Digest Logo

რატომ დაშორდა მაკა შალიკაშვილი 10 წლით უმცროს ქმარს და რა კორექცია გაიკეთა მან სახეზე - ცოტა რამ მსახიობის შესახებ

 20:09 კვი. 7 თებერვალი
მაკაშალიკაშვილის ფოტოები

ახალგაზრდა, ლამაზი და წარმატებული მსახიობი მაკა შალიკაშვილი ისეთივე წარმატებულია თეატრში, როგორც კინოში. უყვარც როგორც ფილმების, ისე სპექტაკლების მაყურებლებს. 

მაკას ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული. ის წლების წინ 10 წლით უმცროს ბიჭზე, მსახიობ რატი გოგუაძეზე დაქორწინდა.


თანაცხოვრების პერიოდში მათ ერთი შვილი, თინანო გაუჩნდათ. თუმცა ოჯახის შენარჩუნება ვერ შეძლეს და ოჯახი დაინგრა...

„28 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემზე ბევრად პატარა ბიჭზე. არანაირი პრობლემა ჩემს მშობლებს ამაზე არ ჰქონიათ. იქით მხრიდან, ალბათ, იყო. ჩვენი ურთიერთობა ფინანსურმა მხარემ გააფუჭა და კიდევ და იმან, რომ იმ პერიოდში მე არარეალიზებული ვიყავი, არ მქონდა ჩემი საქმე. მე არ ვარ ტიპი, რომელიც სახლში უნდა ჩაჯდეს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს სოციუმი, ხალხი, ურთიერთობები. მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა, თინანო უნდა გამეჩინა, ფეხმძიმე კი ასეთი აქტიური ვერ ვიქნებიდი. მერე პატარა შვილი მყავდა და ვერ ვიგრიალებდი. ამან ხასიათი გამიფუჭა, ურთიერთობაც დაიძაბა. არ მქონდა გამოცდილება, რომ რაღაცები გამეტარებინა. ჩემს თავს ბევრ რამეში ვადანაშაულებ.

არც პირ­ვე­ლი წყვი­ლი ვი­ყა­ვით და არც უკა­ნას­კნე­ლი, რო­მელ­თაც ათწ­ლი­ა­ნი სხვა­ო­ბა ჰქონ­დათ. უბ­რა­ლოდ, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, არ მოხ­და ისე, რომ ჩვენ ბო­ლომ­დე ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. დაშორება თა­ვი­დან რა­ტი­ს ინიციატივა იყო, მაგ­რამ შემ­დეგ­ში მეც მივ­ხვდი, რომ ასე ჯობ­და. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს დრო და ისევ ერ­თად ვი­ყოთ. მთა­ვა­რია, რომ თავი მეც და მა­ნაც კარ­გად ვიგ­რძნოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რაც მოხ­და, გულ­ში ბოღ­მა არ მაქვს და არც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ, განქორწინების დროს, იმ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს თავს ვა­გუ­ებ­დი, ამ სი­ტუ­ა­ცი­ას და თავ­ში ვი­ბეჭ­დავ­დი, რომ რაც ხდე­ბა, კა­ნონ­ზო­მი­ე­რია. ასეა თუ ისე, ვფიქ­რობ, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ოჯა­ხი არ დაგ­ვენგრია, არა­ფე­რი ასა­ტა­ნი არ გვქონ­და არც მე და არც რა­ტის, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ასე მოხ­და. რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერს გან­ცდე­ბის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია, თუმ­ცა, ემოციების ტალ­ღამ გა­და­ი­ა­რა.

ვი­ნა­ი­დან ერთ თე­ატ­რში ვართ, გვყავს სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი და რაც მთა­ვა­რია შვი­ლი, ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. თი­ნა­თინს ჭკუა ეკე­ტე­ბა რა­ტის ოჯახ­ზე, იქაა გაზ­რდი­ლი. მშო­ბი­ა­რო­ბი­დან 40 დღის შემ­დეგ თე­ატ­რში სა­მუ­შა­ოდ გა­მიშ­ვეს და პრობ­ლე­მა არას­დროს შემ­ქმნია ბავ­შვის გამო, ვერ გა­ვიხ­სე­ნებ სი­ტუ­ა­ცი­ას, როცა ამ მი­ზე­ზით სად­მე არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. დღეს, როცა ჩვენ ერ­თად არ ვცხოვ­რობთ, იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა, მე­უბ­ნე­ბი­ან, მაკა, ოღონდ შენი ცხოვ­რე­ბა მო­ი­წყვე, ბავ­შვი ჩვენ დაგ­ვი­ტო­ვე, ეს არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­სო“, - ამბობდა მაკა შალიკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

განქორწინების შემდეგ მაკამ საკუთარ გარეგნობაში ცვლილება შეიტანა.

„თუ ადა­მი­ანს სურს, იყოს უფრო ლა­მა­ზი და კარ­გი, ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ა­ში ცუდი არა­ფე­რია, ეს სტი­მულს გაძ­ლევს, მით უმე­ტეს, თუ გა­გი­მარ­თლა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ტარ­და და ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც უკე­თე­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, ამა­ზე კარ­გი რა არის?! სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, ასე­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა რის­კზე წას­ვლაა, მით უმე­ტეს მსა­ხი­ო­ბის­თვის. მე მი­წევს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გმი­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბა, წარ­ბებ­გა­და­ჭი­მუ­ლი და დი­დტუ­ჩე­ბა მაკა კი იმ ხა­სი­ათ­ში არ ჯდე­ბა, ვი­საც მე ვთა­მა­შობ ხოლ­მე. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან უნ­დო­დათ ჩემი ცხვი­რის მოჭ­რა, მაგ­რამ ეს რომ გა­ვი­კე­თო, მა­შინ უკვე ნამ­დვი­ლად სხვა ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბი, ცხვი­რი სა­ხა­სი­ა­თო დე­ტა­ლია ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მხო­ლოდ წარ­ბე­ბი­სა და ტუ­ჩე­ბის კო­რექ­ცია გა­ვი­კე­თე, წარ­ბი ავი­წიე, ზედა ტუჩი კი ცოტა და­ვი­ბე­რე, შე­დე­გად დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩავ­ვარ­დნილ­ვარ, რად­გან სარ­კი­დან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ მი­ყუ­რებს“, - ამბობს მაკა შალიკაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სხირტლაძე დედის გვარია, ჩემი ნამდვილი გვარია... ბებია კი სომეხი მყავდა - უცნობი ამბები დუტა სხირტლაძეზე

„სამშობლოს მოღალატის“ შვილზე ქორწინება ედუარდისთვის დამღუპველი იყო თუმცა შევარდნაძემ უკან არ დაიახია... - ცოტა რამ ნანული შევარდნაძე-ცაგარეიშვილზე

ზვიად გამსახურდიას 2 ცოლი და 3 შვილი - პირველი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობის დეტალები


23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე

„ხანდახან სექსზე უფრო მაღალი ვნებაა, როც...

20:19 ხუთ. 22 აპრილი

მაია ასათიანი