Digest Logo

ნაადრევად დატოვებული სიცოცხლე და „შეფუთული“ ლენინის უცნობი ისტორია - ცოტა რამ რამაზ გიორგობიანზე

 13:27 ხუთ. 14 იანვარი
რამაზ გიორგობიანი

„მე და შენ ანუ შენ და მე“... ალბათ, ფიქრობთ საიდან გეცნობათ ეს ფრაზა... გაგახსენებთ, ფილმი „მხიარული რომანი“.... „ტექსტის და მუსიკის ავტორია ეკა ბერიძე, ასრულებს ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტი დათო მგალობლიშვილი!“... დიახ, სწორედ დათო მგალობლიშვილისა და ერთ-ერთი სახასიათო პერსონაჟის შემქმნელის, რამაზ გიორგობიანის შესახებ მინდა გესაუბროთ.

რამაზი, როგორც თავად ინტერვიუში ამბობდა, რეალურ ადამიანებს ასახიერებდა.

დავით მგალობლიშვილი, სოსო „ცისფერი მთები ანუ ტიანშანი“, მთხრობელი „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, ეს იმ არასრული ფილმების სიაა, სადაც გიორგობიანი მთავარ როლს ასრულებს.

მისი არტისტობა შეგვიძლია მხოლოდ 2 როლიდან განვსაზღვროთ დათო მგაობლიშივლისა და სოსოს მაგალითზე.

გიორგობიანმა იმდენად რეალისტური და სახასიათო როლები შექმნა, რომ მაყურებელმა ფილმის გამოშვების დღიდან აიტაცა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბიოგრაფია

რამაზ გიორგობიანი, საოცრად ნიჭიერი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი 1946 წლის 16 აპრილს დაიბადა…

დედა ნუცა მიქელაძე, ოპერის ყოფილი პრიმადონა იყო, რომელსაც პოეტი ირაკლი აბაშიძე „საქართველოს იადონს“ ეძახდა.

როგორც ცნობილია, გიორგობიანის დედა მეორე ქორწინებაში ყოფილა, ოპერის თეატრის რეჟისორთან, გივი გაჩეჩილაძესთან. მათ თანაცხოვრებისას ერთი ქალიშვილი, მაია გაჩეჩილაძე შეეძინათ.

„რამაზს შესანიშნავი მამა ჰყავდა, ბატონი დუტუ, რომელიც არასდროს აკლებდა ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ ყოველდღე გვერდით ჰყავდა კაცი, ვისაც შვილივით უყვარდა, თანაც იმდენად, რომ მაიას მონაყოლით, ის მთელი ბავშვობა ეჭვიანობდა…“- იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი ლელა ანჯაფარიძე.

მაია ჰყვება, რომ რამაზი მისთვის მხოლოდ ძმა კი არ მასწავლებელიც იყო… მუდამ გვერდში ედგა, რჩევებს აძლევდა, საინტერესო წიგნები მოჰქონდა... კი არ ზღუდავდა, პირიქით, თავისუფლებას აჩვევდა… თუმცა, ხშირად უმეორებდა ერთ ფრაზას, „ენამ არ უნდა გაასწროს ტვინსო“…

„მის გაზ­რდა­ში წვლი­ლი მა­მა­ჩემ­საც მი­უ­ძღვის, სა­ერ­თოდ, ყვე­ლას თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და. ჩემ­ზე 14 წლით უფ­რო­სი იყო, მზრუნ­ვე­ლი ძმა იყო, მე კი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში სულ ხელს ვუშ­ლი­დი, რა­ზეც ჩხუ­ბობ­და, - ეს ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნე­თო.

მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, მარ­თლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, რაც მა­მი­სა და დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო და თვი­თონ რა­მა­ზი­საც, რად­გა­ნაც კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ.

გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი უყ­ვარ­და, მე - გა­მორ­ჩე­უ­ლად, მაია მან და­მარ­ქვა.

უფრო სწო­რად, მის­მა კლას­მა, მა­შინ ფილ­მი „მაია წყნე­თე­ლი“ მო­და­ში იყო და სა­ხე­ლი მისი გავ­ლე­ნით და­მარ­ქვეს.

დე­და­ჩემს სამ­შო­ბი­ა­რო­ში წე­რი­ლი მის­წე­რეს... ბავ­შვო­ბა­ში ძმა­ზე ძა­ლი­ან ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი, რად­გან დე­დას და ბე­ბი­ას პირ­ზე სულ რა­მა­ზი­კო ეკე­რათ და პრე­ტენ­ზი­ას გა­მოვ­თქვამ­დი, უფრო ანე­ბივ­რებთ-მეთ­ქი. ბე­ბია მპა­სუ­ხობ­და, - მამა არ ჰყავს და მეტი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბაო.

