Digest Logo

ოცნება განდეგილობაზე, სიყვარულის უუნარობა და სხვა ამბები გიორგი გაბუნიაზე

 21:05 შაბ. 27 თებერვალი
გაბუნია გიორგი

გიორგი გაბუნიას სახელი და გვარი ყველამ იცის, თუმცა შესაძლოა ეს ერთადერთი იყოს, რაც ფართო საზოგადოებისთვის მის პირადზეა ცნობილი. „ჯულიეტას უფროსი შვილის“ სტატუსს კარგა ხნის წინ გადააბიჯა და ქართულ ჟურნალისტიკაში ახალი სახე შექმნა. 

მის პირადზე ჭორები ხშირად გავრცელებულა. ძირითადად, სატელევიზიო პარტნიორს „ურიგებდნენ“, თამთა გოდუაძიდან - სოფო ნიჟარაძემდე.

თამთა და გიორგი მუსიკალური პროექტის "X ფაქტორის" ჟიურის წევრები იყვნენ. მაშინ მათი ფლირტი მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია.

იმ პერიოდში ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გიორგის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „შეყვარებული გაბუნია“... გიორგი ამ ფოტოზე თამთა გოდუაძის სურათებს დასცქერის.


ამბობს, რომ სიყვარული არ შეუძლია:

„ცოლებს ის მინუსი აქვთ, რომ მერე ბავშვებს აჩენენ და რა ვქნა?! სიყვარული რომ შემეძლოს, ვინმე მაინც შემიყვარდებოდა ქალი ან კაცი, ან ცხოველი და შესაბამისად, ან ქალს მოვიყვანდი ცოლად, ან კაცს, ან ქალს, ან ძაღლს, ან კატას. პრინციპში, ცოლად მოყვანაც არაა საჭირო, ისეც შეიძლება თანაცხოვრება. მაგრამ, ზუსტად ვიცი, არც ცოლი მინდა და არც ქმარი“

ბევრს საუბრობს მისგან იმედგაცრუებული ქალების შურისძიებაზეც... და არამხოლოდ ქალების:

„სიყვარული სიყვარულია, პირდაპირ გეტყვი, რომ ორივეს ერთნაირად ვუყვარვარ . არა მხოლოდ ქალები, იმედგაცრუებული კაცებიც ცდილობენ ჩემზე შურისძიებას . უპირველესად, იწყებენ ბინძური ჭორების გავრცელებას. თუ ეჭვი გაუჩნდათ, რომ ის უარვყავი და სხვასთან ვარ, იმის განადგურებასაც ცდილობენ. ბევრი ბოროტებაც გაუკეთებიათ ჩემ გასაბრაზებლად ან სხვასთან დაუმყარებიათ კონტაქტი იმ იმედით, რომ მე თავს მოვიკლავდი. მაგრამ, მერე რომ აღმოუჩენიათ, „მკიდია”, უფრო გაგიჟებულან (იცინის). ერთ გოგოს ვუყვარდი ძალიან და ისეთებს ვუკეთებდი, რომ სამი დღე და ღამე ლოგინად იყო ჩავარდნილი, ისე საშინლად მოვექეცი . მოკლედ, ეს ყველაფერი ჩემთვის თამაშია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მეც გადამიხდია სამაგიერო ჩემზე შურისმაძიებლებისთვის, ბევრჯერ, თან ისე, რომ მათ ვერ გაუგიათ. მაგრამ, მთავარია, რომ მე ვიცი და „ვკაიფობ” ამით. აჰა, ესეც ჩემი შავ-ბნელი მხარეები“

„ყველაზე დიდი იმედგაცრუება - ღმერთი“ - უთხრა გიორგიმ მაია ასათიანს გადაცემაში „პროფილი“

ჟურნალ ,,სარკის” არქივში ინახება ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ინტერვიუ, რომელიც 2 წლის წინ არის ჩაწერილი. ჟურნალისტი იხსენებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებს, მათ შორის, იმ წლებს, როცა ის რელიგიით იყო გატაცებული და ბერად შედგომაზე ფიქრობდა.


– გიორგი, თქვენი ბავშვობა რითი იყო გამორჩეული?

– ბავშვობიდან მიყვარდა ჩემს თავთან მარტო ყოფნა. წიგნებში თავჩარგული მოსწავლე ვიყავი. მიყვარდა ხატვა, ექსპერიმენტების ჩატარება, მაგალითად, წყალში ხახვს ჩავაგდებდი და ვაკვირდებოდი, როგორ შეიცვლებოდა, როგორ გაიზრდებოდა და ა. შ. ასევე ძალიან მიყვარდა კონსტრუქტორები.

ბავშვობაში ეკლესიური ვიყავი, რადიკალური განცხადებებით გამოვდიოდი. ვამბობდი, სკოლას რომ დავამთავრებ, კლდეში განდეგილად უნდა ვიცხოვრო-მეთქი. მშობლებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო.

– მერე კი განდეგილობა გადაიფიქრეთ…

– რელიგიურ ლიტერატურას ინტენსიურად ვეცნობოდი და რელიგიებზე, მათ შორის – მართლმადიდებლობაზეც, წარმოდგენა შემეცვალა. ეკლესიაში დავდიოდი, მაგრამ მოძღვართან ინტენსიური ურთიერთობა არ მქონია.

ხშირად ადამიანებს ეკლესიაზე ან სასულიერო პირებზე ეცვლებათ წარმოდგენა, მე კი რელიგიაზე შემეცვალა აზრი. არადა თავის დროზე არქიტექტურულზეც იმიტომ ჩავაბარე, რომ ეკლესიები მეშენებინა.

– ეკლესიის წიაღიდან მოწყვეტა დიდ სულიერ ტრავმებს იწვევს. თქვენში რა მოხდა მაშინ?

– ეკლესიაში როდესაც დავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარტო არასოდეს ვიყავი, ღმერთი ჩემთან იყო და მიფარავდა. მახსოვს ის დღე, როდესაც მივხვდი, რომ იმის გარეშე დავრჩი, რაც მქონდა. სრული სიმარტოვე ვიგრძენი. აღარ მყავდა ვიღაც, ვისთვისაც ნებისმიერ დროს შემეძლო მიმართვა და ვინც დამიფარავდა, ეს კი მძიმე მომენტი იყო. ვფიქრობდი, რა მიმართულებით წავსულიყავი.

მანამდე რელიგია თავად მაძლევდა მიმართულებებს, როგორი წესებით მეცხოვრა. როდესაც ჩემი თავი ამ ყველაფრისგან გავათავისუფლე, მივხვდი, რომ თავად უნდა დამედგინა ჩემი ცხოვრების წესი და ვერავისთან გადავამოწმებდი, ნამდვილად სწორი იყო ჩემ მიერ აღებული მიმართულება თუ არა.

– მაგრამ არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი წესები…

– არასოდეს მაკმაყოფილებდა საზოგადოებისგან თავს მოხვეული წესები, მხოლოდ იმის კეთება მიყვარდა, რასაც მე ვთვლიდი მნიშვნელოვნად. შარვალი უკუღმა მეცვა, საყურეები მეკეთა, თმა სხვადასხვაფრად შევიღებე, ისე მქონდა აჭრილ-დაჭრილი, ზოგს ქეციანი ვეგონე.

– მიკვირს, სახლიდან რომ არ გამოგაგდეს…

– გამოგდების ზღვარზე ვიყავი, მაგრამ შვილის სიყვარულმა და იმედმა, რომ ოდესმე გამოვსწორდებოდი, გადამარჩინა. როდესაც “კურიერში” დავიწყე მუშაობა, მაშინ ჩათვალეს, რომ ნამდვილად გამოვსწორდი.

– გოგონებთან თავგადასავლები, გატაცებები, სიყვარული – ეს ყველაფერი რა დოზით იყო თქვენს ცხოვრებაში?

– ასეთ ურთიერთობებში ყოველთვის საზიზღარი ვიყავი. სიყვარული ჩემთვის არ არსებობს. ვინც კი შეყვარებული იყო, ყველას დავცინოდი. დიდი მოწონება სიყვარულში არასოდეს გადამზრდია. ვიღაცაზე გადამკვდარი არასოდეს ვყოფილვარ და დღემდე ასეა. საშინელ დღეში ვაგდებდი იმ გოგონებს, ვისაც მე ვუყვარდი. ყოველთვის ისე გამოდის, რომ ცალმხრივად არიან შეყვარებული ჩემზე. ეს ხასიათი ვერ შევიცვალე და არც მიცდია.

– 20-30 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, ასე მარტო უნდა იყოთ?

– არ ვიცი. ადრე იმასაც ვამბობდი, სულ რომ უმუშევარი დავრჩე, საინფორმაციო გადაცემას და პოლიტიკას არ გავეკარები-მეთქი, მაგრამ აგერ, საინფორმაციოც მიმყავს და პოლიტიკური გადაცემაც. შეიძლება უცებ შეყვარებულიც მნახოთ და ინტერვიუში გითხრათ, როგორი თავდაკარგული ვარ. თუ შემიყვარდება, მართლა თავდაკარგული ვიქნები, რადგან სიყვარულში გამოცდილება არ მაქვს.

გაბუნიას ცხოვრებაში ბოლო დროს რამდენიმე მძიმე ამბავი მოხდა. ჯულიეტას გარდაცვალებამ მთელი ქვეყანა დაამწუხრა.

გაბუნიამ, გასულ წელს საკუთარ გადაცემაში დედასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდებოდა:

„პირველად, როცა მძაფრი განცხადებები დავიწყე ხელისუფლების მიმართ, დედაჩემისთვის მიუღებელი იყო. როდესაც მუქარები მოისმინა ჩემი მისამართით, ვიღაცები რეკავდნენ... ვჩხუბობდით. ერთხელ წელიწადზე მეტხანს არ ვლაპარაკობდით. როცა ნახა ეს მეთოდები არ ჭრიდა, ტირილი დაიწყო“, –ამბობდა ტელეწამყვანმა.

როგორც გაბუნია ამბობდა, დედა მის გადაცემებს აღარ უყურებდა და თუ ვინმე რამეს ეტყოდა ეუბნებოდა, რომ არ აინტერესებს, რადგან შეეჩვია, რომ მისი შვილი ასეთია.

„ნიკამაც რომ დაიწყოს ახლობლების განცდებზე ფიქრი, ვერაფერს ვერ გააკეთებს... რაღაცები შიგნით გროვდება და ვთვლი, აღარ მაქვს უფლება რიგითი ადამიანივით მოვიქცე“, – ამბობდა გიორგი გაბუნია.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, ლიკვიდაცია იგეგმებოდა. დაქირავებული ქილერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ,,დრიმ თაუნის” საცხოვრებელ კომპლექსში ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა.


რას ფიქრობდა შეკვეთილი მკვლელობის სამიზნედ ქცეული ტელეჟურნალისტი და არამარტო ის, არამედ მისი ოჯახიც, ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ ,,სარკის” კითხვებს უპასუხა (ინტერვიუ ჩაწერილია ივნისში).

– გიორგი, რამდენად რეალური იყო თქვენი ლიკვიდაციის საფრთხე და რამდენად ეფექტური ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ მის აღსაკვეთად?

– საფრთხე რეალური იყო და ასევე რჩება. ახლა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როგორც მინიმუმი, განცხადებას ველოდებით – რას იტყვიან, როგორია მათი პოზიცია. ამჯერად არ მიკვირს, რომ ბევრად მეტი დრო სჭირდებათ. ოდესღაც მოუწევთ რამის თქმა და მერე ვნახოთ, პრაქტიკულ ნაბიჯებს როგორ გადადგამენ, რომ საქართველოში ასეთი რამ არ ხდებოდეს.

ვიღაცას ჩემი ნათქვამი არ მოეწონა და ქილერი გამომიგზავნეს. რას უზამენ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება უფრო ქმედითად გამოხატონ თავიანთი პროტესტი?! აი, ეს მაინტერესებს, ამის წინააღმდეგ რას იზამს ხელისუფლება, რომ საქართველო ასეთი ქვეყანა აღარ იყოს. რაღაც საეჭვო თვალთვალს ჩემი დაცვაც ხვდებოდა.

– როდის შენიშნა დაცვამ ეს ყველაფერი?

– დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც მისი გაძლიერება. ორ წელიწადზე მეტია, რაც დაცვა მყავს, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებით მას მერე, რაც კადიროვს არც დაუმალავს და ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ვინმე სადმე შემხვდებოდა და რამე დამემართებოდა.

– როდესაც პუტინს აგინეთ, მაშინ ყველა გეკითხებოდათ, გეშინოდათ თუ არა და თქვენ პასუხობდით, რომ არა. რა შეგრძნება დაგეუფლათ ახლა, როცა გააცნობიერეთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

– საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ და მაშინაც ვაცნობიერებდი, როდესაც პუტინს ვაგინე, თუმცა არ მეგონა, ეს ყველაფერი ამ მასშტაბებს თუ მიიღებდა. როდესაც მეკითხებიან, დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, იმავეს თუ გააკეთებდიო, ვპასუხობ, რომ, რა თქმა უნდა, გავაკეთებდი.

ეს ყველაფერი არც ჩემთვის არის მარტივი, უმძიმესია, ტვირთია. ბევრმა შეიძლება თქვას, რას აიღე ეს ტვირთი, რატომ აგინეო, მაგრამ, ვფიქრობ, ხელისუფლების ლუსტრაციის თვალსაზრისით, ბევრი კარგი რამ გააკეთა. მეც კი გაკვირვებული ვარ ყველას ლუსტრაციით – ჩვეულებრივი ადამიანებიდან დაწყებული ხელისუფლებით დამთავრებული. ერს კატასტროფა გვჭირს!

მინდოდა, ჩემი ტექსტი პუტინამდე მისულიყო. შემეძლო ეს სიტყვები ქართულადაც მეთქვა, მაგრამ, როდესაც ადამიანს მისივე ენაზე ესაუბრები, სულ სხვაა და გადათარგმნილი – სულ სხვა. ვიცოდი, დიდი რისკის წინაშე რომ ვდგებოდი.

– ამის მიუხედავად, რამდენიმე თვეში ევროპაში იმოგზაურეთ.

– ახლა დაცვა ისე მყავს გაძლიერებული, რომ სხვაგან წასვლას ვეღარ გავბედავ. მანამდე საზღვარგარეთ 6 თვეში ერთხელ დავდიოდი. შემომითვალეს, უცხოეთში ნუ დაბოდიალობს, თორემ მანდ ვიპოვით ძალიან მალეო. მაშინ ჩემს ძმასთან და რძალთან ერთად ვიყავი და პანიკაში ჩავარდნენ იქ.

– დედამ, ქალბატონმა ჯულიეტა ვაშაყმაძემ თუ უყურა იმ ინფორმაციას, სადაც თქვენი ლიკვიდაციის მცდელობაზე იყო საუბარი?

– დედამაც უყურა და მამამაც და ძალიან ინერვიულეს. მე ვერ მოვასწარი დარეკვა, ჩემმა ძმამ დაურეკა და უთხრა, ასეთი რაღაც არის და არ ინერვიულოთ, ახლა ტელევიზორში გამოაცხადებენო. მამაჩემი აცრემლებული მესაუბრებოდა. თან ჩემი ხასიათი იციან და დარწმუნებულები არიან, რომ ვერაფერს შეცვლიან, ამიტომ აზრი არ აქვს ლაპარაკს, თორემ იყო დრო, როდესაც მეჩხუბებოდნენ კიდეც.

– ამ საქმეს მალევე გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი და განაცხადა, გიორგი გაბუნიამ დაჩოქილმა მთხოვოს პატიებაო.

– პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო. რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდასა და მუხლებზე ხოხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არანაირი ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო. პუტინზე კიდევ ცოტა ვთქვი მაშინ, უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა.

მეტს ვერაფერს გავაკეთებ, ჩემში ვერაფერს შევცვლი. აქ ისევ სახელმწიფომდე მიდის საქმე. სახელმწიფომ თავისი მოქალაქე უნდა დაიცვას.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ბუთხუზის სულ ვეძებ, ხშირად ვნახულობ სიზმარში, მაგრამ მერე ქრება, მისი სიყვარული მუდამ ჩემთანაა - ლუიზა კობერიძე

როგორ იქორწინა ცოლისგან ფარულად ვახო სანაიამ და ვინ არიან მისი ყოფილი ცოლები

„ვყოფილვარ ძალადობის მსვერპლი, არ ვარ ძლიერი, ახლა სიგიჟემდე შეყვარებული ვარ“ - ინგა გრიგოლიას პირადი


მსგავსი სიახლეები

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

7 წუთის წინ

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

34 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19