Digest Logo

ოჯახის მიტოვება, „ძველბიჭობის“ მცდელობა და რექტორობა - მეუფე ნიკოლოზის უცნობი ამბები

 12:46 ხუთ. 11 მარტი
მეუფე ნიკოლოზი

განსხვავებული მოსაზრებები, დოკუმენტური ფილმების შექმნა და უახლესი iphone 12-ის მოდელი - ვინ გაგახსენდათ? ალბათ, მეუფე ნიკოლოზი. სწორია, დღეს მის უცნობ ამბებს მოგიყვებით და სულ სხვა რაკურსით დაგანახებთ ბერის ცხოვრებას.

დიახ, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ მეუფე ნიკოლოზი ბერად აღიკვეცა, ჯერ კიდებ 1996 წელს.

უცნობი ისტორიების შესახებ ჟურნალისტებთან თავად მეუფე საუბრობს.

ბიოგრაფია

ნამდვილი სახელი, პაატა.

1996 წელს ოჯახი დავტოვე და ბერად აღვიკვეცე. 3 გოგო მყავს. მათთან ურთიერთობას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვახერხებ. თავიდან აღსარებას მე მაბარებდნენ, მერე შევთანხმდით, რომ სხვას ჩააბარებდნენ. ისინი ნამდვილი სახელით, პაატათი, არასდროს მომმართვენ, მეუფეთი მომმართავენ....

თავიდან ერთად დავიწყეთ ეკლესიაში სიარული და ბოლოს ამ გადაწყვეტილებამდეც ერთად მივედით.

ბავშვობა

ოჯახში ოთხი ვიყავით: მე, დედა, მამა და ჩემი და. ძალიან ცელქი ვყოფილვარ. დედა ჟურალისტი იყო.

რაც შეეხება სკოლის პერიოდს, მახსოვს, რომ ყველაფრის სწავლა მინდოდა. მოხალისე ვიყავი, რასაც მასწავლიდნენ, ყველაფერს ვსწავლობდი.

ამ პერიოდში სკოლაში ე.წ ძველი ბიჭები იყვნენ. სიტყვა „ძველ ბიჭს“ თუ ნეგატიური კუთხით შევხედავთ, ჩემთვის მიუღებელია. რამდენჯერმე ვცადე და მივხვდი რომ ჩემი სტილი არაა.

სხვისი უფლელბების შელახვა ჩემში არ ზის. ვცადე ვიღაც დამეჩაგრა და მივხვდი, რომ ჩემთვის მსგავსი ქმედება მიუღებელი იყო.

მედიის როლი

ხშირად მედიის წარმომადგენლები ჩემთან ცუდად იქცევიან. ეს მარტო „აიფონს“ არ უკავშირდება.

ჩემი მედიასთან ურთიერთობა განაპირობა საზოგადოების დაცვამ, მსურდა მოქალაქეები ცრუ ინფორმაციისგან დამეცვა.

რამდენიმე სიუჟეტი გააკეთეს ჩემზე...

სამებიდან რომ გამოვდივარ, ყველა ჟურნალისტი იქ მხვდება.

ერთმა ტელევიზიამ ასე გააკეთა, ვილაპარაკე რაღაც საკითხზე, შემდეგ ჟურნალიტმა გააკეთა შეფასება, რომ სხვა რაღაც ვთქვი და ამის დასამტკიცებლად აჩვენეს სასულიერო პირი, რომელიც ძალიან მგავს და ტიტრად ჩემი სახელი დააწერეს.

ეს წინ სდევდა აიფონის თემას.

შემდეგ კიდევ დამირეკა ჟურნალისტმა კონკრეტულ საკითხზე, ვისაუბრე და ტელევიზიით სიუჟეტი სხვანაირად გავიდა.

მხოლოდ ჟურნალისტი საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ასედაასე ვთქვი. პერიფრაზი გააკეთა, ჩემი სიტყვები სხვანირად გადმოსცა და შემდეგ მოჭრილი ხმა დასამტკიცებლად გამოიყენა.

ამისგან დასაცავად, ჩემ დამხმარე სტიქაროსანს ვთხოვე, რომ ჟურნალისტებთან ერთად მასსაც გადაეღო ჩემთვის.

ამის შემდეგ იყო რა ტელეფონით ვიღებდი ამ ვიდეოებს და ამაზე გადავიდა ყურადღება.

რექტორობა

სახელებო სასწავლებელი და სასულიერო პირების სასწავლებელი გავხსენით.

სახელობო სასწავლებელში იმ ხალხს, რომლებმაც სწავლა ვერ გააგრძრძელეს უმაღლესში, ხელობას ვასწავლით. ესაა მონტაჟი გადაღება, რითაც ცოტა ფულს იშოვიან და თავს შეინახავენ.

რაც შეეხება მეორე, სასულიერო სასწავლებელს აქ მამაოები სამაგისტრო ხარისხს იცავენ. მე როგორც რექტორი გამოცდებს ვიბარებ, აგრეთვე ლექციებს ვკითხულობ და ვასწავლი სასულიერო პირებს თუ როგორ უნდა იქადაგონ ამბიონიდან.

გაუმხელელი ცოდვა

პირატული არხი მაქვს გამოწერილი, სადაც ყველაფერია: ხელოვნება, კინო, მუსიკა, რომლის მონანიებაც არ შემიძლია, არ ვიცი როგორ ვაღიარო, არ ვიცი ვისთან ვთქვა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ქუჩაში დაყრილი ასაფეთქებელი ნივთიერება - პირველი ბავშვები, რომლებიც აფხაზეთის ომს შეეწირნენ

„ეროვნული ბ..ზი“, ობოლი, ბავშვობაში დაბულინგებული და 7 ტყვიით ჩაცხრილული მამა - თინა მახარაძის ამბები

ადრეულ ასაკში ქორწინება, შვილის 9-წლიანი ლოდინი და დანგრეული ოჯახი - მაგდა ანიკაშვილის პირადი


მსგავსი სიახლეები

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

29 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

54 წუთის წინ

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა