Digest Logo

ფარული ქველმოქმედება, ბრწყინვალე კარიერა, ყოფილ ცოლზე ძალადობა და სკანდალები - უცნობი ამბები ნიკოლოზ ბასილაშვილზე

 16:04 სამ. 4 მაისი
ჩოგბურთელი ნიკოლოზ
ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თავისი ბრწყინვალე კარიერის გარდა ცნობილი სკანდალური პირადი ცხოვრებითაც გახდა. ბოლო ერთი წელი მის გარშემო, ბრალდებები, სასამართლო პროცესები და პარალელურად სპორტული ტურნირები ერთმანეთს ენაცვლება.

მიუხედავად დაძაბული ფონისა, ნიკოლოზმა კარგად გაართვა თავი თავის პროფესიულ მოვალეობას და მისი ბრწყინვალე გამარჯვებები მთელმა ერმა იზეიმა.

ჩინეთის ღია პირველობის ფინალურ მატჩზე ჩოგბურთელმა მსოფლიო ჩოგბურთის სუპერელიტის წარმომადგენელი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა 2 სეტში – 6:4, 6:4 და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მანამდე კი მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენს, რაფაელ ნადალს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

როგორ დაიწყო ბასილაშვილის სპორტული კარიერა, რა გზა განვლო მან და როგორ განვითარდა მისი პირადი ცხოვრება ამის შესახებ დღეს მოგიყვებით.

ბასილაშვილი დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში. მამამისი – ნოდარი ქართული ეროვნული ბალეტის წევრი იყო, ხოლო დედამისი – ნატალია ექიმი. ჰყავს ძმა, სახელად თენგიზი. ნიკოლოზმა 5 წლის ასაკში, მამასთან დაიწყო ჩოგბურთის თამაში. 2007–2011 წლებში, აშშ-ში კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში ვარჯიშობდა. ბასილაშვილის ფავორიტი საჩოგბურთო საფარია ჰარდი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. გატაცებულია ავიაციით, კინოფილმებით და კულინარიით.

ნიკოლოზის მამა, ნოდარ ბასილაშვილი, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისმა შვიმა პროფესიული არჩევანი მამის რჩევით გააკეთა:

„ნიკას ჩოგბურთის მწვრთნელი პატარაობიდან გოგა სანთელაძე იყო და პარალელურად მეც ვავარჯიშებდი. აი, 12 წლის რომ გახდა, მას შემდეგ მარტო ვწვრთნიდი.

ნიკოლოზმა ჩემი რჩევით აირჩია ჩოგბურთი. ჩემი მეუღლე ნატალია პროვიზორია, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა ფარმაციის მიმართულებით. ჩვენ გვქონდა აფთიაქების ქსელი და იქ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ნიკაზე გადავერთე, ეს ყველაფერი დავხურე, დავიტოვე ერთი აფთიაქი, რამდენიმე კომერციულ ფართთან ერთად და ამით ვახერხებდი ოჯახის გაძღოლას.

ერთი წიგნი დაიწერება, ჩვენი ამბავი რომ მოვყვე. ნიკოლოზი 12 წლიდან გადავიდა ამერიკაში. ჩავდიოდი ამერიკაში, ვყიდულობდი ცოტა დიდ მანქანას და შტატიდან შტატში გადავდიოდით. მაიამიში ვიქირავე ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ბინა, რომელშიც ერთი ოთახი დაგვითმეს და აქვე იყო კოლეჯიც, სადაც აბსოლუტურად უფასოდ ვვარჯიშობდით კორტებზე. ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება ეკონომიურად გვეცხოვრა.

ნიკოლოზი ბუნებით მზრუნველი ადამიანია. ჩვენს სანათესაოშიც ბევრს არ აქვს დალხენილი ცხოვრება და რითაც შეუძლია, ეხმარება ყველას. უკან დახევა არ იცის, ხან რით ეხმარება ადამიანებს, ხან – რით, თუმცა ამაზე საუბარი არ უყვარს. ბევრმა არც იცის, რომ რა თანხასაც თამაშებზე აგროვებს, იმ თანხის 30 პროცენტი რჩება ქვეყანას, სადაც ტურნირს თამაშობს, ამას კიდევ აკლდება მწვრთვნელებისთვის განკუთვნილი გადასახადი. რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს, წარმოიდგინეთ, ყველა მოთამაშეს სპონსორი ჰყავს, ის კი სპონსორის გარეშე ასპარეზობს. ბოლოს მითხრა კიდეც, რომ არ მაინტერესებს არავითარი ფული, მინდა, სახელი მოვიხვეჭოო. ძალიან ბევრი რამ არის ნიკას კისერზე. გარედან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

14 წლამდე რომ მოიგო საქართველოს პირველობა, მაშინ საუკეთესო ბავშვები დააჯილდოვეს ტურნირით და საფრანგეთში გავუშვით ნიკა. იქ რამდენიმე თამაში მოიგო და წააგო ფრანგთან, როგორც თვითონ მითხრა, არასამართლიანი მსაჯობის გამო (7:6, 6:7, 7:6,). თუმცა რომ დამირეკა, სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა. გამიკვირდა და ვუთხარი რა გიხარია, წააგე-მეთქი, რა და, ვილსონის სპონსორი გამომიჩნდაო, როგორც კი დამთავრდა მატჩი, ჩემთან მოვიდა, კონტრაქტი და 6 ჩოგანი მომცაო. არადა ამ ტურნირზე გაშვებული მყავდა ორად ორი ჩოგნით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გატეხილი, გატეხილი ჩოგნით სპეციალურად გავუშვი, ვუთხარი ნუ ამტვრევ ჩოგანს-თქო და ეს ამბავი რომ მომიყვა, ორივემ გავიხარეთ.

კიდევ მახსოვს, ნიკამ „ორანჯ ბოლის“ ნახევარ ფინალში ითამაშა ამერიკაში, მაშინ 14 წლის იყო და რომ დავბრუნდით მაიამიში, ჩვენს ნაქირავებ სახლში, ვხედავთ, რომ ფოსტამ მოიტანა ბევრი ყუთი და თურმე, რადგან ნიკოლზმა ძალიან პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა, ვილსონს გამოუგზავნია ბაბინები, ჩოგნებს რითაც ჭიმავენ. იმდენი იყო, არ ვიცოდით სად წაგვეღო. მოთამაშეებისთვის საპრიზო თანხები იყო განკუთვნილი და მის ნაცვლად გამოგვიგზავნეს, – ამბობს ნოდარ ბასილაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

პირადი ცხოვრება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ნეკა დოროყაშვილმა ერთმანეთი საერთო სანაცნობო წრეში გაიცნეს, წელიწად-ნახევარი შეყვარებულები იყვნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ, მერე კი იქორწინეს.

წყვილი სხვადასხვა ინტერვიუებში თავიანთ ოჯახურ ცხოვრებაზე ჰყვებოდნენ:

„მე არ მიმაჩნია, რომ დაოჯახება სპორტის მხრივ ხელშემშლელია. ამ დასტაბილურებამ და შვილმა კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა. იმდენად სტრესული სპორტია, რომ, როცა შინ მიდიხარ, გჭირდება რაღაც, რაც აბსოლუტურად გამოგიყვანს მდგომარეობიდან. ამაში ჩემი შვილი და ოჯახი ძალიან მეხმარება.

ნეკამ უპირველესად თავისი გარეგნობით მომხიბლა. შემდეგ – ხასიათით. ნელიკოსთან ურთიერთობა, საუბარი, ჩემთვის განტვირთვა იყო. მახსოვს ვღიზიანდებოდი, როცა ყველა ჩოგბურთს მიხსენებდა, ყველა მხოლოდ სპორტზე მელაპარაკებოდა. ამ დროს ნეკას სულ სხვა თემებზე გადაჰქონდა საუბარი და ამით ძალიან მეხმარებოდა.

„ჩემი თავისუფალი დრო ყოველთვის სახლს ეთმობა. როცა ლუკასი წამოიზრდება, ტურნირებზე ყველა ერთად ვივლით. საერთოდ, ჩოგბურთი ისეთი სპორტია, რომ მთელი ოჯახი ჩართულია – ბებიაც კი. ჩემი მუდმივი მდგომარეობა ასეთია – ყველა მენატრება. ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი საქმე ეს არის. როდესაც კარიერას დავასრულებ, ყველაფერი სხვანაირად იქნება, მაგრამ ახლა ყველა რაღაცას თმობს, რომ ხელი შემიწყონ”, – ნიკა ბასილაშვილი, ჟურნალი ჰელოუ.

„ძალიან რთულია ჩოგბურთელის ცოლობა. ეს სპორტი უზარმაზარ შრომას მოითხოვს ნიკასგან. საქართველოში მაქსიმუმი ერთი კვირით ჩამოდის და დასვენება საერთოდ არ აქვს. როცა აქ არის, მაშინაც ვარჯიშობს, ფორმიდან არ უნდა ამოვარდეს…

ნიკა თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, მშობიარობას ვერ დაესწრო, სანამ ჩამოფრინდა, უკვე ნამშობიარევი ვიყავი. ძალიან განიცადა, ყოველ 5 წუთში ერთხელ რეკავდა, თავად უფრო ნერვიულობდა, ვიდრე მე… ყველას მიმართ ყურადღებიანია, ხანდახან მიკვირს კიდეც, ამდენ რამეს როგორ ასწრებს. მართლა არასდროს აქვს დრო. სულ ვარჯიშობს. სიურპრიზები და საჩუქრის გაკეთება ძალიან უყვარს. მის თაყვანისმცემლებზე არ ვეჭიანობ. „ფეისბუქშიც“ სწერენ და მესიჯებსაც უგზავნიან, მაგრამ საერთოდ არ ვეჭვიანობ, საეჭვიანო რა არის? ნიკა ამის საბაბს არ ამძლევს, არც შეყვარებულობის პერიოდში მაძლევდა. რაღაც სხვანაირი ადამიანია. ბუნებით ძალიან ერთგულია. როცა თაყვანისმვემლები წერენ, პირიქით, მიხარია“, – ნეკა დოროყაშვილი.

მათი ჰარმონიული თანაცხოვრება ერთ დღესაც დასრულდა.

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგებში 27-ე ადგილს იკავებს, დიდ სკანდალში აღმოჩნდა. მის პირად ცხოვრებას ახლა არამარტო საქართველოში, მსოფლიო პრესაშიც განიხილავენ.

ჩოგბურთის ვარსკვლავი ყოფილ მეუღლეზე, მოდელ ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს და 100.000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ 24 მაისს გაათავისუფლეს.

ოჯახურ კონფლიქტზე კომენტარებს მხოლოდ ადვოკატები აკეთებენ. თავად სპორტსმენმა კი მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:

„არ ვაპირებ, საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე.

ჩემი მიზანია, ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს. თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“.

ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის ურთიერთობა 2013 წელს საერთო მეგობრების წრეში დაიწყო და მალე ქორწინებით დაგვირგვინდა. მათი თანაცხოვრება დაახლოებით 6 წელი გაგრძელდა. ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს გაშორდნენ. მათ ერთი საერთო ვაჟი – 5 წლის ლუკასი ჰყავთ.

ნეკა დოროყაშვილი სტუდენტობისას სილამაზის კონკურსის „მის უნივერსიტეტის“ ტიტულის მფლობელი გახდა, თუმცა მალე გათხოვდა და პოდიუმს ჩამოშორდა. ქორწინების შემდეგ მან „ჯიპაში“ ჩააბარა და ამჟამად პიარის სპეციალისტია. ქმართან გაშორების შემდეგ კი ფოტომოდელობა დაიწყო.

ნეკა დოროყაშვილი ჰყვება, რომ ბასილაშვილებთან ბავშვის წამოსაყვანად მივიდა. ამ დროს მამამთილი მას რაღაც ტარიანი საგნით გამოეკიდა, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ, ნაჯახი იყო.

– ჩემს შვილს როცა მივაკითხე, არ ვიცი, რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა, არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ, რა იყო იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი, ნაჯახი იყო.

მე არც მახსოვს, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულ დეტალებს ვერ ვიხსენებ, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ჩივილს საერთაშორისო სასამართლოში აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნით ადრე ნეკა დოროყაშვილმა ყოფილ დედამთილსაც უჩივლა ბავშვზე ძალადობის ბრალდებით. სასამართლომ ბასილაშვილის დედა გაამართლა.

ბასილაშვილი და მისი ახალი სიყვარული

საქარველოს პირველი ჩოგანის - ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე შარლოტა ჰელენია, რომელიც ასევე ჩოგბურთელია და რამდენიმე თვეა საქართველოში ცხოვრობს.

ბასილაშვილის კარიერა

ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მოქმედი 36-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრია.

ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 3 ტურნირი მოიგო. 2018 წლის 29 ივლისს, მან გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო[2]. 2018 წლის 7 ოქტომბერს, ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში დამარცხებით, ბასილაშვილმა კარიერაში ATP-ის მეორე ტურნირი მოიგო და რეიტინგში უმაღლეს – 23-ე ადგილზე გადაინაცვლა. მას ასევე მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის და 10 ITF-ის მამაკაცთა ტურნირი ერთეულთა თანრიგში. ქართველ ჩოგბურთელს ოთხჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები. დიდი სლემის ტურნირებზე ბასილაშვილს ორჯერ როჯერ ფედერერთან[4] და ორჯერ რაფაელ ნადალთან[5][6] აქვს ნათამაშები, სადაც იგი სამჯერ დამარცხდა. 2021 წლის 11 მარტს ბასილაშვილმა იგი დოჰას 250-იან ტურნირზე დაამარცხა. 13 მარტს ტურნირის ფინალი მოიგო. მან მოწინააღმდეგე რობერტო ბაუტისტა აუგუტი 2 სეტში დაამარცხა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

Video: ბასილაშვილის გერმანელი საცოლე ქართულს სწავლობს

„ნიკოლოზმა აიშენა თავისი ოცნების სახლი და ეს სახლი დაუტოვა თავისი შვილის დედას“ - ბასილაშვილის ადვოკატი

ბასილაშვილი საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით - ანა აბაშიძე


რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

39 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა