Digest Logo

რატომ თქვეს მამის გვარზე უარი მაყაშვილებმა და რატომ გააჩინა ქორწინების გარეშე შვილი თამარ მაყაშვილმა

 17:51 პარ. 19 თებერვალი
მსახიობი თამარ მაყაშვილი

„ქართულ თეატრს ჰყავს უდიდესი პლასტიკის მქონე, დრამატული მსახიობი – თამარ მაყაშვილი“ – ამბობენ თეატრის კრიტიკოსები ახლა. 

მსახიობმა თამარ მაყაშვილმა წლების წინ მიხეილ თუმანიშვილს გული დასწყვიტა, მის ჯგუფში რომ არ მოხვდა. სოფიკო ჭიაურელმა კი ის ასე შეაფასა – „ვარ ბედნიერი იმით, რომ აღმოჩენა გავაკეთე. შოკირებული ვარ, რომ ეს ქალი აქამდე არ იყო დაკავებული“.

რობერტ სტურუამ გრძელი კიდურების გამო დაიწუნა. მერე კი თავად მსახიობი აღარ მივიდა რუსთაველის თეატრში...

თამაშობდა: მუსკომედიაში, მეტეხის თეატრში, თეატრალურ სარდაფში, ერთი მსახიობის თეატრში… „ჰგონიათ, რომ ჩემი შვილები რუსთაველის თეატრში მე მოვაწყვე. ეს რომ შემძლებოდა, პირველ რიგში ჩემს თავს დავეხმარებოდი. არცერთი წამი არ მიზრუნია იმაზე, რომ ისინი სადმე „შემეტენა“ – ამბობს მაყაშვილი.

დღეს „დაიჯესტი“ მსახიობის ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებზე მოგიყვებათ.

თამარ მაყაშვილს სამი შვილი ჰყავს. აქედან ორი დედის გვარზეა. მათ დღეს უკვე ყველა იცნობს. ისინი დედის კვალს გაჰყვნენ და მსახიობები გახდნენ. რუსკა და ნინუცა მაყაშვილები რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებიან. დედის გვარზე მყოფი გოგონები მამაზე არ საუბრობდნენ. თუმცა დები, რაც მეტად პოპულარული ხდებიან, მათი მამის ვინაობა მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს. ლოგიკურად ტრიალებს ერთი და იგივე, მაყაშვილებისთვის არასასიამოვნო შეკითხვა – რატომ არიან რუსკა და ნინუცა დედის გვარზე? ეს მტკივნეული თემაა, თუმცა არა ტაბუდადებული.

რუსკა: მიუხედავად იმისა, რომ პატარები ვიყავით, მე 13 წლის და ნინუცა ბევრად პატარა, დამოუკიდებლად გადავწყვიტეთ ოჯახის წევრებისთვის გვეთქვა, რომ გვინდა დედის და ბიძის (ბიძინას) გვარზე გადასვლა. ვინც გვაჭმევს და ვინც გვივლის, იმის გვარი გვინდა... ყველაზე მტკივნეული მაინც ის იყო, როდესაც კურიერმა საბუთი მიუტანა, სადაც ეწერა, რომ მისი შვილები სხვა გვარს მიიღებდნენ და მან ხელი უპრობლემოდ მოაწერა...

დღეს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი წელი გავიდა. ერთხელ მოვიდა და მოგვიყვა ყველაფერი. გულის სიღრმეში ვერ ვპატიობთ, იმიტომ რომ არ მესმის როგორ შეიძლება შვილი ერთხელ არ მოინახულო, ან მოიკითხო.

მსახიობი თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც 28 წლის მხატვარი კოკა ცხვედიანი შეუყვარდა.

„გადავირიე და ბნედა დამემართა. ორ კვირაში სვანეთში გავიპარეთ. ცხვედიანი რაჭველია, მაგრამ მეგობართან, ჩართოლანებთან წავედით. წითელ „07“-ში ვისხედით: მე, კოკა, გია კორკოტაშვილი (რუსკას ნათლიაა), გია მამულაშვილი და ოთარ ჩართოლანი. მესტიაში სვანი „კიტები“ გაფრთხილებული დაგვხვდნენ ავტომატებით. ამდენი ავტომატიანი კაცი პირველად ვნახე. კუბდარი გეახელით და დავიძინე. დილით, ხუთ საათზე, ანუ ორი საათის და­ ძინებულს, ავტომატით დამადგნენ თავზე: ადექი, თამარა, უშბამ მერვე კედელი გამოაჩინაო. ეს ძალიან იშვიათად ხდება, ეტყობა შენ კარგი ქალი ხარ, თორემ უშბა ასე ადვილად კედელს არ აჩვენებსო. თურმე სულ ნისლია უშბაზე. იმ დილას კი ჯგრაკი, წმინდა გიორგის სალოცავი, მზით იყო გადანათებული, რაღაც საოცარი სანახაობა დაგვხვდა. მეორე დღეს ნახევარი თბილისი ჩამოგვადგა. მეგობრები, თორემ მშობლები შოკირებულნი იყვნენ. მერე გაჩნდა რუსიკო… მერე ნინუცა… ნინუცაზე ორსულობა გვიან შევიტყვე, ოთხი თვის რომ ვიყავი. რუსკას შემდეგ წელიწადსა და ოთხ თვეში გაჩნდა. სადღაც ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. და დამთავრდა სიყვარული… ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მერე მშვენივრად ვმეგობრობდით. მოდიოდა, მიდიოდა, ბავშვები მიყავდა. ზოგჯერ იქითაც ვაძლევდი ფულს, ბავშვები წაიყვანე-მეთქი. მაგრამ მერე, როცა 70-ჯერ გამოგიდგამენ ბავშვებს გარეთ, 71-ჯერ აღარ გაუშვებ. ერთხელაც გაგვიბრაზდა მამა და აღარ გვემეგობრება. მიზეზი არ ვიცი. ეტყობა გადაწყვიტა, რომ აღარ უნდოდა ჩვენთან ურთიერთობა. და ასე მიგვატოვა. უცებ საერთოდ საშვილიშვილოდ დაიკარგა“, - ამბობს თამარ მაყაშვილი.

კოკა ცხვედიანის შემდეგ თამარ მაყაშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

„შემდეგს ჩემს ცოხვრებაში უცებ გამოჩნდა ადამიანი, გადამიბრუნდა „შარიკი“ და მივხვდი, რომ ამ კაცთან ცხოვრება მომინდა. გია ყიფშიძე ინჟინერ-ტოპოგრაფია. მშვიდი და დალაგებული ადამიანია. სრულიად საწინააღმდეგო. ის ნახევარია, რომელიც მავსებს. მასაც ტრავმირებული ცხოვრება ჰქონდა. ოჯახი დაენგრა, ოღონდ, ჩემს გამო არა. უკვე გაცილებული იყო თავის ცოლს, მე რომ შემხვდა. ოთხი შვილი და შვილიშვილები ჰყავს. მოდიან ჩვენთან მისი შვილები. ფენომენალური ურთიერთობა აქვს შვილებთან. ძალიან სამართლიანი და „წესრიგაა“. ყოველთვის მესიმპათიურებოდა. ფასანაურში ვიყავით და რომ ჩამოვედი, მეგობარმა მითხრა, ანთებული თვალები გაქვსო. გავიდა წლები. ერთხელ ახალი წელი მივულოცე. და უცებ გამინათდა, რაღაც დამემართა. მაშინვე ვუთხარი – ვგიჟდები, რაღაც მჭირს-მეთქი. მოდი, ერთად ვიცხოვროთო, გადავწყვიტეთ. სრულიად შოკი იყო ყველასთვის. რატომ ჩათვალეს რომ გია სახლში უნდა მჯდარიყო და ეტირა, არავინ იცის, ან მე… მოკლედ, იდილია გვქონდა. ბედნიერები დავდიოდით. ყველაფერი ბედნიერად დაიწყო. ამასობაში ბატონი ელიზბარი „შემოგვეპარა“. დაუგეგმავად ორსულად დავრჩი.

38 წლის ვიყავი… კივილი დავიწყე – ამხელა შვილები მყავს, ასეთ რამეს სხვას დავცინი-მეთქი. მერე გიამ ისე მითხრა – რატომ არ გვინდა, შვილიაო, მივხვდი, რომ მას მართლა სურდა ჩვენი შვილის მოვლინება. სენტიმენტალური არა ვარ, თავს არ ვუტყდები, მაგრამ სხვანაირად მესიამოვნა. მერე მეორე შოკი დამეწყო – როგორ უნდა გამეჩინა? გოგოები სიხარულით გაგიჟდნენ. ასე გაჩნდა ბატონი ელიზბარი, რიჟიკა, სასაცილო „როჟაა“. გიას ჰკითხეს: რამდენი შვილი გყავსო და შვიდიო უპასუხა. ძალიან უყვარს რუსკა და ნინუცა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„კანონიერი ქურდი“, რომლის გულის მოგებას ადვოკატი და მოსამართლე ქალებიც ცდილობდნენ

ხანმოკლე ქორწინება ბაია დვალიშვილთან და მხატვრობით გადმოცემული განცდები - მურმან ჯინორიას უცნობი ამბები

ურთიერთობა ცოლიან კაცთან, გარდაცვლილი ახალგაზრდა ძმა, დანგრეული ოჯახი - სიმღერით შენიღბული ნატო გელაშვილის ტრაგედიები


მსგავსი სიახლეები

„ოდნოკლასნიკებში“ გაცნობილი მეუღლე, ძმის...

55 წუთის წინ

წულუკიძე

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლ...

21:28

სასმელი

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: ეს კლოუნი ნ...

21:12

ექსპერტი ანდრია გვიდიანი -
Digest.ge


23 წლის ქართველი გოგო გაიტაცეს და ჰარამხ...

22:30 შაბ. 27 თებერვალი

უბედური- შემთხვევა

ცდების ჩატარება რუსებზე და დავით კიკალიშ...

12:18

ექიმბაში

აბა, მიშა გინდათ? – ლაშა ბუღაძე

22:30 შაბ. 27 თებერვალი

ლაშა ბუღაძე

ნოდარ დუმბაძის ნათლული, ღალატი, 3 აზიატი...

20:27

ნანა ლორთქიფანიძე

VIDEO: დაათვალიერეთ ხატია დეკანოიძის სახ...

18:21

ხატია დეკანოიძე

გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვა...

14:29

გივი სიხარულიძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელ...

18:39

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი ვლადიმერ
ბოჟაძე

ამირან სალუქვაძე - ექს-პრეზიდენტი, რომელ...

18:34

ექსპერტი ამირან
სალუქვაძე Digest.ge

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

18:22

სოსო არჩვაძე

ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე...

17:40

ლევან ნიკოლეიშვილი

ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები დ...

16:36

სააკაშვილი

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

16:09

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთ...

14:32

„wine kakheti“-ს დირექტორი ლევან
ზილფიმიანი Digest.ge

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წ...

13:51

ანალიტიკოსი ამირან
სალუქვაძე - Digest.ge

ახალციხეში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

11:49

ლენტი