Digest Logo

„მინდა ვიყო არა პატარკაციშვილის შვილიშვილი, არამედ ლიზა მაღრაძე“ - გაიცანით ლიზა მაღრაძე

 16:24 ორშ. 4 იანვარი
ბადრი პატარკაციშვილის
შვილიშვილი

ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და მომ­ღე­რა­ლი ლიზა მაღ­რა­ძეა.


ლიზა ათი წლის იყო, როცა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ბაბუის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა. ბადრი პატარკაციშვილი მუდმივად ცდილობდა, თავისუფალი დრო ლიზასთან გაეტარებინა და მას ყველა ოცნებას უსრულებდა.

„იმდენად პატარაც არ ვყოფილვარ, რომ ვერ გამეცნობიერებინა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. რთულია ამ თემაზე ლაპარაკი. ამ ასაკში უკეთ ვაცნობიერებ, რამხელა და რა მაგარი ადამიანი დავკარგეთ. მაშინ აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. ვიცოდი, რომ ცუდი რაღაც მოხდა. ვიცოდი, რომ მიყვარდა და ძალიან მტკიოდა. ვიცოდი, რომ იმ დროს ჩემთვის არ ეცალათ და მარტო მიწევდა საკუთარ თავთან ყოფნა. მახსოვს, ძალიან ცუდად ვხდებოდი ხოლმე ამაზე ფიქრით. მაშინ ასეთ ტკივილს პირველად შევეჯახე. ათი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. პირველად რომ გავიგე, აღარ იყო, იმ მომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. თითქოს თავდაცვის მექანიზმი ჩამერთო და ეს პერიოდი ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე. რაღაც დრო რომ გავიდა, ხშირად ვათვალიერებდი მის ფოტოებს და იმდენად აღარ ვნერვიულობდი, იმდენს აღარ ვტიროდი. მისგან ძალიან ბევრი ლამაზი მოგონება დამრჩა. მახსოვს კადრი, ბადრი სახლში შემოდის და მოაქვს ორი დიდი ჩემოდანი. ხსნის და ორივე ჩემი საჩუქრებითაა სავსე. სულ ასე იქცეოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის დრო ყოველთვის ჰქონდა. მეგონა, ამ ადამიანს ყველაფერი შეეძლო. ჩემი თოვლის ბაბუა იყო. თუმცა, მარტო ჩემი არა, ძალიან ბევრ ბავშვს ეხმარებოდა“- ამბობს ლიზი.


ლიზა ახლა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, ის თემურ ჩხეიძის ჯგუფში სწავლობს და მომავალი მსახიობია. ის ასევე გატაცებულია სიმღერითაც.


ის სოციალურ ქსელში ყოველთვის თამამ და სექსუალურ ფოტოებს აქვეყნებს, რითაც მიმდევრების გულს უფრო მეტად იპყრობს.

„ცხრა წლის ვიყავი, როცა პირველად, პირდაპირ ეთერში დამსვეს დილის გადაცემაში, ისევ თათია გიორგობიანთან ერთად. ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამას ახლა ვაცნობიერებ. მაშინ საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რომ ამდენი ადამიანი მიყურებდა. ძალიან პოპულარული ბავშვი ვიყავი, მაღაზიაში რომ შევდიოდი, სულ რაღაცას მაჩუქებდნენ ხოლმე. ეს ყველაფერი ძალიან კი მომწონდა, მაგრამ მეგონა, ჩვეულებრივი ამბავი იყო და ყველა ბავშვის ცხოვრებაში ასე ხდებოდა. ფაქტობრივად, ტელევიზიაში დავიბადე. მერე, რაღაც პერიოდი, ამასაც თავი დავანებე.

მოგვიანებით, დათო იმედაშვილმა დამირეკა და „ვირეპორტერის“ ანუ, „ვოისის“ შიდა სამზარეულოს წამყვანობა შემომთავაზა. აი, მაშინ უკვე გავაცნობიერე, რაც ხდებოდა ჩემს თავს და ძალიან განვიცადე. 4-5 წლის ბავშვს არ განსჯის ხალხი, მაგრამ უკვე 15 წლის რომ ხარ, თუ რამე დეფექტი გაქვს, არ გაპატიებენ. ბევრი ცუდი კომენტარი მესმოდა: „ამ ბავშვს ცხელი კარტოფილი უდევს პირში?!” და მსგავსი. ამის გამო ძალიან დავკომპლექსდი. გული ნამდვილად ამიცრუვდა ტელევიზიაზე. „არასდროს თქვა არასდროს“ და შეიძლება, ერთ დღეს ისევ წამყვანი გავხდე, მაგრამ ახლა ამის არანაირი სურვილი არ მაქვს“- ამბობს ლიზა მაღრაძე.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბაბუა ძალიან მაგარი ადამიანი იყო და საოცარი ოჯახი მყავს, მინდა ვიყო: არა ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი – ლიზა მაღრაძე, არამედ ლიზა მაღრაძე, რომლის ბაბუაც იყო ბადრი პატარკაციშვილი. ეს არის ჩემი მიზანი. ნამდვილად გამიგია ასეთი კომენტარებიც: ბადრის შვილიშვილია და ამიტომო, მაგრამ ეს არ მიკვირს. ლოგიკურად მიმაჩნია“- ამბობდა ლიზი ერთ-ერთ ინერვიუში.


🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - ცოტა რამ მარიამ როინიშვილზე

დუტის ჟილეტი, ბზინვარე და მაქმანებიანი კაბები - ცნობილების საახალწლო ლუქები

ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე


მსგავსი სიახლეები

როგორი ამინდი იქნება 17 ოქტომბერს საქართ...

01:00

ამინდი

„დაკავებისას პოლიციელები მოწიწებით მეპყრ...

00:57

ექს პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

„ამ საყოველთაო სიყრუეში, გურამ შარაძის ს...

00:43

რუსუდან შარაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

დაიბადა დათუნა ვარდოსანიძე! - გიორგი ვარ...

21:49 შაბ. 16 ოქტომბერი

გიორგი ვარდოსანიძე

„რა გამოხედვააა, ლელაა“ - ლელა წურწუმიას...

20:25 შაბ. 16 ოქტომბერი

ლელა წურწუმია

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა...

23:30 შაბ. 16 ოქტომბერი

ფეროშენადნობთა ქარხანა

VIDEO: გადაცემის ჩაწერისას ქალმა გონება...

22:48 შაბ. 16 ოქტომბერი

ქალი

„ღამით ჩემს ტანზე სიმძიმის დაწოლამ გამაღ...

22:11 შაბ. 16 ოქტომბერი

იმერეთში 72 წლის კაცი 9 წლის
ბავშვთან გარყვნილი
ქმედებისთვის დააკავეს

„ისეთი სტრესი მიიღო, რომ დღემდე ესმის ხა...

20:46 შაბ. 16 ოქტომბერი

ბათუმის ტარგედია

საჭიროა თუ არა ე.წ. ბუსტერ დოზა „სინოფარ...

19:58 შაბ. 16 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„ევა გილოცავ დაოჯახებას“ - შორენა ბეგაშვ...

19:18 შაბ. 16 ოქტომბერი

ევა ბარბაქაძე

უტიფრად, ყოველგვარი ბოდიშის გარეშე... რა...

17:46 შაბ. 16 ოქტომბერი

შსს-ს საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურის
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსი
გიორგი თუხარელი, „ტვ
პირველის“ საინფორმაციო
სამსახურის უფროსი ნოდარ
მელაძე

ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონ...

17:36 შაბ. 16 ოქტომბერი

ანალიტიკოსი ედიშერ
გვენეტაძე

კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი –...

17:26 შაბ. 16 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი