Digest Logo

რატომ უთხრა თამრიკო ჭოხონელიძემ გოგი დოლიძეს უარი ცოლობაზე და ვინ იყო მისი შვილების დედინაცვალი

 13:28 სამ. 12 იანვარი
თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საზოგაოდების და პრესსის ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებს. დროის სვლასთან ერთად მისი ოჯახის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა ბევრი რამ საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის.

თამრიკო ჭოხონელიძის მამა ფოლკლორისტის, პროფესორ კუკური ჭოხონელიძი იყო, მისი მეუღლე ულამაზესი ქალბატონი იყო, როგორც თამრიკო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ყოველთვის უნდოდა დედას დამსგავსებოდა.

„დედაჩემთან, ალბათ, ახლოსაც ვერ მივალთ შვილები, იმდენად ლამაზი იყო ახალგაზრდობაში. სულ მინდოდა, მას დავმსგავსებოდი.

„ჩემმა მშობლებმაც იმ სულისკვეთებით გაგვზარდეს, რაც მათ ჰქონდათ. მამა დედას იქით ვერავის ხედავდა. ორმოცი წელი იცხოვრეს ერთად. ასეთი სიყვარული არ მინახავს. მამა ხშირად გვეუბნებოდა, განსაკუთრებით, როცა ნასვამი იყო: დედათქვენს ვერც ერთი დაემსგავსეთო. სკოლის მერხიდან უყვარდათ ერთმანეთი, ხელისგულზე ატარებდა. ყველასთან მიმართებაში დედაჩემისა და მამაჩემის ურთიერთობიდან ვავლებდი პარალელებს. დედა დღესაც ამბობს – ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც მამათქვენის ხელში გამივლია, ყველაფრის გვირგვინიაო. პლეხანოვზე ვცხოვრობდით. სამივე შვილი რთულ პირობებში გაგვაჩინა და გაგვზარდა, მაგრამ გვერდით ისეთი ღირსეული კაცი ედგა, რომ ამ სიმძიმეს არ აგრძნობინებდა. არ აკადრებდა დედას მძიმე აეწია ან კედელზე ლურსმანი მიეჭედებინა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ ეხერხებოდა ასეთი რაღაცეები“- იხსენებს მშობლებს თამრიკო ჭოხონელიძე.

თამრიკო ჭოხნელიძეს სამი და ჰყავს, მუსიკოსი მშობლების წყალობით, მთელი ოჯახი მუსიკით იყო გაჟღენთილი.


„სოფიკოზე თავის დროზე ამბობდნენ, - სმენა არა აქვსო. მასზე ოთხი წლით უფროსი ვარ, შემეცოდა და სამეცადინოდ დავისვი. სოფიკო დამყვა. ცოტა ხანში, ჩემი დაბადების დღეზე გამოვაცხადე, რომ მე და სოფიკო ვიმღერებდით. დედამ და მამამ ყურებზე ხელი აიფარეს. ჩვენი მეცადინეობის შედეგად მოხდა ის, რომ სიმღერა ორ ხმაში შევასრულეთ. როცა უმცროსი და, თინიკო წამოიზარდა, ვეხვეწებოდით, ჩვენთან ერთად ემღერა, მაგრამ უზომოდ ცელქს, სულ ეზოში უნდოდა ყოფნა. ერთ მშვენიერ დღეს დები მე ჩამაბარეს. თინიკო ეზოში ჩავიდა. ცოტა ხანში სახლში შუქი ჩაქრა და თინიკოს დავუძახე, - ამოდი, დედამ თქვენი თავი მე დამიტოვა-მეთქი. დამიჯერა და ამოვიდა. რა უნდა გვექნა? მოდი, ვიმღეროთ-მეთქი. ჰოდა, ეტყობა, პირველად მაშინ დაიჭირა ის, რასაც შეხმატკბილებას ეძახიან. ჩვენი სიმღერა აშკარად შედგა და თინიკოსაც მოეწონა. საერთოდ, ყველაფერი ურთიერთსიყვარულიდან მოდის. ჩემი დები ჩემთვის საჩუქარია. ხშირად მითქვამს და ახლაც ვამბობ, ისინი სხვისი დები რომ ყოფილიყვნენ, კეთილი შურით შემშურდებოდა. ჩვენ მეგობრებიც ვართ, საოცარი ურთიერთობა გვაქვს. მახარებს ისიც, რომ სიყვარული და თანადგომა ჩვენს შვილებზეც გადავიდა“- ამბობს თამრიკო ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გასულ წელს მეუღლესთან, გია როინიშვილთან წლების წინ გაწყევტილი ურთიერთობა აღადგინა. მათ შესახებ ბევრი ჭორაობდა და კულუარულ წყაროებში ამბობდნენ, რომ დაშორების მიზეზი ღალატი იყო.

„ალბათ, მიტევება ყველაზე დიდი კეთილშობილებაა“ - თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ და მეუღლეს შეურიგდა. ახლა ისინი კვლავ ერთად არიან.

წყვილს ორი შვილი ჰყავს, მარიამი და კოკო და ერთი შვილიშვილი ჰყავთ.

მარიამი დედის კვალს გაყვა, კოკო კი მსახიობია.

ჭოხონელიძის ცხოვრებაში იყო სხვა ცნობილი კაციც - გოგი დოლიძე, რომელსაც მან ცოლობაზე უარი უთხრა:

„ის ჩემზე ათი წლით უფროსი იყო და მე არ მინდოდა ამხელა ასაკის ადამიანთან ურთიერთობა. ათი წელი ძალიან ბევრი მეჩვენებოდა. სერიოზულად შემომიტია და შევეცადე, რაღაცნაირად გამოვძრომოდი. მერე ამბობდა თურმე – ეს ერთი შეხედვით გულუბრყვილო გოგო როგორ გამიძვრა ხელიდანო. ვერ ვიტან ზედმეტად ბოჰემურ ცხოვრებას სხვებთან მიმართებაშიც. არ მიყვარს, ოჯახიდან რომ არიან გადავარდნილები და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი ასეთ ცხოვრებას გააგრძელებდა, თუმცა მეუბნებოდა, რომ ასე არ იქნებოდა. გია ჩემი თანატოლია, მასთან თავი კარგად ვიგრძენი და ეს ნაბიჯი გადავდგ“- ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

შვილების, მარიამისა და კოკოს დაბადება როგორ გახსენდება?

– მარიამი რომ გაჩნდა, ძალიან სასაცილო იყო. გიას ჰგავდა, მაგრამ უშნო ვარიანტი იყო. ვუთხარი კიდეც – შენ გგავს, ოღონდ უფრო უშნოა-მეთქი. მერე ხუმრობით იხსენებდა – თამრიკომ მომწერა, ისეთი უშნოა, სულ შენ გგავსო. სანახავად რომ მოდიოდნენ, ეფექტს ვერ ახდენდა – გამხდარი, დიდი შავი თვალებით, რომელიც ხანდახან უპროპორციო მეჩვენებოდა. ვიფიქრე, რითი მოვაწონო ამ ხალხს ეს ბავშვი-მეთქი. სამი თვის იყო, დავიჭირე ის მომენტი, რომ ბეთჰოვენის „ზაზუნას“ ვუმღერი, გული უჩუყდება და ტირილს იწყებს. ერთხელ, ორჯერ და მესამედაც რომ იტირა, რამდენი მნახველი მოდიოდა, ამ სიმღერას ვიწყებდი. ბოლოს დედაჩემმა ამიკრძალა – ნერვულ სისტემას გაუფუჭებო. მერე გაიზარდა და დაიხვეწა. არაფერს ვუჩივი, ძალიან კარგი გახდა. კოკო ქერა და ცისფერთვალება იყო, მზესავით ანათებდა, მარიამის ფონზე ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა. კეთილი ბავშვი იყო, ყველას ყველაფერს ათხოვებდა. მარიამი ძალიან სასაცილო ლექსებს წერდა. რასაც შეხედავდა, ყველაფერს რითმავდა. მაშინ ის პერიოდი იყო, რომ სულ „თავისუფლება“ და „ზვიადი“ ისმოდა. დაწერა: „საქართველოს უფლება ყველას გაუხარია, დედიკო მყავს ლამაზი, კარგი უარესია“. ვიფიქრე, ამ ბავშვს, ალბათ, ჯანსაღი ფსიქიკა არ აქვს, ეს რა უბედურებაა-მეთქი. ერთხელ, საბავშვო ბაღიდან რომ მოვიყვანე, ვკითხე – მარიამ, დედა მართლა ლამაზია-მეთქი? კი, მაგრამ, იცი, სალომეს დედა რა ლამაზიაო?! ძალიან ვინერვიულე. ერთ დღესაც სალომე და მარიამი ბაღიდან მოდიან, სახლში შემოვიყვანე და მაგიდაზე შემოვასკუპე. ვესაუბრები: მარიამ, ბაღს რომ დაამთავრებ, მერე სკოლაში წახვალ-მეთქი. მერეო? – მკითხა.

მერე ინსტიტუტს დაამთავრებ, გათხოვდები-მეთქი. მოკლედ მივიდა იქამდე, რომ ას წელს გადავცილდი. ბავშვი სულგანაბული მისმენს. მერეო? – ისევ მკითხა. მერე უფალი მომაკითხავს და მეც წავალ ამ ქვეყნიდან-მეთქი, – სხვანაირად როგორ მეთქვა, არ ვიცოდი. უცბად გავიხედე და კოკო ტირის გულამოსკვნილი: – „დედიკო, გეხვეწები, არ მოკვდე, რა!“ მარიამი ეუბნება – ბიჭო, რაზე ნერვიულობ, მოკვდება და მოკვდეს, დედანაცვალი გვეყოლებაო. გადავირიე. დავიწყე ბავშვთა ფსიქოლოგის ძებნა. მერე მივხვდი, რომ ძალიან ალალი ბავშვია და ვერ მოიტყუა. რასაც ფიქრობდა, ის თქვა. ღამეები არ მძინავს, ვდარდობ. ერთ დღესაც მარიამი და კოკო თამაშობენ. მათ შორის ერთი წელია სხვაობა. კოკოს ეუბნება – ბიჭო, რით ვერ გაიგე, დედანაცვალი კი არა, დედინაცვალიო. როგორც კი ეს ფრაზა დავიჭირე, მივედი და ვკითხე, – აბა, დედი, მითხარი, დედინაცვალი ვინ არის-მეთქი. შემომიბღვირა და მითხრა, კონკიას ცუდი დედინაცვალიო. დედანაცვალი ვინღაა-მეთქი? დედანაცვალი ისევ დედაა, მაგრამ სხვანაირად აქვს თმა და სხვანაირად აცვიაო, – თავისი ძმა დაამშვიდა“- იხსენებს თამრიკო ჭოხონელიძე „სარკესთან.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ⤵️

რის გამო დასცინოდა სოფიკო ჭიაურელი რძალს და როგორ იხსენებს დედას ნიკუშა შენგელაია

კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ

გიორგი ფხაკაძის საოცარი სახლი თბილისში - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ


მსგავსი სიახლეები

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

15 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

40 წუთის წინ

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა