– ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე – ძალიან-ძალიან-მეთქი! ეტყობა, იმდენი სურვილი ჩავაქსოვე ამ ორ სიტყვაში, რომ, გაეცინა, მომკიდა ხელი და მითხრა, ჩემთან წამოდიო – თურმე, ეს გახლდათ თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. მერე შემეკითხა – და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა. – ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო,
– რომელი? – ვიკითხე მე, თურმე, ტრაგიკული ხმით. უფროსიო, – მამიდამ უკარნახა და მე ისე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. ბოლოს და ბოლოს, დამაწყნარეს და, თურმე, ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე“,- იხსენებდა მსახიობი.

სკოლის დამთავრებამდე კიდევ ორი როლი მისცეს: იუტა „ოქროს ბილიკში“ და ნაზიბროლა „აკაკის აკვანში“.

კომედიურ როლებთან ერთად მან სრულიად განსხვავებული სახეები განასახიერა… „მაია წყნეთელი” კი ლეილა აბაშიძის ნამდვილი სამსახიობო გამარჯვებაა.

ფილმში „შეხვედრა წარსულთან” ლეილას მიერ განსახიერებული დრამატული როლით აღფრთოვანებული სერგო ზაქარიაძე მას ცნობილ უცხოელ ტრაგიკოს მსახიობებს ადარებდა და ამბობდა, რომ ლეილამ ისეთ მაღალ დონეზე ითამაშა, როგორც ცნობილ ტრაგიკოსებს სჩვევიათო.

აუხდენელი სურვილი

ლეილა აბაშიძეს, როგორც კინომსახიობს, ყველაზე დიდი წარმატება ერგო წილად და ალბათ ბედნიერი უნდა ყოფილიყო ამით... მაგრამ მისი დაუცველი შინაგანი სამყარო გაცილებით მძაფრად განიცდიდა ნებისმიერ პატარა ტკივილს... მისთვის ერთი სიტყვა, ერთი გამოხედვა შეიძლებოდა ყოფილიყო მოუშუშებელი ტკივილის მომტანი.

ცხადია, არც ის ბავშვობის დროინდელი მძაფრი შთაბეჭდილება ავიწყდებოდა: ტკივილად ქცეული ადამიანების სახეები გისოსებს მიღმა, განწირული პატიმრის მადლიერი თვალები, ოჯახს დანატრულებული ტუსაღების სიყვარულიანი შეძახილები...

ამიტომაც უნდოდა რაღაც უფრო სერიოზული, ფსიქოლოგიური ეთამაშა. სულში დაგროვილი სათქმელი, როგორც კივილი, ისე აღმოხდენოდა ამ როლის თამაშისას...

ეს ოცნება არ შეუსრულდა.

დაემთხვა მძიმე წლები, როცა ქართული კინო როგორც ხელოვნება, თითქმის მოკვდა. არ იყო არანაირი სახსარი, რომ რეჟისორებს ემუშავათ.

20-წლიანი პაუზა

თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, ლეილა აბაშიძეს დიდხანს არ იღებდნენ კინოში. 20 წლის განმავლობაში, ის მხოლოდ 5 ფილმში ათამაშეს, ამათგან ერთი ფილმი – „თბილისი-პარიზი-თბილისი” – თავისი გადაღებულია.

მსახიობს სურდა, „ნატვრის ხეში” ეთამაშა, მაგრამ, ფილმში არ მიიწვიეს.

თენგიზ აბულაძეს უთქვამს მისთვის: დიდ პატივს გცემ, მაგრამ, მე ამ ფილმში ახალი მსახიობები მჭირდება და არა ცნობილიო.

დიდი ხნით აიკრძალა ფილმი „ხევისბერი გოჩა”, სადაც ლეილამ ერთ-ერთი შთამბეჭდავი დრამატული როლი ითამაშა, რადგან, ფილმში ლეილას პარტნიორმა, ონისეს როლის შემსრულებელმა ნუგზარ შარიამ, საბჭოთა კავშირი დატოვა და უცხოეთში ითხოვა თავშესაფარი.

ამას დაერთო მსახიობ გოჩა აბაშიძის თვითმკვლელობა (ლეილას სიყვარულის გამო), რომელშიც ირიბად ლეილას ადანაშაულებდნენ რეჟისორები (თუმცა, თვითმკვლელობის სხვა მიზეზებზსაც ასახელებენ).

1981 წელს საკუთარი სცენარით (ლ. ჭელიძესთან ერთად) გადაიღო ფილმი „თბილისი-პარიზი-თბილისი”, სადაც მთელი თანავარსკვლავედი მიიწვია სათამაშოდ: ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, თვითონ კი თეა შერვაშიძის მთავარი როლი შეასრულა.

გარდაცვალება

ხომ, გახსოვთ ამბობენ, აღდგომის კვირეულში გარდაცვლილი ადამიანები, პირდაპირ სამოთხეში ხვდებიანო, ჰოდა სახალხო არტისტიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის მძიმე სენით იყო დაავადებული და ბოლო თვეები საავადმყოფოში გაატარა.

ვარსკვლავის გახსნა

2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნამდე კინოთეატრში მსახიობის პატივსაცემად საღამო გაიმართა, რომელზეც ქალბატონმა ლეილამ თქვა:

„დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს.

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის, ნატო ვაჩნაძის ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა.

დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემ მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს.

მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს“.

უცნობი ისტორია

მსახიობმა გოჩა აბაშიძემ და ნუნუ გაბუნიამ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მაშინ ნუნუ სკოლის მოსწავლე იყო. წვეულების შემდეგ გოჩამ და მისმა მეგობარმა სახლამდე მიაცილეს. მეორე დღეს კი გოჩა დიდი ხნის ნაცნობივით გაბუნიებს სახლში ესტუმრა.

– გოჩა უშუალო და უკომპლექსო იყო. წინა საღამოს გამიცნო და მეორე დღეს სტუმრად მოვიდა. მას იღებდნენ ფილმში „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“. მიხაროდა, „ცოცხალი“ მსახიობი რომ გავიცანი. ჩვენთან ისე ხშირად მოდიოდა, შინაურად ვთვლიდით. მეზობლებსაც კი იცნობდა. ძმასავით ვუყურებდი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ სიყვარულს ამიხსნიდა.

– სიყვარულის გრძნობა პირველად მას გაუჩნდა?

– ერთხელ მითხრა, თუ ჩემი არ გახდები, თავს მოვიკლავო. მაშინ გოჩა უკვე პოპულარული მსახიობი იყო და მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. მისმა ნათქვამმა დამაბნია, გაურკვევლობის გრძნობა გამიჩნდა. ვუთხარი, სიგიჟე რომ გაუვლიდა, მერე შემხვედროდა.

გოჩასთან სიახლოვეს მიჩვეული ვიყავი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ მის გარეშე რაღაც მაკლდა. მალე გოჩა ისევ მოვიდა და თქვა, რომ უჩემოდ არ შეეძლო და „გიჟური“ აზრი არ შეუცვლია.

ამ პერიოდში გოჩას მძიმე ოჯახური პირობები ჰქონდა. მამამისი გადასახლებიდან ჩამოვიდა და გარდაიცვალა.

დედამისს სხვა ქმარი ჰყავდა, რის გამოც გოჩა ძალიან ნერვიულობდა.

ფილმის „ჩრდილი გზაზე“ გადაღებაზე მიდიოდა. წასვლამდე მთხოვა, ხელი მოგვეწერა და, სანამ სკოლას არ დავამთავრებდი, ნამდვილ ცოლქმრობას არ მომთხოვდა, თითსაც არ დამაკარებდა. იძახდა, სხვანაირად, გადაღებაზე დამშვიდებული ვერ ვიქნებიო.

არ მინდოდა, მისთვის სანერვიულო დამემატებინა, ამიტომ ვიფიქრე, ჯანდაბას ჩემი თავი-მეთქი და ხელის მოწერაზე დავთანხმდი.

– სკოლის მოსწავლემ მოაწერეთ ხელი?!

– არასრულწლოვანი ვიყავი და ჩემი ხელის მოწერა არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, გოჩამ ეს მაინც მოახერხა. მმაჩის ბიუროში თავდებად დადგომა უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროფესორს სთხოვა.

ხელმოწერის დღეს, 17 აპრილს, საშინელი ქარი ქროდა. მმაჩის ბიურო თავისუფლების მოედანზე, სარდაფის მსგავს პატარა, ჭუჭყიან შენობაში იყო. უღიმღამო სიტუაციაში მოვაწერეთ ხელი. გარეთ რომ გამოვედით, ვფიქრობდი, ღმერთო, ნეტავ, ახლა ისე გავცივდე, ავად გავხდე და მოვკვდე-მეთქი. არ ვიცოდი, დედისთვის ეს ამბავი როგორ უნდა მეთქვა.

– დედათქვენმა არ იცოდა?

– მამა 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედა იმედებს ჩემზე ამყარებდა. უნდოდა, უმაღლესში ჩამებარებინა, მესწავლა. რომ სცოდნოდა, სკოლის მოსწავლე ხელს ვაწერდი, ნებას როგორ მომცემდა?! გოჩას ვთხოვე, ქორწინების საბუთი არავისთვის ეჩვენებინა, მაგრამ იმ დღესვე მიუტანა დედაჩემს. დედას ნერვიულობაზე მარცხენა მხარე გაუჩერდა და კარგა ხანს იწვა.

– ქმარს სიყვარულით არ გაჰყევით?

– გოჩას მიმართ სხვანაირი სიყვარული მქონდა. მის ახლობლებს სწყინთ, ასე რომ ვამბობ, როგორ შეიძლება, გოჩა არ ჰყვარებოდაო. ვერ გამიგია, რა არის ამაში წარმოუდგენელი. ხომ შეიძლება, სრულიად მახინჯი შეგიყვარდეს ან ულამაზესი ადამიანის მიმართ ეს გრძნობა არ გაგიჩნდეს? გოჩასთან ისე ახლოს ვიყავი, მას, როგორც მამაკაცს, ისე არ ვუყურებდი. სხვა მომწონდა და ეს გოჩამაც იცოდა. ასეთ რაღაცებს ვუმხელდი კიდეც, რადგან მეგობრად მივიჩნევდი.

ხელის მოწერის შემდეგ გოჩა გადაღებაზე კახეთში წავიდა. შემპირდა, ამ ამბავს არ გაამჟღავნებდა, მაგრამ საიდუმლო არც ამჯერად შეუნახავს. გადაღებაზე ყველასთვის მოუყოლია ჩვენი ქორწინების ამბავი.

დაპირების მიუხედავად, გოჩა აბაშიძე და ნუნუ გაბუნია ნამდვილი ცოლ-ქმარი ძალიან მალე გახდნენ. როცა გოჩა გადაღებიდან დაბრუნდა, ცოლი ბებიასთან და ბიძასთან, საჩხერის რაიონში, სოფელ ჭალაში წაიყვანა. სახლთან მისასვლელად ბონდის ხიდი უნდა გადაევლოთ, რომელიც დანგრეული იყო. სოფლის ბავშვები მასზე იოლად დარბოდნენ, პატარძალს კი ისე შეეშინდა, ნაბიჯს ვერ დგამდა. გოჩამ ცოლი ზურგზე მოიკიდა და ისე გადაარბენინა ხიდზე.

– ქორწილი არ გვქონია. საქორწინო ბეჭედიც კი არ გამაჩნდა, რაზედაც ძალიან მწყდებოდა გული. გოჩას მამის დატოვებული ოქროს მონეტა ჰქონდა. მპირდებოდა, რომ ამით ქორწინების ბეჭედს გააკეთებინებდა, მაგრამ ამის უფლება დედამისმა არ მისცა, – იხსენებს ნუნუ გაბუნია.

ხელმოწერიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 3 აპრილს, მათ გოგონა შეეძინათ, მანანა. ბავშვი 5 კილოს იწონიდა და მშობიარობამ საკმაოდ რთულად ჩაიარა. ახალგაზრდა დედას სისხლდენა დაეწყო და კინაღამ მშობიარობას გადაჰყვა. 40 წუთი გათიშული იყო.

ამ დროს მისი მეუღლე და დედამისი საავადმყოფოს ეზოში იყვნენ. გოჩა ექიმებს ჟანგბადის ბალიშების ჩატუმბვაში ეხმარებოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ ისინი მისი მეუღლისთვის სჭირდებოდათ. ახალშობილი ძალიან ჰგავდა მამას.

– მანანას ჩემი ქმრის წარბები ჰქონდა. გოჩა სამშობიაროში ხშირად მოდიოდა. ამაყობდა, გოგონა მას რომ ჰგავდა. ბავშვს სახელი მე დავარქვი, მაგრამ მასაც ძალიან მოსწონდა. ამბობდა, მანანა აბაშიძე კარგად ჟღერსო.

ფილმ „მაია წყნეთელის” გადაღებები გორში ჰქონდა. ბავშვთან ერთად მეც იქ ვიყავი. მაშინ მანანა წლისაც არ იყო… ჩვენი შვილი 3 წლის იყო, გოჩამ თავი რომ მოიკლა და მამა ბუნდოვნად ახსოვს...

მათი ცოლქმრული ურთიერთობა მალე დასრულდა. მართალია, არ გაყრილან, მაგრამ ნუნუმ ქმრის ოჯახი მიატოვა და ბავშვთან ერთად წავიდა. ამისათვის კი საკმაოდ ობიექტური მიზეზი ჰქონდა – მეუღლის ღალატი. მათი დაცილების მიზეზი გოჩასა და მსახიობ ლეილა აბაშიძის სასიყვარულო ისტორია გახდა.

ნუნუ გაბუნია:

– გოჩა მეუბნებოდა, გონზე მოხვალ და მიხვდები, რომ ზოგჯერ ადამიანებს რაღაცები ეშლებათო. მისგან ასეთი საქციელი ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ლეილა და გოჩა ნათესავები იყვნენ. ლეილა ძალიან მიყვარდა და მასთან ახლო ურთიერთობაც მქონდა. მისგან ღალატიც არანაკლებ მეწყინა. ფაქტობრივად ორი ადამიანი ერთდროულად დავკარგე.

– ხალხში ასეთი ხმებიცაა გავრცელებული, რომ გოჩა აბაშიძემ სწორედ ქალბატონი ლეილას გამო მოიკლა თავი.

– ჩემი ქმრის თვითმკვლელობას მას ვერ დავაბრალებ, თუმცა ჩვენი გაშორების მიზეზი ნამდვილად იყო. ისიც ფაქტია, რომ გოჩა თავს არ მოიკლავდა, გვერდით ცოლ-შვილი რომ ჰყოლოდა.

მისი ტრაგიკული გარდაცვალების რეალური მიზეზი კი „პობედა“ გახდა. გოჩამ მანქანის გაყიდვა მოინდომა. ამ პერიოდში ფილმ „თეთრ ქარავანში“ მთავარ როლზე მიიწვიეს. ფიქრობდა, მანქანას გავყიდი, ფულს დავამატებ და უკეთესს ვიყიდიო.

„პობედა” სომეხს მიჰყიდა, მაგრამ მან გაფორმება ვერ მოახერხა და უკან მოუყვანა. გოჩას მანქანის ფული უკვე დახარჯული ჰქონდა, რადგან დედამისს დასჭირდა.

გოჩამ ფილმის დირექტორს ავანსის წინასწარ მიცემა სთხოვა, მაგრამ უთხრეს, როლიდან მოხსნილი ხარო.

ეს იმას ნიშნავდა, რომ მთელი წელი უმუშევარი უნდა ყოფილიყო. არავინ იცის, გამწარებულმა დირექტორს რა უთხრა.

მდივანმა მხოლოდ დირექტორის პასუხი გაიგონა, შავგულიძე მოკვდა და არავინ წაჰყოლია, შენ ვინ ხარო. ამ პროცესებმა აიძულა იგი, 24 წლის ასაკში საბედისწერო გადაწყვეტილება მიეღო და შაბიამანი დალია“,- იხსენებს ნუნუ გაბუნია.


აგრეთვე წაიკითხეთ:

მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები

ბედნიერი თავისი ცხოვრებით არავინ არ არის - ლიანა ასათიანის სიმდიდრე, სევდა და მარტოობა

რეპრესირებული ოჯახი, შვილმკვდარი დედა, უიღბლო ქორწინება და ტიფით დაავადება - „მაგადანას“ უცნობი ისტორიები


„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

ფოტოები - რა პირობებში იხდის სასჯელს მიხ...

23:30 კვი. 17 ოქტომბერი

სააკაშვილი

კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინ...

23:12 კვი. 17 ოქტომბერი

თბილისის მერი, „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანი კახა კალაძე - Pia.ge

„იარაღის ჟღარუნი მესმის… პოლიტიკოსები ხე...

22:43 კვი. 17 ოქტომბერი

ლელა კაკულია
წინასწარმეტყველი

ციციშვილის კლინიკაში დღეს კოვიდინფიცირებ...

21:42 კვი. 17 ოქტომბერი

ჩვილი

7 დაუწერელი წესი, რომელსაც ზრდილობიანი ა...

20:41 კვი. 17 ოქტომბერი

სუნამო

„ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშე...

19:01 კვი. 17 ოქტომბერი

ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი Digest.ge 2021

უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შურ...

18:31 კვი. 17 ოქტომბერი

სასულიერო პირი

„ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეებში 10 000...

17:21 კვი. 17 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი
საგანგებო ვიდეომიმართვას
ავრცელებს

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენ...

16:20 კვი. 17 ოქტომბერი

რაფაელევროპარლამენტარი
რაფაელ გლუკსმანი,
ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი გლუკსმანი