Digest Logo

ნისიად ნაყიდი ფეხსაცმელი, ქმრის „ღალატი“ წკრიალაშვილთან და ერთადერთი შვილი - ნინო ქათამაძის პირადი

 13:22 სამ. 23 თებერვალი
ნინო ქათამაძე

„მესმის იების ჩურჩული...“ „გეძახი გამიღე კარი“... „მომანათე სევდიანი შენი თვალები“... - ალბათ, ნინო ქათამაძე გაგახსენდათ. 

მისი შემოქმედება სითბოთი და სიყვარულითაა სავსე. ნინო ქათამაძეზე ყველას სიფერადე, სიმშვიდე და სიკეთე ახსენდება.

ის პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ ჰყვას ერთი შვილი, ნიკოლოზ ლოლაძე და მეუღლე, დათო ლოლაძე.

ნინო ქათამაძის მეუღლეს, დავით ლოლაძეს ქართველი მაყურებელი ცნობილი ტელეპროექტიდან „ექიმები“ იცნობს.

ნინო დიდხანს არ ამჟღავნებდა მის ვინაობას.

„მისი სახელის თქმა არ მინდა და აგიხსნით, რატომ: არ მინდა, ის ექიმად კი არა, ნინო ქათამაძის ქმრად აღიქვან“, - აცხადებდა მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მხოლოდ ის ვიცით, რომ ჰყავს ბიჭი ნიკოლოზ ლოლაძე და ქმარი, ექიმი დათო ლოლაძე.

ნინო ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ სიყვარულში გაუმართლა.

ინტერვიუს ამონარიდი ნინო ქათამაძესთან:

ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ფეხსაცმელი არ მქონდა, რომ თბილისში ერთ–ერთ ფესტივალზე ჩამოვსულიყავი.

ბევრი ვეძებე, რომ ფეხსაცმელი ვინმეს ნისიად მოეცა. საკუთარ კონცერტზე რომ წავსულიყავით, გზის ფული არ გვქონდა...

რთული გზა იყო, ძალიან რთული, ოღონდ ფიზიკურად კი არა, სულიერად. სულ პატივმოყვარეობის და საკუთარი თავის გათავისუფლების ზღვარზე გვიწევს სიარული. ადრე თუ ხუთი კაცის ტაში მაბედნიერებდა, დღეს ასი ათასობით აპლოდისმენტი მაქვს. ამდენი გაჭირვების, შრომის ხარჯზე ხალხის სიყვარული მოვიდა.

გზა, რომელიც გავიარეთ, მართლა ძალიან რთული იყო. რამდენჯერაც მეტკინა, იმდენჯერ ამის სცენაზე თქმა მომიხდა.

– გყოფნით ძალები, რომ არც საქმეს მოაკლოთ ყურადღება და არც ოჯახის წევრებს?
– ძალიან რთულია, მაგრამ გამიმართლა, რადგან, როგორც მიყვარს ჩემი საქმე, ჩემს მეუღლესაც ისევე უყვარს თავისი პროფესია. როცა შეუძლია, ის ჩემთან და შვილთან ერთადაა. როდესაც ვერ ვახერხებ მათთან ყოფნას, მაშინ მამა–შვილი ერთად არიან.

– ქმარი არ აპროტესტებს თქვენს ხანგრძლივ დაშორებებს?
– ეს მისთვისაც რთულია და ჩემთვისაც. ნიკოლოზის მამაც ისეთივე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც მე, სულ სამსახურშია. ჩვენ რომ ერთმანეთის არჩევანს პატივი არ ვცეთ, არაფერი გამოვა.

– რითი უნაზღაურებთ შვილს იმ დროს, რასაც უთქვენოდ ატარებს?
– არა, ჩემს შვილს ამას ვერასოდეს ავუნაზღაურებ. როცა მივდივარ, ერთ კვირაში უკვე დედური ინსტინქტების შეტევები მეწყება და ღამღამობით მეტირება, მაგრამ ასევე ვიტირებდი, რომ არ მემღერა. სიმღერის გარეშე ნინო ქათამაძე ვერასოდეს იარსებებს.

ნინა წკრიალაშვილი და დავით ლოლაძე

2016 წელს ნინა წკრიალაშვილმა სოციალურ ქსელში ექიმ დავით ლოლაძესთან გადღებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

გამოქვეყნებულ ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა: „რატომ ძალადობ მამაკაცზე ნინა?“, „ვის კოცნი ასე ვნებიანად?“ „ოოო... ამ ფოტოს ამბავი მოჰყვება“....

ფოტოს ამბავი მართლაც მოჰყვა და ნინას „ვნებიანი კოცნაც“ აიტაცეს, რადგან კოცნის ადრესატი ნინო ქათამაძის მეუღლე დათო ლოლაძეა. შესაბამისად, ჭორები გავრცელდა, რომ დათომ მეუღლეს „უღალატა“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.


აგრეთვე წაიკითხეთ:

7 რჩეული კაცი, გარდაცვლილი შეყვარებულისგან მიღებული ტრავმა და რომანი თიკა ჯამბურიას ყოფილთან - ლიზა ყენიას პირადი

ბაგრატიონთა სისხლი, უკურნებელი სენი, წართმეული ცოლი და ბრალეულობა გეგა კობახიძის სიკვდილში - ბუბა კიკაბიძის სკანდალები

მელიაც და კობახიძეც სწორ ნაბიჯებს დგამენ — წინ იარეთ, ჩემო კარგებო! - კაკულია


ძალიან მიჭირს დაწერა, ეს სასტიკი განსაცდ...

23:47 ოთხ. 24 თებერვალი

მარიამ კუბლაშვილი

თბილისის უბნები, რომელთაც ელექტროენერგია...

22:41 ოთხ. 24 თებერვალი

ელექტოენერგია

დანიშვნიდან 20 დღეში - გახარიას კახაბერ...

21:45 ოთხ. 24 თებერვალი

ქემოკლიძე


საბერძნეთში 40 წლის ქართველი ემიგრანტი ქ...

12:25 ოთხ. 24 თებერვალი

პოლიცია

პედოფილი მღვდელი დაპატიმრებულია

17:56 ოთხ. 24 თებერვალი

პოლიცია

თბილისში 36 წლის კაცი არასრულწლოვან ბავშ...

12:25 ოთხ. 24 თებერვალი

ძალადობა ბავშვთა სახლში

ნიკუშას ჩემთვის ცოლობა არასდროს უთხოვია...

19:25 ოთხ. 24 თებერვალი

ნიკუშა შენგელაია და ეკა
ხვედელიძე

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 15 წელ...

17:55 ოთხ. 24 თებერვალი

მუსიკოსი ირაკლი
ჩარკვიანი

ურთიერთობა ნინა წკრიალაშვლთან? 4 ქალი და...

16:34 ოთხ. 24 თებერვალი

დუტა სხირტლაძე

პროფესორ-მასწავლებლების საგანგებო მიმართ...

20:25 ოთხ. 24 თებერვალი

პარლამენტის შენობა

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ProductTank რიგ...

18:39 ოთხ. 24 თებერვალი

აჭარაბეთი

ილიაუნისა და ჯეპრას ერთობლივი ჰაკათონის...

18:04 ოთხ. 24 თებერვალი

ილიაუნისა და ჯეპრას
ერთობლივი ჰაკათონის ნიკო
ნიკოლაძის ჩეთბოტის
შესაქმნელად
გამარჯვებულები ცნობილია

ვინ არიან გიგი უგულავას ყოფილი ცოლები და...

16:27 ოთხ. 24 თებერვალი

გიგი უგულავას ცოლები

„იმედზე“ ინტერაქტივი გამოვიტანეთ... მარგ...

16:26 ოთხ. 24 თებერვალი

ინგა_გრიგოლია

პოლიტიკიდან ვაშინგტონში და შემდეგ სოფელშ...

16:02 ოთხ. 24 თებერვალი

საჯაიას ფოტოების კოლაჟი

მგონი დეენძრა და ვეღარ ხედავს ვისი მერკუ...

15:28 ოთხ. 24 თებერვალი

კაკულია და სარიშვილი

რა ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგ...

15:27 ოთხ. 24 თებერვალი

ლოლა წერეთელი

შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება - დეტალებ...

14:22 ოთხ. 24 თებერვალი

ღარიბაშვილი