Digest Logo

პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი მაკა ცინცაძე, გაყრა 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და მარტოხელა დედობა

 15:26 ოთხ. 17 თებერვალი
მაკა ცინცაძე

ქვეყანაში მიმდინარე ამბებს ტელევიზორებიდან ყოველდღე არერთი ლამაზი ქალი გვიყვება. ამ დახვეწილ და გემოვნებიანი მანდილოსნებზე ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ მათ ზედმიწევრნით კარგად იციან, რა ხდება საქართველოში და მსოფლიოში. 

ერთ-ერთი მათგანი  ჟურნალისტი მაკა ცინცაძეა.

8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი

მომ­ხიბ­ვლე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მაკა ცინ­ცა­ძე საზოგადოებას ტე­ლე­კომ­პა­ნია „მა­ესტრო­დან“გაიცნო, შემდეგ იყო GDS-ის თოქ-შოუ „20-30“ და ახლა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუს „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ უძღვება.

მაკას გულშემატკივარს ის რადიო „უცნობის” და რადიო „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებებიდანაც ემახსოვრება, 2009 წლიდან თამაშობდა ელიტარულ ინტელექტ-კლუბში „რა? სად? როდის?“.

წარმატებული ჟურნალისტის საინტერესო ცხოვრება აქვს, თუმცა ტელეწამყვანი პირადზე საჯაროდ საუბარს ყოველთვის ერიდება.

ოჯახი

თბილისში დიდი ხანია, საუბრობდენ, რომ ჟურნალისტი მაკა ცინცაძე მეუღლეს დაშორდა. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ტელეწამყვანმა ეს ჭორი დაადასტურა.

რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

„სამწუხაროდ, ასე მოხდა. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ – ერთად აღარ ვართ, ასე ჯობდა.

მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, თან პირველად ვამბობ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო.

რვა წელი ვიცხოვრეთ ერთად და გადაწყვეტილებაც ერთ დღეში არ მიგვიღია.
ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო. ამჟამად გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავს კესო, რომელზეც ვზრუნავ და რომელიც ჩემი ბედნიერებაც არის, მოტივაციაც და ყველაფერიც.

მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეყვარებული არ არის და მისი პირადი ცხოვრება მხოლოდ მის შვილს უკავშირდება.

„პირადი ცხოვრება არ მაქვს. ჩემი შვილია ჩემი პირადი ცხოვრება. თუ გულისხმობ გვერდით მამაკაცს, არ მყავს. მყავდა მეუღლე და ახლა მარტო ვარ. ალბათ რაღაც პერიოდის მერე მეყოლება გვერდით ვინმე. ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს მექნება ისეთი ურთიერთობა, რომლის დამალვის აუცილებლობაც მექნება“- ამბობს ტელეწამყვანი.

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

ჟურნალისტს ერთი შვილი ჰყავს 9 წლის კესარია ღამბაშიძე.

„შვილის დაბადება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარ მოვლენად მახსენდება. მაშინ ხვდები, რომ მანამდე საერთოდ არ გიცხოვრია, არაფერი გიკეთებია და, უბრალოდ, არსებობდი.

კესოს დაბადებიდან 3 თვეში სამსახურში გავედი. ძიძა არასდროს მყოლია, რადგან არჩევის პროცესი ძალიან გამიჭირდა, თან მივხვდი, რომ ბებიებზე მეტად არავის ეყვარება და არც მათზე სანდოდ მიმაჩნია ვინმე. მშვიდად ვარ, როცა ბავშვი მათთანაა.

კესოსთან მხოლოდ მაშინ არ ვარ, როცა ვმუშაობ. დანარჩენ დროს სულ ერთად ვატარებთ. ძირითადად, პარკებსა და გასართობ ცენტრებში დავსეირნობთ“- ამბობს ჟურნალისტი ერთ-ერთ ინტერვიუში.

„სა­ერ­თოდ, მინ­და, ბევ­რი შვი­ლი მყავ­დეს, არ ვიცი, ჯან­მრთე­ლო­ბა რამ­დე­ნად შე­მი­წყობს ხელს. თან არ მინ­და, ბავ­შვე­ბი გა­ვა­ჩი­ნო და მერე სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბა ვერ მივ­ცე. თუ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, ბევ­რი შვი­ლი ვი­ყო­ლიო, ამ ოც­ნე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ავის­რუ­ლებ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვნა­ნობ, ის არის, რომ ბავ­შვი თა­ვი­დან­ვე არ გა­ვა­ჩი­ნე, აქამ­დე ხომ მე­ო­რე შვი­ლიც მე­ყო­ლე­ბო­და“- ამბობს ტელეწამყვანი.

