Digest Logo

რატომ დაატარებდნენ ნატო ვაჩნაძეს კუბოთი და როგორ შეუცვალა სახელი სტალინმა

 11:12 ოთხ. 30 დეკემბერი, 2020 წელი
ვაჩნაძე, სტალინი და
ვაჩნაძის შვილები

ნატო ვაჩნაძე – ქართული სილამაზის ეტალონს უწოდებდნენ. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მას „ნატოს“ კი არა, „ნატას“ ეძახდნენ, გვარად კი ანდრონიკაშვილი იყო.

მისი ცხოვრება სავსე იყო ტკივილით, სიხარულით, ბედნიერებით, თუმცა ყველაზე ნათელი წერტილი მაინც იმ სოფლელთან დაკავშირებული მოგონებები იყო, სადაც ბედნიერი წლები გაატარა.

„საკმარისია, ოდნავ ფიქრებს მივცე თავი, სადაც არ უნდა ვიყო, ისევ თვალწინ მიდგას და თითქმის შევიგრძნობ სოფლის ფერებს, გაზაფხულის გრილ ჰაერს, ზაფხულის დღეების მცხუნვარებას. როცა მრავალი წლის შემდეგ, კვლავ მოვხვდები ხოლმე მშობლიურ მიწა-წყალზე, ჩემს არსებაში მყისვე ცოცხლდება ის რიტმები, ხმები, სიმღერები, რითაც სავსე იყო ჩემი მოგონება მშობლიურ სოფელზე. თითქოს აქედან არასოდეს არ გავმგზავრებულვარ, მუდამ თან დამქონდა ეს უზარმაზარი ბუნება ყველგან, სადაც კი ცხოვრება გადამისვრიდა. მხატვარი რომ ვყოფილიყავი, დავხატავდი ჩემი სახლის აივნის წინ გადაშლილ ლამაზ სანახაობას“, - იხსენებდა ნატო ვაჩნაძე.

ნატო ვაჩნაძის ოჯახი გურჯაანის რაიონის სოფელ ფხოველში ცხოვრობდა. კახეთში ნატომ გაიცნო მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც მეშვიდე კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაჰყვა ცოლად და მის გვარზე გადავიდა. მერაბ ვაჩნაძისგან ნატოს ჰყავდა ვაჟი — თენგიზი.

მერაბი და ნატო მალე დაცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ნატომ გვარი დაიტოვა, რადგან უკვე ამ გვარით იყო ცნობილი.

წლების შემდეგ, ნატო ვაჩნაძემ მეორედ შექმნა ოჯახი და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიაზე დაქორწინდა. როცა წარმატებული მსახიობი გახდა, კრემლში საქართველოს კულტურული დღეები ჩატარდა.

იოსებ სტალინმა მსახიობს დაუძახა და უთხრა: შენ ნატა კი არ ხარ, ნატო ხარო! ნატო უფრო ქართულად ჟღერს და ბელადმა მას ეს ქართული სახელი დაუბრუნა. მას შემდეგ, მართლაც ყველა ნატოთი მოისხენიებდა. იმ დღეს სტალინმა მსახიობს ფოტოც აჩუქა, წარწერით: „ამხანაგ ნატო ვაჩნაძეს, სტალინისაგან!“

იოსებ სტალინმა მსახიობს დაუძახა და უთხრა: შენ ნატა კი არ ხარ, ნატო ხარო! ნატო უფრო ქართულად ჟღერს და ბელადმა მას ეს ქართული სახელი დაუბრუნა. მას შემდეგ, მართლაც ყველა ნატოთი მოისხენიებდა. იმ დღეს სტალინმა მსახიობს ფოტოც აჩუქა, წარწერით: „ამხანაგ ნატო ვაჩნაძეს, სტალინისაგან!“

ნატო ვაჩნაძე დასავლეთ საქქართველოში ფილმის „სამი სიცოცხლე“ გადაღებებს ასე იგონებდა:

„დასავლეთ საქართველოში გავემგზავრეთ გადაღებებზე. კინოსტუდიის დირექცია არცთუ ისე ხელგაშლილი იყო. გამოგვიყვეს მესამე კლასის ვაგონი, რომელსაც კუპეები არ ჰქონდა, თუმცა, ჩემთვის ცალკე კუპე გამონახეს – იგი ვაგონის საერთო ნაწილისგან ფარდით იყო გამოყოფილი. დანარჩენი მსახიობები მესამე, საბარგო თაროებზეც კი იძინებდნენ. ვაგონში 70-ზე მეტი ადამიანი იყო. თან მიგვქონდა სპირტქურა, ჩაიდნები, საშინაო ნივთები: ხან ამოვალაგებდით, ხან ჩავალაგებდით სადგურებზე, სადაც სურათის გადასაღებად გაჩერება გვიხდებოდა. ქალაქებში ოთახებს არ გვაძლევდნენ, ჩვენს ვაგონს სათადარიგო ლიანდაგზე აყენებდნენ და იქ ვცხოვრობდით რამდენიმე დღე.

ასე ვიმოგზაურეთ ორ თვეს. ფილმებში მონაწილეობდა საოცრად ჭრელი ხალხი და ზოგჯერ ისეთი მდგომარეობა იქმნებოდა, რომ მუშაობა შეუძლებელი ხდებოდა, ვაგონში ბანქოს თამაში და ლოთობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხშირად ხალხს შეკრებდნენ გადაღებაზე, როგორც სანახაობაზე, რაშიც თვით ხალხიც მონაწილეობდა. ასე გადაიღეს ესმას დაკრძალვა (ფილმი „სამი სიცოცხლე“).

მთელი დღე კუბოში ჩაწოლილს დამატარებდნენ სოფელ აბაშაში. მოტირლებს გასამრჯელო მისცეს, დანარჩენები გადაღებაში უფასოდ მონაწილეობდნენ. ისე დამტიროდნენ ქალები და მოთქვამდნენ, რომ ზოგჯერ თავი მებრალებოდა. გადავწყვიტეთ, ესმასა და ბახვას შორის სიყვარულის ახსნის სცენა მარტვილის ჩანჩქერთან გადაგვეღო. მეეტლეებს გავურიგდით. აგვიხსნეს, იქამდე ორი საათის სავალი გზა არისო. ალიონზე გავუდექით გზას იმ ვარაუდით, რომ საღამომდე გადაღება დაგვემთავრებინა და უკან დავბრუნებულიყავით. ხუთნი ვიყავით: პერესტიანი, დიღმელოვი, მიხეილ გელოვანი, რეჟისორის თანაშემწე და მე. ბევრი სოფელი გავიარეთ, ხშირად ვჩერდებოდით იმის გასაგებად, თუ რა მანძილი დაგვრჩა კიდევ გასავლელი. დანიშნულ ადგილას რომ მივედით, მზე უკვე მკრთალად ანათებდა და საჭირო სცენის გადაღება ძლივს მოვასწარით. მარტვილის ჩანჩქერი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა და ამ თვალწარმტაცი ადგილის გადაღება ღირდა ხანგრძლივ მგზავრობად“

ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საჰაერო კატასტროფის დროს დაიღუპა.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

დასცინოდნენ, მამის მკვლელი სახლში შემოუშვიო - რა კავშირშია ლეილა აბაშიძე გოჩა აბაშიძის თვითმკვლელობასთან

სად არის და რას საქმიანობს ედუარდ სააკაშვილი

ვერიკო ანჯაფარიძის სასიყვარულო სამკუთხედი და ფარდის მიღმა დარჩენილი ამბები

⚪ბულვარული ამბები:

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

რას ნანობს და როგორ ცხოვრობს ლევან აბაშიძის საყვარელი ქალი წლების შემდეგ

როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან


მსგავსი სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობ...

9 წუთის წინ

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

ლევან ნიკოლაიშვილი: ეკლესიის წინააღმდეგ...

16 წუთის წინ

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

რითი ხურავდნენ სახლებს ძველ საქართველოში...

27 წუთის წინ

რითი ხურავდნენ სახლებს
ძველ საქართველოში და რა
არჩევანი გვაქვს დღეს?


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

42 წუთის წინ

ბერა ივანიშვილი

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

„დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი,...

45 წუთის წინ

ელისო ბოლქვაძე

დავით ქართველიშვილი: დღეს სააკაშვილი აპი...

53 წუთის წინ

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა კაცი ემ...

11:15

უბედური- შემთხვევა

ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მ...

11:14

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს

11:10

პოლიცია

„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდ...

11:05

როგორ გავარჩიოთ
კორონავირუსი გაციებისგან

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

11:04

ამინდი

2 479 ინფიცირება, 2 374 გამოჯანმრთელება,...

10:51

კორონა და კოვიდი

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

10:15

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი