Digest Logo

რა პოზიცია ჰქონდა შევარდნაძეს „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე - დღემდე გასაიდუმლოებული ოქმი

 22:14 ოთხ. 14 აპრილი
„თვითმფრინავის ბიჭების“
საქმე

„თვითმფრინავის ბიჭები“ – ასე ეწოდათ ბიჭებს, რომლებმაც 1983 წლის 18 ნოემბერს სცადეს თვითმფრინავის გატაცებით თავი დაეღწიათ იმ ბოროტი საბჭოთა რეჟიმისგან, რომელმაც, საბოლოოდ შეიწირა კიდეც მათი სიცოცხლე.

სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიაა. ახალგაზრდების დაჯგუფების მიზანი საბჭოთა საქართველოდან დასავლეთში გაქცევა იყო. ისინი ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავის თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ.

გეგმები მკვეთრად შეიცვალა, არა თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა. მომდევნო დღეს სპეცრაზმის მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად, თვითმფრინავი გათავისუფლებული იქნა... თვითმფრინავში 64 ადამიანი იმყოფებოდა, სულ 7 ადამიანი დაიღუპა.

გამტაცებლებს სასჯელის უმაღლესი ფორმა - დახვრეტა მიესაჯათ.

უნდა ითქვას, რომ სასიკვდილოდ განწირულები სასამართლოზე ვაჟკაცურად იქცეოდნენ. პატიებას არ ითხოვდნენ და ამბობდნენ: „სიკვდილის ღირსები ვართ და მოვკვდებითო“. თუმცა, უშუალოდ დახვრეტის მომენტში თურმე ზოგიერთი ყვიროდა - „მაპატიეთ ნუ მომკლავთო“.

მოსკოვი, რასაკვირველია, არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებდა სხვა განაჩენს, გარდა სიკვდილით დასჯისა.

თვითმფრინავის გატაცებიდან 14 წლის შემდეგ, 1997 წლის 11 ნოემბერს საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა, თუმცა მანამდე ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, არც ერთი სიკვდილმისჯილი არ შეუწყალებიათ.

როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვიქტორ დომუხოვსკი თავის სტატიაში წერს, შევარდნაძეს თავის გამოჩენის მლიქვნელური ჩვევის გამო, საქართველოს სსრ კავშირში შეწყალების საქმეების ყველაზე დაბალი პროცენტი ჰქონდა.

„ყველა იმ მოსამართლეების ცოდვები, ვინც მსჯავრდებულებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა თქვენს სინდისზეა. როგორ გძინავთ ღამე?" - ეს მწვავე კითხვა ვიქტორ დომუხოვსკიმ ედუარდ შევარდნაძეს, 1991 წელს პირადად დაუსვა.

1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტში შეიქმნა თვითმფრინავის გატაცების ცდის შემსწავლელი დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარე ვიქტორ დომუხოვსკი გახლდათ. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ვიქტორ დომუხოვსკიმ რამდენჯერმე მიმართა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს - ედუარდ შევარდნაძეს ეპასუხა თვითმფრინავის გატაცების მცდელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე და ეს შეხვედრა 1991 წლის დასწყისში მოხერხდა.

ინტერნეტში იძებნება შევარდნაძისა და ვიქტორ დომუხოვსკის კითხვების ჩანაწერი, რომლის ნაწილსაც გთავაზობთ:

დომუხოვსკი: არსებობს ერთი ლეგენდა, მინდა სიმართლე ვიცოდე. როცა ძმები ივერიელების მამა გეახლათ და შვილების შეწყალება გთხოვათ, ვითომ თქვენ გითქვამთ, რომელი შევიწყალოთო. მართალია?

ამ კითხვამ როგროც წერენ შევარდნაძე გააცოფა.

შევარდნაძე: ასეთი პასუხი შეიძლებოდა გაეცა ფაშისტს, ცინიკოსს, არამზადას, როგორ არა გრცხვენიათ, თუ მართლა გგონიათ, რომ შეიძლებოდა ასე მეპასუხა, საერთოდ როგორ მელაპარაკებით. ჩემი ბრალი არაფერი არ არის. ვისი ბრალიც არის პასუხიც იმას მოჰკითხეთ.

დომუხოვსკი: რატომ ჩქარობდით ასე. ჩვეულებრივ განაჩენის გამოტანიდან აღსრულებამდე 1-2 წელი და მეტი გადის ხოლმე, აქ კი სულ თვე ნახევარი გავიდა?

შევარდნაძე: არ ვიცი.

დომუხოვსკი: ინტელიგენციის ის წარმომადგენლები, რომლებიც თქვენ ზეგავლენას არ დაემორჩილნენ, დაისაჯენ?

შევარდნაძე: (ძალზე აღშფოთებულმა მიპასუხა) არავინ დასჯილა,

დომუხოვსკი: ამ საქმეს სუკი იძიებდა, ბევრი ფაქტი დამახინჯებულია, ამაზე რას იტყვით?

შევარდნაძე: ეგ ჩემი საქმე არ არის, დასაჯეთ ის ვინც დამნაშავეა.

დომუხოვსკი: კი, მაგრამ განა მორალურად გამართლებულია, რომ მშობლებს არაფერი აუწყო შვილების ბედზე. როდის შეიტყვეთ, რომ განაჩენი აღსრულებულია?

შევარდნაძე: (აღელვებული) მე არაფერი არ ვიცოდი, მე რა შუაში ვარ.

შეგახსენებთ, რომ ეს შევარდნაძის და დომუხოვსკის საუბრის ჩანაწრია, სადაც შევარდნაძე იმ დროის ყველაზე გახმაურებულ საკითხზე აალაპრაკა.

2006 წელს გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მიცემულ ინტერვიუში ვიქტორ დომუხოვსკი შევარდნაძეს ასე იხსენებს:

„მე შევარდნაძისათვის საშიში არ ვყოფლივარ, უბრალოდ ბოღმიანი კაცია და „თვითმფრინავის ბიჭების" დაცვა არ მაპატია... ვინც ამ საქმეში შევარდნაძის „გათეთრებას“ შეეცდება, შევახსენებ, რომ მუსიკოს ოვეჩკინების ოჯახის მიერ თვითმფრინავის გატაცების დროს იყო სროლაც და დიდი მსხვერპლიც, მაგრამ არავინ დახვრეტილა, მეტიც, მაქსიმალური სასჯელი 8 წელი იყო და დღეს ყველანი ცოცხლები არიან...“- ამბობდა ვიქტორ დომუხოვსკი.

დომუხოვსკი 1993 წლის 6 აპრილს ბაქოდან „მოიტაცეს“. ვიქტორ დომუხოვსკიმ პატიმრობაში 5 წელი და 7 თვე გაატარა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ⤵️

„მინდა ვიყო არა პატარკაციშვილის შვილიშვილი, არამედ ლიზა მაღრაძე“ - გაიცანით ლიზა მაღრაძე

დედას ეძინა და მამას ინიციატივით, „გავპასტეთ“ - როგორი მამა იყო ჟვანია და როგორ ცხოვრობს ახლა მისი ქალიშვილი?

ვინ არის ყველაზე ხანდაზმული „კანონიერი ქურდი“ , რომელიც გუშინ გარდაიცვალა

როგორ შეცვალა მერაბ ნინიძემ გეგა კობახიძე ფილმში „მონანიება“ - აქამდე უცნობი ისტორია


გეგას ფოტო როიალზე ედო, ქმარს პრობლემა არ ჰქონია - ვინაა თინას მეუღლე და რას საქმიანობს წყვილი?

Wish you Were Here... ციხის კედლებზე ჩუმად ამოტვიფრული ეს ფრაზა გეგა კობახიძისა და თინა ფეტვიაშვილის დიდი სიყვარულის ისტორიას ჰყვება...

ყველაფერი სატელეფონო კავშირით დაიწყო... თინამ არ იცოდა ვის ესაუბრებოდა და ერთხელაც „იდუმალი ბიჭის“ ნახვა გადაწყვიტა, რომელიც ხეიბარი იყო...


დიახ, კობახიძე ასეთი უჩვეულო იყო... თინა მოატყუა, რომ ხეიბარი იყო და ყველაფერი აქედან დაიწყო... მათი წყვილი ყველასგან გამოირჩეოდა, განსხვავებული აზრები და მისწრაფებები ჰქონდათ...

თავისუფლება უნდოდათ... უნდოდათ ზღვა დაგაეცურათ... ამისთვის გეგმა შეიმუშავეს მეგობრებთან ერთად, თვითმფრინავის გატაცება, დანაკარგის გარეშე... თუმცა, ამ საქმეს უსისხლოდ არ ჩაუვლია, როგორც იცით ბევრი ადამიანი დაშავდა და მათი თავისუფლებისკენ ტრფობა ტერორიზმად მონათლეს...

„თვითმფრინავის საქმის“ გამოძიება იმდროინდელმა კაგებემ საკუთარ თავზე აიღო...

ბოლო სასამართლო პრეცესზე თინა ამბობს: „ჩვენ თავს დამნაშავედ ვცნობთ... იყო ბოროტმოქმედი ამაში საამაყო არაფერია, რა თქმა უნდა ვნანობ...


საქმე კი ასეთი განაჩენით დასრულდა: დახვრეტა!

დიახ, თავისუფლებისთვის ბრძოლის ჯილდო დახვრეტა აღმოჩნდა. გადარჩა ორსული თინა ფეტვიაშვილი.

როგორც თავადთინა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, თავისი განაჩენი არ გაუგია, მხოლოდ გეგას დახვრეტაზე ფიქრობდა...

3 თვის თინას მუცელი ციხეში მოუშალეს, იმდროინელმა სამართალდამცავებმა კი სასამართლოს განაჩენი აღასრულეს...

როგორც ცნობილია, თინა ფეტვიაშვილი ციხეში, დაახლოებით, 6 წელი იჯდა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაათავისუფლეს...

ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გათხოვდა... ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში გეგა კობახიძის დედა, ნათელა მაჭავარიანი ჰყვება.

„თინიკო რომ გათხოვდა ჩემთან მოვიდა... ნათელა დეიდა, ერთ ბიჭს ვუყვარვარ, რომ გითხრათ ვგიჟდები მასზე, ეგრეც არაა, მაგრამ სჯობია გავთხოვდეო...

მე ვუთხარი, რომ ოჯახის შექმნაზე კარგს ვერაფერს იზამდა... პირველად რომ შვილი მანახა, მეგონა გეგას თვალებმა შემოანათა... ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან“,- ამბობს მაჭავარიანი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლა თინა კვიპროსზე მეორე ქმართან ერთად ცხოვრობს... მისი მეუღლე მსახიობ სოსო ლაღიძის შვილი, გიორგი ლაღიძეა... მათ ერთი შვილი ჰყვათ...

როგორც სოსო ლაღიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას განმარტავს, ოჯახს თინას ცოლად მოყვანის გამო კონფლიქტი არ ჰქონია...

„გიორგი და თინა 1992 წელს წავიდნენ საქართველოდან. ჯერ გიორგი გახდა საბერძნეთის მოქალაქე, მერე – თინა.

მათ ერთი ვაჟი ჰყავთ, ჩემი სეხნია – სოსო ლაღიძე, უკვე კვიპროსის ჯარში ჩაირიცხა.

სოსო კარგად მღერის, გიორგიც თავის ჩამოყალიბებულ ანსამბლშია, კარგად უკრავს გიტარაზე, ხან სად მართავენ კონცერტებს, ხან – სად.

გიორგიც და თინაც მხატვრები არიან და მხატვრობით ირჩენენ თავს.

თუ აქვთ შეკვეთა, ხომ ძალიან კარგი, თუ არ აქვთ, მე ვეხმარები აქედან.

გიორგი და თინა ერთხელ მაინც ჩამოდიან ხოლმე საქართველოში. მეც ვიყავი ჩასული სტუმრად მათთან, კარგად მიმასპინძლეს....

უნდათ აქ ჩამოსვლა, მაგრამ მხატვრობით თავს ვერ ირჩენენ...

თანაც თინასთვის მძიმეა ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ, ახლა მისთვის ეს პრობლემა აღარაა.

გეგა კობახიძე ძალიან კარგი პიროვნება და მსახიობი იყო. თინას ოჯახში გეგას ფოტო როიალზე იდო, მაგრამ ეს არც გიორგისთვის იყო პრობლემა და არც ჩვენთვის.

პირიქით, აქაურობა ძალიან ენატრებათ, ჩვენც ვენატრებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოდიან.

მისი ჩვენს ოჯახში შემოსვლა პრობლემა არასდროს ყოფილა... ის საშინელი დრო უკვე დამთავრდა...

თინასაც მოხდილი ჰქონდა სასჯელი – 6 წელი გაატარა საპატიმროში.

გიორგიმ და თინამ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. თინა ახალი გამოსული გახლდათ ციხიდან, როცა აკადემიაში აღადგინეს.

ძალიან მორიდებული იყო, ყველა მას უყურებდა. იმ პერიოდში, ცოტა თავსაც არიდებდნენ. გიორგი არ შეუშინდა იმ ყველაფერს, გვერდში ამოუდგა, შეუყვარდათ ერთმანეთი, მერე მეც გამიმხილა, რომ თინა შეუყვარდა.

მე ძალიან კარგად მივიღე რძალი....

ახლაც, კარგ მამამთილობას ვუწევ თინას. აქ კარგი ბინა მოვუწყვე მათ. სახელოსნოც აქვთ. როცა საქართველოში მოდიან, მათ ბილეთებს საკუთარ თავზე ვიღებთ, გიორგის ბილეთი ჩემი საყიდელია, თინას ბილეთს მისი სიძე, გია ბაზღაძე ყიდულობს. ასე გვაქვს გადანაწილებული ფუნქციები და ასე მიდის ჩვენი ცხოვრება...“- ამბობს ლაღიძე.


„არ ვიცი როგორ მოეწონებათ ეს ამბავი საქა...

5 წუთის წინ

ზაზა წერეთელი

„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ აუცილ...

40 წუთის წინ

ნინი ბადურაშვილი

„პირველი 27 სექტემბერი მოდის უშენოდ სოფ…...

12:58

დები შუბლაძეები


„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

„მანქანაში გამაუპატიურა, ჯერ საყურეები ჩ...

16:32 პარ. 24 სექტემბერი

ქალზე ძალადობა

„სთორი“ ნახა, დადებული არ მაქვს ნახულობს...

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს...

23:33 შაბ. 25 სექტემბერი

მოდელი ლიზა კობალაძე

„ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდ...

10:18 შაბ. 25 სექტემბერი

ბაბი კირკიტაძე

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები სამხრეთ...

14:47 პარ. 24 სექტემბერი

ბერუკა

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი...

12:39

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია - Digest.ge

„დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავა...

12:32

კორონაზე

„ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაათავისუ...

11:29

როგორ მკურნალობენ
კორონავირუსს
საქართველოში?

1132 ინფიცირება, 2956 გამოჯანმრთელება, 3...

10:42

კორონა

„ჩემი ოჯახის კოვიდ ჯოჯოხეთი გრძელდება......

10:27

ირმა ცქიტიშვილი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?...

10:07

შემოდგომა

„ქურდობა გინდა, თუ რატომ არ ალაგებ ტუალე...

00:49

სამხედრო პირი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამ...

00:00

ტატო გრიგალაშვილი

„ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არა არის...

23:02 შაბ. 25 სექტემბერი

რევაზ ბოჭორიშვილი