მაკა ცინცაძის სილამაზის საიდუმლო

„სახის მოვლისას მკვებავებს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ყოველდღიურად ვიყენებ მაკიაჟს, ეს იწვევს კანის გამოშრობას, ამიტომაც ცხიმიან მკვებავს ვიყენებ.

რა და თუ დამჭირდება რაღაც პერიოდის შემდეგ, აუცილებლად გავიკეთებ, ჯერ არაფერი მაქვს გაკეთებული. თუკი ქალს აქვს ამის საშუალება და დიდი იმედი მაქვს, რომ მეც მექნება საშალება, როცა ამის საჭიროება იქნება, მივმართავ ქირურგიულ ჩარევას ან სხვა პროცედურებს.

დიეტა „კიბეს“ ვიცავდი სამი კვირა და მხოლოდ სამი კილო დავიკელი. ერთ დღეს ვაშლი ვჭამე, მეორე დღეს – ბალახები და… ხორცის გარეშე ვერ ვძლებ, ძალიან დიდი გურმანი ვარ (იღიმის), ამ დიეტის ფონზე საგაზაფხულო დეპრესია დამეწყო“- ამბობს ტელეწამყვანი.

„პროფესიიდან გამომდინარე, მაკიაჟი საქმის განუყოფელი ნაწილია. შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღიურად მიწევს შეღებვა, დასვენების დღეებში ამის სურვილი არ მაქვს, თან ვცდილობ, კანი დავასვენო. რაც შეეხება იმას, ვინტერესდები თუ არა ე.წ. მაკიაჟის ხელოვნებით, არა, ჯობს, ეს საქმე სხვას მივანდო. მეტიც, სახლში დეკორატიული კოსმეტიკა თითქმის არ მაქვს. ზოგადად, ვცდილობ გამოვიყენო ჰიპოალერგიული და პირველი ხაზის თავის მოვლის საშუალებები“- ამბობს ტელეწამყვანი.

მაკა ცინცაძე და ბერა ივანიშვილი

ჩემი კარიერა, „20.30-დან“ არ დაწყებულა. ეს ისე, ობიექტურობისთვის და დიახ, ვამაყობ, რომ ვიმუშავე ძალიან მაგარი, განათლებული, თავმდაბალი, ზრდილობიანი და კულტურული, ყოფილი პრემიერის შვილის – ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში. ზოგიერთის გულის დასაწყვეტად კი, გავიმეორებ – დამოუკიდებელ გარემოში.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია

დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი

როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი


მსგავსი სიახლეები

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი...

2 წუთის წინ

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია - Digest.ge

„დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავა...

9 წუთის წინ

კორონაზე

„ეს გოგო აღარ არის... პანდემიის მანძილზე...

55 წუთის წინ

სოფო ბერიძე


„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

„მანქანაში გამაუპატიურა, ჯერ საყურეები ჩ...

16:32 პარ. 24 სექტემბერი

ქალზე ძალადობა

„სთორი“ ნახა, დადებული არ მაქვს ნახულობს...

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს...

23:33 შაბ. 25 სექტემბერი

მოდელი ლიზა კობალაძე

„ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდ...

10:18 შაბ. 25 სექტემბერი

ბაბი კირკიტაძე

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები სამხრეთ...

14:47 პარ. 24 სექტემბერი

ბერუკა

„ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაათავისუ...

11:29

როგორ მკურნალობენ
კორონავირუსს
საქართველოში?

1132 ინფიცირება, 2956 გამოჯანმრთელება, 3...

10:42

კორონა

„ჩემი ოჯახის კოვიდ ჯოჯოხეთი გრძელდება......

10:27

ირმა ცქიტიშვილი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?...

10:07

შემოდგომა

„ქურდობა გინდა, თუ რატომ არ ალაგებ ტუალე...

00:49

სამხედრო პირი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამ...

00:00

ტატო გრიგალაშვილი

„ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არა არის...

23:02 შაბ. 25 სექტემბერი

რევაზ ბოჭორიშვილი

მიხეილ ჩხენკელი: ძალიან მნიშვნელოვანი და...

21:56 შაბ. 25 სექტემბერი

განათლების მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი: ნიუ-იორკის უნივერსიტეტი...

21:50 შაბ. 25 სექტემბერი

განათლების მინისტრი