Digest Logo

რა ღირს ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის ლუქი

 15:51 ორშ. 11 იანვარი
ნანუკა გუდავაძე

9 იანვარს მილიონრების რძალი ნანუკა გუდავაძე 26 წლის გახდა. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­ ყურადღების ცენტრში მას შემ­დეგ მოექცა, რაც ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე და­ი­ნიშ­ნა. მათ ქორწილს დიდი მითქმა-მოთქმა და თვით სვეტიცხოვლის ტაძრის დაკეტვა მოჰყვა. ამ ამბიდან წლები გავიდა და ნანუკამაც საკუთარი თავი ნელ-ნელა გაგვაცნო. 

უყვარს კემარებთან პოზიორობა და ლამაზად ჩაცმა.

მას დაბადების დღეზე CECILIE BAHNSEN-ის ულა­მა­ზე­სი შავი, ხა­ვერ­დის კაბა და DIOR-ის ფეხ­საც­მე­ლი ეცვა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, matchesfashion.com-ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ხა­ვერ­დის კაბა 570 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი ღირს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, 2550 ლა­რია.


რაც შეეხება DIOR-ის ნახევრად ღია ფეხსაცმელს, საზაფხულო ფეხსაცმელი რამდენიმე უცხოურ საიტზე უკვე ამოყიდულია, თუმცა სადაც კვლავ გაყიდვაშია 990 ევრო ღირს, რაც დაახლოებით 4000 ლარია.

ანუ გამოდის, რომ ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის ლუქი დაახლოებით 6 500 ლარია.

ივანიშვილების ოჯახის შესახებ ძირითად ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან ვიღებთ. თუ მათ მიერვე გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალით ვიმსჯელებთ, ისინი არჩევანში არ შემცდარან, დროსთან ერთად კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, რაც მათი საერთო ინტერესებიდან და ხედვებიდან ჩანს. თავისუფალ დროს ოჯახურ გარემოში, პატარა შვილთან - ბერუკასთან ერთად ატარებენ და სახალისო, შემოქმედებით ვიდეოებს გვთავაზობენ.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ნანუკა გუდავაძე ბერას ცოლობამდე - ფოტო-ამბები

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ ბეჭდით ამოიცნო - საბედისწერო რეისის ქრონიკები

ბერას ყოფილები - 4 სელებრითი, რომელსაც რეპერის შეყვარებულობას მიაწერდნენ


ვინ არის ნანუკა გუდავაძის ყოფილი შეყვარებული და როგორ ცხოვრობს ახლა


ორი წლის წინ ივანიშვილების ოჯახში დიდი ამბები იყო. ვიწრო წრეში ჩატარებულ ცერემონიალად შერაცხული ჯვრისწერის გამო, სვეტიცხოვლის ტაძარი დაიკეტა.


ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ნიშნობა ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მაყურებლის ამპლუაში მყოფ საზოგადოებას რომ თავი დავანებოთ, მათ შორის ნანუკას ყოფილი შეყვარებული, მერამ შარიქაძე იყო, რომელმაც ამბავი ჟურნალისტებისგან გაიგო.

მას გახმაურებული ნიშნობის შემდეგ, ჟურნალისტებიც კი დაუკავშირდნენ და რამდენიმე ინტიმური შეკითხვა დაუსვეს:

დრონი.ჯი: თქვენი ყოფილი შეყვარებულისა და ბერას ნიშნობის ამბავი გაიგეთ?
ბუკა: დიახ, მაგრამ არ ვიცი რამდენად მართალია.
დრონი.ჯი: ნანუკასთან დაშორების შემდეგ მასთან არანაირი კონტაქტი არ გაქვთ?
ბუკა: არა, ჩვენ ისე დავშორდით... მოკლედ, მას შემდეგ არ გვიკონტაქტია.
დრონი.ჯი: დაშორების მიზეზი ბერა ივანიშვილი ხომ არ იყო?
ბუკა: არა, ბერას და ნანუკას ამბავი მეც ახლახან გავიგე. მათი ურთიერთობის შესახებ პრესიდან გავიგე. ამ ეტაპზე ნანუკასთან არანაირიურთიერთობა არ მაქვს
მერაბ შარიქაძე პროფესიით მორაგბეა.

მან კარიერა ჯერ ინგლისში დაიწყო. მუშაობის პარალელურად, ერთ-ერთ უნივერსიტეტში სპორტულ ბიზნეს მენეჯმენტს სწავლობდა, შემდეგ საფრანგეთში გადავიდა და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის ბრძოლა უფრო დიდი ენთუზიაზმითა და გამოცდილებით დაიწყო. წლებია, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.

ამბობს, რომ ბავშვობის ოცნება - ეროვნულ ნაკრებში თამაში აისრულა, ახლა ახალი მიზნები და ოცნებები აქვს, რაც ისევ კარიერას უკავშრდება. პირადზე ცოტას საუბრობს, თუმცა ჟურნალისტებმა საჭორაოდ ისედაც ბევრი იციან.



2018 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნანუკას ყოფილი შეყვარებული ანანო კალაძეს ხვდება“.



მსგავსი სიახლეები

„არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა,...

9 წუთის წინ

ჟორჟოლიანი ნანუკა

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

33 წუთის წინ

ბიჭი

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

13:18

ქეთევან ხატიაშვილი


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი

„ქალისაგან გაჟღერებული გინება საჭირო ტრა...

22:39 შაბ. 4 დეკემბერი

ბაია პატარაია