Digest Logo

რა ხდება ლამაზი სურათების მიღმა? - „მოდელებს მონებივით ექცევიან“ - თაკო ნაცვლიშვილი

 17:52 სამ. 4 მაისი
მოდელი თაკო ნაცვლიშვილი

ცნობილი ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო ინდუსტრიაზე არსებულ პრობლემებზე  სოციალურ ქსელში წერს და კოლეგას, მარიშა ურუშაძეს სოლიდარობას უცხადებს.

„ამ ბიზნესში ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა დასრულდეს! მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს. მათ ძალიან რთულ პირობებში ადეკვატური ანაზღაურების გარეშე უწევთ მუშაობა. საქართველოში ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მოდელობა არ არის უბრალოდ ჰობი ან გართობა, ეს პროფესიაა, რომელიც შრომას მოითხოვს!“ – წერს თაკო ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის თქმით, მოდელების მიმართ უპატივცემულობა ორგანიზაციების მხრიდან ყველა ზღვარს გასცდა.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი თავს და არ ვლაპარაკობდი ღიად, თუ რა ხდება ლამაზი ჩვენებებისა და სურათების მიღმა. ყოველ სეზონზე გოგოებს გვიწევს სხვადასხვა პრობლემასთან შეჯახება. ამ სეზონმა გვაიძულა, გვესაუბრა პირობებზე, რადგან მოდელების მიმართ უპატივცემულობა ყველა ზღვარს გასცდა. მინდა ვისაუბრო თუ რა პირობებში გვიწევს მუშაობა და როგორ სტრესში ვართ სათითაოდ ყველა. უმეტეს შემთხვევაში, მთელი დღის განმავლობაში, საჭმლის გარეშე გვიწევს ყოფნა, არავინ გვეუბნება კონკრეტულ სამუშაო საათებს, მით უმეტეს ამ სეზონზე, როდესაც Digital Show-ებია. სირცხვილია, ვახსენო საპირფარეშოს მდებარეობა, რომელიც სულ სხვა შენობაში შეიძლება აღმოჩნდეს,“ - ამბობს თაკო ნაცვლიშვილი.

თაკო ასევე აღნიშნავს, რომ მოდელებს კომენდანტის საათის შემდეგაც უწევთ მუშაობა, მაშინ, როდესაც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია, თუმცა მათ სახლში დაბრუნებაზე არავინ ზრუნავს. მისივე თქმით, პრობლემაა ისიც რომ, რომ მოდელებს ხშირად ჩვენების დღეს ეუბნებიან უარს გამოსვლაზე, ანაზღაურება კი საქართველოში სამარცხვინოა.

„სირცხვილია ვახსენო ანაზღაურება. თუ ერთ ჩვენებაში ევროპაში ანაზღაურება გამოდის ათასობით ლარი, ჩვენ 150 და 200 ლარი გამოგვდის, ამას მინუს პროცენტები,“ - აცხადებს მოდელი.

ცნობისთვის, მარიშა ურუშაძის Instagram-ის ანგარიში მას შემდეგ დაიბლოკა, რაც მოდის კვირეულის გადაღებებზე ქართველი მოდელების შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა. მისი სოციალური ქსელის ანგარიში „დაარეპორტეს“, რის გამოც მისი სურათები აღარ იძებნება.

წყარო: report.ge


„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

23:46 პარ. 14 მაისი

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

22:58 პარ. 14 მაისი

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32 პარ. 14 მაისი

Google


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10 პარ. 14 მაისი

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44 პარ. 14 მაისი

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10 პარ. 14 მაისი

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59 პარ. 14 მაისი

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26 პარ. 14 მაისი

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32 პარ. 14 მაისი

ცაგარელი

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24 პარ. 14 მაისი

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09 პარ. 14 მაისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05 პარ. 14 მაისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59 პარ. 14 მაისი

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58 პარ. 14 მაისი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46 პარ. 14 მაისი

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43 პარ. 14 მაისი

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34 პარ. 14 მაისი

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09 პარ. 14 მაისი

დედამიწა