Digest Logo

ნაადრევ ასაკში შექმნილი ოჯახი და კარიერა - ცოტა რამ მანიკა ასათიანზე

 12:03 სამ. 26 იანვარი
ტელეწამყვანი მანიკა
ასათიანი

მანიკა ასათიანმა 17 წლის ასაკში, პირად და საქმიან ცხოვრებაში თითქმის ერთდროულად გადადგა მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ნაბიჯები. სწორედ მაშინ, როცა ცხოვრება კალათბურთელ ბექა წივწივაძეს დაუკავშირა და ტელეეკრანებზე გამოჩნდა.

ახლა უკვე გამოცდილი ცოლი, დედა და ტელესახეა, ზრდის ერთ შვილს და ტელეკომპანია „იმედში“ შაბათ-კვირას დილის გადაცემა მიჰყავს. ამბობს, რომ შვილების გაჩენა კიდევ უნდა, თუმცა მოგვიანებით...

მანიკა ნაადრევ ასაკში შექმნილ ოჯახს არ ნანობს, უფრო მეტიც ძალიან ამაყობს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა და ცხოვრება მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს დაუკავშირა.

„ნამდვილად პატარა ვიყავი, როდესაც დავქორწინდი. მაშნ ბექაც პატარა იყო, ერთად გავიზარდეთ. წყვილში ყველაზე მთავარია, რომ ორივე ერთად განვითარდეს. რომელიმე არ ჩამორჩეს და განვითარების გზაზე ერთი მიმართულებით მიდიოდნენ. ეს კი დამოკიდებულია ოჯახში საუბრებზე, რაც წყვილებს, ხშირ შემთხვევაში, აკლიათ. ან სირაქლემის პოზიციაში არიან, ან იმდენად არიან საკუთარ საქმეში ჩაფლული, რომ ამისთვის დრო აღარ რჩებათ. საუბარი საჭიროა, თუნდაც, იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუზიაროთ ყველაფერი და პლუს, გვაქვს საერთო ინტერესები: მომავალს ერთად ვგეგმავთ. მე თუ რამეს ვისწავლი, ბექას ვუზიარებ, თუ ბექა ისწავლის, მე მიზიარებს და ვფიქრობ, ეს არის ურთიერთობის მთავარი საძირკველი, რაც ჯანსაღ ურთიერთობას გინარჩუნებს.

ბექა, ზოგადად, ძალიან მიზანდასახული და მებრძოლი ტიპია. დანებება მისთვის არ არსებობს. როცა შვილი გყავს, სხვანაირად გაყურებინებს აწყმოსაც და მომავალსაც. უკვე იმ კონკრეტული ადამიანიდან გამოდიხარ, ანუ მისთვის რა იქნება უკეთესი და არა შენთვის. გიოსთვის როგორ იქნება უკეთესი – ეს არის ჩვენი მთავარი მოტივი, რომ გიოს მომავალი კარგად დავგეგმოთ და ძირეული რაღაცები არ შეგვეშალოს.

ბავშვთან ურთიერთობაც ძალიან რთულია. შვილის აღზრდა ყველაზე რთული პროფესიაა. მე და ბექას თითქმის თანაბარი როლი გვაქვს გიოს აღზრდაში. ფსიქოლოგების რჩევებს ვკითხულობ ხოლმე, რამდენჯერმე ლექციებზეც წავედი. თან, როცა დაკავებული ხარ, მაინც სტრესია: სამსახურიდან მიდიხარ სახლში დაღლილი და შეიძლება, რაღაც მომენტში საკუთარი თავი, სიტყვა, ნაბიჯი ვერ გააკონტროლო და უნდა იცოდე, ამ ყველაფერზე როგორ მოახდინო სწორი რეაგირება“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში მანიკა ასათიანი.

მანიკა საკუთარ ბავშვობასა და განვლილ დროზეც საუბრობს. ამბობს, რომ ახლაც, ის ძირითადი ღირებულებები აქვს, რაც ბავშობაში ჰქონდა. ამბობს, რომ სასოწარკვეთილებაში არასდროს ვარდება და ცხოვრებაში გზის გაგრძელებას ყოველთვის ახერხებს.

„ბავშვობაში ძალიან თეთრი, „რიჟა“ ვიყავი, გრძელი კულულებით. ფაიფურის თოჯინები რომ იყო, ისეთი. ჩემი ვიზუალის ასეთი თოჯინაც გვქონდა სახლში...

პატარა და დიდ მანიკას ძირითადი ფასეულობები იგივე აქვს. უფრო გამოცდილება დავაგროვე ადამიანებთან ურთიერთობაში ოჯახშიც, სამსახურშიც. ადრე თუ მიმნდობი ვიყავი, მეგონა, სამყარო სიკეთითაა სავსე და არ შეიძლება, ადამიანს შენთვის ცუდი უნდოდეს, რადგან შენ არ გინდა მისთვის ცუდი – ეს სტერეოტიპები დამემსხვრა. ისეთ სფეროში ვარ, იმდენ ადამიანთან მაქვს შეხება, რომ სულ იყო ეს ორთაბრძოლები. ურთიერთობებში სულ ხვდები ბარიერებს, რასაც არ ელოდები.

თავიდან გაოგნებული ვიყავი ხოლმე, ვერ ვხვდებოდი, რატომ. თან, მაგ დროს საკუთარ თავში ეძებ: მე რატომ უნდა დამმართნოდა, რა უნდათ ჩემგანო და თან, საკუთარ თავსაც ვერ დაადანაშაულებ. სხვისი კარგი სულ მიხარია და ვერ ვხვდები, რატომ უნდა გეწყინოს სხვისი წარმატება ან ოჯახური სიკეთე, ცოტა გაოგნებული ვარ ხოლმე. ეს გამოცდილებაც დამიგროვდა, მნიშვნელოვანიც იყო, რადგან წინ მთელი ცხოვრება მაქვს, ალბათ, კიდევ ბევრი ბარიერი მექნება გადასალახი. ჩემთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. არ არსებობს სასოწარკვეთილებაში ჩავვარდე. ჩიხში ვარ, გამოსავალი არ არის – ეს მომენტი არ მქონია. ყოველთვის ვეძებ გზას, პირველ ნაბიჯს, როგორ გადავლახო. მებრძოლიც ვარ, მაგრამ არ მაქვს ის მომენტი, რომ ვინმეს რაღაც დავუმტკიცო. საკუთარ თავს უფრო ვუმტკიცებ. შეიძლება, სხვამ ვერც ვერაფერი დაინახოს და მე თუ ჩემს თავს დავუმტკიცებ, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე გამარჯვებაა. არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ან სხვის დასანახად ცხოვრობენ. მე მირჩევნია, ჩემი თავისთვის ვიცხოვრო, საკუთარ თავთან ვიყო კომფორტში და ვაკეთო, რაც მომწონს და არა ის, რაც სხვას მოეწონება. ჩემი მთავარი პლუსი, ალბათ, არის ის, რომ სადაც უნდა ვიყო, მანიკა ვარ და არა მოგონილი“, - ამბობს მანიკა ასათიანი საკუთარ თავზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„აქ დამეკიდოს“ გრიშაშვილი... შავ პილპილში არეული თამარაშვილის ფერფლი და სხვა მოგოგნებები გია ფერაძეზე

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

„კულინართა საძმოს“ წევრობიდან SPConsulting–ის უფროს პარტნიორობამდე - ცოტა რამ ირაკლი ალასანიას შესახებ


როგორია 27 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

00:55

ამინდი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

00:39

სოხუიმის დაცემა

უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება, ვიდრე...

00:17

რუსუდან მუმლაძე


„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

18:58 შაბ. 25 სექტემბერი

ძალადობა

შემზარავი ამბავი - იძებნება გოგო, რომლის...

15:57 კვი. 26 სექტემბერი

ჯადო

„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

18:58 შაბ. 25 სექტემბერი

ქალი

„მოძღვარმა მითხრა, რომ გირჩევ ეს აღსარებ...

23:39 კვი. 26 სექტემბერი

ღარიბაშვილი

„გეტყვით ჩემს საიდუმლოს... 33 წლის ასაკშ...

23:26 კვი. 26 სექტემბერი

ღარიბაშვილი

„მან იცის, ჩემი სახით როგორი იმედი ჰყავს...

21:53 კვი. 26 სექტემბერი

კალაძე და ანუკი

ვლადიმერ ბოჟაძე: ევრონაცების ნაცვლად, გვ...

23:55 კვი. 26 სექტემბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა?! - ნათი...

23:52 კვი. 26 სექტემბერი

ჟურნალისტი ნათია ბერიძე

გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერ...

23:39 კვი. 26 სექტემბერი

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე

„დაუმატეთ ერბოს ცოტა ქონდარი და ჯინჯერი,...

21:45 კვი. 26 სექტემბერი

ანა მიქაძე

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიაზე: ტყუილში აც...

21:42 კვი. 26 სექტემბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

„შეყვარებულის ოჯახმა დამიწუნა...“ - შორე...

20:55 კვი. 26 სექტემბერი

მსახიობი და ტელეწამყვანი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

19:30 კვი. 26 სექტემბერი

მიწისძვრა

ვინ არის ნათია თურნავას მეუღლე და რას სა...

19:15 კვი. 26 სექტემბერი

ნათია თურნავას ოჯახი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რეგიონებში წ...

19:00 კვი. 26 სექტემბერი

„ქართული ოცნების“
ლიდერები