რა­მა­ზი მზრუნ­ვე­ლი იყო, მაგ­რამ დიდი მე­გო­ბა­რიც. არა­სო­დეს არა­ფე­რი და­უშ­ლია. დე­დას ეუბ­ნე­ბო­და, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ციო, რად­გა­ნაც ში­ნა­გა­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და უნ­დო­და, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბიც ასე­თე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ...

თუ რამე ვიცი, რა­მა­ზის დამ­სა­უ­რე­ბაა, ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ღძვის, ჩა­მო­მი­წერ­და ხოლ­მე წიგ­ნებს, რაც უნდა წა­მე­კი­თხა, ჩემს გან­თლე­ბა­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ დო­ნეს აკონ­ტრო­ლებ­და...

თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში რომ ვა­ბა­რებ­დი, მო­მი­ტა­ნა წიგ­ნი, რო­მელ­შიც მხატ­ვრო­ბა­ზე ყვე­ლა­ფე­რი ეწე­რა. ისეთ რა­ღა­ცე­ებს მას­წავ­ლი­და, რა­საც ჩე­მით ვერ ვის­წავ­ლი­დი...“- იხსენებს მაია გაჩეჩილაძე.

რამაზი მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.

„მაშინ იყო ასეთი „მხიარულთა და საზრიანთა“ თამაში „კავეენი“, მონაწილეობდნენ კიბერნეტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები მე კიბერნეტიკის სტუდენტებს ვეხმარებოდი. ამის მერე ბანკეტზე კინოსტუდიიდან ქალი მოვიდა და მთხოვა ფილმის როლზე სინჯებზე მივსულიყავი. მივედი და დამამტკიცეს კიდეც. ასე დაიწყო ჩემი ფილმებით დაინტერესება“,- იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგობიანი.

ის ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, შესანიშნავად წერდა, ხატავდა, გატაცებული იყო ფეხბურთით, სრიალებდა თხილამურებზე…

მსახიობი სრულიად შემთხვევით გახდა…

ის მათემატიკური ოლიმპიადის დროს, აღმოაჩინა ბატონმა ოთარ იოსელიანმა და მიიწვია ფილმში „გიორგობისთვე“, ნიკოს როლში…

ისე კი, რა სიმბოლურია, გვარად გიორგობიანის დებიუტი „გიორგობისთვეში“ რომ შედგება…

მართალია, როლი კი მშვენივრად ითამაშა, მაგრამ თავად ფილმი ჩათვალეს „ანტისაბჭოთა“ ფილმად და კომპარტიის ცკ-ში მიდიოდა წერილები, სადაც ითხოვდნენ მის განადგურებას და დაწვას…

რადგანაც იგი „სოციალისტური რეალიზმის ყალბად გაგების, ყოფის ზერელე ასახვის, შიშველი ნატურალიზმის ჭაობისკენ მიაქანებს შემოქმედს“…

ცნობისთვის, ფილმმა „გიორგობისთვემ“, რომელიც „ჭაობისკენ მიაქანებდა შემოქმედს“, მიიღო ცნობილი ფრანგი ისტორიკოსისა და კინოკრიტიკოსის, ჟორჟ სადულის სახელობის პრესტიჟული პრემია…

შემდეგი ფილმი იყო მიხეილ კობახიძის „ქოლგა“…

„რამაზი ამ ფილმში საოცარია… ერთი შეხედვით ეპიზოდური როლია, როგორც ორი დანარჩენი, მაგრამ ამავე დროს სხვანაირად გხვდება გულზე…

ყოველ ჟესტს აქვს მნიშვნელობა, თითოეულ დეტალს…

გეფიცებით, ბოლომდე არ ვიცი, იქ რამაზი ქოლგის როლს ასრულებს, თუ პირიქით, ქოლგა რამაზის როლს…

ფილმი დაჯილდოვდა კრაკოვსა და მელბურნში…“- იხსენებს მსახიობი ლელა ანჯაფარიძე.

ოცნება

რამაზის ოცნება იყო, გამხდარიყო რეჟისორი და აპირებდა მოსკოვში დაუფლებოდა ამ პროფესიას, მაგრამ ამ დროს თბილისში გაიხსნა კინოსარეჟისორო ჯგუფი და რამაზმა იქ ჩააბარა და გახდა ბატონი თენგიზ აბულაძის მოსწავლე…

სამწუხაროდ, რამაზის მიერ გადაღებული პირველი ფილმები ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა – 90-იან წლებს და ის ღირსეულად ვერ შეაფასეს…

უცნობი ამბავი

შე­მიხ­ვი­ეთ... ლე­ნი­ნი!

ლევან ჭუბაბრია ჟურნალ „ისტორიანთან“ გიორგობიანზე სახალისო ისტორიას იხსენებს:

„მე­გობ­რებს ყო­ველ­თ­ვის გვა­ო­ცებ­და თა­ვი­სი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ხუმ­რო­ბე­ბით.

ინ­დო­ე­თი­დან მოს­კოვ­ში დავ­ბ­რუნ­დი და გა­ვი­გე, რომ რა­მაზს სა­ხელ­მ­წი­ფო პრე­მია მი­უ­ღია ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ფილმ „ცის­ფერ მთებ­ში“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თ­ვის და თურ­მე ჩე­მი ძმაც, კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი ზუ­რაბ ჭუ­ბაბ­რი­აც ახ­ლ­და თან.

მი­ვე­დი სას­ტუმ­რო­ში, შე­ვე­დი ნო­მერ­ში და რას ვხე­დავ!

რა­მა­ზი და ზუ­რა სა­ხელ­მ­წი­ფო პრე­მი­ას „ას­ვე­ლე­ბენ“. მა­გი­და­ზე კი მსოფ­ლიო პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის ბე­ლა­დის, ლე­ნი­ნის ბი­უს­ტე­ბი „მატ­რი­ოშ­კე­ბი­ვი­თა­ა“ ჩა­ლა­გე­ბუ­ლი!

გან­ც­ვიფ­რე­ბულს იცით, რა მითხ­რა?

- იმა­ზე მა­გა­რი რა არის, ბი­ჭო! სას­ტუმ­რო „მოს­კ­ვა­ში“, სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში რომ შეხ­ვალ და ეტყ­ვი - გე­თაყ­ვა, შე­მიხ­ვი­ეთ ლე­ნი­ნი!..“

გარდაცვალება

რამაზ გიორგობიანის სიცოცხლე 49 წლის ასაკში შეწყდა. ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ 10 დღე იწვა, ექი­მებ­მა ვერ უშ­ვე­ლეს...

მეოთხე მისი ფილმი კი, „მორევი“ საერთოდ საბედისწერო აღმოჩნდა…

ფილმის ჩვენება შედგა რამაზის უეცარი, ინსულტისგან გარდაცვალების შემდეგ…

ფილმი ძალიან მძიმეა, ის არის კაცზე, რომელიც ცხოვრებამ მორევივით ჩაითრია და მასში რამაზმა ჩააქსოვა თავისი ცხოვრებისეული ტკივილი და საკუთარი ისტორიები…

მსახიობი ლელა ანჯაფარიძე ასე იხსენებდა:

„როდესაც ვიხსენებ კაცს, რომელსაც მინდა გულით მოვეფერო, პირველი, რაც მახსენდება, არის მაღალი, თხელი, სევდანარევი და ამავე დროს იმედისმომცემი ბიჭი, დამოკლებულ შარვალში, რომელსაც ყველაზე დაუმორჩილებელი ქოლგებიც ნებით მიყვებიან და რომლის ნახტომიანი ნიჭიერი გავლა, ჩემთვის მაიკლ ჯექსონის „მთვარიან სიარულზე“ უფრო მეტს ნიშნავს…

ინტერვიუ დასთან:

- სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და?

- რად­გან კი­ნომ ჩა­ით­რია - მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი­დან ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე გა­და­ვი­და, რაც და­ამ­თავ­რა კი­დეც, კარ­გად წერ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სწავ­ლა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო­ზე გა­ნაგ­რძო, თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ იმ წელს პირ­ვე­ლად აიყ­ვა­ნა ჯგუ­ფი...

- რო­გორც რე­ჟი­სორ­მა ფილ­მის გა­და­ღე­ბა მო­ას­წრო?

- კი, ოთხი ფილ­მი გა­და­ი­ღო, მაგ­რამ ბოლო ნა­მუ­შევ­რი („მო­რე­ვი“) ვერ და­ას­რუ­ლა, გარ­და­იც­ვა­ლა. არა­და, ცოტა იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ფილ­მის მონ­ტა­ჟი შემ­დეგ გიზო გა­ბის­კი­რი­ამ გა­ა­კე­თა.

- „მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი“ რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვი­დან­ვე შე­იყ­ვა­რა...

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის ეს ფილ­მი დღე­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს, თუმ­ცა რა­მაზს არ უყ­ვარ­და, რად­გა­ნაც იქ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ემარ­ტი­ვე­ბო­და. მი­აჩ­ნდა, რომ თა­ვად ფილ­მიც მარ­ტი­ვი იყო.

„მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნის“ რამ­დე­ნი­მე კად­რი ჩვენს სახ­ლთან გა­და­ი­ღეს. მა­შინ რა­მაზს მუ­შა­ო­ბი­სას რომ ვუ­ყუ­რე, მივ­ხვდი, ნამ­დვი­ლი არ­ტის­ტი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კუ­თხით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და, მაგ­რამ კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დი­ო­და, რაც ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლდათ, რად­გან კი­ნო­ში ფეხი მან აად­გმე­ვი­ნა.

- მისი სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნი ვფიქ­რობ, „ცის­ფერ მთებ­ში“ შექ­მნი­ლი სო­სოს სა­ხეა...

„ცის­ფე­რი მთე­ბი“ ერთ-ერთი ძლი­ე­რი ფილ­მია, მას­ზე სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია მი­ი­ღეს, მოს­კოვ­შიც და­ჯილ­დო­ებ­აზე მეც გახ­ლდით, მაგ ცე­რე­მო­ნი­ის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი...

ახალ­გაზ­რდა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და, თან, ისე­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა... სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე, მა­მა­მი­სის გვერ­დით არის დაკ­რძა­ლუ­ლი... რა­მაზს დარ­ჩა ერთი გო­გო­ნა, თიკა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი (რო­მელ­საც დღეს უკვე 10 წლის დაჩი ჰყავს) და მე­უღ­ლე - ნუ­ნუ­კა ქი­ქო­ძე.

- ნაღ­ვლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ხომ არ იყო?

- არა, მის­თვის უცხო იყო სევ­და, მაგ­რამ გა­ო­ცე­ბუ­ლი და შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო იმ მტრო­ბი­თა და ურ­თი­ერ­და­პი­რის­პი­რე­ბით, რაც 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ჩვენ­ში გა­ჩაღ­და. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, რად­გა­ნაც იქი­თაც მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და და აქე­თაც და ყვე­ლა თა­ვის­კენ ექა­ჩე­ბო­და. თან, ხომ ვამ­ბობ, იმის გა­გე­ბა უჭირ­და, რაც ხდე­ბო­და, რად­გა­ნაც შორს იყო იმ ამ­ბე­ბის­გან. უსა­მარ­თლო­ბას ვერ იტან­და, ვე­რა­ვის აპა­ტი­ებ­და უსინ­დი­სო­ბას, სიც­რუ­ეს, სუფ­თა და რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი იყო. ამა­ვე დროს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რი ჰქონ­და. მისი მო­თხრო­ბე­ბი ამ გრძნო­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. რა­მა­ზი წარ­სულ­ში ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, „დი­ნა­მო­ში“ თა­მა­შობ­და, მაგ­რამ თავი და­ა­ნე­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად სრი­ა­ლებ­და თხი­ლა­მუ­რებ­ზე, ხა­ტავ­და. ზო­გა­დად ნი­ჭი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.



აგრეთვე წაიკითხეთ:

რა კავშირი აქვს ნატო ვაჩნაძეს მაიაკოვსკის თვითმკვლელობასთან

უიღბლო ქორწინება, ავტოკატასტროფა, უშვილობა და მსოფლიო აღიარება - ელენე ახვლედიანის პორტრეტი

ორი ქორწინება, შვილმკვდარი მამა - „ღიმილის ბიჭის“ სევდიანი ისტორია


2 479 ინფიცირება, 2 374 გამოჯანმრთელება,...

10 წუთის წინ

კორონა და კოვიდი

„თუ კი ვინმე ფულს გთხოვთ ბავშვის ონკოლოგ...

13 წუთის წინ

იაგო ფრანგიშვილი

„ბრავო, გიო, ეს არის შედევრი!“ - რას წერ...

22 წუთის წინ

ფხაკაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

45 წუთის წინ

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი

საფრანგეთში „რუსულენოვან მაფიასთან“ დაკა...

46 წუთის წინ

ბორკილები დაკავება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩ...

49 წუთის წინ

ნიკოლოზ ბასილაშვილი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ გა...

55 წუთის წინ

ლოიდ ოსტინი

„ახმეტელის მეტრომ“ მუშაობა განაახლა

09:57

მეტრო

მეტრო „ახმეტელის თეატრი“ დაიკეტა

09:48

მეტრო

ყურადღება! დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომ...

09:43

ელექტროენერგია

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - პროგ...

09:06

ამინდი

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი