Digest Logo

„ოდნოკლასნიკებში“ გაცნობილი მეუღლე, ძმის გარდაცვალება და მამობა 8-წლიანი ლოდინის შემდეგ - ვინი წულუკიძის პირადი

 22:32 კვი. 28 თებერვალი
წულუკიძე

იცოდით, რომ ცნობილი ტელესახე, ვინი წულუკიძე 8 წელი ელოდებოდა მამობის სტატუსს. ან ის იცოდით, რომ მეუღლე სოციალური ქსელით, „ოდნოკლასნიკებით“ გაიცნო.

დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ.

ვინი პირადის შესახებ ჟურნალისტებთან გულღიად საუბრობდა. 

ოჯახი

2011 წელს, ვინი, იგივე ზაალ წულუკიძემ ოჯახი შექმნა.

მისი რჩეულია ფარმაცევტი, ნინი ბერიშვილია. როგორც ვინი ამბობდა, მომავალ მეუღლეს არასდროს ეძებდა ქართულ ბომონდში, ნინი კი დაახლოებით ორი წლის წინ „ოდნოკლასნიკებში“ გაიცნო.

თავიდან მათ არცთუ ისე ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ – ძირითადად, ფორუმზე კონტაქტობდნენ.

ერთხელ რაჭაში ვინი შეუძლოდ გახდა, ნინის თავისი მობილურის ნომერი მისცა და მათი ურთიერთობა მესიჯებით გაგრძელდა. ექვსი თვის განმავლობაში ერთმანეთი არ ჰყავდათ ნანახი.

შემდეგ, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, ორივე მიხვდა, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლოთ და ეს გრძნობა წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში ჯვრისწერით დააგვირგვინეს.

ვინის მეჯვარეები იყვნენ – გოგიჩა და ლევან ლორთქიფანიძე.

ტრაგედია

2020 წელი ვინისთვის საკმაოდ მძიმე იყო.

ამ წელს გარდაეცვალა ძმა, ალეკო წულუკიძე და მეგობარი, გოგიჩა, იგივე გიორგი გოგიჩაიშვილი.

„ალეკოს დასაფლავებიდან ხუთ დღეში გარდაიცვალა გოგიჩა, ჩემი მეჯვარე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი. როცა ალეკოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, ის დღეები არ ვიყავი თბილისში და ძალიან ვინანე.

როცა ალეკო დავასაფლავეთ, ნათია, გოგიჩას მეუღლე, მწერდა, ძალიან ცუდადაა, გადასხმებს ვუკეთებთ და ვერ მოდის, ვერ ვტოვებო. ორი დღის მერე, მე და მამამ მოვინახულეთ კლინიკაში. ფერი მოუვიდა, გამხიარულდა... ალეკოს და გოგიჩას სხვანაირი ძმაკაცობა ჰქონდათ.

8-წლიანი ლოდინი

რვა წელი ველოდი მამობას და ეს საოცარი მომენტი იყო.

მე და მამა რაჭაში ვიყავით, სოფელში და ცოლისგან რომ მომივიდა მესიჯი: ბატონო ზაალ, გილოცავთ, თქვენ მამა ხდებითო, მინდოდა, ისე მეყვირა, მთები გადამედგა. სანამ ვიყვირებდი, მეორე მესიჯიც მოვიდა: არ უთხრა მამას, რომ ჩამოხვალ, ერთად ვუთხრათ ოჯახის წევრებსო. ორი დღე ვითმენდი და რაც თეატრალური გამოცდილება მქონდა, ეგრევე ჩავრთე, რომ არ შეემჩნიათ.

კი უკვირდა მამას, ძალიან აქტიური ხარ და რა დაგემართაო. ყველაფერში ვეხმარებოდი – სარეველები ხომ ძირფესვიანად ვთხარე და ჩვეულებრივი ჩელენტანოც გავხდი – რომ ვეცი შეშას და დავუწყე ჩეხვა, ლამის მთელი სოფლის შეშა გადავჩეხე. მოკლედ, რაჭის მთები გადავდგი.

დავესწარი მშობიარობას. ამ ამბავს ვერ გამოვტოვებდი. ბუნებრივად დაიბადა და რომ დავინახე, იცით რა დამემართა? 20 ათას ვოლტს რომ გაგიტარებენ სხეულში და გაივლის, აი ეს ვიგრძენი... მოლურჯო, მოსერო მასა რომ დააწვინეს დედიკოს მუცელზე და ტირილი დაიწყო, სიხარულით გული კინაღამ გამიჩერდა.

ყველა მამაკაცს ვეტყვი – ბევრი ღვინის დალევასა და მანქანის დრიფტში კი არ გამოიხატება ჩვენი ნამდვილი კაცობა, არამედ ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან დამოკიდებულებაში.

ყველა მამაკაცს მივმართავ, ვინც მამა უნდა გახდეს: თუ მეუღლემ გთხოვათ, დაესწარი მშობიარობასო, აუცილებლად დაესწარით!

შვილი

შვილს ორი სიმბოლური სახელი დავარქვი – ალექსანდრა და ვიქტორია. ალექსანდრა – ჩემი ძმის, ალექსანდრეს, იგივე ალეკოს გაგრძელება, ვიქტორია კი, როგორც გამარჯვება ამ ყველაფერზე.

ზოგადად, სულ ვამბობდი, გოგო თუ მეყოლება ვიქტორიას დავარქმევ-მეთქი. გამარჯვების სიმბოლოია, თან კარგად ჟღერს – ვიქტორია წულუკიძე. გარდაცვლილი ძმის პატივსაცემად კი მას ალექსანდრაც დაემატა. როცა ჩემი ძმა ცუდად იყო, ბავშვის სქესი არ ვიცოდი და ვთქვი: თუ ბიჭი მეყოლა, ალექსანდრეს დავარქმევ-მეთქი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ნოდარ დუმბაძის ნათლული, ღალატი, 3 აზიატი მეუღლე და დანგრეული ოჯახი - ნანა ლორთქიფანიძის პირადი

ავარიას შეწირული 5 ახალგაზრდის სიცოცხლე და ჭირისუფლის გარეშე დარჩენილი მიცვალებულები - უცნობი ამბავი

23 წლის ქართველი გოგო გაიტაცეს და ჰარამხანაში ამუშავებდნენ - გაუხმაურებული საქმე


„გადაცემაში მოგყავთ „პროფესიონალი ანტივა...

17 წუთის წინ

კოკაია

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

28 წუთის წინ

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

55 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge