Digest Logo

რატომ დასჭირდათ გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ათდღიანი განშორება?

 00:08 სამ. 14 სექტემბერი
გასვიანი

გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს წელს პირველი საერთო ზაფხული ჰქონდათ, რომელსაც ცოლ-ქმრის ამპლუაში შეხვდნენ, თუმცა მათი არდადეგები დასვენების ნაცვლად, საკმაოდ დატვირთული და საქმიანი გამოვიდა.

გიორგი გასვიანი: ზაფხული უკვე დასრულდა, მაგრამ მრავალი მიზეზის გამო მე და მარიტამ დავენება ვერ მოვახერხეთ. პირველი ის, რომ სახლში რემონტი დავიწყეთ, რამაც ჩემგან დიდი ძალისხმევა მოითხოვა და მარიტას ცოტა ხნით ბებიასთან მოუწია ყოფნა. „სთორებს“ ვეღარ ვდებდით ხოლმე და გვწერდნენ, სად დაიკარგეთ, რა ხდება თქვენს თავსო. რემონტი 30 აგვისტოს დავამთავრე და როგორც იქნა, დავლაგდით. გარდა ამისა, პანდემიის გამოც არ გვინდოდა ზღვაზე წავსულიყავით დასასვენებლად. სურამში ვიყავით მარიტას დიდ ბებიასთან ჩასული ორი დღით, მანამდე ბათუმშიც ვიყავით ორი დღე, სანამ აქტიური სეზონი დაიწყებოდა. ახლა მარიტას სწავლა, მე კი გადაცემები მეწყება, მაგრამ მგონია, რომ შემოდგომას უფრო „შევირგებთ“. მთაში გვინდა წასვლა. სვანეთში მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა და დახურვა უნდა წამეყვანა და შესაბამისად, იქაც უნდა წავსულიყავით, მაგრამ კოვიდრეგულაციების გამო ეგეც ჩაიშალა.

– მარიტა, ცოტა გული არ დაგწყდა ამის გამო?

მარიტა მელიქიშვილი: არა, იმიტომ, რომ კოვიდის გამო ძალიან მეშინოდა. წელს ვერ დავისვენეთ, მაგრამ ამის გამო არ დამიწუწუნია. სამაგიეროდ, ახლა გალამაზებულ სახლში ვსხედვართ. რემონტი დიდწილად გიორგიმ აიღო თავის თავზე, მაგრამ ერთად ვარჩევდით ბევრ რამეს. ბოლოს ფარდების ფერიც მე შევარჩიე. გიორგის მუქი ფერები უყვარს, მე ღია ვურჩიე და გაითვალისწინა. ახლა ორივე ძალიან კმაყოფილები ვართ.

– თუმცა რემონტის გამო ცოტა ხნით განშორებაც მოგიწიათ.

– კი, ათ დღეზე მეტი ცალ-ცალკე ვიყავით, მაგრამ გიორგი თითქმის ყოველდღე მოდიოდა ხოლმე ჩემთან. ეს იყო ჩვენი ყველაზე ხანგრძლივი განშორება. შეყვარებულობის პერიოდი გაგვახსენდა, 24 საათი ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული და კიდევ ერთხელ მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია და არც გვინდა.

გიორგი: შევეცადე მარიტა მტვერს და არეულობას მომერიდებინა. თავიდან არ მიდიოდა, მაგრამ მერე, რომ მიხვდა, ასი ტომარა ნანგრევები იყო გასატანი, დამიჯერა. მიუხედავად იმისა, რომ რემონტის გამო მე თვითონ მინდოდა წასულიყო, რომ წავიდა განვიცადე, სახლი დაცარიელდა. აბაზანა რომ გავაკეთეთ, მაშინვე დაბრუნდა.

– მარიტა, როგორც ჩანს, ძალიან მზრუნველი ქმარი გყავს. სხვა დროსაც ასეთია?

მარიტა: ძალიან მზრუნველია. რა პრობლემაც არ უნდა შემექმნას, ცდილობს, ისე მომაგვარებინოს, რომ მე ნაკლებად შემეხოს და მეტწილად თვითონ აიღოს საკუთარ თავზე.

– გიორგი, მარიტა როგორი ცოლია? იმის გამო, რომ ასაკით პატარაა, ალბათ, ბევრს ჰქონდა კითხვა, რამდენად გაუმკლავდებოდა ოჯახურ ცხოვრებას...

გიორგი: ძალიან კარგი მეუღლეა. ასაკობრივ სხვაობას სირთულეები არ გამოუწვევია და ეს რომ გაცნობიერებული არ გვქონოდა, არც დავქორწინდებოდით. მარიტა თუ პატარაა, მე ხომ დიდი ვარ და ორივე ერთად მივხვდებოდით, შევძლებდით თუ არა ერთად ცხოვრებას. ხაზგასასმელი ყველაფერი შორიდან ეჩვენებათ. თვითონ როცა აკეთებენ რამეს, ის არ უკვირთ. სხვა თუ აკეთებს რამე ისეთს, რასაც უმრავლესობა არა, ისე არჩევენ, როგორც ნებისმიერ გაპიარებულ საკითხს. რეალურად მგონია, რომ ეს არავის უკვირს, უბრალოდ, არიან ადამიანები, ვისაც გარკვეული თემებით მანიპულირება უყვართ. ჩვენ არ გვაწუხებს ეს თემა, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ის, რომ მარიტას გარკვეული „გამოცდილებები“ არ აქვს, ჩემთვის გასაგებია, რადგან 19 წლის არის და ისე ვექცევი, როგორც ამ ასაკის ადამიანს და არა, მაგალითად როგორც 48 წლისას. არც მარიტა მომთხოვს ისეთ რამეს, რაც 19 წლის ბიჭისთვისაა აქტუალური. ეს ყველაფერი ძალიან ადეკვატურად ხდება და იდეალური ურთიერთობა გამოგვდის. სხვათა შორის, წყვილები, რომელთა შორისაც დიდი ასაკობრივი სხვაობა არის, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ.

– ძირითადად, რძალ-დედამთილს დაძაბული ურთიერთობა აქვთ ხოლმე. თქვენ თავიდანვე კარგად აეწყვეთ?

– ვერც გათხოვებამდე წარმომედგინა მსგავსი რამ და ვერც ახლა. ხალხი წერდა, ახალი ცოცხი კარგად გვის. ვნახოთ, ცოტა ხანში რას იტყვისო და ძალიან ბევრი ვიცინე ამაზე. მე და რუსიკოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, დედასავით ვუყურებ და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

🔵„მე მგონი, თითქმის მარტო დავრჩი“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

🔵„15 წუთში დაიწყო ჯოჯოხეთი, სუნთქვა გაუძნელდა და გალურჯება დაიწყო“ - ექთნის ემოციური პოსტი, რომელსაც მამა ლამის ხელებში ჩააკვდა


„კლოუნმა სააკაშვილმა ჯავშნის კოდი რომ გა...

00:15

აბაშიძე-სააკაშვილი და
ჯავშანი

„ახლაც ცხადად მახსოვს ემოციები ამ დღიდან...

00:14

ნანა გეგეჭკორი

სააკაშვილმა ფეისბუკზე კიევი-თბილისის ფოტ...

23:21 ორშ. 27 სექტემბერი

მიხეილ სააკაშვილი და
ბილეთი


„სპორტული შარვლის ყიდვა დამაბარა, სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „არ შეგვიმჩნევია, რომ ჩვენს ანსამ...

15:05 ორშ. 27 სექტემბერი

ნინო სუხიშვილი

„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ძალადობა

„10 წელი მეგობრები ვიყავით, 6 წელი – შეყ...

21:51 ორშ. 27 სექტემბერი

ტოპე

„სილამაზე!“ - სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი ფ...

16:37 ორშ. 27 სექტემბერი

სალომე ჭაჭუა

კვება, ვარჯიში და წყალი - ნანუკა ჟორჟოლი...

16:36 ორშ. 27 სექტემბერი

ნანუკა ჟორჟოლიანი

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი მოკვდა

22:52 ორშ. 27 სექტემბერი

ფილიპ ხაჩიროვი

საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღ...

22:36 ორშ. 27 სექტემბერი

საქ პრეზიდენტი და
დიზაინეერი

„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონ...

21:20 ორშ. 27 სექტემბერი

მწერალი დავით ტურაშვილი

გერმანიის პარლამენტში 2 ტრანსგენდერი ქალ...

20:59 ორშ. 27 სექტემბერი

ტრანსგენდერი

ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინ...

20:22 ორშ. 27 სექტემბერი

აშშ და ჩინური ვაქცინა

დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

20:07 ორშ. 27 სექტემბერი

დავით სოკოლოვი

„შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე...

19:59 ორშ. 27 სექტემბერი

შალვა ნათელაშვილი და ნიკა
გვარამია

„ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები -...

18:19 ორშ. 27 სექტემბერი

მეუფე ნიკოლოზი

ნათია მერებაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის...

18:02 ორშ. 27 სექტემბერი

ნათია მერებაშვილმა
გაეროს ბავშვთა ფონდის
მიერ გამართულ
საერთაშორისო
კონფერენციაზე
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში
პროკურორთა და
პროკურატურის
გამომძიებელთა
სპეციალიზაციის პროცესზე
ისაუბრა